Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან
"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ელექტრო­შო­კი ამო­ი­ღეს. რო­გორც თა­მუ­ნას დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, თვე­ე­ბის წინ გო­გო­ნამ ელექტრო­შო­კის შე­ძე­ნა მა­მას სთხო­ვა.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მას, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ეს ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა:

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­მუ­ნამ მკი­თხა, მამა, ელექტრო­შო­კი სად­მე იყი­დე­ბაო? ვუ­თხა­რი, კი, შვი­ლო, ნავ­თლუღ­ში მაქვს ნა­ნა­ხი-მეთ­ქი. წა­ვე­დი, მო­ხუც ქალს 4 ცალი ელექტრო­შო­კი ჰქონ­და, ფასი ვკი­თხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარ­ში მოგ­ცე­მო, - მი­პა­სუ­ხა. მეც ვი­ყი­დე და მი­ვე­ცი ბავ­შვს.

- არ გა­მოჰ­კი­თხეთ თა­მუ­ნას, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ელექტრო­შო­კი, ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და, რა­ი­მე საფრ­თხეს გრძნობ­და?

- რო­გორ არ ვკი­თხე, ბავ­შვი ში­შის ქვეშ იყო, დიდი ხა­ნია საფრ­თხეს გრძნობ­და. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია არა­ფე­რი. ჩემი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ის არის, რომ ვერ და­ვეხ­მა­რე, ჩემ­თვის დრო­ზე რომ ეთ­ქვა, რა უჭირ­და, შე­იძ­ლე­ბა დავ­ხმა­რე­ბო­დი, გა­და­მერ­ჩი­ნა ჩემი შვი­ლი.

ძა­ლი­ან ვნა­ნობ, ძა­ლი­ან! ერთხელ გავ­ბრაზ­დი კი­დეც და ტი­რი­ლი და­ი­წყო, მამა, არა­ფე­რი მკი­თხო, გეხ­ვე­წე­ბი, არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. თუ რამე, თვი­თონ მივ­ხე­დავ თავ­სო. ოჯა­ხი­დან, ჩვე­ნი მხრი­დან ბავ­შვს არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, მის სურ­ვი­ლებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით, არც სიყ­ვა­რუ­ლი და გა­გე­ბა აკ­ლდა. სა­ღა­მო­ო­ბით, უცებ და­ვი­ნა­ხავ­დი - ტი­რო­და, მერე მე­ო­რე ოთახ­ში გა­და­ვი­დო­და და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ვხე­დავ­დი.

ერთი წელი ვი­ტან­ჯე­ბო­დი, მას მერე, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და... სულ ტი­რო­და. ერთი სი­ტყვით მა­ინც რომ ეთ­ქვა, რა­ღა­ცას ვი­ზამ­დი, ვუშ­ვე­ლი­დი. არ ვიცი, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, შე­ში­ნე­ბუ­ლი, თუ რა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვი ამ­ხე­ლა გზა­ზე მი­დი­ო­და და ვის ეძებ­და? ათა­სი ვერ­სი­აა. ეს ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ბავ­შვს ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და.

- მა­ი­სურ­ზე რას იტყვით? ით­ქვა, რომ გარ­დაც­ვლილს თეთ­რი ფე­რის ეცვა, თვითმხილ­ვე­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, მუქი ფე­რის ზე­და­ტა­ნით ვნა­ხე­თო...

- როცა ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი თა­მუ­ნა და­ვი­ნა­ხე, თვალთ და­მიბ­ნელ­და, გა­ვი­თი­შე და იქი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს. მე ესე ვიცი და და­ვი­ნა­ხე, რომ შავი კოფ­თა ეცვა, ასე და­ვი­ნა­ხე. თეთ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, თეთ­რს და შავს ვერ გა­ვარ­ჩევ­დი? ისე­თი ბუნ­დო­ვა­ნი საქ­მეა, ყველ­გან რა­ღა­ცე­ბი ქრე­ბა, ყველ­გან კვა­ლი იშ­ლე­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ცუდ დღე­ში ვარ. ვი­ცო­ცხლებ იქამ­დე, ვიდ­რე ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა.

- მარ­თლა მი­ი­ღო უწყე­ბამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი? არა­ფე­რი აც­ნო­ბეს ოჯახს და ად­ვო­კატს?

- არ ვიცი, წე­სით, უნდა მი­ე­ღოთ უკვე, მაგ­რამ არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. არც ტე­ლე­ფონ­ზე და კომ­პი­უ­ტერ­ზე ამ­ბო­ბენ რა­მეს. ამას­თა­ნა­ვე, ის პო­ლი­ცი­ე­ლი აფ­ცი­ა­უ­რიც გაქ­რა, შვე­ბუ­ლე­ბა­ში­აო, სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც შვე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან... ერთი სი­ტყვით და ჩემი აზ­რით, ვი­ღა­ცას დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს, და­დის და კვალს შლის. სი­ცო­ცხლით სავ­სე ბავ­შვი მო­მიკ­ლეს და ახლა რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, საქ­მე­ში რომ ჩა­ეთ­ვა­ლოთ. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, თავს არ და­ვა­ნე­ბებ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
141

ხელისუფლება იმდენად გაისვარა, ახლა მიშათი შეშინების თემა არ გამოვა! თითქმის ყველა გახმაურებული საქმე შეკერილია, პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ძალოვნები, არამედ ხელიუფლების არაერთი შტო.

ეს საქმეც რუსული სპეცების ნახელავია და ხელისუფლება მას არ გახსნის რეალური სურათით არასდროს. ეს საქმეც იკერება, მტკიცებულებებს გზადაგზა ანადგურებენ. ქართული ვაი-დემოკრატია უკიდურეს ჩიხშია. ეს საქმე აშშ-მ უნდა გამოიძიოს, რადგან რუსული სპეცების მხილება მათი ინტერესის სფეროა. ამასთან გამოაშკარავდება, რომ საქართველო თურმე მოქმედი პლაცდარმია რუსული სპეცებისათვის.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მედია იმდენ დეტალს ამოწევს, რომ გამაოგნებელი იქნება სულ მცირე.

nnn
210

მაპატიოს ოჯახმა, მაგრამ ღრმა დეპრესიაში ხომ არ იყო ეს ბავშვი

ავტორი:

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან სამართალდამცველებმა ელექტროშოკი ამოიღეს. როგორც თამუნას დედამ, თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, თვეების წინ გოგონამ ელექტროშოკის შეძენა მამას სთხოვა.

AMBEBI.GE გარდაცვლილი გოგონას მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა:

- რამდენიმე თვის წინ თამუნამ მკითხა, მამა, ელექტროშოკი სადმე იყიდებაო? ვუთხარი, კი, შვილო, ნავთლუღში მაქვს ნანახი-მეთქი. წავედი, მოხუც ქალს 4 ცალი ელექტროშოკი ჰქონდა, ფასი ვკითხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარში მოგცემო, - მიპასუხა. მეც ვიყიდე და მივეცი ბავშვს.

- არ გამოჰკითხეთ თამუნას, რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი, ვინმე ემუქრებოდა, რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

- როგორ არ ვკითხე, ბავშვი შიშის ქვეშ იყო, დიდი ხანია საფრთხეს გრძნობდა. მას არ დაუკონკრეტებია არაფერი. ჩემი დიდი გულისტკივილი დღესდღეობით ის არის, რომ ვერ დავეხმარე, ჩემთვის დროზე რომ ეთქვა, რა უჭირდა, შეიძლება დავხმარებოდი, გადამერჩინა ჩემი შვილი.

ძალიან ვნანობ, ძალიან! ერთხელ გავბრაზდი კიდეც და ტირილი დაიწყო, მამა, არაფერი მკითხო, გეხვეწები, არავითარი პრობლემა არ მაქვს. თუ რამე, თვითონ მივხედავ თავსო. ოჯახიდან, ჩვენი მხრიდან ბავშვს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მის სურვილებს ვაკმაყოფილებდით, არც სიყვარული და გაგება აკლდა. საღამოობით, უცებ დავინახავდი - ტიროდა, მერე მეორე ოთახში გადავიდოდა და ცრემლიანი თვალებით ვხედავდი.

ერთი წელი ვიტანჯებოდი, მას მერე, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა. ერთი სიტყვით მაინც რომ ეთქვა, რაღაცას ვიზამდი, ვუშველიდი. არ ვიცი, გაფრთხილებული იყო, შეშინებული, თუ რა. აბა, წარმოიდგინეთ, ბავშვი ამხელა გზაზე მიდიოდა და ვის ეძებდა? ათასი ვერსიაა. ეს ელექტროშოკი თამუნას თან დაჰქონდა. რომ მივუტანე, ბავშვს ესიამოვნა და თითქოს გული დაუწყნარდა.

- მაისურზე რას იტყვით? ითქვა, რომ გარდაცვლილს თეთრი ფერის ეცვა, თვითმხილველები კი ამბობენ, მუქი ფერის ზედატანით ვნახეთო...

- როცა ადგილზე გარდაცვლილი თამუნა დავინახე, თვალთ დამიბნელდა, გავითიშე და იქიდან გამომიყვანეს. მე ესე ვიცი და დავინახე, რომ შავი კოფთა ეცვა, ასე დავინახე. თეთრი რომ ყოფილიყო, თეთრს და შავს ვერ გავარჩევდი? ისეთი ბუნდოვანი საქმეა, ყველგან რაღაცები ქრება, ყველგან კვალი იშლება და წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში ვარ. ვიცოცხლებ იქამდე, ვიდრე ეს საქმე გაიხსნება.

- მართლა მიიღო უწყებამ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები? არაფერი აცნობეს ოჯახს და ადვოკატს?

- არ ვიცი, წესით, უნდა მიეღოთ უკვე, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. არც ტელეფონზე და კომპიუტერზე ამბობენ რამეს. ამასთანავე, ის პოლიციელი აფციაურიც გაქრა, შვებულებაშიაო, სხვა პოლიციელებიც შვებულებაში არიან... ერთი სიტყვით და ჩემი აზრით, ვიღაცას დიდი ინტერესი აქვს, დადის და კვალს შლის. სიცოცხლით სავსე ბავშვი მომიკლეს და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, საქმეში რომ ჩაეთვალოთ. ვიდრე ცოცხალი ვარ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, თავს არ დავანებებ.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება