Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველად სტარტაპ სტატუსის მინიჭებას BTU იწყებს
საქართველოში პირველად სტარტაპ სტატუსის მინიჭებას BTU იწყებს

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს სტარ­ტაპ სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის ბა­ზა­ზე შექ­მნან სტარ­ტა­პი და ისარ­გებ­ლონ სხვა­დას­ხვა უპი­რა­ტე­სო­ბით.

ზო­გა­დად, სტარ­ტაპ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა მსოფ­ლი­ო­ში. რიგ ქვეყ­ნებ­ში ამ სტა­ტუსს სა­ხელ­მწი­ფო ანი­ჭებს, სხვა­გან კი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ ხდე­ბა. ისი­ნი სტარ­ტაპ სტა­ტუსს ანი­ჭე­ბენ ისეთ იდე­ებს, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს.

ამი­ე­რი­დან კი სტარ­ტაპ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­დე­ბა. რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნი სა­მე­წარ­მეო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნაა.

„მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ჩვენს ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი იდეა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა, კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ის უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლია. ამი­ე­რი­დან კი სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა სულ სხვა ეტაპ­ზე გა­და­დის და ჩვენ მათ სტარ­ტაპ სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ,“ – აცხა­დე­ბენ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

სტარ­ტაპ სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან:

  • • სა­ო­ფი­სე სივ­რცით Co-working-ში;
  • • უფა­სო ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბით
  • • უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბით
  • • უფა­სო მარ­კე­ტინ­გუ­ლი სერ­ვი­სე­ბით
  • • მენ­ტორ­ში­პის პროგ­რა­მით
  • • ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის/ფან­დრა­ი­ზინ­გში დახ­მა­რე­ბით
  • • კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რით

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის სტარ­ტაპ სტა­ტუ­სის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია BTU-ს ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს, რო­მელ­საც სტარ­ტა­პის შექ­მნის სურ­ვი­ლი და გეგ­მა გა­აჩ­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა გან­ვი­თა­რე­ბის რა სა­ფე­ხურ­ზეა მისი იდეა.

BTU-ს სტუ­დენ­ტებს სტარ­ტაპ სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს კო­მი­სი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც შე­ი­მუ­შა­ვეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

მათ შო­რი­საა:

  • • დი­ე­გო კო­ლა­სი - საფ­რან­გე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • • ენ­დრიუ გოდ­ლი - Henley Center for Entrepreneurship-ის აკა­დე­მი­უ­რი დი­რექ­ტო­რი, მე­წარ­მე­ო­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტი
  • • ავ­თან­დილ კას­რა­ძე - GITA - სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო
  • • ეალ ბა­რო­ზი - გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი, Webiz
  • • ანა ლომ­თა­ძე - ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი
  • • და­ვით ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი - Microsoft
  • • ნი­კო­ლოზ ქურ­დი­ა­ნი - TBC Bank
  • • ვახო ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი - Bank of Georgia
  • • გი­ორ­გი ჩუ­გოშ­ვი­ლი - Phubber App

2020/2021 წლის ბორ­დის მოწ­ვე­უ­ლი წევ­რე­ბი არი­ან 500 სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ა­ნე დილტსი და პედ­რო ვი­ე­რა.

ავტორი:

საქართველოში პირველად სტარტაპ სტატუსის მინიჭებას BTU იწყებს

საქართველოში პირველად სტარტაპ სტატუსის მინიჭებას BTU იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს. ეს არის საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით.

ზოგადად, სტარტაპ სტატუსის მინიჭება და მისი მხარდაჭერა მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. რიგ ქვეყნებში ამ სტატუსს სახელმწიფო ანიჭებს, სხვაგან კი სტატუსის მინიჭება სასწავლო დაწესებულებების მიერ ხდება. ისინი სტარტაპ სტატუსს ანიჭებენ ისეთ იდეებს, რომელსაც გლობალურად განვითარების შესაძლებლობა აქვს.

ამიერიდან კი სტარტაპ სტატუსის მინიჭება საქართველოშიც მოხდება. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ინიციატივის მიზანი სამეწარმეო აქტივობების განვითარება და დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა.

„მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს ძალიან ბევრი ახალი იდეა და მისი განვითარება, კომერციალიზაცია სჭირდება, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ჩვენი უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ყველაფერს აკეთებს სტუდენტების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასავითარებლად. ეს ჩვენი სტრატეგიის უმთავრესი ნაწილია. ამიერიდან კი სტუდენტების მხარდაჭერა სულ სხვა ეტაპზე გადადის და ჩვენ მათ სტარტაპ სტატუსს მივანიჭებთ,“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

სტარტაპ სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან:

  • • საოფისე სივრცით Co-working-ში;
  • • უფასო ფინანსური სერვისებით
  • • უფასო იურიდიული სერვისებით
  • • უფასო მარკეტინგული სერვისებით
  • • მენტორშიპის პროგრამით
  • • ფინანსებთან წვდომის/ფანდრაიზინგში დახმარებით
  • • კვლევა და განვითარებაში მხარდაჭერით

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული სტუდენტის სტარტაპ სტატუსის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია BTU-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც სტარტაპის შექმნის სურვილი და გეგმა გააჩნია, მიუხედავად იმისა განვითარების რა საფეხურზეა მისი იდეა.

BTU-ს სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს კომისიის ადგილობრივი და საერთაშორისო წევრები, რომელთაც შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები.

მათ შორისაა:

  • • დიეგო კოლასი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში
  • • ენდრიუ გოდლი - Henley Center for Entrepreneurship-ის აკადემიური დირექტორი, მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტი
  • • ავთანდილ კასრაძე - GITA - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • • ეალ ბაროზი - გლობალური სტარტაპ ფონდი, Webiz
  • • ანა ლომთაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • • დავით ჭიაბერაშვილი - Microsoft
  • • ნიკოლოზ ქურდიანი - TBC Bank
  • • ვახო ვახტანგიშვილი - Bank of Georgia
  • • გიორგი ჩუგოშვილი - Phubber App

2020/2021 წლის ბორდის მოწვეული წევრები არიან 500 საქართველოს წარმომადგენლები არიანე დილტსი და პედრო ვიერა.