მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს
"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლოვ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ, ბრალ­დე­ბის მხა­რე კი, მათ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნას. საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნი­კო­ლოზ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ ბრალ­დე­ბას ადას­ტუ­რებს, რაც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვი­საა წარ­დგე­ნი­ლი.

"მაგ სი­მარ­თლით იარე", - ამ სი­ტყვე­ბით და გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რით მი­ვი­და მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ.-ს მამა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე. მის მა­ი­სურ­ზე ასე­ვე შა­ქა­რაშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თია ასა­ხუ­ლი წარ­წე­რით - "შა­ქა­რას მკვლე­ლებ­მა არ გა­ი­ხა­რონ".

არას­რულ­წლოვ­ნის მამა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს და აცხა­დებს, რომ მის­თვის სათ­ქმე­ლი აქვს. ხო­მა­სუ­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ბიძა, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს.

"ყვე­ლა­ფერს ფარ­ცხავს, თუ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, ჩემ­მა შვილ­მა არ გა­ი­ხა­როს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მის­ცენ. თე­ო­რი­უ­ლად და­საშ­ვე­ბია, რომ მეც მა­ტყუ­ებს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ გა­არ­კვი­ოს. მკვლე­ლი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვი­ლიც რომ იყოს, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს. მაგ­რამ ეს კა­რი­ე­რის­ტი კაცი იმის მა­გივ­რად, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა დე­ტალ­ში ჩა­ე­ძი­ოს, შეც­დო­მა არ გა­ა­პა­რე­ბი­ნოს, ყვე­ლა­ფერს ხელს აფა­რებს, მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ძი­ე­ბა, ვიდ­რე ამ კაცს. მა­გა­ლი­თად, ფაქ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა არ აინ­ტე­რე­სებს. ბი­ძა­მი­სი კა­რი­ე­რის­ტი ადა­მი­ა­ნია, არ ვიცი სა­მი­ნის­ტროს რაზე მო­ე­ლა­პა­რა­კა. ხალ­ხს გა­აც­ნო თავი თო­რემ აქამ­დე ვინ იც­ნობ­და? ის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე ფიქ­რობს. გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დებს ხო­მა­სუ­რი­ძე.

ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შა­ქა­რაშ­ვილს არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით "სამი გამ­ხდა­რი ბიჭი" მის­დევ­და, ხო­მა­სუ­რი­ძის თქმით, მისი შვი­ლი ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არ ყო­ფი­ლა.

"ღამე სახ­ლში რომ მო­ვი­და, არ იცო­და ის ბიჭი და­ღუ­პუ­ლი რომ იყო, რო­გორ "იგუ­ლა­ვეთ-მეთ­ქი", ვკი­თხე და არა­ფე­რი, ჩხუ­ბი მოგ­ვი­ვი­და და და­ვი­შა­ლე­თო, მი­თხრა. შა­ქა­რაშ­ვი­ლი ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა. როცა ეძებ­დნენ, ცო­ცხა­ლი ეგო­ნა, როცა გა­ი­გო და­ღუ­პუ­ლი იყო, 2-3 ღამე არ ეძი­ნა, ღმერ­თს ვფი­ცა­ვარ, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი ტი­რო­და, რომ დაგ­ვე­ჭი­რა, ხომ გა­და­ვარ­ჩენ­დით მა­ინ­ცო, ამ­ბობ­და. ჩემ­მა შვილ­მა ფე­რად შე­ნო­ბას­თან მი­ირ­ბი­ნა, ვახო ჩი­ქო­ვანს გული ეტ­კი­ნა, ჩა­ი­კუ­ზა და ჩემ შვილს თხო­ვა წადი მან­ქა­ნა მო­იყ­ვა­ნეო, ჩემი შვი­ლი რომ დაბ­რუნ­და, ვახო ისევ იქ დახ­ვდა, სა­დაც და­ტო­ვა, არა­ფე­რი დევ­ნა არ ყო­ფი­ლა. სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბის 3 მან­ქა­ნა რომ ჩა­ვი­და, იმათ­მა ცე­მეს შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რა­ტომ არ დაგ­ვეხ­მა­რე, რა­ტომ გა­ი­ქე­ციო. სხვას ვის უნდა ეცე­მა?ან პო­ლი­ცი­ამ ცემა ან მა­გათ­მა. ოჯახს, შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას მივ­მარ­თავ, მნა­ხონ და სი­მარ­თლეს მე ვე­ტყვი, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორ მი­დის. უნდა ავუხ­სნა რომ გა­მო­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არ იყო სი­მარ­თლის გარ­კვე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი", - აცხა­დებს ხო­მა­სუ­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
129

 არასრულწლოვანი რატომ მოსდევდა საცემად შუაღამე , მცხეთის ხიდთან ახალგაზრდებს?! რომელსაც არც იცნობდა! 

ის კი არა , დედა და მამაა დასაჭერი, რომ შვილი ვერ გაზარდეს და საცემრად და სასიკვდილოდ გაიმეტა ადამიანი..ძველბიჭობას ,, აწვება,, და მისი ადგილი ციხეშია!

rasa
1

ახლა თუ რამის დრო არ არის - ირონიული მაისურების დრო არ არის. თავის შერცხვენაა ეგეთი რამის დაწერა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ, ბრალდების მხარე კი, მათ კვლავ პატიმრობაში დარჩენას. საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ბრალდებას ადასტურებს, რაც დაკავებულებისთვისაა წარდგენილი.

"მაგ სიმართლით იარე", - ამ სიტყვებით და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მის მაისურზე ასევე შაქარაშვილის ფოტოსურათია ასახული წარწერით - "შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ".

არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

"ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - აცხადებს ხომასურიძე.

ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით "სამი გამხდარი ბიჭი" მისდევდა, ხომასურიძის თქმით, მისი შვილი ამ ადამიანებს შორის არ ყოფილა.

"ღამე სახლში რომ მოვიდა, არ იცოდა ის ბიჭი დაღუპული რომ იყო, როგორ "იგულავეთ-მეთქი", ვკითხე და არაფერი, ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთო, მითხრა. შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა. როცა ეძებდნენ, ცოცხალი ეგონა, როცა გაიგო დაღუპული იყო, 2-3 ღამე არ ეძინა, ღმერთს ვფიცავარ, ვახო ჩიქოვანი ტიროდა, რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო, ამბობდა. ჩემმა შვილმა ფერად შენობასთან მიირბინა, ვახო ჩიქოვანს გული ეტკინა, ჩაიკუზა და ჩემ შვილს თხოვა წადი მანქანა მოიყვანეო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა, ვახო ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა, არაფერი დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების 3 მანქანა რომ ჩავიდა, იმათმა ცემეს შაქარაშვილი, რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა?ან პოლიციამ ცემა ან მაგათმა. ოჯახს, შაქარაშვილის დედას მივმართავ, მნახონ და სიმართლეს მე ვეტყვი, პირველივე დღიდან გამოძიება როგორ მიდის. უნდა ავუხსნა რომ გამოძიება პირველივე დღიდან არ იყო სიმართლის გარკვევით დაინტერესებული", - აცხადებს ხომასურიძე.

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი" - ადვოკატი

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

ჰქონდა თუ არა  დაკარგული გონება გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე? - რას ამბობს ექსპერტი?