მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი
"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

ცენ­ტრ „ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მისი დის­კრე­დი­ტა­ცია საბ­ჭო­თა "პა­გო­ნე­ბი­ა­ნი" ექ­სპერ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, მას ურე­კა­ვენ და გა­ურ­კვე­ველ კი­თხვებს უს­ვა­მენ.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ და უღე­ბენ, ჩვენს ცენ­ტრს უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ. ჩვე­ნი ექ­სპერ­ტი და თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც წა­ვიდ­ნენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­გორც კი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, ხუთი წუ­თიც კი არ იყო გა­სუ­ლი, როცა მარ­ტო დარ­ჩა გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა, მას ორი გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა მი­ად­გა და გა­მო­კი­თხვა და­უ­წყო. იყო გიდი, ექ­სპერ­ტი, რო­დის და­ამ­თავ­რა და ა.შ. გარ­და ამი­სა, გა­ლი­ნას მუდ­მი­ვად ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კა­ვენ და იე­რი­შე­ბია საბ­ჭო­თა სტილ­ში. საბ­ჭო­თა სტი­ლი ნიშ­ნავს იმას, რა­საც ახლა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში აკე­თებს. ვი­თომ, ის არა­ფერ შუ­ა­ში არაა და რუ­სე­თის ჯა­რე­ბი იქ არი­ან მის გა­რე­შე. ეს არის საბ­ჭო­თა სტი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას სხვა აქ­ტო­რე­ბით რომ ახ­დენს და მა­ნი­პუ­ლი­რებს. ქალ­ბა­ტონ გა­ლი­ნას ურე­კა­ვენ, ეკი­თხე­ბი­ან ოჯახ­ზე, ხან რა მო­უ­გო­ნეს რომ არის რუ­სე­ბის აგენ­ტი. ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ერ­თშო­რი­სო სტან­დარ­ტით. იგი­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩემი მი­სა­მარ­თით, საბ­ჭო­თა პა­გო­ნე­ბი­ა­ნი ექ­სპერ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია და დის­კრი­მი­ნა­ცია, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლამ კარ­გად იცის მე სა­ი­დან მოვ­დი­ვარ და ზო­გი­ერ­თი პა­გო­ნი­ა­ნი სა­ი­დან მო­დის. კარ­გად ვიც­ნობ ძა­ლი­ან „კა­გე­ბეს“ მე­თო­დებს. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქი­ატ­რი ვარ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე რო­გორ უნდა მოხ­დეს კარ­გად ვიცი. მა­გა­ლი­თად გუ­შინ, ვი­ღაც მი­რე­კავს ტე­ლე­ფონ­ზე და მე­უბ­ნე­ბა, და­მა­ნა­ხე შენი სახე. 55 წლის ადა­მი­ა­ნი ვარ და მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია არა­ვის არ ჰქო­ნია ჩემ­თან. როცა აიღო ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა ტე­ლე­ფო­ნი, მან გა­უ­თი­შა. ასე­თი ტრო­ლე­ბით და ბო­ტე­ბი­თაა სავ­სე ჩემი, გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
¡!
136

საქმეს მიხედეთ და დანარჩენზე შემდეგ ისაუბრეთ! რა ყველას ცნობადობა მოგინდათ უბედური ადამიანების ხარჯზე, მორჩით რა, რას მიედმოედებით, რაში კარგავთ დროს!

სიმართლე
79

ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს გავს თქვენი განცხადება ბატონებო. საქმეს მიხედეთ და დაივიწყეთ,რომ არსებობს ნაცები. ტქვენ მხოლოდ თქვენს მიერ აღებული საქმის წინაშე ხართ ვალდებულები. 

ავტორი:

"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მისი დისკრედიტაცია საბჭოთა "პაგონებიანი" ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, მას ურეკავენ და გაურკვეველ კითხვებს უსვამენ.

მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და უღებენ, ჩვენს ცენტრს უთვალთვალებენ. ჩვენი ექსპერტი და თანამშრომელი, რომლებიც წავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა, ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, როცა მარტო დარჩა გალინა კარმუშინა, მას ორი გაურკვეველი პიროვნება მიადგა და გამოკითხვა დაუწყო. იყო გიდი, ექსპერტი, როდის დაამთავრა და ა.შ. გარდა ამისა, გალინას მუდმივად ტელეფონზე ურეკავენ და იერიშებია საბჭოთა სტილში. საბჭოთა სტილი ნიშნავს იმას, რასაც ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში აკეთებს. ვითომ, ის არაფერ შუაში არაა და რუსეთის ჯარები იქ არიან მის გარეშე. ეს არის საბჭოთა სტილი, ხელისუფლება ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სხვა აქტორებით რომ ახდენს და მანიპულირებს. ქალბატონ გალინას ურეკავენ, ეკითხებიან ოჯახზე, ხან რა მოუგონეს რომ არის რუსების აგენტი. ეს არის მიუღებელი ყველა საერთშორისო სტანდარტით. იგივე ხორციელდება ჩემი მისამართით, საბჭოთა პაგონებიანი ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველამ კარგად იცის მე საიდან მოვდივარ და ზოგიერთი პაგონიანი საიდან მოდის. კარგად ვიცნობ ძალიან „კაგებეს“ მეთოდებს. პროფესიით ფსიქიატრი ვარ და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე როგორ უნდა მოხდეს კარგად ვიცი. მაგალითად გუშინ, ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე. 55 წლის ადამიანი ვარ და მსგავსი კომუნიკაცია არავის არ ჰქონია ჩემთან. როცა აიღო ჩემმა ადვოკატმა ტელეფონი, მან გაუთიშა. ასეთი ტროლებით და ბოტებითაა სავსე ჩემი, გალინა კარმუშინას და მიხეილ რამიშვილის საქმე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.