სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო" -  ქართველი იუმორისტის დიდი სიყვარულის ისტორია
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო" -  ქართველი იუმორისტის დიდი სიყვარულის ისტორია

გა­უკ­ვირ­და რომ და­ვუ­რე­კე და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვთხო­ვე, - ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვიც არის, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რომ გა­გახ­სენ­დით, ჩემ­თან შეხ­ვედ­რა რომ მო­ინ­დო­მე­თო, ხოლო რომ ვეს­ტუმ­რე, თა­ვი­დან­ვე გა­მაფრ­თხი­ლა, - მთე­ლი ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა შე­მიძ­ლია, სულ თენ­გიზ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, ასე რომ, თქვენ ვერ გა­მიძ­ლებ­თო. ცხა­დია, გა­ვუ­ძე­ლი, გუ­ლის­ყუ­რი­თაც მო­ვუს­მი­ნე და ამ თბი­ლი, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი შინ. დღეს მსა­ხი­ო­ბის, რე­ჟი­სო­რი­სა და მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბელ-სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის - და­უ­ვი­წყა­რი თენ­გიზ ჩანტლა­ძი­სა და მისი მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლის - ზა­ი­რა ჩანტლა­ძის უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რულ­ზე გი­ამ­ბობთ, სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც 1962 წელს ჩა­ი­სა­ხა და სიკ­ვდილ­მაც ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო.

ზა­ი­რა ჩანტლა­ძე:

- თქვენ მოს­ვლამ­დე, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნი ვი­ლა­პა­რა­კე უკვე თენ­გოს­თან და სა­კუ­თარ თავ­თან. სულ ასე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, დღეს არ ვტო­ვებ. ამ ბოლო წელს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე ორი­ვე თვალ­ზე და კი­დევ მიკ­ვირს, ჩემი ორი თვა­ლი რამ­დენ ცრემლს უძ­ლებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 7 სექ­ტემ­ბერს 32 წე­ლი­წა­დი გახ­დე­ბა, რაც თენ­გო აღარ არის. არ არ­სე­ბობს ისე­თი დღე, რომ მე რამ­დენ­ჯერ­მე არ ვი­ტი­რო გემ­რი­ე­ლად, ეს თით­ქოს განმმუხ­ტავს. იცით, რომ საფ­ლავ­ზე გას­ვლა შემ­ძულ­და? რამ­დე­ნი ხა­ნია, არ ვყო­ფილ­ვარ. ასე მგო­ნია, იქ რომ მი­ვალ, შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ვა­ყე­ნებ თენ­გიზს იმი­ტომ, რომ თენ­გი­ზი ჩემ­თან არის, არ­სად წა­სუ­ლა...

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და რო­დის შე­იყ­ვა­რეთ, თქვენ­ზე დიდი იყო, ხომ?

- 5 წლით დიდი იყო. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (ახ­ლან­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი) რომ და­ვამ­თავ­რე, ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა ვასო ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სო­ხუ­მის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და, ჩვე­ნი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლე­ბი რომ ნახა, რე­ჟი­სორ ან­ტონ თავ­ზა­რაშ­ვი­ლის დრა­მის სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუ­ფი­დან 5-6 ბავ­შვი აგ­ვარ­ჩია და სო­ხუ­მის თე­ატ­რში მიგ­ვიწ­ვია. ეს ამ­ბა­ვი დღემ­დე სა­ა­მა­ყოდ მაქვს. სო­ხუმ­ში დე­დამ წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იქ არა­ვინ დაგ­ვხვდა. მე და დედა სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დით. ნორ­მა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და და ვი­ღა­ცებ­მა რომ გა­ი­გეს, თბი­ლი­სი­დან თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ხან ვინ მი­რე­კავ­და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში და ხან ვინ. დედა შე­შინ­და, აქ ვერ დაგ­ტო­ვე­ბო და თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა. რად­გან გა­ნა­წი­ლე­ბით არ დავ­რჩი, და­ვი­სა­ჯე და აღარ­სად მი­მიწ­ვი­ეს. თენ­გიზს ჩემი ცხინ­ვა­ლე­ლი ჯგუ­ფე­ლი ფა­ტი­მა კოჩ­მა­ზო­ვა იც­ნობ­და და როცა ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­რი­ან, თენ­გიზს უთხო­ვია, თე­ატ­რა­ლურ ჯგუფს ვა­კე­თებ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და შენი გა­მოშ­ვე­ბი­დან ვინ­მეს გა­უ­წიე რე­კო­მენ­და­ცი­აო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს ჩემი ჯგუ­ფე­ლის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნანა ჯა­ფა­რი­ძის სახ­ლში შევ­ხვდით. თენ­გიზ­მა გაგ­ვაც­ნო თა­ვი­სი პროგ­რა­მა, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, მაგ­რამ... მე თენ­გო უფრო მო­მე­წო­ნა, ვიდ­რე პროგ­რა­მა... ამას ვა­ღი­ა­რებ. იმ ოჯახ­ში გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ, მერე მაგ­ნი­ტო­ფო­ნიც ჩავ­რთეთ. ბლუზ­ზე ვგიჟ­დე­ბი და იმ დღე­საც მე და თენ­გომ სწო­რედ ბლუზ­ზე ვი­ცეკ­ვეთ. მისი თქმით, ცეკ­ვი­სას ძა­ლი­ან მი­ვახ­ლო­ვე­ბი­ვარ და მერე სულ მაყ­ვედ­რი­და, შენ იაქ­ტი­უ­რეო. იქი­დან რომ გა­მო­ვე­დით, ჩემი და თენ­გოს გარ­და ირ­გვლივ აღა­რა­ვინ იყო, ყვე­ლა შე­მოგ­ვცლო­და. ჭავ­ჭა­ვა­ძი­დან შე­რო­ზი­ას ქუ­ჩამ­დე ფე­ხით გა­მო­ვუ­ყე­ვით. ჩემს სახ­ლთან ერ­თმა­ნეთს კარ­გა ხანს არ და­ვემ­შვი­დო­ბეთ. დღეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ფე­რის პო­მა­და მის­ვია და მა­შინ საკ­მა­ოდ მკვეთ­რი ფე­რის მეს­ვა. უცებ თენ­გომ გა­მო­მი­ცხა­და: დღე­ი­დან პო­მა­დას აღარ წა­ის­ვამ და აღარც სი­გა­რეტს მო­წე­ვო! მე რა­ტომ­ღაც დავ­თან­ხმდი. იქვე დავთქვით, რომ მე­ო­რე დღეს მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის სპექ­ტაკლზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იმ თე­ატ­რის, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ თენ­გომ სული და­ლია... ჯგუ­ფი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ნელ-ნელა ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, თენ­გიზ ჩანტლა­ძის სა­ხე­ლო­ბის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის თე­ატ­რი ეწო­და და სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სტა­ტუ­სიც მი­ა­ნი­ჭეს. მეც ამ დას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე და არც არ­სად მი­მუ­შა­ვია, სხვა თე­ატ­რში. მე და თენ­გოც სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თნი.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად რა­ტომ არ ქორ­წინ­დე­ბი­დით, ხელს რა­ტომ არ აწერ­დით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­გა­რეტ­საც თავი და­ვა­ნე­ბე და აღარც პო­მა­დას ვის­ვამ­დი, თენ­გო ფიქ­რობ­და, რომ მე ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი და მო­უდ­რე­კა­ვი ვი­ყა­ვი და ვიდ­რე თა­ვის ჭუ­ამ­დე არ მი­მიყ­ვან­და, მა­ნამ­დე ასე ვიქ­ნე­ბო­დით. არას­დროს მი­კი­თხავს, რა­ტომ მი­თხრა თა­ვი­დან­ვე, პო­მა­დას აღარ წა­ის­ვა­მო. ხომ არ ფიქ­რობ­და, რომ ასე ცო­ტა­თი ვულ­გა­რუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი?! წლე­ბის შემ­დეგ კი მი­თხრა, პო­მა­დას რა­ტომ აღარ ის­ვა­მო და მა­შინ­ვე კი­თხვა შე­ვუბ­რუ­ნე, კი მაგ­რამ, შენ ხომ ამიკ­რძა­ლე-მეთ­ქი? ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს და, ხან­და­ხან ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ტუ­ა­ლეტ­ში ჩუ­მად ვე­წე­ო­დი ხოლ­მე სი­გა­რეტს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით, 11 მარტს გვქონ­და ქორ­წი­ლი. შვი­ლე­ბი არ გვყავ­და და თე­ატ­რიც და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბაც ერთ ოჯა­ხად გვქონ­და. იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო" -  ქართველი იუმორისტის დიდი სიყვარულის ისტორია

"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო" -  ქართველი იუმორისტის დიდი სიყვარულის ისტორია

გაუკვირდა რომ დავურეკე და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, - ეს ჩემთვის დიდი პატივიც არის, ამ ვითარებაში რომ გაგახსენდით, ჩემთან შეხვედრა რომ მოინდომეთო, ხოლო რომ ვესტუმრე, თავიდანვე გამაფრთხილა, - მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შემიძლია, სულ თენგიზზე ვილაპარაკო, ასე რომ, თქვენ ვერ გამიძლებთო. ცხადია, გავუძელი, გულისყურითაც მოვუსმინე და ამ თბილი, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქალბატონით აღფრთოვანებული წამოვედი შინ. დღეს მსახიობის, რეჟისორისა და მინიატურების სახელმწიფო თეატრის დამფუძნებელ-სამხატვრო ხელმძღვანელის - დაუვიწყარი თენგიზ ჩანტლაძისა და მისი მსახიობი მეუღლის - ზაირა ჩანტლაძის უსასრულო სიყვარულზე გიამბობთ, სიყვარულზე, რომელიც 1962 წელს ჩაისახა და სიკვდილმაც ვერაფერი დააკლო.

ზაირა ჩანტლაძე:

- თქვენ მოსვლამდე, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვილაპარაკე უკვე თენგოსთან და საკუთარ თავთან. სულ ასე ველაპარაკები, დღეს არ ვტოვებ. ამ ბოლო წელს რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე ორივე თვალზე და კიდევ მიკვირს, ჩემი ორი თვალი რამდენ ცრემლს უძლებს. წარმოიდგინეთ, 7 სექტემბერს 32 წელიწადი გახდება, რაც თენგო აღარ არის. არ არსებობს ისეთი დღე, რომ მე რამდენჯერმე არ ვიტირო გემრიელად, ეს თითქოს განმმუხტავს. იცით, რომ საფლავზე გასვლა შემძულდა? რამდენი ხანია, არ ვყოფილვარ. ასე მგონია, იქ რომ მივალ, შეურაცხყოფას მივაყენებ თენგიზს იმიტომ, რომ თენგიზი ჩემთან არის, არსად წასულა...

- როგორ გაიცანით ერთმანეთი და როდის შეიყვარეთ, თქვენზე დიდი იყო, ხომ?

- 5 წლით დიდი იყო. თეატრალური ინსტიტუტი (ახლანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) რომ დავამთავრე, ცნობილმა რეჟისორმა ვასო ყუშიტაშვილმა, რომელიც იმხანად სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა, ჩვენი სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის დრამის სამსახიობო ჯგუფიდან 5-6 ბავშვი აგვარჩია და სოხუმის თეატრში მიგვიწვია. ეს ამბავი დღემდე საამაყოდ მაქვს. სოხუმში დედამ წამიყვანა, მაგრამ იქ არავინ დაგვხვდა. მე და დედა სასტუმროში დავბინავდით. ნორმალური გარეგნობა მქონდა და ვიღაცებმა რომ გაიგეს, თბილისიდან თეატრში სამუშაოდ ვიყავი ჩასული, ხან ვინ მირეკავდა სასტუმროს ნომერში და ხან ვინ. დედა შეშინდა, აქ ვერ დაგტოვებო და თბილისში წამომიყვანა. რადგან განაწილებით არ დავრჩი, დავისაჯე და აღარსად მიმიწვიეს. თენგიზს ჩემი ცხინვალელი ჯგუფელი ფატიმა კოჩმაზოვა იცნობდა და როცა ერთმანეთს შეხვედრიან, თენგიზს უთხოვია, თეატრალურ ჯგუფს ვაკეთებ ფილარმონიაში და შენი გამოშვებიდან ვინმეს გაუწიე რეკომენდაციაო. მოკლედ, ერთმანეთს ჩემი ჯგუფელის, მოგვიანებით ცნობილი ჟურნალისტის, ნანა ჯაფარიძის სახლში შევხვდით. თენგიზმა გაგვაცნო თავისი პროგრამა, ძალიან მოგვეწონა, მაგრამ... მე თენგო უფრო მომეწონა, ვიდრე პროგრამა... ამას ვაღიარებ. იმ ოჯახში გაგვიმასპინძლდნენ, მერე მაგნიტოფონიც ჩავრთეთ. ბლუზზე ვგიჟდები და იმ დღესაც მე და თენგომ სწორედ ბლუზზე ვიცეკვეთ. მისი თქმით, ცეკვისას ძალიან მივახლოვებივარ და მერე სულ მაყვედრიდა, შენ იაქტიურეო. იქიდან რომ გამოვედით, ჩემი და თენგოს გარდა ირგვლივ აღარავინ იყო, ყველა შემოგვცლოდა. ჭავჭავაძიდან შეროზიას ქუჩამდე ფეხით გამოვუყევით. ჩემს სახლთან ერთმანეთს კარგა ხანს არ დავემშვიდობეთ. დღეს მოკრძალებული ფერის პომადა მისვია და მაშინ საკმაოდ მკვეთრი ფერის მესვა. უცებ თენგომ გამომიცხადა: დღეიდან პომადას აღარ წაისვამ და აღარც სიგარეტს მოწევო! მე რატომღაც დავთანხმდი. იქვე დავთქვით, რომ მეორე დღეს მუსკომედიის თეატრის სპექტაკლზე წავსულიყავით, იმ თეატრის, სადაც წლების შემდეგ თენგომ სული დალია... ჯგუფი ფილარმონიაში შევიკრიბეთ. ფილარმონიასთან არსებული მინიატურების 10-კაციანი ჯგუფი ნელ-ნელა ისეთი პოპულარული გახდა, თენგიზ ჩანტლაძის სახელობის მინიატურების თეატრი ეწოდა და სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიანიჭეს. მეც ამ დასთან ერთად გავიზარდე და არც არსად მიმუშავია, სხვა თეატრში. მე და თენგოც სულ ერთად ვიყავით, ერთნი.

- ოფიციალურად რატომ არ ქორწინდებიდით, ხელს რატომ არ აწერდით?

- მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტსაც თავი დავანებე და აღარც პომადას ვისვამდი, თენგო ფიქრობდა, რომ მე ძალიან ჯიუტი და მოუდრეკავი ვიყავი და ვიდრე თავის ჭუამდე არ მიმიყვანდა, მანამდე ასე ვიქნებოდით. არასდროს მიკითხავს, რატომ მითხრა თავიდანვე, პომადას აღარ წაისვამო. ხომ არ ფიქრობდა, რომ ასე ცოტათი ვულგარულად გამოვიყურებოდი?! წლების შემდეგ კი მითხრა, პომადას რატომ აღარ ისვამო და მაშინვე კითხვა შევუბრუნე, კი მაგრამ, შენ ხომ ამიკრძალე-მეთქი? ცოდვა გამხელილი სჯობს და, ხანდახან ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ტუალეტში ჩუმად ვეწეოდი ხოლმე სიგარეტს. ოფიციალურად მხოლოდ 5 წლის შემდეგ დავქორწინდით, 11 მარტს გვქონდა ქორწილი. შვილები არ გვყავდა და თეატრიც და პირადი ურთიერთობაც ერთ ოჯახად გვქონდა. იხილეთ სრულად

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში

საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო სფეროს 129 თანამშრომელია ინფიცირებული - დეტალური მონაცემები

განთავსება 2 სკამის გამოტოვებით და პირბადის ტარების ვალდებულება - გაეცანით სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლს