სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში ინტერაქციული წიგნის, "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართება
ზუგდიდში ინტერაქციული წიგნის, "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართება

1 აგ­ვის­ტოს 18:00 სა­ათ­ზე ზუგ­დი­დის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ღია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ( გამ­სა­ხურ­დი­ას #1) ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის "ფე­ნიქ­სის" წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა.

ავ­ტო­რე­ბი: თეა ინა­სა­რი­ძე, ტო­რე­სა მოსი, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი, ამ­ჯე­რად, ზუგ­დი­დელ მკი­თხველს შეხ­ვდე­ბი­ან.რო­დე­საც წიგნს კი­თხუ­ლობ, უნებ­ლი­ეთ, შენც ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ხდე­ბი და მას­თან ერ­თად იწყებ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბას. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ცდა დაგ­რჩეს სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის, გმი­რის ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ან თუნ­დაც და­სას­რუ­ლის გამო, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი არ გაქვს. უნდა მი­ი­ღო ის, რაც ავ­ტორ­მა შე­მოგ­თა­ვა­ზა.

ეს სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნია. აქ სწო­რედ მკი­თხვე­ლი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სი­უ­ჟე­ტის ფორ­მი­რე­ბა­ში. ირ­ჩევს გაგ­რძე­ლე­ბას და თა­ვად ად­გენს მის­თვის სა­სურ­ველ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბას.

რა არის "ფე­ნიქ­სი"? რო­მელ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გაგ­რძე­ლე­ბა­სა და და­სას­რულს აირ­ჩევ შენ? სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რო­მელ ხაზს გაყ­ვე­ბი? რო­მე­ლი ჟან­რი იქ­ნე­ბა შენ­თვის სა­სურ­ვე­ლი: დრა­მა, თრი­ლე­რი, მის­ტი­კა, სა­თავ­გა­და­სავ­ლო თუ დე­ტექ­ტი­ვი?

თხუთ­მე­ტი ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ რო­მანს, რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და რვა, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­სას­რუ­ლი აქვს.

დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გთხოვთ, და­იც­ვათ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გე­კე­თოთ პირ­ბა­დე.მო­სულ სტუმ­რებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, და­უს­ვან ავ­ტო­რებს კი­თხვე­ბი, გა­და­ი­ღონ მათ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი და აი­ღონ ავ­ტოგ­რა­ფე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ძე იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე

ავტორი:

ზუგდიდში ინტერაქციული წიგნის, "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართება

ზუგდიდში ინტერაქციული წიგნის, "ფენიქსის" პრეზენტაცია გაიმართება

1 აგვისტოს 18:00 საათზე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ღია ბიბლიოთეკაში ( გამსახურდიას #1) ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება.

ავტორები: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი, ამჯერად, ზუგდიდელ მკითხველს შეხვდებიან.როდესაც წიგნს კითხულობ, უნებლიეთ, შენც ნაწარმოების მთავარი გმირი ხდები და მასთან ერთად იწყებ საინტერესო მოგზაურობას. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება დაუკმაყოფილებლობის განცდა დაგრჩეს სიუჟეტის განვითარების, გმირის ამა თუ იმ გადაწყვეტილების, ან თუნდაც დასასრულის გამო, მაგრამ არჩევანი არ გაქვს. უნდა მიიღო ის, რაც ავტორმა შემოგთავაზა.

ეს სხვანაირი წიგნია. აქ სწორედ მკითხველი იღებს მონაწილეობას სიუჟეტის ფორმირებაში. ირჩევს გაგრძელებას და თავად ადგენს მისთვის სასურველ ალტერნატიულ რეალობას.

რა არის "ფენიქსი"? რომელ ალტერნატიულ გაგრძელებასა და დასასრულს აირჩევ შენ? სიუჟეტის განვითარების რომელ ხაზს გაყვები? რომელი ჟანრი იქნება შენთვის სასურველი: დრამა, თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო თუ დეტექტივი?

თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარ რომანს, რამდენიმე ალტერნატიული გაგრძელება და რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული აქვს.

დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები - აუცილებელია, გეკეთოთ პირბადე.მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს კითხვები, გადაიღონ მათთან ერთად ფოტოები და აიღონ ავტოგრაფები.

ღონისძიებაძე იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

29-30-31 ივლისს  #ლიტერატურულიგაჩერება საჩხერესა და რაჭას ესტუმრება

#ლიტერატურულიგაჩერება თელავსა და ყვარელში  დასრულდა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეშვიდე)