საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი" - რას ყვება ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ
"როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი" - რას ყვება ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დახ­ვდა, ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამარ­თლებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზას - „კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში“ არი­სო.

„კომ­პი­უ­ტე­რის სკა­ნი­რე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე შე­იძ­ლე­ბა და­ჭირ­დეს. მათ იცოდ­ნენ, რომ კომ­პი­უ­ტე­რი გახ­სნი­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა დამ­ხვედ­რო­და, მაგ­რამ გახ­სნი­ლი დამ­ხვდა. ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი ჩნდე­ბა უკვე და ძა­ლი­ან ამ­ყა­რებს ეს იმ ნათ­ქვამს, რაც მა­მას, ბა­ტონ ჯუმ­ბერს უთხრა იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, რომ „კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში“ არი­სო. ახლა ამ­ბობს, არა­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ მით­ქვამ­სო, ეტყო­ბა, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ნა­ნა­ხი ჰქონ­დათ, ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია.

მას შემ­დეგ, რაც გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომ აშშ-ს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან ექ­სპერ­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა მინ­დო­და იმის­თვის, რომ კომ­პი­უ­ტე­რი მათ გა­ეხ­სნათ, ვი­ნა­ი­დან ესე­ნი ამ­ბობ­დნენ, ვერ ვხსნი­თო, უცებ, იპო­ვეს კოდი, არა­და მა­ნამ­დე იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ „გოგო შარ­ში“ იყო. ოჯახს უკვე გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი უნ­დობ­ლო­ბა აქვს.

ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მი­თხრეს, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­ტა­ნეს, იმ წუ­თას და­ვი­წყეთ კო­დის ძებ­ნა და ახლა თქვენს თვალ­წინ ვი­წყებთ ამის გახ­სნა­სო. არა­და, ლუ­ქის ახ­სნა და მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩემ თვალ­წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მის­თვის ამ დრომ­დე არ გა­და­უ­ცი­ათ აე­რო­გა­და­ღე­ბის ჩა­ნა­წე­რი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmg
93

გაგაცივა წელში!

 

gio
0

ეჰ რას იზავ ბაბუ,,,, ეგრეა ცხოვრება,,, მოწყობილი ,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი" - რას ყვება ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ

"როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი" - რას ყვება ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.

„კომპიუტერის სკანირებას რამდენიმე დღე შეიძლება დაჭირდეს. მათ იცოდნენ, რომ კომპიუტერი გახსნილი არ უნდა ყოფილიყო, დალუქულ მდგომარეობაში უნდა დამხვედროდა, მაგრამ გახსნილი დამხვდა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება უკვე და ძალიან ამყარებს ეს იმ ნათქვამს, რაც მამას, ბატონ ჯუმბერს უთხრა იმ მაღალჩინოსანმა, რომ „კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო. ახლა ამბობს, არაფერი ამდაგვარი არ მითქვამსო, ეტყობა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდათ, ბევრი კითხვის ნიშანია.

მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ, იპოვეს კოდი, არადა მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ „გოგო შარში“ იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.

ექსპერტიზის ბიუროში მითხრეს, რადგან კომპიუტერი დადგენილების მიხედვით მოიტანეს, იმ წუთას დავიწყეთ კოდის ძებნა და ახლა თქვენს თვალწინ ვიწყებთ ამის გახსნასო. არადა, ლუქის ახსნა და მთელი რიგი პროცედურები ჩემ თვალწინ უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს რამიშვილი.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ აეროგადაღების ჩანაწერი.

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია... ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა" - ადვოკატი

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ