მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?
"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"ფე­ის­ბუ­კის "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯგუფ­ში" ერთ - ერთი წევ­რი თბი­ლის­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე წერს:

"გუ­შინ სა­ღა­მოს, ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა და მის­მა და­ქალ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში "იან­დექს" ტაქ­სით გა­და­წყვი­ტეს წა­მოს­ვლა. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვფა­რავ ფო­ტო­ზე მძღო­ლის სა­ხელს, გვარს და ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მერს. მგზავ­რე­ბი უკან დას­ხდნენ და არც ერთს მძღო­ლის თვა­ლი­ე­რე­ბა არ და­უ­წყია, რა­ი­მე სა­ეჭ­ვო რომ შე­ე­ნიშ­ნათ. თით­ქმის სახ­ლამ­დე მოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი, "თბი­ლი­სი მოლ­თან", ამო­ა­ყი­რა­ვა მძღოლ­მა, რო­გორც გა­ირ­კვა, ის იყო ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ (ე.წ. პლა­ნი) და და­ე­ძი­ნა გზა­ში. შემ­თხვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 150-200 მეტრში არის მტკვა­რი და მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ ახ­ლოს არ იყ­ვნენ. კი­დევ კარ­გი, რომ გზა ცა­რი­ე­ლი იყო. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი. "იან­დექ­სის" რე­აქ­ცია არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? აბ­სო­ლი­ტუ­რი ზერო. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი კი იმა­ზე ვარ რომ, მძღო­ლე­ბი არი­ან გა­სა­ფილტრი, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ერ­თმა ვი­ღა­ცამ რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო გუ­შინ?!", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა მოხ­და 26 ივ­ლი­სის ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით 1-ლი­დან 2-ის ნა­ხევ­რამ­დე "თბი­ლი­სი მოლ­თან". სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ, იმ ღა­მით მარ­თლაც "მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და საქ­მე აღ­ძრუ­ლია 276-ე მუხ­ლის II ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს "ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია". ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, მძღოლს ნარ­კო და ალ­კოთ­რო­ბა არ და­უ­დას­ტურ­და. ზა­ჰე­სის ასახ­ვევს ("თბი­ლი­სი მოლ­თან") გაც­დე­ნი­ლი მძღო­ლი ბორ­დი­ულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ვი­და, რის შე­დე­გა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნა ამოყი­რავ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძი­მედ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა - მძღოლს ხელი აქვს მო­ტე­ხი­ლი, ტაქ­სის ორმა მგზავ­რმა ქალ­ბა­ტონ­მა კი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
8

ბორდიული? მაგარია!

მამუკა
8

უჩივლეთ იანდექს და აგინაზღაურებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"ფეისბუკის "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" ერთ - ერთი წევრი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს:

"გუშინ საღამოს, ჩემმა დედამთილმა და მისმა დაქალმა სამსახურიდან სახლში "იანდექს" ტაქსით გადაწყვიტეს წამოსვლა. შეგნებულად არ ვფარავ ფოტოზე მძღოლის სახელს, გვარს და ავტომობილის ნომერს. მგზავრები უკან დასხდნენ და არც ერთს მძღოლის თვალიერება არ დაუწყია, რაიმე საეჭვო რომ შეენიშნათ. თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი, "თბილისი მოლთან", ამოაყირავა მძღოლმა, როგორც გაირკვა, ის იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ (ე.წ. პლანი) და დაეძინა გზაში. შემთხვევიდან დაახლოებით 150-200 მეტრში არის მტკვარი და მადლობა ღმერთს რომ ახლოს არ იყვნენ. კიდევ კარგი, რომ გზა ცარიელი იყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მხოლოდ მსუბუქი მოტეხილობებით დასრულდა ეს ამბავი. "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? აბსოლიტური ზერო. სასოწარკვეთილი კი იმაზე ვარ რომ, მძღოლები არიან გასაფილტრი, წარმოგიდგენიათ ერთმა ვიღაცამ რა შეიძლება გამოიწვიოს და რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ?!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა მოხდა 26 ივლისის ღამით, დაახლოებით 1-ლიდან 2-ის ნახევრამდე "თბილისი მოლთან". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ, იმ ღამით მართლაც "მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და საქმე აღძრულია 276-ე მუხლის II ნაწილით, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია". ჩვენი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, მძღოლს ნარკო და ალკოთრობა არ დაუდასტურდა. ზაჰესის ასახვევს ("თბილისი მოლთან") გაცდენილი მძღოლი ბორდიულთან ძალიან ახლოს მივიდა, რის შედეგადაც ავტომანქანა ამოყირავდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა - მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი, ტაქსის ორმა მგზავრმა ქალბატონმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა