27 ივლისს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძე იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თუმცა დღეს მან ოფიციალურად დატოვა გაერთიანების რიგები.
გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას "ნაციონალურ მოძრაობაში" უარყოფითი შეფასება მოჰყვა. სალომე სამადაშვილმა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის დაფინანსების შესაძლო წყაროზე გააკეთა აქცენტი. "ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და, ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ", - განაცხადა სამადაშვილმა.
"ეს სასაცილო ბრალდება გახდა, ყვითელი პრესის დონეზე დავიდა ეს საკითხი. 2018 წელს გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ, ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო ვანო ჩხარტიშვილი?! ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ამ ვაშაძემ თავი მაშინ გაიპამპულა, როცა ამ მოსულელო ჩარკვიანის ქალთან დაიჭირა საქმე ! და ახლა კიდევ ჩხარტიშვილი.... ჩაძირულა და ეგაა!!!!
ჩვენს მშობლიურ ინდივიდუალურ ოლიგარქზე უფრო საშიში ასევე ჩვენი და მშობლიური კოლექტიური ოლიგარქია! ოლიგარქია ყველა, ვინც სახელმწიფო სკამზე ჯდომისას ბიზნესით შოულობს ფულს,ანუ ნაცქოცმოქკავშირი სრულად და უკლებლივ ! მშობლიური იმიტომაა რომ ამ სკამზე ჯდომისას მშობლიურ ნათესავს რომ გადასცემს წილებს, მშობლიური წილია ეგა , ხომ გაიგეთ !? წილი სატრასტო კომპანიას უნდა გადასცეს და ვინც მას მართავს ,ის მშობლიური არ უნდა იყოს ! ააჰ , ასეთი კანონი არ არსებობს ?! რად არ დასწერეთ ?! მე უნდა დამეწერა ? აბა ხალამპრეს თუ გოგიეს ?!