საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან შეიძინა წამლები" - ადვოკატი
"საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან შეიძინა წამლები" - ადვოკატი

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მხრი­დან აპე­ლი­რე­ბა, რომ თით­ქოს გო­გო­ნას ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, ფსი­ქო­ლო­გი ბევრ ადა­მი­ანს ჰყავს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა უნდა ჰქონ­დეს.

"ასე პირ­და­პირ მი­მარ­თე­ბა, რომ ფსი­ქო­ლო­გი და­ი­კი­თხა და ახლა ამას იმი­ტომ არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ, რომ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა გვეს­მის, ამა­ზე აპე­ლი­რე­ბა ცოტა უხერ­ხუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მხრი­დან.

ასეთ აზრს მი­ჩენს ეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე დე­ბენ მარ­ცვალს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა მოხ­და იმი­ტომ, რომ გო­გო­ნას ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი, მან და­ტო­ვა წე­რი­ლი, მან შე­ი­ძი­ნა წამ­ლე­ბი, რომ მზა­ო­ბა გვქონ­დეს, რომ ეს იყო თვით­მკვლე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. ის 22 ივ­ლისს, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ტყეს­თან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ii
8

სამწუაროა მაგრამ თუ არის თვითმკვლელობა უნდა ითქვას და არ არის დასამალი, მეც მყქვს მაგ ასაკის შვილი უფრო გაუფრთხილდბი და დავაკვირდები, თქვით სიმართლე და ბევრ ამ ასაკის ბავშვს დაუდგენით გვერდით უფროსეი, თქვით და ნუ მა,ლავთ ოჯახიც ,მას არაფერ ეშველებ ა მაგრამ გადარჩება ბევრი ბავშვი გვერდით დგომით 

:(
1

თვითმკვლელობა შეიძლება მოხდა, მაგრამ ხომ არის მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანა, ამას კი დანაშაულის გახსნით მოეფინება ნათელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან შეიძინა წამლები" - ადვოკატი

"საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან შეიძინა წამლები" - ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან აპელირება, რომ თითქოს გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, საზოგადოებაში თვითმკვლელობის ვერსიის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ფსიქოლოგი ბევრ ადამიანს ჰყავს და მასთან ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად რაღაც სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეს.

"ასე პირდაპირ მიმართება, რომ ფსიქოლოგი დაიკითხა და ახლა ამას იმიტომ არ ვასაჯაროებთ, რომ ოჯახის მდგომარეობა გვესმის, ამაზე აპელირება ცოტა უხერხულია საგამოძიებო უწყების მხრიდან.

ასეთ აზრს მიჩენს ეს, რომ საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა იმიტომ, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები, რომ მზაობა გვქონდეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

ქობულეთში ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს