მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება
ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება

ხვალ, 13:30 სა­ათ­ზე, გო­დერ­ძის ალ­პუ­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა. ბა­ღის სტუმ­რებს წელს, უნი­კა­ლუ­რი ქვის ბა­ღის ალ­პი­ნა­რი­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ, რომ­ლის მო­წყო­ბა­ზეც ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად მი­უ­ნ­ჰე­ნის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მე­ბა­ღეც მუ­შა­ობს.

ალ­პი­ნა­რი­უ­მი 200 მ2 ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცე­ნა­რე­ებ­თან შერ­წყმუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ქვე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბაღ­ში, სა­დაც სუ­ბალ­პუ­რი და ალ­პუ­რი ზო­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სტუმ­რე­ბის­თვის სა­პიკ­ნი­კე და სა­კემ­პინ­გე ზო­ნე­ბია მო­წყო­ბი­ლი.

გო­დერ­ძის ალ­პუ­რი ბაღი ჯამ­ში 15 ზო­ნას მო­ი­ცავს, რო­მელ­თა შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა ტბი­სა და ჭა­ო­ბის ზო­ნე­ბი, წყა­რო­სა და სა­პიკ­ნი­კე ზო­ნე­ბი, ასე­ვე მე­ფუტკრე­ო­ბის სა­დე­მონ­სტრა­ციო ზონა, სა­დაც ვი­ზი­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ჯა­რას ვე­ლუ­რი თაფ­ლის უნი­კა­ლურ ტრა­დი­ცი­ას გა­ეც­ნონ.

ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ერთი-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლია ჩი­რუ­ხი-ხი­ხა­ნი-გო­დერ­ძის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუტ­სა და მწვა­ნე ტბა­ზე მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის, ასე­ვე კუ­რორტ გო­დერ­ძი­სა და ბე­შუმ­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის. მიმ­დი­ნა­რე წელს ალ­პურ ბაღ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ.

გო­დერ­ძის ალ­პუ­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ხუ­ლო­ში, ზღვის დო­ნი­დან 1960 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე კუ­რორტ გო­დერ­ძის­თან ახ­ლოს „შქერ­ნა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ათე­უ­ლო­ბით წლის წინ ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი სუ­ბალ­პუ­რი ტყით იყო და­ფა­რუ­ლი. ამ­ჟა­მად, ალ­პუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ექ­ვსი სა­ხე­ო­ბის მერ­ქნო­ვა­ნი და ასამ­დე სა­ხე­ო­ბის ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რე არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი აბო­რი­გე­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბაა.

ბაღს, რო­მე­ლიც 2016 წელს შე­იქ­მნა, ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცია ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მას­ში შეს­ვლა უფა­სოა. ბა­ღის მო­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე პე­რი­ო­დია. წლის და­ნარ­ჩენ დროს კი იქა­უ­რო­ბა თოვ­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება

ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება

ხვალ, 13:30 საათზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნება. ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.

ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. მიმდინარე წელს ალპურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა.

ბაღს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. მასში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - მომხმარებელს ძველი ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ, დიდი ფასდაკლებით ახლის შეძენა შეუძლია

ბილაინი მომხმარებლებს  ინტერნეტპაკეტების ახალ ხაზს, "ინტერნეტ მაქს“-ს სთავაზობს

პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა