პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა
"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა

არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ვერ­სი­ას, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი­ვე ძმა­კა­ცებს ეცე­მათ, არა­ვინ გა­ნი­ხი­ლავს. ამის შე­სა­ხებ არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზეც ისა­უბ­რა.

„შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი­ვე მე­გობ­რებ­მა სცე­მეს, იმი­ტომ, რომ მათ ჩხუბ­ში არ მი­ეხ­მა­რა, აშ­ვე­ლებ­და და შემ­დეგ გა­იქ­ცა. რა თქმა უნდა, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ჩემს შვილს ამო­იც­ნობს, ის ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნა­ში იყო, რო­დე­საც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ჩემი შვი­ლი ყვე­ბა, რომ აგა­რაკ­ზე მის­ვლის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და, სხვა ბი­ჭე­ბი გა­იქ­ცნენ და სად გა­იქ­ცნენ, ვერ და­ი­ნა­ხა. გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი უკა­ნა გზა­ზე ნა­ხეს. უყ­ვე­ბო­და, ის ბიჭი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არ იყოო და ნერ­ვი­უ­ლობ­და. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი და­ი­სა­ჯოს, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ოჯახ­მა უნდა იპო­ვოს ის, ვინც მარ­თლა და­ა­შა­ვა”, - გა­ნა­ცხა­და არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში მის­ვლის შემ­დეგ არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ.-ს ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, დღეს ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გური ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უნდა ამო­იც­ნოს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და საქ­მის წარ­მო­ე­ბას­თან "უამ­რა­ვი კი­თხვა აქვთ", მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბას­თან მა­ინც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

"დღეს ტარ­დე­ბა ამოც­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რა, სა­დაც ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უნდა ამო­იც­ნოს ზ.ხ. და გან­ცდა იმი­სა, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მას ვერ ამო­იც­ნობს, არა­ვის არ გვაქვს, იმი­ტომ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 40 დღეა გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც ის შემ­თხვე­ვა მოხ­და. თუმ­ცა, ჩვენ მზად ვართ, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რათა მი­ვი­ღოთ ნე­ბის­მი­ერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­ვუ­წყოთ ხელი გა­მო­ძი­ე­ბას, რომ სრულ­ყო­ფი­ლად წა­რი­მარ­თოს. ამოც­ნო­ბა უნდა მოხ­დეს და­უ­ყო­ნებ­ლივ, დღემ­დე რომ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ვერ ნა­ხავ­და მის ფო­ტო­სუ­რათს და არ იცის რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ამის არა­ვის არ სჯე­რა. ჩვენ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ვე­ცით ექ­სპერ­ტი­ზის­თვის მა­სა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, გა­მო­ი­კი­თხა არას­რულ­წლო­ვა­ნიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის­გან იძუ­ლე­ბით აი­ღეს ეს ჩვე­ნე­ბა. ასე­ვე, მინ­და მივ­მარ­თო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, დრო­უ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოს ის მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც იძა­ლა­და არას­რულ­წლო­ვან­ზე. ჩემ­თვის სა­ეჭ­ვოა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, უამ­რა­ვი კი­თხვე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან,” - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simon
1

ოჰო, ახალი ვერსია საკუთარი შვილის გადასარჩენად.

ნნნ
0

ხო,დააფარე ხელი,მამა ენაცვალოს...ფაქტიც სახეზეა რა შვილის გამზრდელი ხარ. მშობლებსაც უნდა იჭერდნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა

"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ, არავინ განიხილავს. ამის შესახებ არასრულწლოვნის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა.

მან საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე ამოცნობის პროცედურებზეც ისაუბრა.

„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”, - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. როგორც უწყებაში მისვლის შემდეგ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს. მისივე ინფორმაციით, ამოცნობის პროცედურა დაუყონებლივ უნდა ჩატარებულიყო და საქმის წარმოებასთან "უამრავი კითხვა აქვთ", მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიებასთან მაინც თანამშრომლობენ.

"დღეს ტარდება ამოცნობის პროცედურა, სადაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ. და განცდა იმისა, რომ ამირხანაშვილი მას ვერ ამოიცნობს, არავის არ გვაქვს, იმიტომ, რომ დაახლოებით 40 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა მივიღოთ ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შევუწყოთ ხელი გამოძიებას, რომ სრულყოფილად წარიმართოს. ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყონებლივ, დღემდე რომ ამირხანაშვილი ვერ ნახავდა მის ფოტოსურათს და არ იცის როგორ გამოიყურება, ამის არავის არ სჯერა. ჩვენ ნებაყოფლობით მივეცით ექსპერტიზისთვის მასალები გამოძიებას, გამოიკითხა არასრულწლოვანიც, მიუხედავად იმისა, რომ მისგან იძულებით აიღეს ეს ჩვენება. ასევე, მინდა მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დროულად გამოავლინოს ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც იძალადა არასრულწლოვანზე. ჩემთვის საეჭვოა სისხლის სამართლის საქმე, მისი მიმდინარეობა, უამრავი კითხვები გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

"გიორგი რურუას არ შევიწყალებ" - სალომე ზურაბიშვილი

გადაწყვეტილება ცნობილია - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს