მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებული ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს", - სურამში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი
"ბრალდებული ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს", - სურამში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი

დაბა სუ­რამ­ში, მე­უღ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი 3 შვი­ლის დე­დის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კი­რის გან­ცხა­დე­ბით, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცდი­ლობს თავი შე­უ­რა­ცხა­დად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რა­საც ად­ვო­კა­ტე­ბიც უწყო­ბენ ხელს.

წუ­ლე­ის­კი­რის თქმით, ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მოწ­მობს იმა­ზე, რომ პი­როვ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში შე­რა­ცხა­დი იყო.

"მინ­და მო­გახ­სე­ნოთ სუ­რამ­ში 6 ივ­ლისს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც ქმარ­მა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე მოკ­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ცდი­ლობს თავი წარ­მო­ად­გი­ნოს, რო­გორც შე­უ­რა­ცხა­დი, ანუ ად­ვო­კა­ტე­ბი და თვი­თონ მისი ქმე­დე­ბე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ წარ­მო­ჩინ­დეს თით­ქოს­და, ეს პი­როვ­ნე­ბა არის შე­უ­რა­ცხა­დი. თუმ­ცა, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­საძ­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­პი­რის­პი­როს მოწ­მობს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვთქვათ, რომ მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნის დროს იყო სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო შე­რა­ცხა­დი. ამ სა­კი­თხის და­სად­გე­ნად ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში ჰყავს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, რა­ი­მე სა­ხით ჩა­ფარ­ცხოს აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა, ჩვენ ყვე­ლა ამ პი­როვ­ნე­ბას ვამ­ხელთ.

ოჯა­ხის წევ­რებს გა­აჩ­ნი­ათ შე­საძ­ლო რე­სურ­სი, რომ ჩვენ მი­ვიწ­ვი­ოთ უცხო­ე­თი­დან ექ­სპერ­ტე­ბი და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზებს ჩავ­ნიშ­ნავთ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ხას­გას­მით მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ პი­როვ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში შე­რა­ცხა­დი იყო. ამას მოწ­მობს ყვე­ლა ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა და ყვე­ლა ის შე­საძ­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ილია ქურ­და­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სუ­რამ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­სა­მარ­თლოს კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 13-17 წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ივ­ლისს, სუ­რამ­ში მოხ­და. 3 შვი­ლის დედა, 31 წლის თეა რუ­სია ქმარ­მა მა­შინ მოკ­ლა, რო­დე­საც ქალს ეძი­ნა.

Mr. Twister
0

მოიცა, ეს ადვოკატი შეთავსებით ექსპერტიც არის? ექსპერტიზის დანიშვნამდე უკვე დაადგინა, რომ შერაცხადია? საინტერესოა, რომელ მაღალჩინოსნებზე ლაპარაკობს და ისიც, თუ შერაცხადმა კაცმა ჩაიდინა მკვლელობა, მოტივიც აუხსნას საზოგადოებას...

ავტორი:

"ბრალდებული ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს", - სურამში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი

"ბრალდებული ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს", - სურამში მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი

დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის ოჯახის ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცდილობს თავი შეურაცხადად წარმოაჩინოს, რასაც ადვოკატებიც უწყობენ ხელს.

წულეისკირის თქმით, ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება მოწმობს იმაზე, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"მინდა მოგახსენოთ სურამში 6 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. აღნიშნული პიროვნება დღეის მდგომარეობით ცდილობს თავი წარმოადგინოს, როგორც შეურაცხადი, ანუ ადვოკატები და თვითონ მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იმისკენ, რომ წარმოჩინდეს თითქოსდა, ეს პიროვნება არის შეურაცხადი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებები საპირისპიროს მოწმობს.

შესაძლებელია, ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩადენის დროს იყო სრულიად გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩადენის მომენტში აღნიშნული პიროვნება იყო შერაცხადი. ამ საკითხის დასადგენად ექსპერტიზა რამდენიმე დღეში ჩაინიშნება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას გარკვეულ წრეებში ჰყავს თანამდებობის პირები და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ ვინმე შეეცდება, რომ გამოძიებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება, რაიმე სახით ჩაფარცხოს აღნიშნული საქმე ან ნებისმიერი საშუალებით ექსპერტიზაზე მოახდინოს ზეგავლენა, ჩვენ ყველა ამ პიროვნებას ვამხელთ.

ოჯახის წევრებს გააჩნიათ შესაძლო რესურსი, რომ ჩვენ მივიწვიოთ უცხოეთიდან ექსპერტები და ალტერნატიულ ექსპერტიზებს ჩავნიშნავთ საჭიროების შემთხვევაში. ხასგასმით მინდა ავღნიშნო, რომ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. ამას მოწმობს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია საქმეში", - განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

დანაშაულის ფაქტი მიმდინარე წლის 6 ივლისს, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?