პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ
"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ

“კე­კე­ლი­ძე 61“-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში სი­ნო­დის ერთ-ერთ წევ­რსა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც მან დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია 155 ოჯახ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლონ, რად­გან ისი­ნი ყა­და­ღის გამო 3 წე­ლია ბი­ნა­ში შეს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

რო­გორც დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, ბინა გა­და­ყი­დუ­ლია და რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი უკა­ნო­ნოდ არის მით­ვი­სე­ბუ­ლი.

„საქ­მე ეხე­ბა 155 ოჯახს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შე­იძ­ლე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლოთ. რო­გორც ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე. ბი­ნის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გამო, ერთ-ერთი ამ­ხა­ნა­გო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ფუნ­ქცია მქონ­და ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით და ა.შ. მოხ­და ისე, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პირი, თავ­მჯდო­მა­რე გარ­და­იც­ვა­ლა, დავ­რჩი მე ერ­თა­დერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ახლა ვცდი­ლობ, რომ სა­კი­თხე­ბი მო­ვაგ­ვა­რო. 18 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა აშე­ნე­ბუ­ლია, ეს არის „კე­კე­ლი­ძე 61“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ამ­ხა­ნა­გო­ბის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლად აშე­ნე­ბუ­ლია უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ფირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შია. 3 წე­ლია სახ­ლში ვე­რა­ვინ შე­დის, რად­გან და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ჩანს, იქ დარ­ღვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე ბინა არის გა­და­ყი­დუ­ლი, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, სა­ჯა­რო რე­ესტრი არე­გის­ტრი­რებს 1200 კვ მეტრ ფარ­თობს უკა­ნო­ნოდ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რისი არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­და“, - აცხა­დებს დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე.

მისი თქმით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 4 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო ბი­ნას გა­და­ყიდ­ვე­ბის შე­დე­გად ყა­და­ღა ადევს და სახ­ლის გა­ფორ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის შე­საძ­ლო თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­სა და სი­ნო­დის ერთ-ერთ წევ­რს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია ჩა­რე­უ­ლი, საქ­მე­ში ასე­ვე ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­რე­უ­ლია მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სი­ნო­დის წევ­რი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ჩი­ვარ­ში სა­უ­ბა­რია, მი­ლი­ონ 350 ათას დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც წა­ღე­ბუ­ლი აქვს ამ სა­სუ­ლი­ე­რო პირს. ჩვენ ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა გვაქვს, პრობ­ლე­მებს მო­ვაგ­ვა­რებთ, ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, მო­ვაგ­ვა­რო ის უსა­მარ­თლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხდე­ბა. არ შე­მიძ­ლია მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და­ვა­ვა­ლო რა­ი­მეს გა­მო­ძი­ე­ბა ან სა­ჯა­რო რე­ესტრზე მქონ­დეს რა­ი­მე ზე­გავ­ლე­ნა. მო­ვი­თხოვ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დეს. კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი და ვთხო­ვე, რომ მხო­ლოდ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა მისი ყუ­რა­დღე­ბა. მან მი­თხრა, რომ რო­გორც კი ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ამას გა­ვა­კე­თებ­თო. მოგ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვა­რე­გის­ტრი­როთ ეს შე­ნო­ბა და ყვე­ლა წე­სი­ერ მყიდ­ველს ბინა მივ­ცეთ“ ,- აცხა­დებს გი­ორ­ხე­ლი­ძე.

იუ­რის­ტი როინ გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ერი ერთი მო­ბი­ნად­რე­ცაა, აცხა­დებს, რომ საქ­მე­ში მე­უ­ფე ან­ტო­ნი ფი­გუ­რი­რებს.

„ამ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ერთ-ერთი მო­ბი­ნად­რეც გახ­ლა­ვართ. ჯერ კი­დევ 2014 ჯერ ამ­ხა­ნა­გო­ბას მი­მარ­თუ­ლი აქვს სა­ჩივ­რით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის იმის გამო, რომ მი­ლი­ონ 350 ათა­სი დო­ლა­რი მე­უ­ფე ან­ტონ­მა წა­ი­ღო ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან. 2014 წლის შემ­დგომ, 2019 წლამ­დე, მისი მოწ­მის სა­ხი­თაც გა­მო­კი­თხვა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­და, რომ სა­ჩივ­რე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი შეგ­ვე­ტა­ნა. ძი­ე­ბა ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში მი­დის, მაგ­რამ მე­უ­ფე ან­ტო­ნის გა­მო­კი­თხვა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­დე­საც ჩვენ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, ნა­წი­ლი თან­ხა ვანი-ბაღ­და­დის ეპარ­ქი­ა­ზე არის გა­და­რი­ცხუ­ლი, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ნა­წი­ლი კი, სა­ლა­რო­დან „ქე­შად“ არის წა­ღე­ბუ­ლი. ამ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მე­უ­ფე ან­ტო­ნის ხელ­მო­წე­რა ფიქ­სირ­დე­ბა. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში წარ­ვად­გი­ნეთ და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხა­დეთ, რომ მი­ნი­მუმ გა­მო­კი­თხვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. 2019 წელს მი­ვაღ­წი­ეთ, რომ მე­უ­ფის გა­მო­კი­თხვის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დამ­დგა­რი­ყო. მე­უ­ფის­გან სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, რომ მას ეკუთ­ვნო­და წილი ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან, მისი მოყ­ვა­ნი­ლი იყო ინ­ვეს­ტო­რი და მისი კუთ­ვნი­ლი იყო ეს თან­ხა. თუმ­ცა, მე­უ­ფე ან­ტო­ნის კუთ­ვნი­ლე­ბა რომ არ არის, ეს დას­ტურ­დე­ბა იმ დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან, რომ არას­დროს ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რი არ ყო­ფი­ლა“,-აცხა­დებს იუ­რის­ტი.

მისი თქმით, გა­მო­კი­თხვის დროს მე­უ­ფემ და­ა­დას­ტუ­რა თან­ხის მი­ღე­ბა და გან­მარ­ტა, რომ მას ეს თან­ხა, რო­გორც მე­წი­ლეს ეკუთ­ვნო­და. იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თან­ხის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა და სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც იუ­რის­ტი აღ­ნიშ­ნავს, მათ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ჰქონ­დათ.

„სა­პატ­რი­არ­ქოს­თან პი­რა­დი შემ­ხე­ბე­ლო­ბა მქონ­და. წარ­ვად­გი­ნე ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, სა­პატ­რი­არ­ქო­ში დამ­პირ­დნენ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ოდ­ნენ და მე­უ­ფე ან­ტონს გა­ე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, თუ რა ხდე­ბო­და ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით. ბო­ლოს პა­სუ­ხად მი­ვი­ღეთ, რომ მე­უ­ფე ან­ტონ­მა ეს თან­ხა კი წა­ი­ღო, მაგ­რამ ბორ­ჯო­მის ეპარ­ქი­ას და­ეხ­მა­რაო. ახლა პა­სუხს აღარ გვცე­მენ, ტე­ლე­ფონ­ზეც არ გვპა­სუ­ხო­ბენ. ინ­ვეს­ტორ­მა და­ფი­ნან­სე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით ყო­ველ­გვა­რი და­ფი­ნან­სე­ბა შე­ა­ჩე­რა და სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო. ინ­ვეს­ტორ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­თხო­ვა ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა“, - აცხა­დებს იუ­რის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემური
10

საღოლ ანტონიო, მაგარი კუში მოუხსნია, რისი მეწილე ვარო არ უთქვამს? წმინდა წმინდანები ეხმარებიან ფულის შოვნაში, სასწრაფოდ ტრენინგები მოაწყოს თუ როგორ უნდა ვიშოვოთ ფულები თანაც მილიონები დოლარები. ვისაც გჯერათ ამათი წმინდანობის გეკუთვნით რაც გაქვთ.

ნატა
11

ვაიიიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ

“კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, საუბარია 155 ოჯახზე, რომლებიც შესაძლოა, დაზარალებულად ჩაითვალონ, რადგან ისინი ყადაღის გამო 3 წელია ბინაში შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც დემურ გიორხელიძე განმარტავს, ბინა გადაყიდულია და რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი უკანონოდ არის მითვისებული.

„საქმე ეხება 155 ოჯახს, რომელიც ამჟამად შეიძლება, დაზარალებულად ჩავთვალოთ. როგორც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ბინის პრობლემის მოგვარების გამო, ერთ-ერთი ამხანაგობის დამფუძნებელი ვიყავი, ჩემი ფუნქცია მქონდა ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით და ა.შ. მოხდა ისე, რომ აღმასრულებელი პირი, თავმჯდომარე გარდაიცვალა, დავრჩი მე ერთადერთი დამფუძნებელი და ახლა ვცდილობ, რომ საკითხები მოვაგვარო. 18 სართულიანი შენობა აშენებულია, ეს არის „კეკელიძე 61“, რომელიც ჩვენი ამხანაგობის მიერ დამოუკიდებლად აშენებულია უცხოეთში მოქმედი ცნობილი ქართველი ბიზნესმენის დახმარებით, რომლის წარმომადგენლობითი ფირმა საქართველოშია. 3 წელია სახლში ვერავინ შედის, რადგან დაყადაღებულია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, იქ დარღვევები ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ბინა არის გადაყიდული, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო რეესტრი არეგისტრირებს 1200 კვ მეტრ ფართობს უკანონოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რისი არანაირი უფლებაც არ ჰქონდა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს, ხოლო ბინას გადაყიდვების შედეგად ყადაღა ადევს და სახლის გაფორმება შეუძლებელია. ის შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და სინოდის ერთ-ერთ წევრს ადანაშაულებს.

"იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ჩარეული, საქმეში ასევე ფულთან დაკავშირებით ჩარეულია მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი. რამდენადაც ვიცი, საჩივარში საუბარია, მილიონ 350 ათას დოლარზე, რომელიც წაღებული აქვს ამ სასულიერო პირს. ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, პრობლემებს მოვაგვარებთ, ამის პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ არ შემიძლია, მოვაგვარო ის უსამართლობები, რომელიც ხდება. არ შემიძლია მაღალჩინოსნებს დავავალო რაიმეს გამოძიება ან საჯარო რეესტრზე მქონდეს რაიმე ზეგავლენა. მოვითხოვ, რომ გამოძიება დასრულდეს. კახა კალაძესთან ერთადაც ვიყავი და ვთხოვე, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში დაგვჭირდება მისი ყურადღება. მან მითხრა, რომ როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ამას გავაკეთებთო. მოგცენ საშუალება, რომ დავარეგისტრიროთ ეს შენობა და ყველა წესიერ მყიდველს ბინა მივცეთ“ ,- აცხადებს გიორხელიძე.

იურისტი როინ გელაშვილი, რომელიც ამავდროულად აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერი ერთი მობინადრეცაა, აცხადებს, რომ საქმეში მეუფე ანტონი ფიგურირებს.

„ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მობინადრეც გახლავართ. ჯერ კიდევ 2014 ჯერ ამხანაგობას მიმართული აქვს საჩივრით მთავარი პროკურატურისთვის იმის გამო, რომ მილიონ 350 ათასი დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან. 2014 წლის შემდგომ, 2019 წლამდე, მისი მოწმის სახითაც გამოკითხვა არ განუხორციელებია სამართალდამცავ ორგანოს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საჩივრები და განცხადებები შეგვეტანა. ძიება ფინანსურ პოლიციაში მიდის, მაგრამ მეუფე ანტონის გამოკითხვა ვერ მოხერხდა. როდესაც ჩვენ ეს დოკუმენტები მოვიძიეთ, ნაწილი თანხა ვანი-ბაღდადის ეპარქიაზე არის გადარიცხული, უნაღდო ანგარიშსწორებით, ნაწილი კი, სალაროდან „ქეშად“ არის წაღებული. ამ დოკუმენტებზე მეუფე ანტონის ხელმოწერა ფიქსირდება. ეს დოკუმენტები ფინანსურ პოლიციაში წარვადგინეთ და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი გამომძიებელი იძულებული გავხადეთ, რომ მინიმუმ გამოკითხვა განხორციელებულიყო. 2019 წელს მივაღწიეთ, რომ მეუფის გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. მეუფისგან საბოლოოდ ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ მას ეკუთვნოდა წილი ამხანაგობიდან, მისი მოყვანილი იყო ინვესტორი და მისი კუთვნილი იყო ეს თანხა. თუმცა, მეუფე ანტონის კუთვნილება რომ არ არის, ეს დასტურდება იმ დოკუმენტებიდან, რომ არასდროს ამხანაგობის წევრი არ ყოფილა“,-აცხადებს იურისტი.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს მეუფემ დაადასტურა თანხის მიღება და განმარტა, რომ მას ეს თანხა, როგორც მეწილეს ეკუთვნოდა. იურისტის განმარტებით, საქმეზე გამოძიება თანხის მითვისება-გაფლანგვის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამოხელეო დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, მათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაციაც ჰქონდათ.

„საპატრიარქოსთან პირადი შემხებელობა მქონდა. წარვადგინე ყველა დოკუმენტი, საპატრიარქოში დამპირდნენ, რომ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და მეუფე ანტონს გაესაუბრებოდნენ, თუ რა ხდებოდა ამ საკითხთან მიმართებით. ბოლოს პასუხად მივიღეთ, რომ მეუფე ანტონმა ეს თანხა კი წაიღო, მაგრამ ბორჯომის ეპარქიას დაეხმარაო. ახლა პასუხს აღარ გვცემენ, ტელეფონზეც არ გვპასუხობენ. ინვესტორმა დაფინანსებასთან მიმართებით ყოველგვარი დაფინანსება შეაჩერა და სასამართლო დავა დაიწყო. ინვესტორმა დაუყოვნებლივ მოითხოვა ამხანაგობისგან მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნება“, - აცხადებს იურისტი.

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ფეისბუქზე"

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და მილიონერ ნიკოლოზ ნაყოფიას საიდუმლო ჯვრისწერა - ექსკლუზიური ფოტოები ალავერდიდან

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის