სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს
"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რა­ჭა­ში სტი­ქი­ას ებ­რძვი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ზა­რალ­და, სა­დაც 12 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 10 ხიდი, 8 ად­გი­ლას ჩან­გრე­უ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, ასე­ვე - რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი ონი­დან შო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შიდა სა­სოფ­ლო გზე­ბი.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 12 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა - ექ­სკა­ვა­ტო­რე­ბი, ბულ­დო­ზე­რე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნით სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, სო­ფელ გლო­ლა­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლია და­მა­ტე­ბით 30-მდე მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 3 მცი­რე­წლო­ვა­ნია.

მათი ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია, ნა­წი­ლი კი სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ სო­ფელ­ში ტუ­რის­ტუ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამას­თან, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ად­გილ­ზე მი­ე­წო­დათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, ვინც სტი­ქი­ის ზო­ნა­შია დარ­ჩე­ნი­ლი, დახ­მა­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ითხოვს და ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ მძი­მე კად­რებს ავ­რცე­ლებს. ერთ-ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც უწე­რა­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, წერს, რომ სო­ფელ­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ის ამ­ბობს, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ უკვე მის ახ­ლოს მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სახ­ლი წა­ი­ღო.

"მოგ­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა... ბავ­შვე­ბით ვართ აქ ჩავ­რჩით, დე­ნიც გა­ი­თი­შა, რა­ი­ონ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზაც წა­ღე­ბუ­ლია, არც სა­ცალ­ფე­ხო გზაა, წა­ი­ღო ჩვენ გარ­შე­მო მდე­ბა­რე სახ­ლე­ბი, ჩემი მე­ზობ­ლის სახ­ლია ვი­დე­ო­ში, ამის მერე ჩვე­ნია, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით ვართ, გა­მო­აგ­ზავ­ნეთ დახ­მა­რე­ბა!.დენი არ არის ტე­ლე­ფო­ნის ბა­ტა­რი­ას ვუფრ­თხილ­დე­ბით, რომ გა­რე­სამ­ყა­როს­თან გვქონ­დეს კონ­ტაქ­ტი, ნუ მი­რე­კავთ გთხოვთ..

სა­მაშ­ვე­ლოც ვერ მოვა ფი­ზი­კუ­რად სახ­მე­ლე­თო გზით, გზა არ არის ფი­ზი­კუ­რად, ცოტა ჩა­წყნარ­და წყალ­დი­დო­ბა, მაგ­რამ თუ ისევ გაწ­ვიმ­და და იგი­ვე გა­მე­ორ­და ჩემი სახ­ლი­ღა დარ­ჩა ნა­პირ­ზე და წა­ი­ღებს, ჩვე­ნამ­დე რაც იყო, აღა­რა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი...

მთა­ვა­რია არ გაწ­ვიმ­დეს, მთა­ვა­რია დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნონ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, გზის ხი­დის რეს­ტავ­რა­ცია, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მოყ­ვა­ნა, თო­რემ აქ არც მა­ღა­ზი­ე­ბია, არც აფ­თი­ა­ქი მო­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ და ღამე სიბ­ნე­ლე­ში რა უნდა ვქნათ არ ვიცი, დენი გვჭირ­დე­ბა პირ­ველ რიგ­ში და გზის აღ­დგე­ნა, მე­ეჭ­ვე­ბა ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვე­ბით გად­მოგ­ვიყ­ვა­ნონ სა­თი­თა­ოდ, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა, ყველ­გან დავ­რე­კე ყვე­ლა სა­მა­უ­წყებ­ლო­შიც, ასე რამ დიდი ხა­ნია არ მომ­ხდა­რა" - წერს ნინო ჯა­ფა­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნას­თან კო­მუ­კა­ცია უკვე შედ­გა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია ვერ­ტმფრე­ნი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და მათ გა­მოყ­ვა­ნას უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში შეძ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რაჭაში სტიქიას ებრძვიან. ყველაზე მეტად ონის მუნიციპალიტეტი დაზარალდა, სადაც 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან, სოფელ გლოლადან გამოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია.

მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სტიქიით დაზარალებულ სოფელში ტურისტულად იმყოფებოდა. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

მოსახლეობის ნაწილი, ვინც სტიქიის ზონაშია დარჩენილი, დახმარებას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ითხოვს და ადგილზე გადაღებულ მძიმე კადრებს ავრცელებს. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც უწერაშია ჩარჩენილი, წერს, რომ სოფელში ბავშვებთან ერთად იმყოფება. როგორც ის ამბობს, ადიდებულმა მდინარემ უკვე მის ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი წაიღო.

"მოგვაქციეთ ყურადღება... ბავშვებით ვართ აქ ჩავრჩით, დენიც გაითიშა, რაიონთან დამაკავშირებელი გზაც წაღებულია, არც საცალფეხო გზაა, წაიღო ჩვენ გარშემო მდებარე სახლები, ჩემი მეზობლის სახლია ვიდეოში, ამის მერე ჩვენია, მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ, გამოაგზავნეთ დახმარება!.დენი არ არის ტელეფონის ბატარიას ვუფრთხილდებით, რომ გარესამყაროსთან გვქონდეს კონტაქტი, ნუ მირეკავთ გთხოვთ..

სამაშველოც ვერ მოვა ფიზიკურად სახმელეთო გზით, გზა არ არის ფიზიკურად, ცოტა ჩაწყნარდა წყალდიდობა, მაგრამ თუ ისევ გაწვიმდა და იგივე გამეორდა ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს, ჩვენამდე რაც იყო, აღარაფერია დარჩენილი...

მთავარია არ გაწვიმდეს, მთავარია დროულად მოახდინონ სამშენებლო სამუშაოების დაწყება, გზის ხიდის რესტავრაცია, ელექტროენერგიის გამოყვანა, თორემ აქ არც მაღაზიებია, არც აფთიაქი მოწყვეტილები ვართ და ღამე სიბნელეში რა უნდა ვქნათ არ ვიცი, დენი გვჭირდება პირველ რიგში და გზის აღდგენა, მეეჭვება ყველა თვითმფრინავებით გადმოგვიყვანონ სათითაოდ, ვნახოთ რა იქნება, ყველგან დავრეკე ყველა სამაუწყებლოშიც, ასე რამ დიდი ხანია არ მომხდარა" - წერს ნინო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც AMBEBI.GE-ს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ განუცხადა, გოგონასთან კომუკაცია უკვე შედგა. მისი ინფორმაციით, უკვე გაგზავნილია ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად და მათ გამოყვანას უახლოეს საათებში შეძლებენ.

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია ინფიცირებული - დეტალური მონაცემები