პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო
ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

უცხო­ურ მე­დი­ა­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით სტა­ტი­ებს ში­ნა­არ­სით, სა­დაც მრა­ვალ­ჯერ და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებ­ზე წე­რენ. ასე­თი სტა­ტი­ე­ბი ქარ­თულ მე­დი­ა­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ იმ ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლებ­ზე გი­ამ­ბოთ, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა­მაც წლებ­სა და მრა­ვალ ჭორ-მარ­თალს გა­უძ­ლო და დღემ­დე ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

ზურა ყიფ­ში­ძე და ლელა გო­ცი­რი­ძე

ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სო­დეს ჩნდე­ბა. არა­და, წყვილ­მა ოჯა­ხი ზუ­რას პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე შექ­მნა. ათ­კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიძე - ზურა ყიფ­ში­ძე გოგა ფი­ფი­ას­გან ნა­თხო­ვა­რი კოს­ტი­უ­მით ეს­წრე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და. წყვილს ქალ-ვაჟი, ლე­ნუ­კა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი ჰყავს და ოთხ შვი­ლიშ­ვილს ზრდი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზურა ყიფ­ში­ძე­ზე მისი თა­ო­ბის უამ­რა­ვი ქალი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბამ და ოჯა­ხურ­მა ცხოვ­რე­ბამ წლებს გა­უძ­ლო.

თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე და რეზი არ­ვე­ლა­ძე

ორ ათე­ულ წელ­ზე მეტს ით­ვლის თბი­ლი­სის ერთ-ერთი გლა­მუ­რუ­ლი წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა თა­ვის სფე­რო­ში არ­ცერ­თს აკ­ლდა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭო­რე­ბი­სა და სკან­და­ლე­ბის ობი­ექ­ტი ნაკ­ლე­ბად ხდე­ბოდ­ნენ. არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის პირ­ვე­ლი რძა­ლი, თა­ვა­დაც ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან არის და ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. დი­ზა­ი­ნე­რი თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელ ქმარ­ზე დღემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.

ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი და ვატო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

კა­ლათ­ბურ­თე­ლი­სა და მო­დე­ლის ერთი შე­ხედ­ვით სტან­დარ­ტულ­მა წყვილ­მა ოჯა­ხი წლე­ბის წინ შექ­მნეს. ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი, ოთხი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დე­გაც შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნი­ნომ სა­კუ­თა­რი სა­მო­დე­ლო სტუ­დია გახ­სნა და მისი მო­დე­ლე­ბი, მათ შო­რის შვი­ლი - თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ხში­რად იპყრო­ბენ უცხო­ურ პო­დი­უ­მებს.

თაკო ჩხე­ი­ძე და რუს­ლან აბა­ში­ძე

თა­ვი­სი თა­ო­ბის მო­დე­ლე­ბი­დან თაკო ჩხე­ი­ძე ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც მყა­რი ოჯა­ხი შექ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიპ­ლო­მა­ტი მე­უღ­ლე დიდ დროს უცხო­ეთ­ში ატა­რებ­და და თაკო ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რიც კი არა­სო­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ამ­ჟა­მად ჩხე­ი­ძის ქმა­რი სა­ქარ­თვე­ლო­შია და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას. წყვი­ლი სამ ვაჟს ზრდის.

ნატა მურ­ვა­ნი­ძე და ნიკა თა­ვა­ძე

მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა თით­ქმის სამი ათე­უ­ლი წე­ლია გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა მათ ცხოვ­რე­ბა­ში იყო პა­ტა­რა წყვე­ტა, რო­დე­საც ნიკა და ნატა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე მიხ­ვდნენ, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლოთ. ამა­ზე ნა­ტას არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უსა­უბ­რია. უფ­როს შვილს - დათა თა­ვა­ძეს, მშობ­ლე­ბი­ვით, თე­ატ­რის­კენ გა­უ­წია გულ­მა - მსა­ხი­ო­ბო­ბაც სცა­და და რე­ჟი­სუ­რა­შიც მო­სინ­ჯა ბედი. დღეს ის უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რია. წყვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მანუ თა­ვა­ძე მო­ცეკ­ვა­ვეა.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე და ირაკ­ლი ალა­სა­ნია

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბის წინ გახ­და, ან რა გა­საკ­ვი­რია, ორი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა - ცნო­ბი­ლი მწერ­ლი­სა და აფხა­ზე­თის ომის გმი­რის შვი­ლებ­მა ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს წლე­ბის წინ და­უ­კავ­ში­რეს. მათ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­ძაფ­რდა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ირაკ­ლი ალა­სა­ნია ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და. ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტი, ფსი­ქო­ლო­გი ცო­ლით, დიდ­ხანს ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნი­დან არ ჩა­მო­დი­ო­და. თა­ვი­დან ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს ნაკ­ლე­ბად უგებ­დნენ. მისი მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი მალე უფრო მი­სა­ღე­ბი გახ­და და დღეს ერთ-ერ­თია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვის სტა­ტუ­სებ­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა და "გა­ნი­უ­სე­ბა" აქვს. ნა­თი­ა­სა და ირაკ­ლის ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ არა­სო­დეს უსა­უბ­რი­ათ, თუმ­ცა ირაკ­ლი ალა­სა­ნია რამ­დე­ნი­მე­ჯერ მა­ინც მო­ექ­ცა ყვი­თე­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა ჭორი ფსი­ქო­ლოგ­მა ცოლ­მა გა­ფან­ტა, რო­მე­ლიც ქმარ­ზე დღემ­დე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობს. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

ზურა ხა­ჩი­ძე და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - მი­უხ­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო და ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის არ­ცთუ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, არ შე­უ­შინ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას და სა­ჯა­როდ გა­ამ­ხი­ლეს სიყ­ვა­რუ­ლი და და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. ზუ­რას და ხა­თუ­ნას ქორ­წი­ნე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩა­მო­დი­ო­და ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ მათი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მალე დას­რულ­დე­ბო­და. ავის­მო­სურ­ნე­ებს კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ - ისი­ნი წლე­ბია ერ­თად არი­ან. რო­დე­საც ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ქმა­რი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც მხარ­ში და­უდ­გა და ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი გა­და­ა­ტა­ნი­ნა, რა­ზეც ხა­თუ­ნა ხში­რად ლა­პა­რა­კობს სა­ჯა­როდ. წყვილს ერთი სა­ერ­თო გო­გო­ნა ჰყავს. ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

ლე­ვან წუ­ლა­ძე და მა­ნა­ნა კა­ზა­კო­ვა

რე­ჟი­სო­რი­სა და მსა­ხი­ო­ბის ტან­მდემ­მა რო­გორც სცე­ნა­ზე, ისე ცხოვ­რე­ბა­შიც წლებს გა­უძ­ლო. მა­ნა­ნა კა­ზა­კო­ვა ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობს მე­უღ­ლე­ზე. თე­ატ­რა­ლუ­რი წრი­დან მათი წყვი­ლი ერთ-ერ­თია, რომ­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, - ერ­თმა­ნეთს შე­ა­ბერ­დნე­ნო... კა­ზა­კო­ვა-წუ­ლა­ძეს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ და­ო­ჯახ­და და ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტია.

ნინო ნა­დი­რა­ძე და გუგა კუ­ზა­ნო­ვი

ერთი შე­ხედ­ვით ეპა­ტა­ჟუ­რი წყვი­ლი წლე­ბია მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ჭორი, თუმ­ცა მათი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ნა­ირ ეჭვს აქარ­წყლებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ გუგა კუ­ზა­ნო­ვი დღემ­დე ისეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცოლ­ზე, რომ მის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კუ­ზა­ნო­ვი-ნა­დი­რა­ძის უფ­რო­სი შვი­ლი უკვე და­ო­ჯხ­და და მალე ბე­ბია და ბა­ბუა გახ­დე­ბი­ან. წყვილს ვა­ჟიც ჰყავს.

ლელა და მა­მუ­ლი­ჩა

მათ ყვე­ლა­ზე ხში­რად გვა­რე­ბის გა­რე­შე და ერ­თად ახ­სე­ნე­ბენ, რად­გან მომ­ღერ­ლი­სა და პრო­დი­უ­სე­რის ოჯა­ხუ­რი იდი­ლია თით­ქმის ორ ათე­ულ წელს ით­ვლის. წყვილს ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, საქ­მე აკავ­ში­რებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნი­სას გრძნო­ბებს არ მა­ლა­ვენ. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ოჯა­ხია, რო­მე­ლის დან­გრე­ვაც, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ვე­რაფ­რით წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ლე­ლას და მა­მუ­ლი­ჩას ერთი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
55
0

არველაძეებზე ვგიჟდები.თეონა და რეზი სუპერ წყვილი

ლალუკა
5

ზურა მართლა ვარსკვლავია, დანარჩენის რა მოგახსენოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

უცხოურ მედიაში ხშირად შეხვდებით სტატიებს შინაარსით, სადაც მრავალჯერ დაქორწინებულ წყვილებზე წერენ. ასეთი სტატიები ქართულ მედიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ იმ ვარსკვლავურ წყვილებზე გიამბოთ, რომელთა ურთიერთობამაც წლებსა და მრავალ ჭორ-მართალს გაუძლო და დღემდე ერთად ცხოვრობენ.

ზურა ყიფშიძე და ლელა გოცირიძე

ლეგენდარული მსახიობის მეუღლე საზოგადოებაში არასოდეს ჩნდება. არადა, წყვილმა ოჯახი ზურას პოპულარობის პიკზე შექმნა. ათკაციანი ქორწილის გადახდის შემდეგ, რომელსაც, როგორც ამბობენ, სიძე - ზურა ყიფშიძე გოგა ფიფიასგან ნათხოვარი კოსტიუმით ესწრებოდა, რამდენიმე ათეული წელი გავიდა. წყვილს ქალ-ვაჟი, ლენუკა და გიორგი ყიფშიძეები ჰყავს და ოთხ შვილიშვილს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ ზურა ყიფშიძეზე მისი თაობის უამრავი ქალი იყო შეყვარებული, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობამ და ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო.

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე

ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის თბილისის ერთ-ერთი გლამურული წყვილის თანაცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა თავის სფეროში არცერთს აკლდა, ამ ხნის განმავლობაში ჭორებისა და სკანდალების ობიექტი ნაკლებად ხდებოდნენ. არველაძეების პირველი რძალი, თავადაც ცნობილი ოჯახიდან არის და ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია. დიზაინერი თეონა თავართქილაძე ყოფილ ფეხბურთელ ქმარზე დღემდე შეყვარებულია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.

ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი

კალათბურთელისა და მოდელის ერთი შეხედვით სტანდარტულმა წყვილმა ოჯახი წლების წინ შექმნეს. ნინო ცქიტიშვილი, ოთხი შვილის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავ ფორმაშია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საყვარელ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ ნინომ საკუთარი სამოდელო სტუდია გახსნა და მისი მოდელები, მათ შორის შვილი - თაკო ნაცვლიშვილი, ხშირად იპყრობენ უცხოურ პოდიუმებს.

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე

თავისი თაობის მოდელებიდან თაკო ჩხეიძე ერთ-ერთია, რომელმაც მყარი ოჯახი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი მეუღლე დიდ დროს უცხოეთში ატარებდა და თაკო ამ დროს საქართველოში იყო, წყვილის დაშორების შესახებ ჭორიც კი არასოდეს გავრცელებულა. ამჟამად ჩხეიძის ქმარი საქართველოშია და საჯარო სამსახურში აგრძელებს საქმიანობას. წყვილი სამ ვაჟს ზრდის.

ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე

მსახიობების გამორჩეული წყვილის თანაცხოვრება თითქმის სამი ათეული წელია გრძელდება. თუმცა მათ ცხოვრებაში იყო პატარა წყვეტა, როდესაც ნიკა და ნატა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ. ამაზე ნატას არაერთ ინტერვიუში უსაუბრია. უფროს შვილს - დათა თავაძეს, მშობლებივით, თეატრისკენ გაუწია გულმა - მსახიობობაც სცადა და რეჟისურაშიც მოსინჯა ბედი. დღეს ის უკვე წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორია. წყვილის ქალიშვილი მანუ თავაძე მოცეკვავეა.

ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია

მათი წყვილი საზოგადოებისთვის საინტერესო წლების წინ გახდა, ან რა გასაკვირია, ორივე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახიდანაა - ცნობილი მწერლისა და აფხაზეთის ომის გმირის შვილებმა ცხოვრება ერთმანეთს წლების წინ დაუკავშირეს. მათ მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად გამძაფრდა, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წავიდა. ამერიკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა დიპლომატი, ფსიქოლოგი ცოლით, დიდხანს ჟურნალების გარეკანიდან არ ჩამოდიოდა. თავიდან ნათია ფანჯიკიძეს ნაკლებად უგებდნენ. მისი მხიარული ხასიათი, ქართველი პოლიტიკოსების ცოლებისგან განსხვავებული იმიჯი მალე უფრო მისაღები გახდა და დღეს ერთ-ერთია სოციალურ ქსელში, ვის სტატუსებსაც უამრავი გამოხმაურება, გაზიარება და "განიუსება" აქვს. ნათიასა და ირაკლის ოჯახური კონფლიქტის შესახებ არასოდეს უსაუბრიათ, თუმცა ირაკლი ალასანია რამდენიმეჯერ მაინც მოექცა ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში. საბოლოოდ ყველა ჭორი ფსიქოლოგმა ცოლმა გაფანტა, რომელიც ქმარზე დღემდე დიდი სიყვარულით ლაპარაკობს. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია

მათი სიყვარულის ისტორია ყველასგან განსხვავებულია - მიუხდავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო და ხათუნას პირველი ქორწინების არცთუ კარგი გამოცდილება ჰქონდა, არ შეუშინდნენ საზოგადოების რეაქციას და საჯაროდ გაამხილეს სიყვარული და დაქორწინდნენ კიდეც. ზურას და ხათუნას ქორწინება წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა ჟურნალების გარეკანიდან და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მათი ოჯახური ცხოვრება მალე დასრულდებოდა. ავისმოსურნეებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ისინი წლებია ერთად არიან. როდესაც ხათუნას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ქმარი პირველი იყო, რომელიც მხარში დაუდგა და ურთულესი დღეები გადაატანინა, რაზეც ხათუნა ხშირად ლაპარაკობს საჯაროდ. წყვილს ერთი საერთო გოგონა ჰყავს. ხათუნას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე.

ლევან წულაძე და მანანა კაზაკოვა

რეჟისორისა და მსახიობის ტანმდემმა როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიც წლებს გაუძლო. მანანა კაზაკოვა ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს მეუღლეზე. თეატრალური წრიდან მათი წყვილი ერთ-ერთია, რომლებზეც შეიძლება ითქვას, - ერთმანეთს შეაბერდნენო... კაზაკოვა-წულაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ერთი წლის წინ დაოჯახდა და ანსამბლ "სუხიშვილების" წამყვანი სოლისტია.

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი

ერთი შეხედვით ეპატაჟური წყვილი წლებია მედიის ყურადღებას იმსახურებს. მათი დაშორების შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ჭორი, თუმცა მათი ეკრანზე გამოჩენა, ყოველთვის ყველანაირ ეჭვს აქარწყლებდა. ამბობენ, რომ გუგა კუზანოვი დღემდე ისეა შეყვარებული ცოლზე, რომ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ კუზანოვი-ნადირაძის უფროსი შვილი უკვე დაოჯხდა და მალე ბებია და ბაბუა გახდებიან. წყვილს ვაჟიც ჰყავს.

ლელა და მამულიჩა

მათ ყველაზე ხშირად გვარების გარეშე და ერთად ახსენებენ, რადგან მომღერლისა და პროდიუსერის ოჯახური იდილია თითქმის ორ ათეულ წელს ითვლის. წყვილს ოჯახური ურთიერთობის გარდა, საქმე აკავშირებს, თუმცა საზოგადოებაში ყოველი გამოჩენისას გრძნობებს არ მალავენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ოჯახია, რომელის დანგრევაც, თაყვანისმცემლებს ვერაფრით წარმოუდგენიათ. ლელას და მამულიჩას ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.