სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩალიაშვილი ნიკასთან უფრო გახსნილი იყო" - რას ჰყვება კომპანია ZAG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა?
"ბაჩალიაშვილი ნიკასთან უფრო გახსნილი იყო" - რას ჰყვება კომპანია ZAG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა?

კომ­პა­ნია ZAG-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თა­მარ კო­ბე­რი­ძე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხე­ბო­და ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში. ეს ის კომ­პა­ნი­აა, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, თა­მარ კო­ბე­რი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ZEG-ის იუ­რის­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის დრო­უ­ლად გახ­სნას ითხოვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას­ში კომ­პა­ნი­ის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ინა­ხე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გო­გო­ნას სიკ­ვდი­ლი აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის­ტმა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე 2 დღით ადრე და­ტო­ვა.

ambebi.ge კომ­პა­ნი­ის ად­ვო­კატს ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა კი­თხვე­ბი ჰქონ­და გა­მო­ძი­ე­ბას კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან?

- გა­მო­კი­თხვა დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ტექ­ნი­კურ და სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს ეხე­ბო­და - რო­გორ ხდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თა­მარ­მა კონ­კრე­ტუ­ლად სად გა­მო­აგ­ზავ­ნა სივი, როცა 3 წლის წინ სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს, რო­მე­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს რა ფუნ­ქცია აქვს, რას საქ­მი­ა­ნობს კომ­პა­ნია და ა.შ.

- რა­ტომ შე­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იმა­ვე დღეს კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, როცა გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს?

- ვფიქ­რობ, ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვიდ­ნენ - მათ თქვეს, რომ არ იცოდ­ნენ სად, რო­მელ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და რას საქ­მი­ა­ნობ­და თა­მუ­ნა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც გა­მო­ით­ქვა ეჭ­ვე­ბი სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- დიახ, ოჯახს მხო­ლოდ ეს ვერ­სია აქვს, უსა­ფუძ­ვლოა მათი ეჭვი?

- ოჯა­ხი­საც მეს­მის, ასე­თი ვერ­სია რომ აქვთ, ვი­ნა­ი­დან ზუს­ტად არ იცოდ­ნენ, სად მუ­შა­ობ­და და რას საქ­მი­ა­ნობ­და მათი შვი­ლი. თუმ­ცა სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან სად გა­ივ­ლის, ყვე­ლას ხომ არ აყე­ნებს საქ­მის კურ­სში? ლა­პა­რა­კო­ბენ, სამ­სა­ხუ­რი­დან მო­დი­ო­და გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლიო. ასე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იმის თქმა, რომ მა­ინც და მა­ინც იქი­დან მო­დი­ო­და ატი­რე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ ხომ რე­ა­ლო­ბა არ ვი­ცით, მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბია. ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და იმის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ.

- კომ­პა­ნი­ი­დან ამო­ღე­ბულ ტექ­ნი­კას თუ ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა?

- პირ­ვე­ლი­ვე დღეს შე­მო­ვიდ­ნენ, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ამო­ი­ღეს ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ექ­სპერ­ტი­ზა ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მა­სა­ლა მო­ცუ­ლო­ბი­თაც ბევ­რია. გა­მო­ძი­ე­ბას ზო­გა­დი კი­თხვე­ბი აქვს და ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ პირ­ველ რიგ­ში მოხ­დეს თა­მა­რის პი­რა­დი ტე­ლე­ფო­ნის და კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნა, რომ ამის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნონ იმ პირ­თა წრე, ან ის საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა, თუ სამ­სა­ხუ­რი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს გა­მო­ძი­ე­ბას.

- კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ როცა თა­მა­რის ლეპ­ტო­პი გა­იხ­სნე­ბა, იქ მათი მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ აღ­მოჩ­ნდე­ბა?

- რა თქმა უნდა, კომ­პა­ნია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თა­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსგავ­სი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ პირ­ველ რიგ­ში ვი­თხოვთ, გახ­სნან თა­მა­რის კომ­პი­უ­ტე­რი. ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩნდე­ბა, გა­უ­გებ­რო­ბის ბრა­ლია. ძნე­ლია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნა, რას აკე­თებს პროგ­რა­მის­ტი, რო­გორ იწე­რე­ბა პროგ­რა­მა, ძა­ლი­ან ბევ­რი ამას ვერ გა­ი­გებს. მეც იუ­რის­ტი ვარ და ახლა ვერ­კვე­ვი, ეს სფე­რო სპე­ცი­ფი­კურ ცოდ­ნას მო­ი­თხოვს. გა­უ­გებ­რო­ბა რომ არის, ამი­ტო­მაა მერე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია და ბევ­რი ჭორი რომ ვრცელ­დე­ბა - აი, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი და ა.შ. ყვე­ლა­ფერს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­ე­ცადა ამი­ტომ ვი­თხოვთ, დრო­უ­ლად გა­იხ­სნას კომ­პი­უ­ტე­რი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცეს, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად ილა­ხე­ბა.

- ალ­ბათ ეჭვს ისიც ბა­დებს, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლია კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­ნიღ­ბუ­ლია, არ აქვს ვებ­სა­ი­ტი, გო­გო­ნა ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და მის საქ­მი­ა­ნო­ბას და ა.შ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ჰქო­ნო­და წვდო­მა სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ზე, მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან?

- არა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. შე­ნიღ­ბულ­ში რას გუ­ლის­ხმობთ? ვებ­სა­ი­ტიც არის და რა­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ ვერ პო­უ­ლო­ბენ? ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, კა­ნო­ნის წე­სით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ მუ­შა­ო­ბენ და ჰყავთ დამ­კვე­თი - ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია (რომ­ლის­თვი­საც წე­რენ პროგ­რა­მას), არ იყო აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რეკ­ლა­მა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ამის ინ­ტე­რე­სი არ ჰქო­ნი­ათ. ასე­ვე, არის ასე­თი პლატ­ფორ­მა "ლინკდი­ნი", რო­მელ­შიც თა­მა­რის გვერ­დზე თუ შეხ­ვალთ, ორი­ვე კომ­პა­ნია უწე­რია, სა­დაც მუ­შა­ობ­და. ის ვერ­სია, რომ მას სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ჰქონ­და წვდო­მა, არას­წო­რია. კომ­პი­უ­ტე­რი გა­იხ­სნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა - რას­თან ჰქონ­და წვდო­მა, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, ან რა დაკ­ვე­თებს იღებ­და ამ კომ­პა­ნი­ის­გან და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­გა­ნაც, ვი­ნა­ი­დან თა­მუ­ნა ფრი­ლან­სე­რა­დაც მუ­შა­ობ­და და სხვა შეკ­ვე­თებ­საც იღებ­და, რო­მელ­თაც ში­ნი­დან ას­რუ­ლებ­და. არა­ნა­ირ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მას შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იხ­სნას კომ­პი­უ­ტე­რი, რად­გან რაც დრო გა­დის, ეს კამ­პა­ნია კომ­პა­ნი­ის მი­მართ ძა­ლი­ან ცუდ ფორ­მატს იღებს და აზი­ა­ნებს მას. ასე თუ გაგ­რძელ­და, არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. ჩვენ კი ვხსნით, რომ გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა სამ­სა­ხურ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

- სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნე­ვა გე­ჯა­ძე-ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მო­წე­რაც. ჯერ ერთი, რა­ტომ არ მი­მარ­თა თა­მარ­მა პირ­და­პირ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს წას­ვლის თა­ო­ბა­ზე და მე­ო­რე - რას ნიშ­ნავს ფრა­ზა - "მე არ შე­მიძ­ლია". ამ სა­კი­თხზე გა­ე­სა­უბ­რე­ბო­დით მე­ნე­ჯერს და რას ამ­ბობს, რამე ისე­თი და­ვა­ლე­ბა ხომ არ მის­ცა, რის გა­კე­თე­ბა­ზეც პროგ­რა­მის­ტი უარს ამ­ბობ­და?

- ნიკა გე­ჯა­ძემ მი­ა­წო­და ტე­ლე­ვი­ზი­ებს ეს მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც ხუთ­შა­ბათს შედ­გა, შა­ბათს კი და­ი­კარ­გა გო­გო­ნა. ნიკა არის ჯგუ­ფის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­თა­ნაც თა­მუ­ნას ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და. თა­მარ კო­ბე­რი­ძეს­თან მას სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ადრე ჰქონ­და სა­უ­ბა­რი, მო­ი­თხო­ვა სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი და პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა - თა­მარ­მა გა­უგ­ზავ­ნა ეს წე­რი­ლი. სულ იყო სა­კი­თხი, რომ გო­გო­ნა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი სწავ­ლა იყო. რად­გან იყო სა­უბ­რე­ბი, ამი­ტომ არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. და ის, რომ ნიკა პა­სუ­ხობს - "გა­სა­გე­ბია", ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უკვე იცო­და ამის თა­ო­ბა­ზე. ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს თა­მარ­თან არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია.

- "არ შე­მიძ­ლია" რას უნდა ნიშ­ნავ­დეს? ან ის, რომ გე­ჯა­ძე არც ჩაჰ­კი­თხვია თა­ნამ­შრო­მელს, რა არ შე­ეძ­ლო...

- ვერ გე­ტყვით, კონ­კრე­ტუ­ლად რა კონ­ტექ­სტში იხ­მა­რა ეს ფრა­ზა. ჯერ ერთი, თა­მა­რი უშუ­ა­ლოდ არ აძ­ლევ­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­ვა­ლე­ბებს, ის არ არის პროგ­რა­მის­ტი, მე­ნე­ჯე­რია. ნამ­დვი­ლად არას­წო­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ვე­სა­უბ­რე გე­ჯა­ძეს და ვიცი, რომ რად­გან ამ თე­მა­ზე თა­მარ­თან ერთხელ უკვე იყო სა­უ­ბა­რი, მის­თვის აღარ მი­უ­მარ­თავს. შე­საძ­ლოა, დრო­ის უქონ­ლო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რომ ამის გამო არ შე­ეძ­ლო მი­მარ­თვა. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი, ზო­გა­დად, ნი­კას­თან უფრო გახ­სნი­ლი იყო, მას­თან ჰქონ­და ხში­რი კონ­ტაქ­ტი. თა­მარ კო­ბე­რი­ძე ხუთ­შა­ბათს და­უ­კავ­შირ­და თა­მუ­ნას და უთხრა, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას გა­გიმ­ზა­დე­ბო, სა­დღაც ორ­შა­ბათს უნდა მი­სუ­ლი­ყო ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ა­ში და ამა­ზე მო­ე­წე­რა ხელი, მაგ­რამ თა­მუ­ნას მი­ნა­წერ­ზე პა­სუ­ხი არ აქვს გა­ცე­მუ­ლი. შა­ბათს კი, სამ­წუ­ხა­როდ, გა­უ­ჩი­ნარ­და... ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს თა­მარ­თან არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია.

- თუ იცი­ან კომ­პა­ნი­ა­ში, სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი რის­თვის მო­ი­თხო­ვა, სად უნდა მი­ე­ტა­ნა? და თუ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და და დრო­ის უქონ­ლო­ბის მო­ტი­ვით ვე­ღარ აგ­რძე­ლებ­და ZEG-ში მუ­შა­ო­ბას, სხვა­გან რა­ტომ­ღა უნდა და­ე­წყო?

- ეს ზო­გა­დი სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი იყო. რო­გორც ვიცი, ის მა­ნამ­დეც ჰქონ­და მო­თხოვ­ნი­ლი თა­მა­რის­თვის. რო­გორც დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, თა­მუ­ნას უთ­ქვამს, დავ­კარ­გეო, თუ ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია მჭირ­დე­ბაო. ივ­ნი­სის ბო­ლოს­კენ კო­ბე­რი­ძე შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და და გას­ვლამ­დე, მო­თხოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს, პდფ ფა­ი­ლით გა­და­უგ­ზავ­ნა თა­მუ­ნას სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი.

- ZEG-ის ამე­რი­კელ­მა მე­პატ­რო­ნემ, აბ­რა­ჰამ რე­იხ­ბახ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მის კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს "სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­თან წვდო­მა აქვთ"...

- მისი ინ­ტერ­ვი­უც არას­წო­რად ითარ­გმნა. ინ­გლი­სუ­რად ნათ­ქვამ­სა და თარ­გმანს გა­დავ­ხე­დე და მათ შო­რის ბევ­რი უზუს­ტო­ბა და­ვი­ჭი­რე. აქ კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი და არა რა­ღაც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი შექ­მნი­ლი პროგ­რა­მა არის დამ­კვე­თის სა­კუთ­რე­ბა. სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს, პროგ­რა­მისტს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ვი­ღა­ცის იმე­ილ­თან წვდო­მა, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მია, ან მის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­თან. ასეთ სა­კი­თხებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ჩემ­თან, რო­გორც იუ­რის­ტთა­ნაც რომ მო­დი­ან და აფორ­მე­ბენ კონ­ტრაქტს, მეც მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის თემა და ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტრაქ­ტიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას. რად­გა­ნაც მწი­რია ინ­ფორ­მა­ცია, ახლა ზოგი კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე ლა­პა­რა­კობს, ზოგი სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და ათას­გვარ აბ­სურ­დზე.

ავტორი:

"ბაჩალიაშვილი ნიკასთან უფრო გახსნილი იყო" - რას ჰყვება კომპანია ZAG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა?

"ბაჩალიაშვილი ნიკასთან უფრო გახსნილი იყო" - რას ჰყვება კომპანია ZAG-ის იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა?

კომპანია ZAG-ის გენერალური დირექტორი თამარ კობერიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში. ეს ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ადვოკატის თქმით, თამარ კობერიძემ გამოძიებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. ZEG-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დროულად გახსნას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ მასში კომპანიის მაკომპრომეტირებელი არანაირი ინფორმაცია არ ინახება. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას სიკვდილი აღნიშნულ კომპანიას უკავშირდება, რომელიც პროგრამისტმა გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დატოვა.

ambebi.ge კომპანიის ადვოკატს ქეთი მირიანაშვილს ესაუბრა.

- რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას კომპანიის გენერალურ დირექტორთან?

- გამოკითხვა დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ კითხვები ძირითადად ტექნიკურ და სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა - როგორ ხდება თანამშრომლების მიღება, თამარმა კონკრეტულად სად გამოაგზავნა სივი, როცა 3 წლის წინ სამსახურში აიყვანეს, რომელი ჯგუფის ხელმძღვანელს რა ფუნქცია აქვს, რას საქმიანობს კომპანია და ა.შ.

- რატომ შევიდნენ სამართალდამცველები იმავე დღეს კომპანიის ოფისში, როცა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს?

- ვფიქრობ, ოჯახის განცხადებიდან გამომდინარე შევიდნენ - მათ თქვეს, რომ არ იცოდნენ სად, რომელ კომპანიაში მუშაობდა და რას საქმიანობდა თამუნა. ალბათ ამიტომაც გამოითქვა ეჭვები სამსახურთან დაკავშირებით.

- დიახ, ოჯახს მხოლოდ ეს ვერსია აქვს, უსაფუძვლოა მათი ეჭვი?

- ოჯახისაც მესმის, ასეთი ვერსია რომ აქვთ, ვინაიდან ზუსტად არ იცოდნენ, სად მუშაობდა და რას საქმიანობდა მათი შვილი. თუმცა სრულწლოვანი ადამიანი სამსახურიდან სად გაივლის, ყველას ხომ არ აყენებს საქმის კურსში? ლაპარაკობენ, სამსახურიდან მოდიოდა განერვიულებულიო. ასე დადასტურებულად იმის თქმა, რომ მაინც და მაინც იქიდან მოდიოდა ატირებული, არ შეიძლება. ჩვენ ხომ რეალობა არ ვიცით, მხოლოდ ვარაუდებია. ველოდებით ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ.

- კომპანიიდან ამოღებულ ტექნიკას თუ ჩაუტარდა ექსპერტიზა?

- პირველივე დღეს შემოვიდნენ, გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს ყველა თანამშრომლის კომპიუტერი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მასალა მოცულობითაც ბევრია. გამოძიებას ზოგადი კითხვები აქვს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ პირველ რიგში მოხდეს თამარის პირადი ტელეფონის და კომპიუტერის გახსნა, რომ ამის მიხედვით დაადგინონ იმ პირთა წრე, ან ის საქმიანობა იქნება, თუ სამსახური, რამაც შეიძლება რაღაცა გარკვეული მიმართულება მისცეს გამოძიებას.

- კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ როცა თამარის ლეპტოპი გაიხსნება, იქ მათი მაკომპრომეტირებელი არანაირი მასალა არ აღმოჩნდება?

- რა თქმა უნდა, კომპანია დარწმუნებულია, რომ თამართან დაკავშირებით მსგავსი არაფერი იქნება. ამიტომაც არის, რომ პირველ რიგში ვითხოვთ, გახსნან თამარის კომპიუტერი. ის კითხვები, რომლებიც ჩნდება, გაუგებრობის ბრალია. ძნელია ფართო საზოგადოებას აუხსნა, რას აკეთებს პროგრამისტი, როგორ იწერება პროგრამა, ძალიან ბევრი ამას ვერ გაიგებს. მეც იურისტი ვარ და ახლა ვერკვევი, ეს სფერო სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. გაუგებრობა რომ არის, ამიტომაა მერე არასწორი ინფორმაცია და ბევრი ჭორი რომ ვრცელდება - აი, სპეცსამსახურები, კიბერდანაშაული და ა.შ. ყველაფერს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და ამიტომ ვითხოვთ, დროულად გაიხსნას კომპიუტერი. აუცილებელია კითხვებს პასუხი გაეცეს, ვინაიდან კომპანიის ინტერესები რეპუტაციულად ილახება.

- ალბათ ეჭვს ისიც ბადებს, რომ გაურკვეველია კომპანიის საქმიანობა და როგორც ამბობენ, შენიღბულია, არ აქვს ვებსაიტი, გოგონა ასაიდუმლოებდა მის საქმიანობას და ა.შ. შესაძლებელია, ბაჩალიაშვილს ჰქონოდა წვდომა საიდუმლო მასალებზე, მაგალითად, კომპანიის ინტერესების დამაზიანებელ ინფორმაციასთან?

- არა, გამორიცხულია. შენიღბულში რას გულისხმობთ? ვებსაიტიც არის და რატომ ამბობენ, რომ ვერ პოულობენ? ეს ჩვეულებრივად, კანონის წესით რეგისტრირებული კომპანიაა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე არ მუშაობენ და ჰყავთ დამკვეთი - ამერიკული კომპანია (რომლისთვისაც წერენ პროგრამას), არ იყო აუცილებლობა, რეკლამა გაეკეთებინათ, ამის ინტერესი არ ჰქონიათ. ასევე, არის ასეთი პლატფორმა "ლინკდინი", რომელშიც თამარის გვერდზე თუ შეხვალთ, ორივე კომპანია უწერია, სადაც მუშაობდა. ის ვერსია, რომ მას საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა, არასწორია. კომპიუტერი გაიხსნება და ყველაფერი გამოჩნდება - რასთან ჰქონდა წვდომა, რა ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, ან რა დაკვეთებს იღებდა ამ კომპანიისგან და სხვა კომპანიებისგანაც, ვინაიდან თამუნა ფრილანსერადაც მუშაობდა და სხვა შეკვეთებსაც იღებდა, რომელთაც შინიდან ასრულებდა. არანაირ საიდუმლო ინფორმაციასთან მას შეხება არ ჰქონია. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას კომპიუტერი, რადგან რაც დრო გადის, ეს კამპანია კომპანიის მიმართ ძალიან ცუდ ფორმატს იღებს და აზიანებს მას. ასე თუ გაგრძელდა, არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ კი ვხსნით, რომ გოგონას გარდაცვალება სამსახურთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ ამას სჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები.

- საეჭვოდ მიიჩნევა გეჯაძე-ბაჩალიაშვილის მიმოწერაც. ჯერ ერთი, რატომ არ მიმართა თამარმა პირდაპირ კომპანიის ხელმძღვანელს წასვლის თაობაზე და მეორე - რას ნიშნავს ფრაზა - "მე არ შემიძლია". ამ საკითხზე გაესაუბრებოდით მენეჯერს და რას ამბობს, რამე ისეთი დავალება ხომ არ მისცა, რის გაკეთებაზეც პროგრამისტი უარს ამბობდა?

- ნიკა გეჯაძემ მიაწოდა ტელევიზიებს ეს მიმოწერა, რომელიც ხუთშაბათს შედგა, შაბათს კი დაიკარგა გოგონა. ნიკა არის ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი, რომელთანაც თამუნას ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კობერიძესთან მას სამსახურიდან წასვლის შესახებ ადრე ჰქონდა საუბარი, მოითხოვა სარეკომენდაციო წერილი და პრობლემა არ ყოფილა - თამარმა გაუგზავნა ეს წერილი. სულ იყო საკითხი, რომ გოგონა სწავლის გაგრძელებას აპირებდა და თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ მისთვის პრიორიტეტი სწავლა იყო. რადგან იყო საუბრები, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ. და ის, რომ ნიკა პასუხობს - "გასაგებია", ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე იცოდა ამის თაობაზე. ბაჩალიაშვილს თამართან არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.

- "არ შემიძლია" რას უნდა ნიშნავდეს? ან ის, რომ გეჯაძე არც ჩაჰკითხვია თანამშრომელს, რა არ შეეძლო...

- ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა კონტექსტში იხმარა ეს ფრაზა. ჯერ ერთი, თამარი უშუალოდ არ აძლევდა ბაჩალიაშვილს დავალებებს, ის არ არის პროგრამისტი, მენეჯერია. ნამდვილად არასწორად განვითარებულია ეს მიმართულება. რა თქმა უნდა, ვესაუბრე გეჯაძეს და ვიცი, რომ რადგან ამ თემაზე თამართან ერთხელ უკვე იყო საუბარი, მისთვის აღარ მიუმართავს. შესაძლოა, დროის უქონლობაზე იყო საუბარი, რომ ამის გამო არ შეეძლო მიმართვა. ბაჩალიაშვილი, ზოგადად, ნიკასთან უფრო გახსნილი იყო, მასთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი. თამარ კობერიძე ხუთშაბათს დაუკავშირდა თამუნას და უთხრა, რომ დოკუმენტაციას გაგიმზადებო, სადღაც ორშაბათს უნდა მისულიყო ბაჩალიაშვილი კომპანიაში და ამაზე მოეწერა ხელი, მაგრამ თამუნას მინაწერზე პასუხი არ აქვს გაცემული. შაბათს კი, სამწუხაროდ, გაუჩინარდა... ბაჩალიაშვილს თამართან არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.

- თუ იციან კომპანიაში, სარეკომენდაციო წერილი რისთვის მოითხოვა, სად უნდა მიეტანა? და თუ სწავლის გაგრძელებას აპირებდა და დროის უქონლობის მოტივით ვეღარ აგრძელებდა ZEG-ში მუშაობას, სხვაგან რატომღა უნდა დაეწყო?

- ეს ზოგადი სარეკომენდაციო წერილი იყო. როგორც ვიცი, ის მანამდეც ჰქონდა მოთხოვნილი თამარისთვის. როგორც დირექტორი ამბობს, თამუნას უთქვამს, დავკარგეო, თუ ელექტრონული ვერსია მჭირდებაო. ივნისის ბოლოსკენ კობერიძე შვებულებაში გავიდა და გასვლამდე, მოთხოვნიდან მეორე დღეს, პდფ ფაილით გადაუგზავნა თამუნას სარეკომენდაციო წერილი.

- ZEG-ის ამერიკელმა მეპატრონემ, აბრაჰამ რეიხბახმაც დაადასტურა, რომ მის კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს "საიდუმლო მასალებთან წვდომა აქვთ"...

- მისი ინტერვიუც არასწორად ითარგმნა. ინგლისურად ნათქვამსა და თარგმანს გადავხედე და მათ შორის ბევრი უზუსტობა დავიჭირე. აქ კომერციულ საიდუმლოებაზეა ლაპარაკი და არა რაღაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციებზე. ნებისმიერი შექმნილი პროგრამა არის დამკვეთის საკუთრება. სამუშაოს შესრულების დროს, პროგრამისტს შესაძლოა ჰქონდეს ვიღაცის იმეილთან წვდომა, რომელიც პერსონალური მონაცემია, ან მის საბანკო ანგარიშებთან. ასეთ საკითხებზეა ლაპარაკი. ჩემთან, როგორც იურისტთანაც რომ მოდიან და აფორმებენ კონტრაქტს, მეც მაქვს განსაზღვრული კონფიდენციალურობის თემა და ნებისმიერი კონტრაქტიც ითვალისწინებს ამას. რადგანაც მწირია ინფორმაცია, ახლა ზოგი კიბერდანაშაულზე ლაპარაკობს, ზოგი სადაზვერვო საქმიანობაზე და ათასგვარ აბსურდზე.

"როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი" - რას ყვება ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტის შემდეგ

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს - ადვოკატს ის დალუქული არ დახვდა

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურა დაიწყო