სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა
პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა

იდეა, შე­ექ­მნათ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, პან­დე­მი­ის დროს გაჩ­ნდა. რომა ცი­რე­კი­ძეს და მა­რი­ტა ჭან­ტუ­რი­ას წყვილ­მა ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა მა­შინ გა­და­წყვი­ტა, როცა სა­ღა­მოს 9-დან დი­ლამ­დე სახ­ლში უწევ­დათ ყოფ­ნა და ყვე­ლას მსგავ­სად, ენატ­რე­ბო­დათ მე­გობ­რე­ბი, გარ­თო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი.

მა­რი­ტა იუ­რის­ტია, რომა - მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ის მიღ­მა ორი­ვეს რა­ღაც ახ­ლის შექ­მნის სურ­ვი­ლი ქონ­და.

“ორი­ვეს გვიყ­ვარს გარ­თო­ბა, ასე­ვე ორი­ვეს გვიყ­ვარს კომ­ფორ­ტი. ივენ­თებ­ზე სი­ა­რუ­ლი­სას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და ვხვდე­ბო­დი, რომ იყო ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მუ­სი­კის გარ­და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად შორ­საა, კლუ­ბუ­რი კულ­ტუ­რა ძი­რი­თად აქ­ცენტს მუ­სი­კა­ზე აკე­თებს და და­ხუ­რულ სივ­რცე­შია, ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კომ­ფორ­ტია, მუ­სი­კა­ლუ­რად არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, აქე­დან გაჩ­ნდა Eclectik-ის იდეა, რომ თბი­ლის­ში­ვე, ღია ცის ქვეშ, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კით შეგ­ვექ­მნა სივ­რცე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ჩვე­ნი იქ­ნე­ბო­და”, - ამ­ბობს მა­რი­ტა.

ლი­სის ტბას­თან ახ­ლოს მო­ძი­ე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია 7 აგ­ვის­ტოს­თვის თით­ქმის მზა­დაა, Line Up 6 არ­ტის­ტის­გან შედ­გე­ბა, ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად ახალ სა­ხე­ებ­საც წა­რად­გე­ნენ. “გვინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ სტუმ­რე­ბის კომ­ფორ­ტს, ტე­რი­ტო­რია ჯამ­ში 1000-მდე ადა­მი­ანს და­ი­ტევს, რაც ძა­ლი­ან კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბაა კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად, მი­თუ­მე­ტეს ტე­რი­ტო­რია სავ­სე იქ­ნე­ბა პუ­ფე­ბით, ჰა­მა­კე­ბით, კვე­ბის ობი­ექ­ტით. სივ­რცე­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­აც უნდა შევ­ძლოთ და ცეკ­ვაც და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ბუ­ნე­ბა­ში და სიგ­რი­ლე­ში”.

7 აგ­ვის­ტოს და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა შუ­ა­ღა­მეს და­ი­წყე­ბა და მე­ო­რე დღის სა­ღა­მომ­დე გას­ტანს. Eclectik-ის ტე­რი­ტო­რია მსმე­ნე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი Lisi Wonderlands-ის უკან, მთის ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს. ბა­ლახ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი სტუმ­რე­ბი სიმწვა­ნით და მთე­ბის ხე­დე­ბით დატ­კბე­ბი­ან, შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ბი­ლე­თე­ბის მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ყი­დე­ბა. Eclectik-ის­თვის ეს პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტია, რო­მე­ლიც მე­ლო­მა­ნებს, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს და არ­ტის­ტებს ერთ სივ­რცე­ში მო­უყ­რის თავს.

ირაო
0

რა კარგი იქნებოდა მარტო იდეა რომ იყოს საკმარისი:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა

პანდემიის დროს დაბადებული იდეა 7 აგვისტოს რეალობად იქცევა

იდეა, შეექმნათ რაღაც მნიშვნელოვანი, პანდემიის დროს გაჩნდა. რომა ცირეკიძეს და მარიტა ჭანტურიას წყვილმა ახალი საქმის დაწყება მაშინ გადაწყვიტა, როცა საღამოს 9-დან დილამდე სახლში უწევდათ ყოფნა და ყველას მსგავსად, ენატრებოდათ მეგობრები, გართობა და ღონისძიებებზე სიარული.

მარიტა იურისტია, რომა - მსახიობი, მაგრამ პროფესიის მიღმა ორივეს რაღაც ახლის შექმნის სურვილი ქონდა.

“ორივეს გვიყვარს გართობა, ასევე ორივეს გვიყვარს კომფორტი. ივენთებზე სიარულისას ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ იყო ადგილები, სადაც მუსიკის გარდა სოციალიზაციაც შეიძლება, მაგრამ ტერიტორიულად შორსაა, კლუბური კულტურა ძირითად აქცენტს მუსიკაზე აკეთებს და დახურულ სივრცეშია, ის ადგილები, სადაც კომფორტია, მუსიკალურად არ მაკმაყოფილებდა, აქედან გაჩნდა Eclectik-ის იდეა, რომ თბილისშივე, ღია ცის ქვეშ, ძალიან კომფორტულ გარემოში ძალიან კარგი მუსიკით შეგვექმნა სივრცე, რომელიც მთლიანად ჩვენი იქნებოდა”, - ამბობს მარიტა.

ლისის ტბასთან ახლოს მოძიებული ტერიტორია 7 აგვისტოსთვის თითქმის მზადაა, Line Up 6 არტისტისგან შედგება, ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ახალ სახეებსაც წარადგენენ. “გვინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სტუმრების კომფორტს, ტერიტორია ჯამში 1000-მდე ადამიანს დაიტევს, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა კომფორტის შესაქმნელად, მითუმეტეს ტერიტორია სავსე იქნება პუფებით, ჰამაკებით, კვების ობიექტით. სივრცეში კომუნიკაციაც უნდა შევძლოთ და ცეკვაც და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ბუნებაში და სიგრილეში”.

7 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება შუაღამეს დაიწყება და მეორე დღის საღამომდე გასტანს. Eclectik-ის ტერიტორია მსმენელისთვის კარგად ნაცნობი Lisi Wonderlands-ის უკან, მთის ძირში მდებარეობს. ბალახზე წამოწოლილი სტუმრები სიმწვანით და მთების ხედებით დატკბებიან, შეზღუდვების გამო ბილეთების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გაიყიდება. Eclectik-ისთვის ეს პირველი ექსპერიმენტია, რომელიც მელომანებს, სოციალიზაციის მოყვარულებს და არტისტებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია

Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!

დროა უმკურნალო „სოკოს“