მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფიას ტაძრიდან, სადაც  86 წლის შემდეგ პირველად მუსლიმური მსახურება სრულდება
ფოტოები მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფიას ტაძრიდან, სადაც  86 წლის შემდეგ პირველად მუსლიმური მსახურება სრულდება

მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბულ აია სო­ფი­ას ტა­ძარ­ში 86 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბა სრულ­დე­ბა.

თურ­ქე­თის რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლოს მე­თა­ურ­მა ალი ერ­ბაშ­მა ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბის­თვის სამი იმა­მი და ხუთი მუ­ე­ძი­ნი და­ნიშ­ნა. მუს­ლი­მი მორ­წმუ­ნე­ე­ბი შეგ­რო­ვილ­ნი არი­ან რო­გორც ტაძ­რის შიგ­ნით, ასე­ვე ტაძ­რის ეზო­სა და გარე პე­რი­მეტრზე.

მორ­წმუ­ნე­ე­ბი ტაძ­რის ეზო­ში მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე შე­იკ­რიბ­ნენ. მუს­ლი­მურ მსა­ხუ­რე­ბა­ზე ელო­დე­ბი­ან თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­საც.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა 10 ივ­ლისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც სტამ­ბოლ­ში მდე­ბა­რე აია-სო­ფი­ას ტა­ძარს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი აია-სო­ფი­ას ტა­ძარ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ტებს. თუმ­ცა, მე­დი­ის ცნო­ბით, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ისე­თი გა­ნა­თე­ბა, რომ­ლი­თაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი და ფრეს­კე­ბი ნა­მა­ზის დროს არ გა­მოჩ­ნდე­ბა. კი­დევ ერთ ვა­რი­ან­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­ზა­ი­კე­ბი­სა და ფრეს­კე­ბის ფარ­დე­ბით და­ფარ­ვა მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბის დროს.

თურ­ქე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ში, მუ­ზე­უ­მად ქცე­ულ ტა­ძარ­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის შეშ­ვე­ბის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­რეფ­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა, რათა მათ ლოც­ვის დროს ფეხი არ და­ად­გან მლოც­ვე­ლე­ბის ხა­ლი­ჩებს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
9

ერთ დღესაც ეგ მახინჯი მინარეთები მოენგრევა აია სოფიას და იქ ისევ ქრისტიანული წირვა აღევლინება 

რიჟა
10

ათათურქი სულელი კი არ იყო ტაძარს რომ მუზეუმის სტატუსი მიანიჭა, ეს ქათამი ერდოღანი დაღუპავს თურქეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ფოტოები მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფიას ტაძრიდან, სადაც  86 წლის შემდეგ პირველად მუსლიმური მსახურება სრულდება

ფოტოები მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფიას ტაძრიდან, სადაც  86 წლის შემდეგ პირველად მუსლიმური მსახურება სრულდება

მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმური მსახურება სრულდება.

თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა ალი ერბაშმა ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა. მუსლიმი მორწმუნეები შეგროვილნი არიან როგორც ტაძრის შიგნით, ასევე ტაძრის ეზოსა და გარე პერიმეტრზე.

მორწმუნეები ტაძრის ეზოში მსახურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. მუსლიმურ მსახურებაზე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში, მუზეუმად ქცეულ ტაძარში, რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა, დამთვალიერებლების შეშვების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული ინფორმაციით, ტურისტებისთვის სპეციალური დერეფნები მოეწყობა, რათა მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.

საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

"სურთ რუსეთი დაასუსტონ და გარე კონტროლის ქვეშ მოაქციონ, როგორც ეს ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ხდება" - ვლადიმერ პუტინი

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“