პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა
"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 13 წლის ილია ფილ­ფა­ნის პოვ­ნას ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხე­ბენ. მო­ზარ­დი სვა­ნეთ­ში მა­მას­თან და ბე­ბოს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, სა­დაც სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­ვი­და, ხოლო პან­დე­მი­ის შემ­დეგ, მამა-შვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო.

"ფორ­მუ­ლას“ ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დუ­ბა­ი­დან დაბ­რუნ­და ილია ფილ­ფა­ნის დედა, ქსე­ნია ფილ­ფა­ნი, რო­მე­ლიც ახლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მის პირ­ველ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვას "დრო­ე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

"ილია, თუ ჩემი გეს­მის, თუ ჩემი გეს­მის, გთხოვ, დაბ­რუნ­დი. შენ­თან ჩა­მო­ვე­დი, შენს წა­საყ­ვა­ნად. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, გთხოვ, დაბ­რუნ­დი, მე შენ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ.

თუ გან­ვი­ხი­ლავთ გაქ­ცე­ვის ვერ­სი­ას, რო­გორც დე­დამ, არ ვიცი, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. მეს­მის, რომ უზარ­მა­ზა­რი მან­ძი­ლე­ბია, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, სა­დაც შე­ეძ­ლო წას­ვლა, არის თბი­ლი­სი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს აქა­უ­რო­ბას და აქ დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით, ბევ­რს ვსე­ირ­ნობ­დით.

თბი­ლის­ში მისი მა­მი­და ცხოვ­რობს, რო­მელ­თა­ნაც ვჩერ­დე­ბო­დით. მან იცის, სად არის ბინა და შე­უძ­ლია თა­ვად მი­აგ­ნოს. არ მჯე­რა, რომ შე­იძ­ლე­ბა ბა­თუმ­ში, ან ქო­ბუ­ლეთ­ში იყოს, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ვცდე­ბი.

მრა­ვა­ლი ვერ­სია ის­მის. არ ვიცი, რო­მე­ლია სწო­რი. არის ვერ­სია, რომ ის სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. ამას მეც ვუშ­ვებ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ის მარ­ტო დარ­ჩა მა­მას­თან და ბე­ბოს­თან დიდი ხნით. მას არ ჰყავს მე­გობ­რე­ბი სა­მე­ზობ­ლო­ში“, - ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვის დედა.

ოჯა­ხი მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სთხოვს, რომ თუ ვინ­მე შე­ნიშ­ნავს ილი­ას აღ­წე­რი­ლო­ბის ბავ­შვს, დარ­ე­კოს 112-ში. 13 წლის მო­ზარ­დი სახ­ლი­დან 18 ივ­ლისს გა­ვი­და და მას შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა.
0

კი მაგრამ ელემენტარულ სასაუბრო ქართულს რატომ არ ასწავლით ბავშვს რომ კომუნიკაცია არ გაუჭირდეს თანატოლებთან?მას ალბათ ურთიერთობა უჭირდა ხალხთან და გაერიდა ბავშვებს.იმედია დამალულია და გამოჩნდება

ნათელმხილველი მიმართეთ
0

წაიღეთ რუკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მოზარდი სვანეთში მამასთან და ბებოსთან ერთად ცხოვრობდა, სადაც საახალწლოდ ჩავიდა, ხოლო პანდემიის შემდეგ, მამა-შვილმა საქართველოდან წასვლა ვეღარ შეძლო.

"ფორმულას“ ცნობით, საქართველოში გუშინ დუბაიდან დაბრუნდა ილია ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც ახლა სავალდებულო კარანტინში იმყოფება და მის პირველ სატელევიზიო მიმართვას "დროება“ ავრცელებს.

"ილია, თუ ჩემი გესმის, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ, გთხოვ, დაბრუნდი, მე შენ ძალიან მიყვარხარ.

თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას და აქ დიდ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით.

თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, რომელთანაც ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში, ან ქობულეთში იყოს, თუმცა, შესაძლოა ვცდები.

მრავალი ვერსია ისმის. არ ვიცი, რომელია სწორი. არის ვერსია, რომ ის სახლიდან გაიქცა. ამას მეც ვუშვებ, რადგან ყველაფერია შესაძლებელი. ის მარტო დარჩა მამასთან და ბებოსთან დიდი ხნით. მას არ ჰყავს მეგობრები სამეზობლოში“, - ამბობს გაუჩინარებული ბავშვის დედა.

ოჯახი მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, რომ თუ ვინმე შენიშნავს ილიას აღწერილობის ბავშვს, დარეკოს 112-ში. 13 წლის მოზარდი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"