სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა
"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 8 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერ­თის წყა­რო არის ლი­ლოს ბაზ­რო­ბა, ერ­თის გა­ჩი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა და ასე­ვე ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის წყა­რო და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, 4 არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მათ­გან ორი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი. ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია.

ამას­თან, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, მათ ცენ­ტრში კვლავ 41 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

„გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ქვე­ყა­ნა­ში გახ­ლდათ 1137 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დაგ­ვე­მა­ტა 8 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და გახ­ლავთ 1145. გა­მო­ჯანმთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 5-ით გა­ი­ზარ­და, გვყავ­და 922 და დღეს არ­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით არის 927. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში 240 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ერ­თის წყა­როს წარ­მო­ად­გენს ლი­ლოს ბაზ­რო­ბა. კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის წყა­რო არის გა­ჩი­ა­ნი, ასე­ვე ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის წყა­რო გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი. 4 არის შე­მო­ტა­ნი­ლი, ანუ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და აქე­დან 2 გახ­ლავთ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი. ერთი არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებს, ჩვენ­თან სი­ტუ­ა­ცია არ შეც­ვლი­ლა. გვყავ­და 41 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გუ­შინ არა­ვინ გა­მო­ჯამ­რთე­ლე­ბუ­ლა და არც ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­სუ­ლა, კვლავ 41 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. გვყავ­და ორი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­შინ გა­უმ­ჯო­ბეს­და და დღეს ისი­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან, რო­გორც სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი. ამ 41 პა­ცი­ენ­ტი­დან დიდი ნა­წი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, მე­ო­რე ნა­წი­ლის კი, მათ­ზე მსუ­ბუ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, თუ ბოლო პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი არ გა­იზ­რდე­ბა, ეს ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რად­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია მარ­თვა­დია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მად ორი „კლას­ტე­რია“ - ლი­ლოს ბაზ­რო­ბი­სა და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სა­დაც აქ­ტი­უ­რი კვლე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა.

„ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და - 24, რო­მე­ლიც თით­ქოს ჩვენ­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღეა გვაქვს 5-6-7-8 შემ­თხვე­ვა. თუ ეს სი­ტუ­ა­ცია ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რად­გან ასე­თი ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბა მარ­თვა­დია და ქვე­ყა­ნას რყე­ვებ­ში არ ჩა­აგ­დებს.

რო­გორც ვი­ცით, „კლას­ტე­რი“ ორია - ერ­თია ლი­ლოს ბაზ­რო­ბა და მე­ო­რე გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტი იზო­ლი­რე­ბუ­ლია, მათი კვლე­ვა გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლის კი­დევ კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­დის და ძა­ლი­ან გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მარ­თუ­ლია ეს პრო­ცე­სი. იმე­დი გვაქვს, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი ლო­კა­ლუ­რი ეპი­დე­მი­ე­ბი გვქონ­და „კლას­ტე­რე­ბის“ სა­ხით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და, ესეც ასე იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გვექ­ნე­ბა“-გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­იმ.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 5 ადა­მი­ა­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

00:00 / 00:00
ნინო
8

ნიჭიერი გოგოა, ყოველდილას ახალ ლექსს გვეუბნება)))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის გაჩიანის დასახლება და ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 4 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ასევე ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში კვლავ 41 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლდათ 1137 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1145. გამოჯანმთელებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გვყავდა 922 და დღეს არსებული მაჩვენებლებით არის 927. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.

ახალი შემთხვევებიდან ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა. კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი. 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი არის სამედიცინო პერსონალი.

ახლა რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენთან სიტუაცია არ შეცვლილა. გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ არავინ გამოჯამრთელებულა და არც ახალი პაციენტი შემოსულა, კვლავ 41 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, თუ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად ორი „კლასტერია“ - ლილოს ბაზრობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სადაც აქტიური კვლევები გრძელდება.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა - 24, რომელიც თითქოს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათანობით მცირდება და რამდენიმე დღეა გვაქვს 5-6-7-8 შემთხვევა. თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ასეთი ზომიერი მატება მართვადია და ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს.

როგორც ვიცით, „კლასტერი“ ორია - ერთია ლილოს ბაზრობა და მეორე გარდაბნის მუნიციპალიტეტი. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იზოლირებულია, მათი კვლევა გრძელდება, ყველა კონტაქტირებულის კიდევ კონტაქტირებულთან ურთიერთობა მიდის და ძალიან გეგმაზომიერად მართულია ეს პროცესი. იმედი გვაქვს, როგორც დანარჩენი ლოკალური ეპიდემიები გვქონდა „კლასტერების“ სახით და ყველაფერი კარგად დასრულდა, ესეც ასე იქნება და ყველაფერი წესრიგში გვექნება“-განაცხადა ეზუგბაიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მაკა ასათიანი შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი

"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა