სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი
"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ვი­დეო ლექ­ცი­ი­დან ფრაგ­მენ­ტი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ის ვაჟა ფა­შა­ვე­ლას "ალუ­და ქე­თე­ლა­ურს“ მი­მო­ი­ხი­ლავს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ჟას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ის ამ­ბობს, რომ მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა ქრის­ტეს­თვის გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, ხოლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის - გა­უ­გე­ბა­რი.

“ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი რა­ზეა?! ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სხვა­თა შო­რის იმა­ზეა, რა­ზეც არა­ვინ არას­დროს ლა­პა­რა­კობს, იმა­ზეა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის სწო­რი მო­ძღვრე­ბა. ამა­ზეა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! არა­ვის არ უნდა ამის და­ნახ­ვა, ზოგ­ჯერ რა­ღაც უნდა და­ვი­ნა­ხოთ.

ვა­ჟას გმი­რი მი­ვი­და ბო­ლოს იმ დას­კნამ­დე, რომ მუ­ცალს უნდა შეს­წი­როს შავი კუ­რა­ტი, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ მუ­ცა­ლი არის მუს­ლი­მი, მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს.

სხვა­თა შო­რის, კი­თხვა მაქვს, მარ­თლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ არ არ­სე­ბობს მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა?! სა­ი­დან იცით?!

იცით, რას გე­ტყვით? სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ქრის­ტემ უთხრა მარ­ჯვე­ნა ავა­ზაკს, მე რომ იქ მო­ვალ, შენ იქ დამ­ხვდე­ბიო. ავა­ზა­კი ცხონ­და. ახლა არ მი­თხრათ, რომ ავა­ზა­კი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და და ბავ­შვო­ბა­ში პატ­რი­არ­ქმა მო­ნათ­ლა. არა, ავა­ზა­კი იყო, კა­ცებს კლავ­და. ჯვარ­ზე და­ი­ნა­ხა ქრის­ტე და იქ აღი­ა­რა და ის აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

მუს­ლი­მიც ცხონ­დე­ბა, თუ სა­ჭი­როა, მა­მათ­მა­ვა­ლიც ცხონ­დე­ბა და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიც შე­იძ­ლე­ბა სა­მო­თხე­ში დაგ­ხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარ­ტი­ვად რო­გორც ჩვე­ნი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გვაწ­ვდის. მათ შო­რის არის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც სა­ხა­რე­ბა არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი, ან ვერ ხვდე­ბი­ან იქ რა წე­რია.

ვაჟა ფშა­ვე­ლამ კი თქვა, აი, ბა­ტო­ნო კუ­რა­ტი, აი, შევ­წი­რე. თემ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ლი­გი­უ­რი და სა­თე­მო ხე­ლი­სუ­ფა­ლი ერთი კა­ცია და ხე­ვის­ბე­რი ჰქვია. ხე­ვის­ბე­რი გა­ფით­რდა (გუ­ლის­ხმობს "ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­დან“ იმ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ალუ­და ხე­ვის­ბერ­თან მუ­ცა­ლი­სად­მი შე­სა­წი­რი კუ­რა­ტით მი­დის) იმი­ტომ, რომ, რა­საც ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სთა­ვა­ზობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ მო­ძღვრე­ბის­თვის, რო­მელ­საც იგი წარ­მო­ად­გენს.

ქრის­ტეს­თვის ეს გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა. ეუბ­ნე­ბა ხე­ვის­ბე­რი ალუ­დას, შენ თვი­თონ ურ­ჯუ­ლოვ­დე­ბი იმით, რა­საც ახლა აკე­თე­ბო. მა­შინ ალუ­დამ თქვა, თქვენ არ გცოდ­ნი­ა­თო და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის სი­ტყვებს - "ღვთის­შვილთ უკე­თეს იცი­ან“. ღვთის შვი­ლე­ბი ვინ არი­ან? ეს არის ჩვე­ნი წარ­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც გვქონ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე, აი, იმათ თურ­მე უკე­თე­სად სცოდ­ნი­ათ ეს სა­კი­თხი, ცხო­ნე­ბის სა­კი­თხი.

ალუ­დამ თვი­თონ დაკ­ლა კუ­რა­ტი. ვაჟა ფშა­ვე­ლას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ჩვენ რას გვას­წავ­ლის მო­ძღვრე­ბა - მგე­ლი იყა­ვიო. შუ­შა­ნი­კი პირ­და­პირ ამ სი­ტყვით ამ­ბობს ვარ­სქენ­ზე "მგე­ლი იგი მო­ვი­და“. რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში? - ერთი იყო ქრის­ტი­ა­ნი, მე­ო­რე იყო მაზ­დე­ა­ნი, ერთი იყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და მე­ო­რე იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი, ძი­რძვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სწო­რედ მაზ­დე­ა­ნო­ბა იყო და არა ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ისე, რო­გორც ახლა ძვე­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა და კა­რებ­ზე რომ გი­კა­კუ­ნებს ია­ღო­ვე­ლი და გე­უბ­ნე­ბა, ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო, თა­ვა­ზი­ა­ნი კაცი თუ ხარ, თა­ვა­ზი­ა­ნად ეუბ­ნე­ბი, და­მა­ნე­ბე თავი, თუ შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, თუ არ ხარ თა­ვა­ზი­ა­ნი, შე­მო­იყ­ვან სახ­ლში ან სცემ, ან რა­მეს უზამ. ამის ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვაჟა-ფშა­ვე­ლამ გვი­თხრა, რომ თქვენ არ გეს­მი­თო. ძა­ლი­ან ხში­რა­დაა ლა­პა­რა­კი, რომ შე­ჯა­ხე­ბა არის პი­როვ­ნე­ბა­სა და თემს შო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო და ეს არ არის მარ­თა­ლი. არა­ნა­ი­რი შე­ჯა­ხე­ბა არ არის. თემს ეზი­ზღე­ბა ალუ­და, ალუ­დას არ ეზი­ზღე­ბა თემი, ამა­შია მისი ძალა და გან­სხვა­ვე­ბა“, - ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
2

ეესსს უკვე ნამეტანია მთლად უვიცი და არაფრის მცოდნე საცოდავი ყოფილხარ შენ სულ ტყუილად გიკითხავს ეს წიგნები . . .ეს რა ხედვაა საიდან მოიტანე ესეიგი ვაფშე ვერ იგებ არსს . არადა ყველაფერი პირიქითაა, სწორედაც რომ ქრისტიანის და ქრისტეს სიყვარულმა იმძლავრა ალუდაში და წარმართულ ტრადიციას შეასკდა ქრისტეს სიყვარულით შე იდიოტო მართლა!!!

მე
1

ამ ნაძირალას, თავისი ერის მოძულესა და მოღალატის ნათქამს რატომ ბეჭდავთ! ეგ ისეთივე განათლებულია -როგორც პატრიოტი!

ავტორი:

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

სოციალურ ქსელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო ლექციიდან ფრაგმენტი ვრცელდება, სადაც ის ვაჟა ფაშაველას "ალუდა ქეთელაურს“ მიმოიხილავს. ბერძენიშვილის თქმით, ვაჟას გმირი მიხვდა, რომ მტრობა არ არსებობს, რომ ქისტი მტერი არ არის, რომ მუცალი მტერი არ არის და მივიდა იმ აღიარებამდე, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ უნდა იყოს. ის ამბობს, რომ მუსლიმის ცხონება ქრისტესთვის გასაგები იქნებოდა, ხოლო ქრისტიანობისთვის - გაუგებარი.

“ალუდა ქეთელაური რაზეა?! ალუდა ქეთელაური სხვათა შორის იმაზეა, რაზეც არავინ არასდროს ლაპარაკობს, იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება. ამაზეა, წარმოგიდგენიათ?! არავის არ უნდა ამის დანახვა, ზოგჯერ რაღაც უნდა დავინახოთ.

ვაჟას გმირი მივიდა ბოლოს იმ დასკნამდე, რომ მუცალს უნდა შესწიროს შავი კურატი, ეუბნებიან, რომ არ შეიძლება, იმიტომ, რომ მუცალი არის მუსლიმი, მუსლიმის ცხონება არ არსებობს.

სხვათა შორის, კითხვა მაქვს, მართლა დარწმუნებული ხართ, რომ არ არსებობს მუსლიმის ცხონება?! საიდან იცით?!

იცით, რას გეტყვით? სახარებაში წერია, რომ ქრისტემ უთხრა მარჯვენა ავაზაკს, მე რომ იქ მოვალ, შენ იქ დამხვდებიო. ავაზაკი ცხონდა. ახლა არ მითხრათ, რომ ავაზაკი ქრისტიანი იყო, ეკლესიაში დადიოდა და ბავშვობაში პატრიარქმა მონათლა. არა, ავაზაკი იყო, კაცებს კლავდა. ჯვარზე დაინახა ქრისტე და იქ აღიარა და ის აღიარება საკმარისი აღმოჩნდა.

მუსლიმიც ცხონდება, თუ საჭიროა, მამათმავალიც ცხონდება და ლეონარდო და ვინჩიც შეიძლება სამოთხეში დაგხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარტივად როგორც ჩვენი გაუნათლებელი სამღვდელოება გვაწვდის. მათ შორის არის ხალხი, რომლებსაც სახარება არ აქვთ წაკითხული, ან ვერ ხვდებიან იქ რა წერია.

ვაჟა ფშაველამ კი თქვა, აი, ბატონო კურატი, აი, შევწირე. თემში, მოგეხსენებათ, რელიგიური და სათემო ხელისუფალი ერთი კაცია და ხევისბერი ჰქვია. ხევისბერი გაფითრდა (გულისხმობს "ალუდა ქეთელაურიდან“ იმ მონაკვეთს, სადაც ალუდა ხევისბერთან მუცალისადმი შესაწირი კურატით მიდის) იმიტომ, რომ, რასაც ალუდა ქეთელაური სთავაზობს, წარმოუდგენელია იმ მოძღვრებისთვის, რომელსაც იგი წარმოადგენს.

ქრისტესთვის ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანობისთვის გაუგებარია მუსლიმის ცხონება. ეუბნება ხევისბერი ალუდას, შენ თვითონ ურჯულოვდები იმით, რასაც ახლა აკეთებო. მაშინ ალუდამ თქვა, თქვენ არ გცოდნიათო და ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს - "ღვთისშვილთ უკეთეს იციან“. ღვთის შვილები ვინ არიან? ეს არის ჩვენი წარმართული ქართული რელიგია, რომელიც გვქონდა ქრისტიანობამდე, აი, იმათ თურმე უკეთესად სცოდნიათ ეს საკითხი, ცხონების საკითხი.

ალუდამ თვითონ დაკლა კურატი. ვაჟა ფშაველას გმირი მიხვდა, რომ მტრობა არ არსებობს, რომ ქისტი მტერი არ არის, რომ მუცალი მტერი არ არის და მივიდა იმ აღიარებამდე, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ უნდა იყოს. ჩვენ რას გვასწავლის მოძღვრება - მგელი იყავიო. შუშანიკი პირდაპირ ამ სიტყვით ამბობს ვარსქენზე "მგელი იგი მოვიდა“. რა იყო სინამდვილეში? - ერთი იყო ქრისტიანი, მეორე იყო მაზდეანი, ერთი იყო ახალი ქართული სარწმუნოება და მეორე იყო ძველი ქართული სარწმუნოება.

სხვათა შორის, ძველი, ძირძველი, ეროვნული და მამაპაპისეული სარწმუნოება სწორედ მაზდეანობა იყო და არა ქრისტიანობა, ისე, როგორც ახლა ძველი და მამაპაპისეული არის ქრისტიანობა და კარებზე რომ გიკაკუნებს იაღოველი და გეუბნება, ჭეშმარიტ ღმერთზე ვილაპარაკოთო, თავაზიანი კაცი თუ ხარ, თავაზიანად ეუბნები, დამანებე თავი, თუ შეიძლება, კარგად ბრძანდებოდეთ, თუ არ ხარ თავაზიანი, შემოიყვან სახლში ან სცემ, ან რამეს უზამ. ამის ბევრი შემთხვევა გვაქვს საქართველოში.

ვაჟა-ფშაველამ გვითხრა, რომ თქვენ არ გესმითო. ძალიან ხშირადაა ლაპარაკი, რომ შეჯახება არის პიროვნებასა და თემს შორის თავისუფლების გამო და ეს არ არის მართალი. არანაირი შეჯახება არ არის. თემს ეზიზღება ალუდა, ალუდას არ ეზიზღება თემი, ამაშია მისი ძალა და განსხვავება“, - ამბობს ბერძენიშვილი.