კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"
"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"

თინა და­თი­კაშ­ვი­ლი "დიდი სცე­ნის" კონ­კურ­სან­ტია. 23 წლი­საა, და­ამ­თა­ვა­რა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. რო­გორც ამ­ბობს, 2 წლი­დან მღე­რის და სიმ­ღე­რა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია. სულ უნ­დო­და, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ჩვენ­ში არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ტე­ლეპ­რო­ექ­ტებ­ში მო­ე­სინ­ჯა, მაგ­რამ არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლა­ი­ვე­ბამ­დე ვე­რას­დროს მი­დი­ო­და. ერთხელ სიმ­ღე­რა­ზე თურ­მე გული სე­რი­ო­ზუ­ლად გა­უ­ტყდა, ათე­ულ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­გო, რომ სი­ა­ში აღარ იყო.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი, სა­დაც ლა­ი­ვებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, "დიდი სცე­ნაა". რო­გორც იქნა, ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და... პირ­ვე­ლი კრა­ხის შემ­დეგ, კონ­კურ­სში რომ არ გა­მი­მარ­თლა, მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე, სიმ­ღე­რაც აღარ მინ­დო­და. ხელი ჩა­ვიქ­ნიე, ჩავ­თვა­ლე, რომ ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ ღირ­და.

მაგ­რამ გა­სულ წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მა­ინც მი­ვე­დი, ათე­ულ­ში ისევ ვერ მოვხდი, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ეს და ბექ­ვო­კა­ლის­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და პრო­ექ­ტში ამ ფორ­მით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

მერე კი პე­და­გო­გებს ისე მო­ვე­წო­ნე, რომ "დიდ სცე­ნა­შიც" დაგ­ვი­ძა­ხეს და პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის ბე­ქებ­შიც ვი­დე­ქით. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა უკვე კას­ტინგზე საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი და შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი, რაც ჩემ­გან ცოტა გა­უკ­ვირ­დათ და შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც ვერ დავ­დე," - გვე­უბ­ნე­ბა "დიდი სცე­ნის" კონ­კურ­სან­ტი.

- ოჯახ­ში მღე­რი­ან?

- კი, ყვე­ლა მღე­რის, დე­და­ჩე­მის მხა­რეც, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, წი­ნაპ­რე­ბი ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­მის მხრი­და­ნაც, ბი­ძა­ჩე­მი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის და თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლის აღ­ზრდი­ლია. ახლა თა­ვის ან­სამ­ბლს უძღვე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ დღეს ჩემი თა­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ვერ აღიქ­ვამს ისე, რო­გორც სჭი­როა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­ხე­ბა რომ მაქვს, ვიცი. ისიც მა­ბედ­ნი­ე­რებს, რომ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მი­წევს.

- ვო­კა­ლის პედ­გო­გი აქამ­დე არ გყავ­და?

- არას­დროს და ეს ყო­ველ­თვის უკ­ვირთ. არა­და, მარ­თლა მინ­და, ძა­ლი­ან მა­გა­რი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი მყავ­დეს, ამას ვა­პი­რებ და მას­წავ­ლე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად ავირ­ჩევ. მი­მაჩ­ნია, რომ ბევ­რი რამ არ ვიცი და და­სახ­ვე­წი მაქვს. რა­ღა­ცე­ებს სიმ­ღე­რის დროს შე­იძ­ლე­ბა ისე ვა­კე­თებ­დე, რომ არც ვი­ცო­დე. მოკ­ლედ, ახლა ეს სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა მაქვს, რომ ავიხ­დი­ნო.

- ასე გყვა­რე­ბია მუ­სი­კა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ ჩა­ა­ბა­რე?

- სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ვნა­ნობ. რა­ტომ­ღაც პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ბავ­შვე­ბის­გან სულ მეს­მო­და, მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნი­დათ, არ მოს­წონ­დათ სოლ­ფე­ჯიო და ა.შ. ამან ჩემ­ზე იმ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში მეც უარი ვთქვი მუ­სი­კა­ზე. ჩე­მე­ბი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ რომ ვთქვი, არ მინ­და და მე­ზა­რე­ბა-მეთ­ქი, აღარ და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. ახლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ, მაგ­რამ არა უშავს, ყე­ლაფ­რი წინ არის.

- პირ­ველ რიგ­ში წი­ნაა მო­რი­გი ლა­ი­ვი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა მხა­რი და­გი­ჭი­როს...

- კი, ასეა. ფაქ­ტია, რომ თუ პირ­ველ ლა­ივ­ზე ხელი მი­კან­კა­ლებ­და და სცე­ნა­ზე ძლივს გა­მო­ვე­დი, ახლა უკვე ერთი სული მაქვს, სცე­ნა­ზე რო­დის გა­ვალ. ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი გვყავს. ახლა გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლის ტური გვაქვს და ცდი­ლობს, მუდ­მი­ვად ჩვენს გვერ­დით იყოს და აგ­ვიხ­სნას ყვე­ლა­ფე­რი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­ზე და ნატო მე­ტო­ნი­ძე­ზეც გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­დაგ­ვყვნენ.

მარ­თლა მაქ­სი­მუმს დებ­დნენ ჩვენ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი არა თუ მუ­სი­კა­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნუ­რი თვლა­საზ­რი­სი­თაც ბევ­რის მომ­ცე­მია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ "დიდ­მა სცე­ნამ" ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ვე­ლო­დე­ბი ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას. ალ­ბათ იმე­დიც მაქვს იმის, რომ რა­ღაც-რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მექ­ნე­ბა და იმის იმე­დი უფრო მაქვს, რომ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ჩემი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, ოდეს­მე პრო­ფე­სი­უ­ლად მი­ვუდ­გე­ბი. სა­კუ­თარ მუ­სი­კას და სიმ­ღე­რებს შევ­ქმნი.

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გაქვს?

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ახლა ვინც ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. თუმ­ცა კონ­კურ­სან­ტებ­შიც გა­მი­მარ­თლა. მგო­ნი, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც ჩვენ გვაქვს, პრო­ექ­ტში იშ­ვი­ა­თია.

მარ­თლა ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი ჩვენ შო­რის არ არის. სულ ვცდი­ლობ, ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­საც ვფიქ­რობ, ფი­ნალ­ში ვიყო, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს. იმე­დია, ყვე­ა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ავტორი:

"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"

"პირველი კრახი მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა... ხელი ჩავიქნიე" - "დიდი სცენის" კონკურსანტის რთული გზა მეგაპროექტის "ლაივამდე"

თინა დათიკაშვილი "დიდი სცენის" კონკურსანტია. 23 წლისაა, დაამთავარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. როგორც ამბობს, 2 წლიდან მღერის და სიმღერა მისთვის ყველაფერია. სულ უნდოდა, საკუთარი შესაძლებლობები, ჩვენში არსებულ მუსიკალურ ტელეპროექტებში მოესინჯა, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ლაივებამდე ვერასდროს მიდიოდა. ერთხელ სიმღერაზე თურმე გული სერიოზულად გაუტყდა, ათეულში უნდა ყოფილიყო და მოულოდნელად გაიგო, რომ სიაში აღარ იყო.

"ამ მიმართულებით ერთადერთი ნათელი წერტილი, სადაც ლაივებში ვმონაწილეობ, "დიდი სცენაა". როგორც იქნა, ეს ოცნება ამიხდა... პირველი კრახის შემდეგ, კონკურსში რომ არ გამიმართლა, მძიმედ გადავიტანე, სიმღერაც აღარ მინდოდა. ხელი ჩავიქნიე, ჩავთვალე, რომ ასეთ პროექტებში მონაწილეობა აღარ ღირდა.

მაგრამ გასულ წელს "საქართველოს ვარსკვლავში" მაინც მივედი, ათეულში ისევ ვერ მოვხდი, თუმცა ყურადღება მომაქციეს და ბექვოკალისტობა შემომთავაზეს და პროექტში ამ ფორმით ვმონაწილეობდი.

მერე კი პედაგოგებს ისე მოვეწონე, რომ "დიდ სცენაშიც" დაგვიძახეს და პირველი სეზონის ბექებშიც ვიდექით. მოკლედ, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რითაც ბედნიერი ვიყავი. თუმცა უკვე კასტინგზე საკმაოდ დაძაბული და შებოჭილი ვიყავი, რაც ჩემგან ცოტა გაუკვირდათ და შესაბამისი შედეგიც ვერ დავდე," - გვეუბნება "დიდი სცენის" კონკურსანტი.

- ოჯახში მღერიან?

- კი, ყველა მღერის, დედაჩემის მხარეც, ბებია-ბაბუები, წინაპრები ოპერის მომღერლები იყვნენ. მამის მხრიდანაც, ბიძაჩემი ანზორ ერქომაიშვილის და თემურ ქევხიშვილის აღზრდილია. ახლა თავის ანსამბლს უძღვება. სამწუხაროდ დღეს ჩემი თაობის დიდი ნაწილი ხალხურ სიმღერებს ვერ აღიქვამს ისე, როგორც სჭიროა. ამ ყველაფერთან შეხება რომ მაქვს, ვიცი. ისიც მაბედნიერებს, რომ პროექტში ყველანაირი ჟანრის სიმღერების შესრულება მიწევს.

- ვოკალის პედგოგი აქამდე არ გყავდა?

- არასდროს და ეს ყოველთვის უკვირთ. არადა, მართლა მინდა, ძალიან მაგარი ვოკალის პედაგოგი მყავდეს, ამას ვაპირებ და მასწავლებელს აუცილებლად ავირჩევ. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ არ ვიცი და დასახვეწი მაქვს. რაღაცეებს სიმღერის დროს შეიძლება ისე ვაკეთებდე, რომ არც ვიცოდე. მოკლედ, ახლა ეს სურვილი და ოცნება მაქვს, რომ ავიხდინო.

- ასე გყვარებია მუსიკა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?

- სხვათაშორის, ძალიან ვნანობ. რატომღაც პატარაობიდან, ბავშვებისგან სულ მესმოდა, მუსიკაზე სიარული გარკვეულ სირთულეებს უქმნიდათ, არ მოსწონდათ სოლფეჯიო და ა.შ. ამან ჩემზე იმდენად იქონია გავლენა, რომ პატარა ასაკში მეც უარი ვთქვი მუსიკაზე. ჩემები ძალიან მონდომებულები იყვნენ, მაგრამ რომ ვთქვი, არ მინდა და მეზარება-მეთქი, აღარ დაუძალებიათ. ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ არა უშავს, ყელაფრი წინ არის.

- პირველ რიგში წინაა მორიგი ლაივი, რომელშიც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მაყურებელმა მხარი დაგიჭიროს...

- კი, ასეა. ფაქტია, რომ თუ პირველ ლაივზე ხელი მიკანკალებდა და სცენაზე ძლივს გამოვედი, ახლა უკვე ერთი სული მაქვს, სცენაზე როდის გავალ. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს. ახლა გიორგი ცაგარელის ტური გვაქვს და ცდილობს, მუდმივად ჩვენს გვერდით იყოს და აგვიხსნას ყველაფერი, ნიკოლოზ რაჭველზე და ნატო მეტონიძეზეც გაგიჟებულები ვართ, გადაგვყვნენ.

მართლა მაქსიმუმს დებდნენ ჩვენში და ეს ყველაფერი არა თუ მუსიკალურად, ადამიანური თვლასაზრისითაც ბევრის მომცემია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "დიდმა სცენამ" ეს შესაძლებლობა მომცა. ველოდები ამ სასიამოვნო ამბების კიდევ უფრო განვითარებას. ალბათ იმედიც მაქვს იმის, რომ რაღაც-რაღაც შემოთავაზებები მექნება და იმის იმედი უფრო მაქვს, რომ სიმღერას, რომელიც ჩემი მთელი ცხოვრებაა, ოდესმე პროფესიულად მივუდგები. საკუთარ მუსიკას და სიმღერებს შევქმნი.

- გამარჯვების იმედი გაქვს?

- ზოგადად ძალიან ემოციური ვარ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან მეშინოდა, ახლა ვინც ვართ დარჩენილები, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ. თუმცა კონკურსანტებშიც გამიმართლა. მგონი, ასეთი ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გვაქვს, პროექტში იშვიათია.

მართლა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და არანაირი უარყოფითი ჩვენ შორის არ არის. სულ ვცდილობ, ჟიურის შეფასებები გავითვალისწინო. აქედან გამომდინარე, იმასაც ვფიქრობ, ფინალში ვიყო, ისევე როგორც დანარჩენებს. იმედია, ყვეაფერი კარგად იქნება.

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)

"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი