სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?
"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მის, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს მისი შვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნის შემ­დეგ, მან უთხრა, რომ "თა­მა­რი შარ­ში იყო". რო­გორც ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს და გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და, ჰქონ­და თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან და რა სა­ხის.

მან გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­თან რო­გორც პი­რა­დი, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და.

"პირ­ველ რიგ­ში, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს დიდი მწუ­ხა­რე­ბით, ძა­ლი­ან მე­წყი­ნა. და­ბა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში ოჯა­ხის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, ვი­თომ მე მით­ქვამს რა­ღაც, რაც სა­ერ­თოდ არ მით­ქვამს. კომ­პი­უ­ტერ­თან არა­ფე­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რი გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ამო­ი­ღო და პირ­და­პირ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღო. ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და ოჯახ­თან, ორ­ჯერ შევ­ხვდი, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბი მქონ­და ოჯახ­თან იმი­ტომ, რომ დაწ­ვრი­ლე­ბით ვა­კონ­კრე­ტე­ბი­ნებ­დი, რა ეცვა, სად წა­ვი­და, სად შე­იძ­ლე­ბო­და, წა­სუ­ლი­ყო. ეს ჩემი მხრი­დან გა­მო­კი­თხვა იყო" - აცხა­დებს ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მას გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტერ­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია.

"ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, რო­გორც პი­რა­დი, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო. თუმ­ცა, ის, რომ "შარ­შია" ჩემ­გან არ თქმუ­ლა. რო­გორ ვე­ტყო­დი, როცა სა­ე­როდ კომ­პი­უ­ტერ­თან შე­ხე­ბა არ მქონ­და. ოჯახ­მაც იცო­და, რომ დღე და ღა­მეს ვა­თე­ნებ­დი იმის­თვის, რომ მე­პო­ვა. აქ­ცი­ის დღეს სა­ერ­თოდ არ მქო­ნია მაგ კაც­თან არც შე­ხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დი­ლით სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და, მაგ­რამ სა­ღა­მოს არა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი, სა­გა­მო­ძი­ე­ბოც, სა­მაშ­ვე­ლოც, დრო­ნიც, ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი ჩარ­თუ­ლი იყო. ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვუ­თხა­რი, ასე­ვე სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი. იცო­და, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რომ ვი­ყა­ვი, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იყო და აბრა არის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე", - აცხა­დებს ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვი­ლი.

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მის, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მე­ლიც მას­თან მი­ვი­და და შვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნის შემ­დეგ უთხრა, რომ "თა­მა­რი შარ­ში იყო", ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლადო ბა­ჭუ­ლაშ­ვი­ლია.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ "თამარი შარში იყო". როგორც ლადო ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან და რა სახის.

მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს დიდი მწუხარებით, ძალიან მეწყინა. დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც, რაც საერთოდ არ მითქვამს. კომპიუტერთან არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, ასევე სატელეფონო კავშირები მქონდა ოჯახთან იმიტომ, რომ დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლებოდა, წასულიყო. ეს ჩემი მხრიდან გამოკითხვა იყო" - აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

მისი თქმით, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

"ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ "შარშია" ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საეროდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი. იცოდა, დირექტორის მოადგილე რომ ვიყავი, ჩემს კაბინეტში იყო და აბრა არის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე", - აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ "თამარი შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კომპანია "ზეგის" იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

"თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება"

"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"