მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?
რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "Economics of Transition and Institutional Change"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით "სიმ­სუქ­ნი­სა და კო­რუფ­ცი­ის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში", რომ­ლის ავ­ტო­რია ფრან­გი მეც­ნი­ე­რი პავ­ლო ბლა­ვატ­სკი. მან 15 პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში კო­რუფ­ცი­ის დო­ნი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წო­ნის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი გა­მო­იკ­ვლია.

მეც­ნი­ერ­მა გა­ა­ნა­ლი­ზა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მთავ­რო­ბე­ბის 299 წევ­რის წონა, რომ­ლებ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი 2017 წელს ეკა­ვათ შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში: სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბე­ლა­რუს­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ყირ­გი­ზეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში, ლი­ე­ტუ­ვა­ში, მოლ­დო­ვა­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ტა­ჯი­კეთ­ში, თურ­ქმე­ნეთ­ში და უზ­ბე­კეთ­ში.

ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის წო­ნის გან­სა­ზღვრი­სათ­ვის მეც­ნი­ერ­მა ისარ­გებ­ლა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მზე­რის ტექ­ნო­ლო­გი­ით, რო­მე­ლიც აა­ნა­ლი­ზებს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფო­ტო­სუ­რა­თებს და ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს და მათ სა­ფუძ­ველ­ზე წო­ნას ად­გენს. პა­რა­ლე­ლუ­რად კო­რუფ­ცი­ის დო­ნის შე­ფა­სე­ბა გა­ნი­სა­ზღვრა Transparency International-ის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა და რიგი ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით.

შე­ის­წავ­ლა რა კო­რუფ­ცი­ის დო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, მეც­ნი­ერ­მა მი­ნის­ტრე­ბის ჭარ­ბი წო­ნი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­ის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი და­ად­გი­ნა.

რო­გორც გა­ირ­კვა, 15 პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში 96 ჩი­ნოვ­ნი­კი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო მე­ტად მსუ­ქა­ნია.

გა­მოკ­ვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რუფ­ცი­ის დო­ნი­სა და მი­ნის­ტრე­ბის სიმ­სუქ­ნის მი­ხედ­ვით პირ­ველ სა­მე­ულ­ში ტა­ჯი­კე­თი, უზ­ბე­კე­თი და თურ­ქმე­ნე­თი აღმოჩ­ნდნენ. შემ­დეგ მო­დის უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი, მოლ­დო­ვა, სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი. რე­ი­ტინ­გის ბოლო ად­გილს იკა­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო, ლატ­ვია, ლიტ­ვა და ეს­ტო­ნე­თი.

გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­კეთ­და დას­კვნაც, რომ რაც უფრო მსუქ­ნე­ბია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­ნის­ტრე­ბი, მით უფრო გამ­ხდრე­ბი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც მეც­ნი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, კო­რუფ­ცი­ი­სა და წო­ნას შო­რის აღ­მო­ჩე­ნი­ლი კავ­ში­რის მი­უ­ხე­და­ვად, ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მა­ინც ზუს­ტი არაა და მათი მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნას კო­რუმ­პი­რე­ბულს ვერ უწო­დებ, თუმ­ცა პავ­ლო ბლა­ვატ­სკი მა­ინც მი­უ­თი­თებს, რომ ამ მო­ნა­ცე­მებს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს, მათ შო­რის დი­ნა­მი­კა­შიც. ის მა­გა­ლი­თის სა­ხით იმოწ­მებს სომ­ხეთს, სა­დაც 2018 წელს მომ­ხდა­რი ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად პრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ა­ნის მთავ­რო­ბა გა­დად­გა და ად­გი­ლი ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დერს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს და­უთ­მო. ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლით ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის დონე შემ­ცირ­და. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრე­ბის სა­შუ­ა­ლო წო­ნის ინ­დექ­სი 31,2-ია, ხოლო სერჟ სარ­გსი­ა­ნის მთავ­რო­ბა­ში ინ­დექ­სი 32,1 იყო. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნ
13

დღეს პირიქითაა: ფულიანი ადამიანი სწორად იკვებება, ნაკლები სტრესი აქვს, ხელი მიუწვდება სპორტ დარბაზებსა და სხვა გამაჯანსაღებელ დაწესებულებებზე, ამიტომ უფრო გამხდარია. უფულო ადამიანს არ აქვს საკვები პროდუქტების სარგებლიანობის მიხედვით არჩევის ფუფუნება და ყიდულობს, მაღალკალორიულ, უაფ საკვებს. აიღეთ 10 ლარიანი შაურმა და დაასახელეთ სხვა ბიოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი საკვები, რომელსაც 10 ლარად იყიდით და დაგანაყრებთ. 

noe
1

ლი­ე­ტუ­ვა... 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

ამერიკულ ჟურნალ "Economics of Transition and Institutional Change"-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "სიმსუქნისა და კორუფციის ურთიერთკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში", რომლის ავტორია ფრანგი მეცნიერი პავლო ბლავატსკი. მან 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში კორუფციის დონისა და მაღალჩინოსნების წონის ურთიერთკავშირი გამოიკვლია.

მეცნიერმა გაანალიზა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მთავრობების 299 წევრის წონა, რომლებსაც თანამდებობები 2017 წელს ეკავათ შემდეგ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ბელარუსში, ესტონეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში.

ჩინოვნიკების წონის განსაზღვრისათვის მეცნიერმა ისარგებლა კომპიუტერული მზერის ტექნოლოგიით, რომელიც აანალიზებს რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტოსურათებს და ვიდეოგამოსახულებებს და მათ საფუძველზე წონას ადგენს. პარალელურად კორუფციის დონის შეფასება განისაზღვრა Transparency International-ის, მსოფლიო ბანკისა და რიგი ევროპული ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით.

შეისწავლა რა კორუფციის დონის ოფიციალური სტატისტიკა, მეცნიერმა მინისტრების ჭარბი წონისა და პოლიტიკური კორუფციის ურთიერთკავშირი დაადგინა.

როგორც გაირკვა, 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში 96 ჩინოვნიკი ჩვეულებრივზე უფრო მეტად მსუქანია.

გამოკვლევის თანახმად, კორუფციის დონისა და მინისტრების სიმსუქნის მიხედვით პირველ სამეულში ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი აღმოჩნდნენ. შემდეგ მოდის უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბელარუსი. რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებენ საქართველო, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.

გამოკვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნაც, რომ რაც უფრო მსუქნებია კორუმპირებული ქვეყნების მინისტრები, მით უფრო გამხდრები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები.

ამასთანავე, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, კორუფციისა და წონას შორის აღმოჩენილი კავშირის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები მაინც ზუსტი არაა და მათი მიხედვით, ქვეყანას კორუმპირებულს ვერ უწოდებ, თუმცა პავლო ბლავატსკი მაინც მიუთითებს, რომ ამ მონაცემებს ყურადღება უნდა მიექცეს, მათ შორის დინამიკაშიც. ის მაგალითის სახით იმოწმებს სომხეთს, სადაც 2018 წელს მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მთავრობა გადადგა და ადგილი ოპოზიციურ ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს დაუთმო. ახალი მთავრობის მოსვლით ქვეყანაში კორუფციის დონე შემცირდა. ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში მინისტრების საშუალო წონის ინდექსი 31,2-ია, ხოლო სერჟ სარგსიანის მთავრობაში ინდექსი 32,1 იყო. წყარო

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"