მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“
რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

რუ­სე­თი გეგ­მავს იყოს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღე­ბენ და ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­უშ­ვე­ბენ და ყო­ვე­ლი­ვეს ორ კვი­რა­ზე უფრო ნაკ­ლებ დრო­ში გეგ­მა­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN წერს. გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ეს მოხ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და მის ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია.

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი CNN-თან ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ, რათა 10 აგ­ვის­ტოს­თვის, ან უფრო ადრე, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა ჰქონ­დეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვაქ­ცი­ნა მოს­კო­ვის გა­მა­ლე­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა.

"ეს არის "სპუტ­ნი­კის“ მო­მენ­ტი", - ამ­ბობს რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვას აფი­ნან­სებს და ამ ფრა­ზით ხაზს უს­ვამს 1957 წლის წარ­მა­ტე­ბას, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა კოს­მოს­ში მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი თა­ნამ­გზავ­რი გა­უშ­ვა.

"ამე­რი­კე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც თა­ნამ­გზავ­რის გაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს. ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იგი­ვე მოხ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა პირ­ვე­ლად რუ­სეთს ექ­ნე­ბა“, - ამ­ბობს კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი.

CNN-ის ცნო­ბით, რუ­სეთს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია არა­ნა­ი­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და მის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მო­ცე­მამ ვერ შეძ­ლო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხე­ბის პოვ­ნა. კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, კრემ­ლის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც სურს, რუ­სე­თი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო ძა­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე არას­რულ­ფა­სოვ­ნად წა­რი­მარ­თა.

რუსი მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით კი, ვაქ­ცი­ნა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, რად­გა­ნაც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. მათი თქმით, მსგავ­სი მიდ­გო­მა სხვა ქვეყ­ნებ­შიც არის მი­ღე­ბუ­ლი.

კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა ებო­ლა­სა და MERS-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს MERS-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ამ დრომ­დე არ აქვს.

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ რო­დე­საც ვაქ­ცი­ნას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, მას პირ­ველ რიგ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გა­ი­კე­თებს.

ცნო­ბის­თვის, ივ­ნის­ში, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­საც­დე­ლად რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შე­არ­ჩია. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, რუს­ლან ცა­ლი­კო­ვი ამ­ბობს, რომ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი უკვე დას­რულ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რის მო­მენ­ტში უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ხა­ლი­სეს ჰქონ­და იმუ­ნი­ტე­ტი და თავს გრძნობ­და ნორ­მა­ლუ­რად. ამ­გვა­რად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ვაქ­ცი­ნა უკვე მზა­დაა", - გა­ნა­ცხა­და ცა­ლი­კოვ­მა.

რუ­სე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და სულ COVID-19-ის 823 515 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.13 504 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 612 217 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
24

პოლიომელიტის ვაქცინაც საბჭოთა კავშირმა შექმნა

იბერიელი
32

ესეგი როგორც m6 ვარაუდობდა ეს ხელოვნურად შექმნილი ვირუსია რუსულ ლაბორატორიაში რომელიც გადცეს ჩინელებს სადაც გაჟონვა მოხდა ანტი ვირუსი აქედან გამომდინარე რუსეთსაც და ჩინეთსაც თავიდანვე ქონდათ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

რუსეთი გეგმავს იყოს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ოფიციალურად მიიღებენ და ფართო მოხმარებაში ჩაუშვებენ და ყოველივეს ორ კვირაზე უფრო ნაკლებ დროში გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. გამოცემების ცნობით, ეს მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასთან და მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

რუსეთის ოფიციალური პირები CNN-თან ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ, რათა 10 აგვისტოსთვის, ან უფრო ადრე, შესაბამისი სამსახურების მიერ დადასტურებული ვაქცინა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა.

"ეს არის "სპუტნიკის“ მომენტი", - ამბობს რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას აფინანსებს და ამ ფრაზით ხაზს უსვამს 1957 წლის წარმატებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

"ამერიკელები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც თანამგზავრის გაშვების შესახებ გაიგეს. ვაქცინასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. ვაქცინა პირველად რუსეთს ექნება“, - ამბობს კირილ დმიტრიევი.

CNN-ის ცნობით, რუსეთს არ გამოუქვეყნებია არანაირი მეცნიერული კვლევა ვაქცინის ეფექტიანობასთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გამოცემამ ვერ შეძლო აღნიშნულ საკითხებზე პასუხების პოვნა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება, კრემლის პოლიტიკაა, რომელსაც სურს, რუსეთი გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვან სამეცნიერო ძალად წარმოაჩინოს. მეცნიერთა ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე არასრულფასოვნად წარიმართა.

რუსი მეცნიერების თქმით კი, ვაქცინა სწრაფად განვითარდა, რადგანაც სხვა დაავადებებისთვის განკუთვნილი ვაქცინების მოდიფიცირება მოახდინეს. მათი თქმით, მსგავსი მიდგომა სხვა ქვეყნებშიც არის მიღებული.

კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ რუსეთმა მსოფლიოში ლიდერის პოზიციები დაიკავა ებოლასა და MERS-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებაში. საინტერესო ისაა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მსოფლიოს MERS-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ აქვს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ როდესაც ვაქცინას დაადასტურებენ, მას პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი გაიკეთებს.

ცნობისთვის, ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსლან ცალიკოვი ამბობს, რომ კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და მოხალისეები საავადმყოფოდან გაწერეს.

"საავადმყოფოდან გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა", - განაცხადა ცალიკოვმა.

რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 823 515 შემთხვევაა აღწერილი.13 504 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 612 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა