მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" მო­ი­პო­ვა, იმ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­ხრე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში, რომ­ლებ­მაც 19 ივ­ნი­სის ღა­მეს, არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე წა­მო­იყ­ვა­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ვერ ნახა. უფრო ზუს­ტად, დრო­ის იმ მო­ნაკ­ვე­თის ჩა­ნა­წე­რი, რო­დე­საც პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი არაგ­ვის ხიდ­თან პო­უ­ლო­ბენ ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს და შემ­დეგ ის თბი­ლის­ში მოჰ­ყავთ, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის თა­ნახ­მად, არ არ­სე­ბობს.

გა­მო­ძი­ე­ბამ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის, გი­ორ­გი ზა­რი­აშ­ვი­ლი­სა და ვა­ლე­რი ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლის სამ­ხრე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი 112-დან 6 ივ­ლისს გა­მო­ი­თხო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის არე­ალ­ში მო­ექ­ცა 2020 წლის 18 ივ­ნი­სის 23 სა­ა­თი­დან 2020 წლის 19 ივ­ნი­სის 03:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ო­დის ჩა­ნა­წე­რი.

ჩა­ნა­წე­რე­ბი შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა 19 ივ­ლისს და­ათ­ვა­ლი­ე­რა, თუმ­ცა, რო­გორც ის ოქ­მში წერს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში არ აღ­მოჩ­ნდა. 112-დან გა­მო­თხო­ვილ მა­სა­ლა­ში სამ­ხრე კა­მე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ჩა­ნა­წე­რი ფიქ­სირ­დე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­და­ღე­ბუ­ლია 18 ივ­ნი­სის 23:27 სა­ა­თი­დან, 23:32 სა­ა­თამ­დე. ანუ, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არაგ­ვის ხიდ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის დევ­ნა ჯერ და­წყე­ბუ­ლიც კი არ იყო.

უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მში წერს: „სამ­ხრე ვი­დეო-კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა“.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი გი­ორ­გი ზა­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ 4 ივ­ლისს გა­მო­კი­თხა, ჩვე­ნე­ბა­ში წერს, რომ მას და მის მე­წყვი­ლეს ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, სამ­ხრე კა­მე­რე­ბი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­დათ:

„იმის გამო, რომ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ნახ­ვამ­დე, მან გა­მო­ძა­ხე­ბა გა­ა­უქ­მა, მას­თან სა­უბ­რი­სას მე და ჩემს მე­წყვი­ლეს ვა­ლე­რი ჯი­ქუ­რაშ­ვილს, სამ­ხრე კა­მე­რე­ბი არ ჩაგ­ვირ­თავს“.

ახლა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უნდა და­ად­გი­ნოს, წაშ­ლი­ლია თუ არა კა­მე­რე­ბი­დან 2020 წლის 18 ივ­ნი­სი­დან 2020 წლის 19 ივ­ნი­სის 03:00 სა­ა­თამ­დე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია? ახორ­ცი­ე­ლებ­და თუ არა პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნის ბორტ-კომ­პი­უ­ტე­რი ვი­დეო/ფოტო ან აუ­დიო ჩა­ნა­წერს? და წაშ­ლი­ლია თუ არა ეს ინ­ფორ­მა­ცია? - ეს კი­თხვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბამ ექ­სპერ­ტი­ზას 15 ივ­ლისს გა­უგ­ზავ­ნა.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­ხრე კა­მე­რე­ბი­სა და ბორტ-კომ­პი­უ­ტე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არ­სი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტის ღა­მეს პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა, გარ­კვე­ულ უზუს­ტო­ბებს შე­ი­ცავს. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზარი 112-ში, რომ­ლის ჩა­ნა­წე­რიც შსს-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შე­საძ­ლოა, არ იყოს ავ­თენ­ტუ­რი. თუმ­ცა, ამ დრომ­დე, ექ­სპერ­ტი­ზა ზა­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. გარ­და ამი­სა, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ია­კობ ბრეგ­ვა­ძე შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო მცხე­თის მა­გის­ტრალ­ზე ჩხუბს, ის ახალ­გაზ­რდებს არ იც­ნობ­და და და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ე.წ. ავ­ტოს­ტო­პით მო­დი­ო­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის ღა­მეს, მცხე­თა­ში მი­სუ­ლი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის მოქ­მე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია იკ­ვლევს. (წყა­რო)

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ისი­ნი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Megreli
1

ცუდი სუნი უდის ამ ყველაფერს, ჩნდება კითხვა: როდემდე?

Ლადო
4

Უნდა დადგეს ნინო გიორგობიანის და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალების თანახმად, რომელიც რადიო "თავისუფლებამ" მოიპოვა, იმ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებში, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე წამოიყვანეს, გამოძიებამ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ ნახა. უფრო ზუსტად, დროის იმ მონაკვეთის ჩანაწერი, როდესაც პატრულ-ინსპექტორები არაგვის ხიდთან პოულობენ იაკობ ბრეგვაძეს და შემდეგ ის თბილისში მოჰყავთ, დათვალიერების ოქმის თანახმად, არ არსებობს.

გამოძიებამ პატრულ-ინსპექტორების, გიორგი ზარიაშვილისა და ვალერი ჯიქურაშვილის სამხრე კამერების ჩანაწერები 112-დან 6 ივლისს გამოითხოვა. გამოძიების ინტერესის არეალში მოექცა 2020 წლის 18 ივნისის 23 საათიდან 2020 წლის 19 ივნისის 03:00 საათამდე პერიოდის ჩანაწერი.

ჩანაწერები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა 19 ივლისს დაათვალიერა, თუმცა, როგორც ის ოქმში წერს, გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ ჩანაწერებში არ აღმოჩნდა. 112-დან გამოთხოვილ მასალაში სამხრე კამერების რამდენიმე ჩანაწერი ფიქსირდება. თუმცა, ყველა მათგანი გადაღებულია 18 ივნისის 23:27 საათიდან, 23:32 საათამდე. ანუ, იმ პერიოდში, როდესაც არაგვის ხიდზე ახალგაზრდების დევნა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო.

უფროსი გამომძიებელი დათვალიერების ოქმში წერს: „სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ დაფიქსირებულა“.

პატრულ-ინსპექტორი გიორგი ზარიაშვილი, რომელიც გამოძიებამ 4 ივლისს გამოკითხა, ჩვენებაში წერს, რომ მას და მის მეწყვილეს იაკობ ბრეგვაძესთან ურთიერთობისას, სამხრე კამერები გათიშული ჰქონდათ:

„იმის გამო, რომ იაკობ ბრეგვაძის ნახვამდე, მან გამოძახება გააუქმა, მასთან საუბრისას მე და ჩემს მეწყვილეს ვალერი ჯიქურაშვილს, სამხრე კამერები არ ჩაგვირთავს“.

ახლა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაადგინოს, წაშლილია თუ არა კამერებიდან 2020 წლის 18 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ინფორმაცია? ახორციელებდა თუ არა პოლიციის ავტომანქანის ბორტ-კომპიუტერი ვიდეო/ფოტო ან აუდიო ჩანაწერს? და წაშლილია თუ არა ეს ინფორმაცია? - ეს კითხვები გამოძიებამ ექსპერტიზას 15 ივლისს გაუგზავნა.

პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებისა და ბორტ-კომპიუტერის ჩანაწერების შინაარსი შაქარაშვილის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები, რომელმაც ინციდენტის ღამეს პატრული გამოიძახა, გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ განხორციელებული ზარი 112-ში, რომლის ჩანაწერიც შსს-მ გამოაქვეყნა, შესაძლოა, არ იყოს ავთენტური. თუმცა, ამ დრომდე, ექსპერტიზა ზარის ავთენტურობასთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე შემთხვევით შეესწრო მცხეთის მაგისტრალზე ჩხუბს, ის ახალგაზრდებს არ იცნობდა და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით მოდიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის ღამეს, მცხეთაში მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს. (წყარო)

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რუსთავში ცოლ-ქმარი თაღლითობისთვის დააკავეს