სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?
"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად - ხელ­ჩან­თა­ში ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა აფ­თი­აქ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნა. კი­თხვა­ზე - იყო თუ არა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტი და რა დოზა ჰქონ­და გო­გო­ნას მი­ღე­ბუ­ლი, ამას და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა უპა­სუ­ხებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გილ­ზე ნა­პოვნ მე­დი­კა­მენ­ტის ფირ­ფი­ტას 20 აბი აკ­ლდა. ეს პრე­პა­რა­ტი გუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა და ის სტე­ნო­კარ­დი­ის, ტა­ქი­კარ­დი­ი­სა და გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის დრო­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თე­მის ირ­გვლივ ambebi.ge წა­მე­ბის მსხვერ­პლთა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" დი­რექ­ტორს მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ანს ესა­უბ­რა, რომ­ლის სა­ხე­ლი­თაც ჩა­ერ­თო საქ­მის მსვლე­ლო­ბა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა.

- ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის მიერ მოწ­ვე­ულ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნამ ალ­ბათ ტყუ­ი­ლად არ ახ­სე­ნა ტე­ლე­ე­თერ­ში, რომ პრაქ­ტი­კა­ში ჰქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­მიზ­ნის­თვის იძუ­ლე­ბით გა­უ­კე­თე­ბი­ათ ინექ­ცია და თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­უ­წყვი­ათ. ანუ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლოა ამას­თან გვქონ­დეს საქ­მე?

- ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს არ ვნა­ხავთ, ძნე­ლია ამის თქმა. ინექ­ცი­ის კვა­ლის დად­გე­ნა ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თა­დერ­თი - ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა თუ რა­მეს ამო­აგ­დებს. აღე­ბუ­ლია ნი­მუ­შე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან. მას ტაბ­ლე­ტე­ბი თუ აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ის კუჭ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა, სის­ხლშიც და ყვე­ლა ნი­მუშ­შიც. ინექ­ცია ყველ­გან არ ჩანს და მისი დად­გე­ნა უფრო რთუ­ლი პრო­ცე­სია.

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო გვა­მი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ არ ამო­აგ­დოს მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

- გა­აჩ­ნია, რა ნივ­თი­ე­რე­ბაა. ექ­სპერ­ტი­ზა ზოგს აგ­დებს, ზოგს - არა. ასე ჯერ ვერ და­ვად­გენთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში - და­ლია, და­ა­ლე­ვი­ნეს, ინექ­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, სხვა პრე­პა­რა­ტი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, თუ - ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ნა­პოვ­ნი. იმა­საც გა­აჩ­ნია, კი­დევ რას აჩ­ვე­ნებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბი. ვინ იცის, შე­საძ­ლოა ნი­მუ­შებ­ში სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც ნა­ხოს ექ­სპერ­ტი­ზამ. ზო­გა­დად, ბევ­რი და­სა­ხე­ლე­ბის წამ­ლის დიდი დო­ზით მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ნივ­თი­ე­რე­ბა­საც გა­მო­ავ­ლენს და დო­ზა­საც. ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა. როცა ყვე­ლა­ფე­რი შე­ჯერ­დე­ბა - ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი და ა.შ, შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა თა­მა­მად მსჯე­ლო­ბა სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

- ადა­მი­ანს მე­ტაბ­ლო­კა­ტო­რი თუ აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე, გვამ­ზე რა­ი­მე კვალს ტო­ვებს? ანუ აქვს რა­ი­მე მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი?

- არა, ეს მე­დი­კა­მენ­ტი არა­ნა­ირ კვალს არ ტო­ვებს, თუმ­ცა მაგ გა­ზით მო­წამ­ლულს გა­მო­ნა­ყა­რი ახა­სი­ა­თებს. მე­ტაბ­ლო­კა­ტო­რის დიდი დოზა წნე­ვას დაბ­ლა სცემს და გული ჩერ­დე­ბა. კან­ზე რამე რომც ყო­ფი­ლი­ყო, ცხე­და­რი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, იქ რა­მის გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გარ­დაც­ვლი­ლი მე-5 დღეს ნა­ხეს, თან სი­ცხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ექ­სპერ­ტმა სიკ­ვდი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბად 3-5 დღე და­წე­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, როცა და­ი­კარ­გა, გო­გო­ნა იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ის, რომ ცხე­დარს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას­ზე არ უძა­ლა­დი­ათ. ძა­ლა­დო­ბა ფარ­თო ცნე­ბაა და სხვა­დას­ხვა სა­ხის არ­სე­ბობს, მათ შო­რის - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც.

- სუ­ი­ცი­დის ვერ­სი­ას იზი­ა­რებთ? და თუ გო­გო­ნას ეს ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტრზე რა­ტომ წა­ვი­დო­და მიზ­ნის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად?

- როცა ადა­მი­ანს თა­ვი­სი გეგ­მა აქვს, იმ გეგ­მას მიჰ­ყვე­ბა. პრინ­ციპ­ში, ამას ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ. შე­საძ­ლოა, სუ­ი­ცი­დის ად­გილ­თან ადა­მი­ანს აკავ­ში­რებ­დეს რა­ი­მე მო­გო­ნე­ბა, ნამ­ყო­ფი იყოს იმ ად­გილ­ზე და იქ გა­და­წყვი­ტოს თვით­მკვლე­ლო­ბა. ამას ჩვენ ვერ გა­ვი­გებთ...

- გა­მო­რი­ცხავთ მუხ­ლის კვლავ გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას?

- არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­მი­ვე ვერ­სია და­საშ­ვე­ბია - მკვლე­ლო­ბაც, თვით­მკვლე­ლო­ბაც და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნაც. და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას რა მა­სა­ლებს და­დებს და რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
90
216

xedavt ra magari eqsperti moiyvana gvaramiam mteli qveyana madlobeli unda iyos misi

"ნეოკოლონიალიზმის" "მინინგი" თუ იცით???
24

საბრალო პროგრამისტი გოგონას მკვლელობა გაუკვირდა ხალხს, რომელსაც მამა-ბუშის ოკეანისგაღმიდან დაგდებული ერთი მიმანიშნებელი ფრაზის ("ეგ დინების წინააღმდეგ მიცურავს") შედეგად სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და პრეზიდენტის მკვლელობა აქვს ნანახი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია განიხილება, რადგან ექსპერტ-კრიმინალისტებმა მის ავტომანქანაში, კონკრეტულად - ხელჩანთაში ანტიარითმიული საშუალება აღმოაჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა. კითხვაზე - იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია, რომელი პრეპარატი და რა დოზა ჰქონდა გოგონას მიღებული, ამას დაახლოებით ერთ კვირაში ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უპასუხებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ნაპოვნ მედიკამენტის ფირფიტას 20 აბი აკლდა. ეს პრეპარატი გულის საშუალებაა და ის სტენოკარდიის, ტაქიკარდიისა და გულის რითმის დარღვევის დროსაა რეკომენდებული. თემის ირგვლივ ambebi.ge წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორს მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა, რომლის სახელითაც ჩაერთო საქმის მსვლელობაში დამოუკიდებელი ექსპერტი გალინა კარმუშინა.

- ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ ალბათ ტყუილად არ ახსენა ტელეეთერში, რომ პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როცა სამიზნისთვის იძულებით გაუკეთებიათ ინექცია და თვითმკვლელობის ინსცენირება მოუწყვიათ. ანუ არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც შესაძლოა ამასთან გვქონდეს საქმე?

- ვიდრე გამოძიების მასალებს არ ვნახავთ, ძნელია ამის თქმა. ინექციის კვალის დადგენა ახლა შეუძლებელია, ერთადერთი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თუ რამეს ამოაგდებს. აღებულია ნიმუშები გარდაცვლილის სხვადასხვა ორგანოებიდან. მას ტაბლეტები თუ აქვს მიღებული, ის კუჭშიც გამოჩნდება, სისხლშიც და ყველა ნიმუშშიც. ინექცია ყველგან არ ჩანს და მისი დადგენა უფრო რთული პროცესია.

- თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა მდგომარეობაში იყო გვამი, შესაძლებელია, რომ ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ არ ამოაგდოს მიღებული ნივთიერება და გაურკვეველი დარჩეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი?

- გააჩნია, რა ნივთიერებაა. ექსპერტიზა ზოგს აგდებს, ზოგს - არა. ასე ჯერ ვერ დავადგენთ, ყველაფერი გამოჩნდება ექსპერტიზის დასკვნაში - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, სხვა პრეპარატი აქვს მიღებული, თუ - ავტომანქანაში ნაპოვნი. იმასაც გააჩნია, კიდევ რას აჩვენებს საგამოძიებო მასალები. ვინ იცის, შესაძლოა ნიმუშებში სხვა ნივთიერებებიც ნახოს ექსპერტიზამ. ზოგადად, ბევრი დასახელების წამლის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ნივთიერებასაც გამოავლენს და დოზასაც. ტოქსიკური ნივთიერების გამოვლენას რამდენიმე დღე სჭირდება. როცა ყველაფერი შეჯერდება - ექსპერტიზის პასუხები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ, შემდეგ შეგვეძლება თამამად მსჯელობა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე.

- ადამიანს მეტაბლოკატორი თუ აქვს მიღებული, ვინაიდან ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, გვამზე რაიმე კვალს ტოვებს? ანუ აქვს რაიმე მახასიათებელი?

- არა, ეს მედიკამენტი არანაირ კვალს არ ტოვებს, თუმცა მაგ გაზით მოწამლულს გამონაყარი ახასიათებს. მეტაბლოკატორის დიდი დოზა წნევას დაბლა სცემს და გული ჩერდება. კანზე რამე რომც ყოფილიყო, ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, იქ რამის გარჩევა შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მე-5 დღეს ნახეს, თან სიცხეში იმყოფებოდა. ექსპერტმა სიკვდილის ხანგრძლივობად 3-5 დღე დაწერა. სავარაუდოდ, როცა დაიკარგა, გოგონა იმავე დღეს გარდაიცვალა. ის, რომ ცხედარს ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, არ ნიშნავს იმას, რომ მასზე არ უძალადიათ. ძალადობა ფართო ცნებაა და სხვადასხვა სახის არსებობს, მათ შორის - ფსიქოლოგიურიც.

- სუიციდის ვერსიას იზიარებთ? და თუ გოგონას ეს ჰქონდა გადაწყვეტილი, ათეულობით კილომეტრზე რატომ წავიდოდა მიზნის სისრულეში მოსაყვანად?

- როცა ადამიანს თავისი გეგმა აქვს, იმ გეგმას მიჰყვება. პრინციპში, ამას ვერ გამოვრიცხავთ. შესაძლოა, სუიციდის ადგილთან ადამიანს აკავშირებდეს რაიმე მოგონება, ნამყოფი იყოს იმ ადგილზე და იქ გადაწყვიტოს თვითმკვლელობა. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ...

- გამორიცხავთ მუხლის კვლავ გადაკვალიფიცირებას?

- არაფერია გამორიცხული, სამივე ვერსია დასაშვებია - მკვლელობაც, თვითმკვლელობაც და თვითმკვლელობამდე მიყვანაც. დაველოდოთ გამოძიებას რა მასალებს დადებს და რა გამოიკვეთება დროთა განმავლობაში.

ნანა ფიცხელაური

"დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე" - შსს-ში "კაწროს" მეგობრის, დაჩი ბუაძის გამოკითხვა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

"არაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ძალუძს ჩემი დამცირება... ჩემი დამცირება, მხოლოდ მე შემიძლია" - რა თქვა გიორგი რურუამ საბოლოო სიტყვაში