სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?
"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. მა­სა­ლე­ბი მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნია.

ის გარ­და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­სა, ასე­ვე მო­ი­ცავს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლად დას­კვნას, მათ შო­რის ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც სო­ფელ მა­წე­ვან­თან, იმ ად­გი­ლა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ხუთ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს მი­აკ­ვლი­ეს.

აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­მა­სა­ლებ­ზე აღ­ბეჭ­დილ ერთ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე სან­დო წყა­რო AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- არის ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გვიმ­ძაფ­რებს ეჭვს, რომ მან­ქა­ნა მას მე­რეა მი­ტა­ნი­ლი იმ ად­გი­ლას, სა­დაც შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი "ჰი­უნ­და­ის" უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30სმ-ზე წყდე­ბა.

ანუ გო­გო­ნა თა­ვი­სით თუ მი­ვი­და და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, იმ 30 სან­ტი­მეტრს გა­და­ახ­ტა? რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა სა­ბუ­რა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნას ბო­ლომ­დე? აშ­კა­რაა, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მერე მი­ი­ტა­ნეს მისი გვა­მი მან­ქა­ნი­ა­ნად იმ ად­გი­ლას.

მწყემ­სე­ბი იმ მი­და­მო­ებ­ში ყო­ველ დღე და­დი­ან, სა­ქო­ნელს აძო­ვე­ბენ და რა­ტომ ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა? თან ის მან­ქა­ნა თუ 4 დღე იქ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, პოვ­ნის წინა დღეს წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო და ბა­ლახ­ზე ტა­ლა­ხი არ უნდა გა­და­ე­რე­ცხა?

არის ვერ­სია, რომ თა­მუ­ნას თა­ვის მოკ­ვლა აი­ძუ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნი­ა­ნად სა­დღაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჰყავ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი.

ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინიკო
28

მანქანა ისეთ გამოსაჩენ ადგილას იპოვეს რომ,ასე ქონდათ უკვე გეგმაში, უკვე უნდა გამოეჩინათ და დატოვეს ტრიალ მინდორში,ადვილად რომ მიეგნოთ.რათმაუნდა გვიან არის მანქანა იმ ადგილას მიყვანილი.წამლები კი,შესაძლებელია წყალში ან სხვა რამეში გაურიეს და ისე დაალევინეს.

teo
25

შეგნებულად დატოვეს ბოლოს მანქანა ისეთ ადგილას რომ,უკვე ადვილად ეპოვათ.ეს არ არის თვითმკვლელობა.გამორიცხულია.ამხელა გზაზე ცამლების დასალევად ნამდვილად არ წავიდოდა.საეჭვოა ის გარემოებაც რომ,ორივე სამსახურიდან წამოვიდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. მასალები მრავალტომიანია.

ის გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს.

აღნიშნულ ფოტომასალებზე აღბეჭდილ ერთ საეჭვო გარემოებაზე სანდო წყარო AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული "ჰიუნდაის" უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება.

ანუ გოგონა თავისით თუ მივიდა და გააჩერა მანქანა, იმ 30 სანტიმეტრს გადაახტა? რატომ არ მიჰყვება საბურავის ნაკვალევი მანქანას ბოლომდე? აშკარაა, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, მერე მიიტანეს მისი გვამი მანქანიანად იმ ადგილას.

მწყემსები იმ მიდამოებში ყოველ დღე დადიან, საქონელს აძოვებენ და რატომ ვერავინ შენიშნა გაჩერებული მანქანა? თან ის მანქანა თუ 4 დღე იქ იყო გაჩერებული, როგორც მოსახლეობა ამბობს, პოვნის წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ბალახზე ტალახი არ უნდა გადაერეცხა?

არის ვერსია, რომ თამუნას თავის მოკვლა აიძულეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მანქანიანად სადღაც ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული.

ანა გიორგაძე

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება