მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი
"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, ზაზა ალა­ვერ­დაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ბონ­დო ვა­თი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ­სე­ბობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­ზა­რა­ლე­ბულს ხელ­ზე მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც ვა­თი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, და­ზი­ა­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის მე­ქა­ნიზ­მი უნდა დად­გი­ნეს.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, დაც­ვის მხა­რე კი ალა­ვერ­დაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი სა­სა­მარ­თლოს 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს შეს­თა­ვა­ზებს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და ბრალ­დე­ბულს ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს დიდი ხა­ნია, იც­ნო­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ზაზა ალა­ვერ­დაშ­ვილს ბრა­ლი გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnns
0

როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონოდათ, ეს გაუპატიურებას ამართლებს?

თუ რა მოსატანია? რატომ იციან საქართველოში ასეთი დეტალების მოყვანა - როგორ იცნობდა, ადრე რა ურთიერთობა ჰქონდა, რას სვამდა, რა ცხოვრებას ეწეოდა, აბორტი ჰქონდა თუ არა გაკეთებული, რა ეცვა და ასეთი დეტალების გამომზეურება, ვითომ მსხვერპლის დისკრედიტაციის მიზნით? ზუსტად ასეთი დეტალებით ცდილობენ უნამუსო ადვოკატები მსხვერპლს რეპუტაცია შეულახონ და როდის დასრულდება ეს ამბავი? დიახ, სტატისტიკურად ქალების უმეტესობა გაუპატიურების მსხვერპლი ნაცნობისაგან ხდება, ხშირად ისეთი ადამიანისაგან ვისაც ენდობა. ეს რაიმე ახალი არ არის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის, ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს ხელზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

როგორც ვათიაშვილი განმარტავს, დაზიანების წარმოშობის მექანიზმი უნდა დადგინეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შესთავაზებს.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ.

ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს

14 წლის გოგონა, რომელიც 2 თვის წინ გააუპატიურეს, ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ძალიან ცუდად იყო გაგებული, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს" - რაში ადანაშაულებს პროკურატურას ივერი მელაშვილი