მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე
"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

„ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ ის ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. აგერ უკვე მე-16 სე­ზო­ნი დას­რულ­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი კვლავ აქ­ტი­უ­რად უყუ­რებს, სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა თუ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად გა­ნი­ხი­ლავს.

„და­ქა­ლე­ბი“ ბევ­რს მოს­წონს, ზოგ­საც - არა, თუმ­ცა მა­ინც უყუ­რებს, ეს კი მათი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან კარ­გად ჩანს...

მე-16 სე­ზონს სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი ჰქონ­და - სე­რი­ა­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი - ნინა, რო­მელ­საც მძი­მე სენი აქვს, ოჯა­ხი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­დის, სა­დაც 5 შვილს, მე­უღ­ლეს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს ტო­ვებს, რო­მელ­თაც შემ­დგომ უცხო ქვეყ­ნი­დან ვი­დე­ო­მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნის: „წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ ინერ­ვი­უ­ლებ­დით, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს რე­პე­ტი­ცია იყო ჩემს სიკ­ვდილ­ზე. სად ვარ, არ გე­ტყვით, თუმ­ცა მა­ინც გა­ი­გებთ, რომ მო­ინ­დო­მოთ. ძა­ლი­ან შორს ვარ, ვიცი, რომ გა­მიბ­რაზ­დე­ბით. ვიცი, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს და­მი­ძა­ხებთ, შე­იძ­ლე­ბა, დე­დო­ბაც ჩა­მო­მარ­თვათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე თქვენ­თან და თქვენ­გან.

აქ რა­ღაც ლერ­წა­მია, რომ­ლის წვე­ნიც უნდა დავ­ლიო ხოლ­მე. დი­დად მეც არ მჯე­რა, მაგ­რამ ვცდი. ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა სა­ხე­ე­ბი გაქვთ, ჩემ­გან ამას არა­ვინ ელო­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, 39 წლის ასაკ­ში მეც გავ­ბე­დე რა­ღაც. თქვენ ვინც კარ­გად ხართ, ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენთ, რას ნიშ­ნავს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ძა­ლი­ან ცოტა დაგ­რჩა და არ გინ­და, ამ დრო­ის სა­რე­ცხის რე­ცხვა-ფენა-და­უ­თო­ე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა, ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვეს კე­თე­ბა და რა­ღაც წვრილ­მა­ნებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ხან­და­ხან გგო­ნია, რომ სიკ­ვდი­ლის წი­ნაც რა­ღაც უნდა მთხო­ვოთ, და­მა­ვა­ლოთ... განა მე არ მიყ­ვარ­ხართ? განა ჩემ­თვის ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა უთ­ქვე­ნოდ ცხოვ­რე­ბა? მაგ­რამ ჩვენ ხომ ისე­დაც ასე მოგ­ვი­წევ­და ცოტა ხან­ში... თქვენ უჩე­მოდ ცხოვ­რე­ბას უნდა მი­ეჩ­ვი­ოთ, მე - უთ­ქვე­ნოდ. დათო უნდა მი­ეჩ­ვი­ოს მა­მა­დაც და დე­და­დაც ყოფ­ნას. როცა მოვ­კვდე­ბი, ამას ვერც გა­ი­გებთ. აქა­უ­რე­ბი, შა­მა­ნე­ბი დამ­მარ­ხა­ვენ, სა­მა­გი­ე­როდ, თქვენ ყო­ველ­თვის იმე­დი გექ­ნე­ბათ, რომ მე ცო­ცხა­ლი ვარ და უბ­რა­ლოდ, გა­ვი­ქე­ცი. თუ არ მოვ­კვდე­ბი, ე.ი. მარ­თლა არ­სე­ბობს ის, რა­ზეც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ცი­ნი და მერე და­გიბ­რუნ­დე­ბით კი­დეც, ალ­ბათ. მე იმე­დი მაქვს, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩემი შვი­ლე­ბი, ჩემი ქმა­რი გა­მი­გე­ბენ, მარ­თლა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და ის, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გა­მე­კე­თე­ბი­ნა რა­ღაც, რა­ღაც, რა­საც, ჩემ­გან არ ელო­დე­ბი­ან. მე სულ, სულ ვი­დარ­დებ თქვენ­ზე, თქვენ ჩემ­ზე არ იდარ­დოთ. გკოც­ნით, მიყ­ვარ­ხართ“.

ამ შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის ნახ­ვას მოჰ­ყვა ტა­სოს კო­მენ­ტა­რი - „მა­გას ჰგო­ნია, რომ იქ არ ჩა­ვა­კი­თხავთ?!“ და დას­რულ­და კი­დეც სე­რი­აც და სე­ზო­ნიც.

მა­ყუ­რე­ბე­ლი კი სა­კუ­თა­რი ცხელ-ცხე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე შე­უდ­გა. იმ ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი­დან მცი­რე ნა­წი­ლი ამოვკრი­ბეთ:

„არ ვიცი, ნინა სწო­რად მო­იქ­ცა, თუ არა. არ ვარ მის ტყავ­ში და ძნე­ლია თქმა, მაგ­რამ ნე­ტავ, დე­და­ჩე­მი ახლა იყოს ცო­ცხა­ლი და იყოს შა­მა­ნებ­თან. ტა­სოს თქმის არ იყოს, ჩა­ვა­კი­თხავ­დი მა­ინც“.

„ეხ ნინა, ნინა, მეს­მის, ცუ­დად ხარ, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბო­და, გეთ­ქვა და ისე წა­სუ­ლი­ყა­ვი ამ შა­მან­თან? რა დროც დაგ­რჩა შვი­ლებ­თან გა­გე­ტა­რე­ბი­ნა, ორ­ჯერ რომ უნდა მო­უკ­ვდე, ცოდო არ არი­ან?“

„ეს მა­გა­რი სე­რია იყო, და თუ არ გა­აგ­რძე­ლოთ მამა ცოტ­ნე, ელ­ვი­რი და ბა­ქა­რა, თქვენ იყოთ ტრო­ლე­ბი!“

„ის, რომ კარ­გად გად­მოს­ცემთ სათ­ქმელს და სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ, ეს უპი­რო­ბოა, მაგ­რამ შემ­დგომ კო­მენ­ტა­რე­ბით რომ ხალ­ხის სა­ხეს და აზ­როვ­ნე­ბას გვა­ნა­ხებთ, ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია. რა უნდა მიკ­ვირ­დეს, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, - ქა­ლე­ბი სა­ოც­რად აზ­როვ­ნე­ბენ. გრა­მი სო­ლი­და­რო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კა­ცე­ბი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ასე­თი­ვე ხა­ლი­სით კლა­ვენ ქა­ლებს, რო­მელ ქა­ლებ­საც თა­ვი­სი­ვე სქე­სის არ­სე­ბა­ნი დიდი სი­ხა­რუ­ლით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ას­ხა­მენ თავს ლაფს. გუ­ლი­სამ­რე­ვია ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ფსევ­დო ოჯა­ხო­ბა­ნაც!"

„უსა­შინ­ლე­სი და­სას­რუ­ლი. შემ­ჯავ­რდა ნი­ნას პერ­სო­ნა­ჟი. ისე­დაც ეგო­ის­ტი იყო. შვი­ლებს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა - ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი!“

„ნი­ნას თუ მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ოჯახ­ზე ზრუნ­ვა, რას აჩენ­და 5 შვილს? ბავ­შვე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან ასე­თი დედა რომ ყავთ. თავ­ხე­დი. თუ კვდე­ბი, შვი­ლე­ბის ყუ­რე­ბით მა­ინც ამოგხდეს სული. არ მჯე­რა ესე­თი ქა­ლე­ბის. შე­მა­ზი­ზღე­ბელ როლ­ში გა­და­ი­ზარ­და ნინა“.

„მა­გას ჰგო­ნია, იქ არ ჩა­ვა­კი­თხავთ?“- ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი სე­რი­ის ოპ­ტი­მის­ტუ­რი და­სას­რუ­ლი“

„რა არ უნდა გა­აგ­რძე­ლონ, ასეთ სცე­ნებს უცხო­ე­ლი მა­ღა­ლი დო­ნის სცე­ნა­რის­ტე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი ვერ დე­ბენ. ამ­დე­ნი ხა­ნიც იმი­ტომ გაგ­რძელ­და, რომ რე­ი­ტინ­გი არ და­ვარ­დნია და მი­უ­ხე­და­ვად ცუდი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა, მა­ინც ყვე­ლა უყუ­რებს“.

"სხვა სხვის ომში ბრძე­ნი­აო" - უთ­ქვამთ ჩვენს წი­ნაპ­რებს. სხვი­სი გან­სჯა იო­ლია, როცა არ იცით, რას გრძნობს ამ სა­ში­ნე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. იქ­ნებ უნდა ყვე­ლას ისე­თი ახ­სოვ­დეს, რო­გორ­საც იც­ნობ­დნენ. ან არ უნდა ტვირ­თად და­აწ­ვეს ოჯახს. არ უნდა და­ით­რგუ­ნონ შვი­ლე­ბი, მისი ტან­ჯვის ყუ­რე­ბით და რო­გო­რი ძლი­ე­რი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, ასე მი­მარ­თო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, რომ სიბ­რა­ზე გა­მო­იწ­ვიო იმი­ტომ, რომ შენ­ზე არ იდარ­დონ. აქ მრა­ვა­ლი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რთუ­ლად გა­სა­გე­ბია“.

„ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე! და­უბ­რუ­ნეთ რა სე­რი­ალს ის სიმ­სუ­ბუ­ქე და უდარ­დე­ლო­ბა, რა­მაც მო­ხიბ­ლა ყვე­ლა და აყუ­რე­ბი­ნებ­და სი­ა­მოვ­ნე­ბით ყო­ველ სე­რი­ას, ნინა რაც და­ა­ვად­და, ვახ­ვევ­დი მის ის­ტო­რი­ას, მძა­ბავ­და და მამ­ძი­მებ­და ეს ამ­ბა­ვი! რე­ა­ლო­ბი­დან ვის­ვე­ნებთ და ნუ წაგ­ვარ­თმევთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას! ისე კი თქვენ, ბრა­ვო!“

„მა­გას ჰგო­ნია, იქ არ ჩა­ვა­კი­თხავთ“ - ძაან კარ­გი იყო. მა­მუ­კა და სან­დროც შე­რიგ­დნენ, ბა­ქა­რაც „და­ის­ჯე­ბა“ ტრო­ლებ­თან მე­გობ­რო­ბის გამო. მშვე­ნივ­რად და­ას­რუ­ლეთ“.

„მე­გობ­რე­ბო, ონ­კო­ლო­გია ისე­თი რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტვირ­თია, რე­ა­ლუ­რად რომ ვერც ერთი ფილ­მი ვე­რა­სო­დეს გად­მოს­ცემს. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის ამ და­ა­ვა­დე­ბას და ბევ­რი მათ­გა­ნი თქვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს არა­სო­დეს და­გა­ვი­წყდეთ! უი­მე­დო­ბის და არა ტრა­დი­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა დიდი ეკ­რა­ნი­დან არა­მარ­ტო არას­წო­რი მე­სი­ჯია, არა­მედ სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სცე­ნარ­ში ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი რომ არ გა­ი­პა­როს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ სა­კი­თხებს რე­ჟი­სო­რი პრო­ფე­სი­ო­ნალ ფსი­ქო­ონ­კო­ლო­გებ­თან გა­ივ­ლის“.

„ვე­რაფ­რით ვერ ვხვდე­ბი, ნი­ნას პერ­სო­ნაჟს რატო აბუ­ლინ­გებთ?“

„სიკ­ვდი­ლის წინ მა­ინც ისე მო­იქ­ცა, რო­გორც მას სურ­და. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო უბე­დუ­რი მომ­კვდა­რი­ყო ოჯახ­თან?! აქ საქ­მე არ არის ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე“.

„ავად­მყო­ფო­ბას არ გა­უმ­წა­რე­ბია ნინა, არც ოჯა­ხის წევ­რებს, ასე­თი იყო სულ, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ დათო არ უყ­ვარს, უბე­დუ­რად თვლის თავს და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს ოჯა­ხის წევ­რებს, პირ­ველ რიგ­ში, ქმარს“.

„ეგო­ის­ტი კი არა, ყვე­ლა­ზე ცოდო თვი­თონ ნი­ნაა. იგ­ლო­ვე­ბენ, შე­ე­გუ­ე­ბი­ან და ყვე­ლა გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ინც... არა­ვინ იცის, იმ ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში რა ხდე­ბა, სიკ­ვდილს რომ ელო­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმი­ტომ წა­ვი­და, რომ იქ­ნებ იმ რა­ღა­ცამ გან­კურ­ნოს და შვი­ლებ­თან დაბ­რუნ­დეს“.

„ასე დაწ­ვრი­ლე­ბით ახ­სნა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი გან­ცდე­ბი და მა­ინც ეგო­ისტს რომ ეძა­ხი­ან, ცოტა არ იყოს და, მიკ­ვირს. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას არ ამარ­თლებ­დე, მაგ­რამ ადა­მი­ანს გა­უ­გო, რა­ტო­მაა ასე ძნე­ლი?“

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გო­რია გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის კო­მენ­ტა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასეთ არა­ერ­თგვა­რო­ვან შე­ფა­სე­ბებ­ზე, AMBEBI.GE-ს სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

„რაც გვინ­დო­და, ზუს­ტად ის გა­ვა­კე­თეთ. და­ნარ­ჩე­ნი, უკვე მა­ყუ­რებ­ლის გან­სას­ჯე­ლია - ზოგს მო­ე­წო­ნე­ბა და ზოგს - არ მო­ე­წო­ნე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია ყვე­ლა თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩვენ მოგ­ვწონს თუ არა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი. კი­თხვა­ზე, შევ­ძე­ლით თუ არა ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზე­ბა? გე­ტყვით, რომ ნამ­დვი­ლად შევ­ძე­ლით“.

P.S. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ ტე­ლეპ­რო­დუქ­ტის გან­ხილ­ვა­ში, ფაქ­ტია, რომ გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა თა­ვი­სი ამო­ცა­ნა მარ­თლაც შე­ას­რუ­ლა. ხოლო ის, თუ რამ­დე­ნად სწო­რად იქ­ცე­ვა სე­რი­ა­ლის ნე­ბის­მი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟი, მა­ყუ­რებ­ლის გან­სჯის სა­გა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაო
402

ყველა არ უყურებს! რეალურ ცხოვრებაშიც საკმარისადააა ნეგატივი, კიდე მაგას არ ვუყურო. არ გამოხტეთ ახლა თუარ უყურებ საიდან იციო:) რამდენჯერაც თვალი და ყური მოვკარი (როცა სხვები უყურებენ) იმდენჯერ მესმის ბილწსიტყვაობა, ჩხუბი და ათასი სისაძაგლე. მერე გიკვირთ ხალხი რამ გააბოროტა. ყველაფერმა! ყველგან, მათ შორის თქვენ "სანაქებო" ფილმში ნეგატივის ყურებამ თუ მოსმენამ ....

taso
146

რა გაგიკვირდათ?ქალი სიკვდილს უყურებს თვალებში,ამ დროს არაფერი და არავინ აღარ გინდა,ზოგი წერს რატომ გააჩინა 5 შვილიო,როცა გააჩინა მაშინ კი არ ჭირდა ეს ავადმყოფობა,ამიტომ ყველა სხვის საქმეში ბრძენია,ეს მისი გადაწყვეტილება იყო,ხომ შეიძლება იმ გადაწყვატილებამ რაც მან მიიღო გაამართლოს?ხომ შეიძლება მისი უკანასკნელი შანსი იყოს?არა დადექი და უყურე შენს შვილებს სანამ არ მოკვდები,ის შვილები და ქმარი 40-ის შემდეგ ნინას სურათს კრაოტის ქვეშ შეაგდებენ და განაგრძობენ ცხოვრებას ჩვეულ რითმში,ამიტომ ყველამ მიხედოს თავის თავს.არავინ არავის არ გაყოლია,მითუმეტეს ქმარი ცოლს ან შვილი მშობელს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

„ჩემი ცოლის დაქალები“ ის ქართული სერიალია, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს. აგერ უკვე მე-16 სეზონი დასრულდა, მაგრამ მაყურებელი კვლავ აქტიურად უყურებს, სერიალის პერსონაჟების ცხოვრებაშია ჩართული და სოციალურ ქსელსა თუ რეალურ ცხოვრებაში მუდმივად განიხილავს.

„დაქალები“ ბევრს მოსწონს, ზოგსაც - არა, თუმცა მაინც უყურებს, ეს კი მათი კომენტარებიდან კარგად ჩანს...

მე-16 სეზონს სევდიანი დასასრული ჰქონდა - სერიალის ცენტრალური პერსონაჟი - ნინა, რომელსაც მძიმე სენი აქვს, ოჯახიდან მოულოდნელად მიდის, სადაც 5 შვილს, მეუღლეს, ნათესავებს და მეგობრებს ტოვებს, რომელთაც შემდგომ უცხო ქვეყნიდან ვიდეომიმართვას უგზავნის: „წარმომიდგენია, როგორ ინერვიულებდით, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს რეპეტიცია იყო ჩემს სიკვდილზე. სად ვარ, არ გეტყვით, თუმცა მაინც გაიგებთ, რომ მოინდომოთ. ძალიან შორს ვარ, ვიცი, რომ გამიბრაზდებით. ვიცი, რომ უპასუხისმგებლოს დამიძახებთ, შეიძლება, დედობაც ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან დავიღალე თქვენთან და თქვენგან.

აქ რაღაც ლერწამია, რომლის წვენიც უნდა დავლიო ხოლმე. დიდად მეც არ მჯერა, მაგრამ ვცდი. ახლა წარმოვიდგინე, რა სახეები გაქვთ, ჩემგან ამას არავინ ელოდა, ბოლოს და ბოლოს, 39 წლის ასაკში მეც გავბედე რაღაც. თქვენ ვინც კარგად ხართ, ვერასდროს წარმოიდგენთ, რას ნიშნავს იმის გააზრება, რომ ძალიან ცოტა დაგრჩა და არ გინდა, ამ დროის სარეცხის რეცხვა-ფენა-დაუთოებაში გატარება, ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება და რაღაც წვრილმანებზე ნერვიულობა. ხანდახან გგონია, რომ სიკვდილის წინაც რაღაც უნდა მთხოვოთ, დამავალოთ... განა მე არ მიყვარხართ? განა ჩემთვის ადვილი იქნება უთქვენოდ ცხოვრება? მაგრამ ჩვენ ხომ ისედაც ასე მოგვიწევდა ცოტა ხანში... თქვენ უჩემოდ ცხოვრებას უნდა მიეჩვიოთ, მე - უთქვენოდ. დათო უნდა მიეჩვიოს მამადაც და დედადაც ყოფნას. როცა მოვკვდები, ამას ვერც გაიგებთ. აქაურები, შამანები დამმარხავენ, სამაგიეროდ, თქვენ ყოველთვის იმედი გექნებათ, რომ მე ცოცხალი ვარ და უბრალოდ, გავიქეცი. თუ არ მოვკვდები, ე.ი. მართლა არსებობს ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვიცინი და მერე დაგიბრუნდებით კიდეც, ალბათ. მე იმედი მაქვს, ჩემი მეგობრები, ჩემი მშობლები, ჩემი შვილები, ჩემი ქმარი გამიგებენ, მართლა ძალიან მჭირდებოდა ის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამეკეთებინა რაღაც, რაღაც, რასაც, ჩემგან არ ელოდებიან. მე სულ, სულ ვიდარდებ თქვენზე, თქვენ ჩემზე არ იდარდოთ. გკოცნით, მიყვარხართ“.

ამ შოკისმომგვრელი ვიდეომიმართვის ნახვას მოჰყვა ტასოს კომენტარი - „მაგას ჰგონია, რომ იქ არ ჩავაკითხავთ?!“ და დასრულდა კიდეც სერიაც და სეზონიც.

მაყურებელი კი საკუთარი ცხელ-ცხელი შთაბეჭდილების გაზიარებას და ემოციების გამოხატვას სოციალურ ქსელში მაშინვე შეუდგა. იმ ათასობით კომენტარიდან მცირე ნაწილი ამოვკრიბეთ:

„არ ვიცი, ნინა სწორად მოიქცა, თუ არა. არ ვარ მის ტყავში და ძნელია თქმა, მაგრამ ნეტავ, დედაჩემი ახლა იყოს ცოცხალი და იყოს შამანებთან. ტასოს თქმის არ იყოს, ჩავაკითხავდი მაინც“.

„ეხ ნინა, ნინა, მესმის, ცუდად ხარ, მაგრამ არ შეიძლებოდა, გეთქვა და ისე წასულიყავი ამ შამანთან? რა დროც დაგრჩა შვილებთან გაგეტარებინა, ორჯერ რომ უნდა მოუკვდე, ცოდო არ არიან?“

„ეს მაგარი სერია იყო, და თუ არ გააგრძელოთ მამა ცოტნე, ელვირი და ბაქარა, თქვენ იყოთ ტროლები!“

„ის, რომ კარგად გადმოსცემთ სათქმელს და საუკეთესოები ხართ, ეს უპირობოა, მაგრამ შემდგომ კომენტარებით რომ ხალხის სახეს და აზროვნებას გვანახებთ, ეს ცალკე ამბავია. რა უნდა მიკვირდეს, რაც ხდება ქვეყანაში, - ქალები საოცრად აზროვნებენ. გრამი სოლიდარობა არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კაცები წახალისებულები არიან და ასეთივე ხალისით კლავენ ქალებს, რომელ ქალებსაც თავისივე სქესის არსებანი დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ასხამენ თავს ლაფს. გულისამრევია ფსევდოპატრიოტიზმიც და ფსევდო ოჯახობანაც!"

„უსაშინლესი დასასრული. შემჯავრდა ნინას პერსონაჟი. ისედაც ეგოისტი იყო. შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა - ძალიან გავბრაზდი!“

„ნინას თუ მობეზრებული ჰქონდა ოჯახზე ზრუნვა, რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან ასეთი დედა რომ ყავთ. თავხედი. თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული. არ მჯერა ესეთი ქალების. შემაზიზღებელ როლში გადაიზარდა ნინა“.

„მაგას ჰგონია, იქ არ ჩავაკითხავთ?“- ყველაზე სევდიანი სერიის ოპტიმისტური დასასრული“

„რა არ უნდა გააგრძელონ, ასეთ სცენებს უცხოელი მაღალი დონის სცენარისტები და რეჟისორები ვერ დებენ. ამდენი ხანიც იმიტომ გაგრძელდა, რომ რეიტინგი არ დავარდნია და მიუხედავად ცუდი რეაქციებისა, მაინც ყველა უყურებს“.

"სხვა სხვის ომში ბრძენიაო" - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. სხვისი განსჯა იოლია, როცა არ იცით, რას გრძნობს ამ საშინელი სენით დაავადებული ადამიანი. იქნებ უნდა ყველას ისეთი ახსოვდეს, როგორსაც იცნობდნენ. ან არ უნდა ტვირთად დააწვეს ოჯახს. არ უნდა დაითრგუნონ შვილები, მისი ტანჯვის ყურებით და როგორი ძლიერი უნდა იყო ადამიანი, ასე მიმართო საყვარელ ადამიანებს, რომ სიბრაზე გამოიწვიო იმიტომ, რომ შენზე არ იდარდონ. აქ მრავალი ნიუანსია, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის რთულად გასაგებია“.

„ძალიან ვინერვიულე! დაუბრუნეთ რა სერიალს ის სიმსუბუქე და უდარდელობა, რამაც მოხიბლა ყველა და აყურებინებდა სიამოვნებით ყოველ სერიას, ნინა რაც დაავადდა, ვახვევდი მის ისტორიას, მძაბავდა და მამძიმებდა ეს ამბავი! რეალობიდან ვისვენებთ და ნუ წაგვართმევთ ამის საშუალებას! ისე კი თქვენ, ბრავო!“

„მაგას ჰგონია, იქ არ ჩავაკითხავთ“ - ძაან კარგი იყო. მამუკა და სანდროც შერიგდნენ, ბაქარაც „დაისჯება“ ტროლებთან მეგობრობის გამო. მშვენივრად დაასრულეთ“.

„მეგობრებო, ონკოლოგია ისეთი რთული ფსიქოლოგიური ტვირთია, რეალურად რომ ვერც ერთი ფილმი ვერასოდეს გადმოსცემს. დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი ებრძვის ამ დაავადებას და ბევრი მათგანი თქვენი მაყურებელია. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ! უიმედობის და არა ტრადიციული მკურნალობის ტირაჟირება დიდი ეკრანიდან არამარტო არასწორი მესიჯია, არამედ სერიოზული მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა. სცენარში ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზები რომ არ გაიპაროს, კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს რეჟისორი პროფესიონალ ფსიქოონკოლოგებთან გაივლის“.

„ვერაფრით ვერ ვხვდები, ნინას პერსონაჟს რატო აბულინგებთ?“

„სიკვდილის წინ მაინც ისე მოიქცა, როგორც მას სურდა. ვალდებულებების გამო უბედური მომკვდარიყო ოჯახთან?! აქ საქმე არ არის ოჯახის და შვილების დატოვებაზე“.

„ავადმყოფობას არ გაუმწარებია ნინა, არც ოჯახის წევრებს, ასეთი იყო სულ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ დათო არ უყვარს, უბედურად თვლის თავს და ამ უბედურებაში ადანაშაულებს ოჯახის წევრებს, პირველ რიგში, ქმარს“.

„ეგოისტი კი არა, ყველაზე ცოდო თვითონ ნინაა. იგლოვებენ, შეეგუებიან და ყველა გააგრძელებს ცხოვრებას მაინც... არავინ იცის, იმ ადამიანის ტვინში რა ხდება, სიკვდილს რომ ელოდება. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ წავიდა, რომ იქნებ იმ რაღაცამ განკურნოს და შვილებთან დაბრუნდეს“.

„ასე დაწვრილებით ახსნა ადამიანმა თავისი განცდები და მაინც ეგოისტს რომ ეძახიან, ცოტა არ იყოს და, მიკვირს. შეიძლება ადამიანის ქცევას არ ამართლებდე, მაგრამ ადამიანს გაუგო, რატომაა ასე ძნელი?“

რაც შეეხება იმას, თუ როგორია გადამღები ჯგუფის კომენტარი საზოგადოების ასეთ არაერთგვაროვან შეფასებებზე, AMBEBI.GE-ს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ასე პასუხობს:

„რაც გვინდოდა, ზუსტად ის გავაკეთეთ. დანარჩენი, უკვე მაყურებლის განსასჯელია - ზოგს მოეწონება და ზოგს - არ მოეწონება. აბსოლუტურად თავისუფალია ყველა თავის არჩევანში, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს თუ არა ეს შეფასებები. კითხვაზე, შევძელით თუ არა ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზება? გეტყვით, რომ ნამდვილად შევძელით“.

P.S. როდესაც მაყურებელი ასე აქტიურადაა ჩართული ამ ტელეპროდუქტის განხილვაში, ფაქტია, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავისი ამოცანა მართლაც შეასრულა. ხოლო ის, თუ რამდენად სწორად იქცევა სერიალის ნებისმიერი პერსონაჟი, მაყურებლის განსჯის საგანია.

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა