Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში
დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

რუ­სე­თის დუმა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ 1920 წელს "სამ­ხრეთ ოსე­თის გე­ნო­ცი­დის“ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას აპი­რებს. ამ ყვე­ლა­ფერს წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა უძღვო­და, სა­დაც მან 1920 წელს სა­მა­ჩაბ­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს “გე­ნო­ცი­დი” უწო­და. პუ­ტი­ნის ამ სი­ტყვე­ბით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბულ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის დე-ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა რუ­სეთს მი­მარ­თეს და "ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან“ 1920 წელს სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა სთხო­ვეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, არ­სე­ბობს კი რა­ი­მე სა­ხის ის­ტო­რი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი ან დო­კუ­მენ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მათ ასე­თი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს?

რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს. 1920 წელს მარ­თლაც მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა ეს იყო ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს იყო ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა, მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის აჯან­ყე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბა და ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა. ანუ აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც 1920 წელს მოხ­და, მე­ზო­ბელ რუ­სეთ­სა და ოსებს სურთ გე­ნო­ცი­დად გა­და­აქ­ცი­ონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი მხა­რის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის ერ­თად თავ­მოყ­რი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტე­ე­ბის მეტი სი­ცხა­დის­თვის, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა გა­და­წყდა. "ცხინ­ვა­ლი 1920“ - ასე ჰქვია დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა გახ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბის მი­ზა­ნი, რას გა­ვი­გებთ, რა მო­ლო­დი­ნე­ბი არ­სე­ბობს და არის თუ არა ჩვენს სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი საკ­მა­რი­სი - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ფილ­მის სცე­ნა­რის­ტი, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რა იყო ფილ­მის გა­და­ღე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზი და რომ გვი­თხრათ, რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - რას გა­ვი­გებთ თქვე­ნი ფილ­მი­დან?

- ფილ­მის მი­ზა­ნია რე­ა­ლუ­რად გა­ვი­გოთ თუ რა მოხ­და 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ მი­ზეზს, ეს გახ­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და რუ­სე­თის სა­თათ­ბი­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მათ გა­ნი­ხი­ლონ და მომ­ხდარს მი­ა­ნი­ჭონ გე­ნო­ცი­დის სტა­ტუ­სი - რაც არის ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა და ზო­გა­დად, ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ვაჩ­ვე­ნოთ რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და რის გამო მოხ­და, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა და რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი.

- რა მოხ­და 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში?

- ოს ბოლ­შე­ვიკ­თა აჯან­ყე­ბა 1920 წლის მა­ის­ში და­ი­წყო, როცა ქარ­თუ­ლი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის XI არ­მი­ის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებს ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­თან ებ­რძოდ­ნენ. რო­კის რა­ი­ონ­ში აჯან­ყე­ბულ­მა ოსმა ბოლ­შე­ვი­კებ­მა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. მათ შე­უ­ერ­თდნენ რო­კის ხე­ო­ბის, კუ­და­როს, ქე­მერ­ტის და ყორ­ნი­სის ოსე­ბიც. 7 ივ­ნისს აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა ცხინ­ვა­ლი აი­ღეს, ხოლო 8 ივ­ნისს ცხინ­ვა­ლის რა­ი­ო­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს არა მხო­ლოდ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს მო­ი­ცავს, არა­მედ ონი­დან დუ­შე­თამ­დე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 1920 წლის 12 ივ­ნისს ქარ­თულ­მა ჯარ­მა დაბა ცხინ­ვა­ლი აიღო, ხოლო 23 ივ­ნისს მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გან­დევ­ნა. ქარ­თუ­ლი ჯა­რის წარ­მა­ტე­ბულ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ აჯან­ყე­ბის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, და­იც­ვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა.

- გა­მო­დის, რომ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ეს იყო აჯან­ყე­ბა და არა გე­ნო­ცი­დი?

- 100%-ით დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს იყო საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ასე­ვე, 100%-ით დას­ტურ­დე­ბა ის, რომ არა­ნა­ი­რი გე­ნო­ცი­დი იქ არ ყო­ფი­ლა, მოხ­და აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბა და ად­გი­ლი ჰქონ­და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­მე­ტე­ბა­საც - ამას ვერ უარ­ვყოფთ და ეს არც არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი. ეს არ იყო რო­მე­ლი­მე ეთ­ნო­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რად­გან ეს რომ ასე ყო­ფი­ლი­ყო, ოსე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დარ­ჩე­ბო­და და არც იმ ქმე­დე­ბას - სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბას დაგ­მობ­და, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი იყო ჩა­დე­ნი­ლი. ვინც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, მათ, რა თქმა უნდა შე­ე­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მათ, ვინც არ იყო ჩარ­თუ­ლი, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, არც შე­ხე­ბი­ან და არა­ფე­რი და­შა­ვე­ბი­ათ. და­ვუშ­ვათ, ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო გე­ნო­ცი­დი, რო­მე­ლი­მე ეთ­ნო­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ დარ­ჩე­ბო­და ოსე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, მა­თაც შე­ე­ხე­ბოდ­ნენ, მა­თაც გა­აქ­ცევ­დნენ ქვეყ­ნი­დან და რა­ღაც ტი­პის რეპ­რე­სი­ებს მა­ინც ექ­ნე­ბო­და ად­გი­ლი, მაგ­რამ იქ მსგავ­სი არა­ფე­რი იყო და არ მომ­ხდა­რა. პი­რი­ქით, იმ ძა­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და რე­აქ­ცია, რათა იგი­ვე არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, შე­სა­ბა­მი­სად, აჯან­ყე­ბა ჩა­ახ­შეს.

- ამ ფილ­მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტე, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ, რამ­დე­ნად შეძ­ლებთ იმის ასახ­ვას, რაც რე­ა­ლუ­რად მოხ­და, არის თუ არა საკ­მა­რი­სი ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­შია და­ცუ­ლი?

- უკვე არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გარ­და, რა­საც რუ­სე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეყ­რდნო­ბა, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სხვა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ არ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და ქარ­თულ არ­ქი­ვებ­შია და­ცუ­ლი - ის, რაც ჩვენ პრო­ცესს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა მოხ­და 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით, და­გეგ­მვით და არა მხო­ლოდ 1920 წელს, არა­მედ 1918-1919 წლებ­ში, რო­დე­საც აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებ­დნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და მთავ­რო­ბამ მათ ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აპა­ტია. ეს იყო უშუ­ა­ლოდ ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა, მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის აჯან­ყე­ბა, და­ფი­ნან­სე­ბა, ია­რა­ღის მი­ცე­მა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი ამა­ყობ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ეს იყო ბოლ­შე­ვიზ­მის და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამას ეთ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქო­ნია, იმ პე­რი­ო­დის დო­კუ­მენ­ტე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, ამას გვე­უბ­ნე­ბა ეს მა­სა­ლაც კი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. რუ­სე­თი ამ ყვე­ლა­ფერს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ნა­წი­ლად იყე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვჭირ­დე­ბა, უფრო მე­ტად დე­ტა­ლებ­ში ჩას­ვლა... ეს არ არის რი­გი­თი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტე, რად­გან ჩვე­ნი ია­რა­ღი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლეა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ის­ტო­რი­ის შეც­ვლა, რა­ი­მეს და­მა­ხინ­ჯე­ბა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის ფილ­მი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა სი­მარ­თლე.

ფილ­მის დას­რუ­ლე­ბა სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში იგეგ­მე­ბა. იდე­ის ავ­ტო­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ რუ­სე­თის იდე­ო­ლო­გი­ურ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც გა­მა­ლე­ბით მუ­შა­ობს, ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლე მთე­ლი სი­ზუს­ტით და­უ­პი­რის­პი­რონ, რათა რუ­სეთ­მა „მოწ­მენ­დილ ცაზე“ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ცხინ­ვა­ლის დე-ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის წა­ქე­ზე­ბა და სა­უ­კუ­ნის წინ მომ­ხდარ აჯან­ყე­ბა­ზე გე­ნო­ცი­დის იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლოს.

რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი ლე­ვან თო­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს: ”ამ­ბო­ბენ, ჭრი­ლო­ბებს სი­მარ­თლე კურ­ნავ­სო. არა ურ­თი­ერ­თსაყ­ვე­დუ­რი­სათ­ვის, არა­მედ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად და სა­მო­მავ­ლოდ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად ობი­ექ­ტუ­რი ის­ტო­რი­ის მოხმო­ბაა სა­ჭი­რო"

ddgfdf
11

ra moxda და რუსები შევარდნენ და ქართველები დახოცეს, ჯუღელმა ვერ გააკონტროლა დადგმული სპექტაკლი.

ავტორი:

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

რუსეთის დუმა საქართველოს მიერ 1920 წელს "სამხრეთ ოსეთის გენოციდის“ საკითხის განხილვას აპირებს. ამ ყველაფერს წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება უძღვოდა, სადაც მან 1920 წელს სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდი” უწოდა. პუტინის ამ სიტყვებით შეგულიანებულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტარებმა რუსეთს მიმართეს და "ქართველი ნაციონალისტების მხრიდან“ 1920 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდის აღიარება სთხოვეს.

საინტერესოა, არსებობს კი რაიმე სახის ისტორიულ-სამართლებრივი ან დოკუმენტური საფუძველი, რაც მათ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საშუალებას აძლევს?

რა თქმა უნდა, არ არსებობს. 1920 წელს მართლაც მოხდა დაპირისპირება, თუმცა ეს იყო ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული აჯანყება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, მეორე სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილის აჯანყება, დაფინანსება და იარაღის მიწოდება. ანუ აჯანყება, რომელიც 1920 წელს მოხდა, მეზობელ რუსეთსა და ოსებს სურთ გენოციდად გადააქციონ. ამ შემთხვევაში, ჩვენი, ქართული მხარის ყველაზე მძლავრი იარაღი ისტორიული მასალებია, რომლებიც ჩვენს არქივებში ინახება. სწორედ ამიტომ საარქივო მასალების ერთად თავმოყრისა და ისტორიული სიზუსტეების მეტი სიცხადისთვის, დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყდა. "ცხინვალი 1920“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის გადაღებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად რა გახდა ფილმის გადაღების მიზანი, რას გავიგებთ, რა მოლოდინები არსებობს და არის თუ არა ჩვენს საარქივო მასალებში შემონახული დოკუმენტები საკმარისი - ამ და სხვა საკითხებზე ფილმის სცენარისტი, პროფესიით ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრება:

- რა იყო ფილმის გადაღების მაპროვოცირებელი მიზეზი და რომ გვითხრათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი - რას გავიგებთ თქვენი ფილმიდან?

- ფილმის მიზანია რეალურად გავიგოთ თუ რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში, რაც შეეხება მაპროვოცირებელ მიზეზს, ეს გახდა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილება, რომ მათ განიხილონ და მომხდარს მიანიჭონ გენოციდის სტატუსი - რაც არის ისტორიის დამახინჯება და ზოგადად, ისტორიის გაყალბებულად გამოყენება საინფორმაციო ომში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ რეალურად რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში და რის გამო მოხდა, რა შედეგები მოჰყვა და რა იყო სინამდვილეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი დოკუმენტური ფილმი.

- რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში?

- ოს ბოლშევიკთა აჯანყება 1920 წლის მაისში დაიწყო, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდნენ. როკის რაიონში აჯანყებულმა ოსმა ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. მათ შეუერთდნენ როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღევანდელ ცხინვალის რეგიონს მოიცავს, არამედ ონიდან დუშეთამდე ტერიტორიაზე. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს მეამბოხეები ჩრდილოეთისკენ განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და შესაბამისად, დაიცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

- გამოდის, რომ ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, ეს იყო აჯანყება და არა გენოციდი?

- 100%-ით დასტურდება, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოსთან, ასევე, 100%-ით დასტურდება ის, რომ არანაირი გენოციდი იქ არ ყოფილა, მოხდა აჯანყების ჩახშობა და ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, რიგ შემთხვევაში, გადამეტებასაც - ამას ვერ უარვყოფთ და ეს არც არის ჩვენი მიზანი. ეს არ იყო რომელიმე ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, ოსების უდიდესი ნაწილი საქართველოში არ დარჩებოდა და არც იმ ქმედებას - სამხედრო დაპირისპირებას დაგმობდა, რომელიც ცხინვალის რეგიონში საკუთარი სახელმწიფოსადმი იყო ჩადენილი. ვინც უშუალოდ იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, მათ, რა თქმა უნდა შეეხოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მათ, ვინც არ იყო ჩართული, სამხედრო მოქმედებებისას, არც შეხებიან და არაფერი დაშავებიათ. დავუშვათ, ეს რომ ყოფილიყო გენოციდი, რომელიმე ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მაშინ საქართველოში ვერ დარჩებოდა ოსების უდიდესი ნაწილი, მათაც შეეხებოდნენ, მათაც გააქცევდნენ ქვეყნიდან და რაღაც ტიპის რეპრესიებს მაინც ექნებოდა ადგილი, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი იყო და არ მომხდარა. პირიქით, იმ ძალის გადაჭარბებაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, რათა იგივე არ გაგრძელებულიყო, შესაბამისად, აჯანყება ჩაახშეს.

- ამ ფილმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორიული სიზუსტე, რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად შეძლებთ იმის ასახვას, რაც რეალურად მოხდა, არის თუ არა საკმარისი ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს საარქივო მასალებშია დაცული?

- უკვე არსებული დოკუმენტების გარდა, რასაც რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ეყრდნობა, არსებობს უამრავი სხვა დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული და ქართულ არქივებშია დაცული - ის, რაც ჩვენ პროცესს თავიდან ბოლომდე გვიჩვენებს, თუ რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში თავისი მასშტაბებით, დაგეგმვით და არა მხოლოდ 1920 წელს, არამედ 1918-1919 წლებში, როდესაც აჯანყებულები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მთავრობამ მათ ეს, ფაქტობრივად, აპატია. ეს იყო უშუალოდ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, მეორე სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილის აჯანყება, დაფინანსება, იარაღის მიცემა. საბჭოთა პერიოდში, ისინი ამაყობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო ბოლშევიზმის და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლა საქართველოში და ამას ეთნიკური ხასიათი არ ჰქონია, იმ პერიოდის დოკუმენტებიც კი, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია, ამას გვეუბნება ეს მასალაც კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსეთი ამ ყველაფერს საინფორმაციო ომის ნაწილად იყენებს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, უფრო მეტად დეტალებში ჩასვლა... ეს არ არის რიგითი დოკუმენტური ფილმი, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი ისტორიული სიზუსტე, რადგან ჩვენი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა. ჩვენ არ გვჭირდება ისტორიის შეცვლა, რაიმეს დამახინჯება და პროპაგანდისტული ხასიათის ფილმი, ჩვენ გვჭირდება სიმართლე.

ფილმის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება. იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საარქივო ფონდებში დაცული მასალებით შეძლებენ რუსეთის იდეოლოგიურ მანქანას, რომელიც გამალებით მუშაობს, ისტორიული სიმართლე მთელი სიზუსტით დაუპირისპირონ, რათა რუსეთმა „მოწმენდილ ცაზე“ გაკეთებული განცხადებებით, ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტარების წაქეზება და საუკუნის წინ მომხდარ აჯანყებაზე გენოციდის იარლიყის მიკერება ვეღარ შეძლოს.

როგორც ისტორიკოსი ლევან თოიძე აღნიშნავს: ”ამბობენ, ჭრილობებს სიმართლე კურნავსო. არა ურთიერთსაყვედურისათვის, არამედ სიმართლის დასადგენად და სამომავლოდ გაკვეთილების გამოსატანად ობიექტური ისტორიის მოხმობაა საჭირო"

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი