საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები
როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, კვლე­ვე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ თე­ო­რი­უ­ლად, ერთ დღეს მარსზე გა­და­ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. და­ნამ­დვი­ლე­ბით, ცხა­დია, ამის შე­სა­ხებ ჯერ ვერ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა უკვე იცი­ან, თუ რო­გორ სახ­ლებს აა­გე­ბენ მარსზე.

ნიუ იორ­კელ­მა არი­ტექ­ტო­რებ­მა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შექ­მნეს სახ­ლე­ბის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ახლა ფო­ტო­ებ­ზე ხე­დავთ. ამ სახ­ლებს მათ "მარ­შა“ და­არ­ქვეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას cnbc აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა დი­ზა­ინ­მა გა­სულ თვე­ში NASA-ს გა­მოწ­ვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა, რაც ნიშ­ნავს, რომ თუკი მარსზე ოდეს­მე ადა­მი­ან­თა კო­ლო­ნი­ე­ბი იქ­ნე­ბა, სწო­რედ ასეთ სახ­ლებ­ში იცხოვ­რე­ბენ.

ეს სახ­ლე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რით მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა დე­და­მი­წის სახ­ლე­ბის­გან. მათ კაფ­სუ­ლის - მომრგვა­ლე­ბუ­ლი და წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა აქვთ. შიგ­ნით სპი­რა­ლუ­რი ტი­პის კიბე იქ­ნე­ბა.

სახ­ლი რამ­დე­ნი­მე დო­ნის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს სამ­ზა­რე­უ­ლოს, ად­გილს მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის, გა­სარ­თობ და სა­ვარ­ჯი­შო ად­გილს, ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ას­ტრო­ნავ­ტე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მარსზე სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარსზე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სულ უფრო დარ­წმუ­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ NASA-ს მეც­ნი­ე­რე­ბი და ამავდრო­უ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, ილონ მას­კი, რომ­ლის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბე­ბიც მარსს და ადა­მი­ა­ნე­ბის მარსზე და­სახ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მას­კი თვლის, რომ ყო­ვე­ლი­ვე არც ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, 2050 წლის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
11

საყვარელი ქუჩა რანაირი იქნება?

ლალუკა
7

ნეტა იქ დაწერენ? "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა......

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

თანამედროვე მეცნიერული მიღწევები, კვლევები გვაფიქრებინებს, რომ თეორიულად, ერთ დღეს მარსზე გადაცხოვრება შესაძლებელი გახდება. დანამდვილებით, ცხადია, ამის შესახებ ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა უკვე იციან, თუ როგორ სახლებს ააგებენ მარსზე.

ნიუ იორკელმა არიტექტორებმა და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს სახლების სამგანზომილებიანი გრაფიკული გამოსახულებები, რომლებსაც ახლა ფოტოებზე ხედავთ. ამ სახლებს მათ "მარშა“ დაარქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას cnbc აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა დიზაინმა გასულ თვეში NASA-ს გამოწვევაში გაიმარჯვა, რაც ნიშნავს, რომ თუკი მარსზე ოდესმე ადამიანთა კოლონიები იქნება, სწორედ ასეთ სახლებში იცხოვრებენ.

ეს სახლები არქიტექტურით მკვეთრად განსხვავდება დედამიწის სახლებისგან. მათ კაფსულის - მომრგვალებული და წაგრძელებული ფორმა აქვთ. შიგნით სპირალური ტიპის კიბე იქნება.

სახლი რამდენიმე დონისგან შედგება და მოიცავს სამზარეულოს, ადგილს მცენარეებისთვის, გასართობ და სავარჯიშო ადგილს, ასევე ლაბორატორიას ასტრონავტებისთვის, ვინაიდან პირველი მაცხოვრებლები მარსზე სწორედ ეს ადამიანები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მარსზე ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობაზე სულ უფრო დარწმუნებით საუბრობენ NASA-ს მეცნიერები და ამავდროულად, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული და ექსცენტრიკული გამომგონებელი, ილონ მასკი, რომლის მთავარი ოცნებებიც მარსს და ადამიანების მარსზე დასახლებას უკავშირდება.

მასკი თვლის, რომ ყოველივე არც ისე შორეულ მომავალში, 2050 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?