სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა
“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბიძა კობა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სუ­ი­ცი­დის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ თა­მა­ზაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს მუ­ქა­რა, ძა­ლა­დო­ბა ან ზე­წო­ლა.

„სუ­ი­ცი­დი გა­მო­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. ვი­ცით, რომ თა­მარ­მა მარ­ტომ და­ტო­ვა სახ­ლი, მარ­ტომ გა­ი­ა­რა ამ­ხე­ლა გზა სო­ფელ ხა­ი­შამ­დე ან თუნ­დაც იმ სოფ­ლამ­დე, სა­დაც ბო­ლოს მან­ქა­ნა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­რი­ცხა­ვი კი­თხვე­ბია, რაც არ მი­უ­თი­თებს სუ­ი­ციდ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ გო­გო­ნას ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­და, ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს.

"რა­ტომ უნდა და­ი­წყოს ამა­ზე აპე­ლი­რე­ბა და აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა? შე­იძ­ლე­ბა თა­მუ­ნას რა­ღაც პი­რა­დი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და უნ­დო­და, რომ ფსი­ქო­ლო­გის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა, ეს ბევ­რს არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ფსი­ქო­ლო­გის აყ­ვა­ნა­ში მე ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, რო­გორც აფ­თი­აქ­ში შეს­ვლა­სა და რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტის ყიდ­ვა­ში“, - აღ­ნიშ­ნავს კობა თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ამას­თან, რო­გორც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბიძა აღ­ნიშ­ნავს, მან­ქა­ნა სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მი­უდ­გო­მე­ლი ად­გი­ლი არ არის, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ.

„გა­მო­ძი­ე­ბას არ ვენ­დო­ბო­დი და­სა­წყის­ში, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და დრო­ში, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს მან­ქა­ნა, მი­უდ­გო­მე­ლი ად­გი­ლი არ არის, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ და კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­დათ ოჯახ­თან. ამ ეტაპ­ზე ჩვენ ხე­ლა­ღე­ბით ვერ ვი­ტყვით, რომ არ ვენ­დო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის გარ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ცაა ჩარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეჭვს ბა­დებს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ფუ­ლე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლიც.

„ეს წე­რი­ლიც ბევრ ეჭვს ბა­დებს იმი­ტომ, რომ თა­მუ­ნას სუ­ი­ცი­დი რომ ჰქო­ნო­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და და მხო­ლოდ ორი ფრა­ზით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, 22 ივ­ლისს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ირაკლი
47

ყველას გამოემშვიდობებოდა და საქმის კურსში ჩააყენებდა. ეს ბიძები ტელევარსკვლავებად რატო იქცნენ ? არ გრცხვენიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლებელია, ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამის შესახებ თამაზაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი შეიძლება იყოს მუქარა, ძალადობა ან ზეწოლა.

„სუიციდი გამორიცხულია, მაგრამ არ არის გამორიცხული თვითმკვლელობამდე მიყვანა. ვიცით, რომ თამარმა მარტომ დატოვა სახლი, მარტომ გაიარა ამხელა გზა სოფელ ხაიშამდე ან თუნდაც იმ სოფლამდე, სადაც ბოლოს მანქანა აღმოაჩინეს. ძალიან ბევრი გამომრიცხავი კითხვებია, რაც არ მიუთითებს სუიციდზე“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ბიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, ბევრს არაფერს ნიშნავს.

"რატომ უნდა დაიწყოს ამაზე აპელირება და აქცენტის გაკეთება? შეიძლება თამუნას რაღაც პირადი პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, რომ ფსიქოლოგისთვის გაეზიარებინა, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ფსიქოლოგის აყვანაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში“, - აღნიშნავს კობა თამაზაშვილი.

ამასთან, როგორც ბაჩალიაშვილის ბიძა აღნიშნავს, მანქანა სადაც აღმოაჩინეს, მიუდგომელი ადგილი არ არის, თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ.

„გამოძიებას არ ვენდობოდი დასაწყისში, იმიტომ, რომ ძალიან გაჭიანურდა დროში, სადაც აღმოაჩინეს მანქანა, მიუდგომელი ადგილი არ არის, თავისუფლად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ და კომუნიკაცია ჰქონოდათ ოჯახთან. ამ ეტაპზე ჩვენ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ არ ვენდობით გამოძიებას, იმიტომ, რომ გამოძიების გარდა დამოუკიდებელი ექსპერტიცაა ჩართული“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვს ბადებს ბაჩალიაშვილის საფულეში აღმოჩენილი წერილიც.

„ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს იმიტომ, რომ თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა და მხოლოდ ორი ფრაზით არ შემოიფარგლებოდა“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ