მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა
"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

რე­პერ ქა­ნიე უეს­ტი­სა და რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვის, კიმ კარ­და­ში­ა­ნის ოჯახს სკან­და­ლე­ბი არას­დროს აკ­ლდათ, თუმ­ცა ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ამ ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ყო­ვე­ლი­ვე კი, რე­პე­რის აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თვას და მის მიერ გა­კე­თე­ბულ უჩ­ვე­უ­ლო გან­ცხა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

ქა­ნიე უეს­ტმა თქვა, რომ მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გახ­და, კიმ კარ­და­ში­ა­ნი სახ­ლში ჩა­კეტ­ვას უპი­რებ­და. ამავდრო­უ­ლად, რე­პერ­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ ცოლ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ინ­დო­მოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით კი, კიმ კარ­და­ში­ან­მა სა­კი­თხზე უკვე იუ­რის­ტებ­თა­ნაც გა­ი­ა­რა კონ­სულ­ტა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, კარ­და­ში­ან­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ის არა­ფერს ამ­ბობს გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­უბ­რობს ქა­ნიე ვეს­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე და წერს, რომ მის ქმარს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს.

"რო­გორც იცით, ქა­ნი­ეს ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს. ყვე­ლამ, ვი­საც ჰყავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მსგავ­სი დარ­ღვე­ვით, იცის, რო­გო­რი რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია მათი გა­გე­ბა. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის სი­ტყვე­ბიც ზოგ­ჯერ არ ემ­თხვე­ვა მის ზრახ­ვებს“, - ამ­ბობს კიმი.

კარ­და­ში­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ნი­ეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ოჯახ­ზე. მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმი­ტომ არ სა­უბ­რობ­და, რომ ცდი­ლობ­და ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ნი­ეს პი­რა­დი სივ­რცე და­ეც­ვა.

"მაგ­რამ დღეს ვგრძნობ, რომ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო იმი­ტომ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად სტიგ­მად იქ­ცე­ვა და მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია მის შე­სა­ხებ. მან, ვი­საც ეს­მის ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, იცის, რომ ოჯა­ხი უძ­ლუ­რია. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, ან შორს არი­ან ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან, შე­იძ­ლე­ბა გან­სა­ჯონ და ვერ გა­ი­გონ, რამ­დე­ნად ცდი­ლო­ბენ და რამ­დე­ნად არი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩარ­თულ­ნი პრო­ცეს­ში“, - ამ­ბობს კიმი.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ნიე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და, რად­გა­ნაც ის სა­ჯა­რო ფი­გუ­რაა, ხოლო მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

"ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მაგ­რამ რთუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მელ­მაც დიდი ტკი­ვი­ლი გა­მოს­ცა­და დე­დის და­კარ­გვის გამო, შემ­დეგ იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო, რა­მაც გა­ამ­ძაფ­რა მისი ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. ვინც იც­ნობს ქა­ნი­ეს, იცის რო­გო­რი გული აქვს და იგებს მის სი­ტყვებს. ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა არ ამ­ცი­რებს მას და ვერ უშ­ლის ხელს ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში, ვერ უშ­ლის ხელს მის კრე­ა­ტი­ულ იდე­ებს და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად დიდი და მი­უწ­ვდო­მე­ლი ჩანს ისი­ნი“, - ამ­ბობს კიმ კარ­და­ში­ა­ნი.

რე­პე­რი ქა­ნიე უეს­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია და ამ­ბობ­და, რომ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გეგ­მავ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მის­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის დაბ­ნე­უ­ლო­ბა და შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერთი უც­ნა­უ­რი რამ მისი პარ­ტი­ის სა­ხე­ლი იყო, რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, რე­პერ­მა გა­და­წყვი­ტა, პარ­ტი­ის­თვის "და­ბა­დე­ბის დღის პარ­ტია და­ერ­ქმია.“ როცა ჰკი­თხეს, თუ რა­ტომ შე­არ­ჩია ეს სა­ხე­ლი, რე­პერ­მა უპა­სუ­ხა - "როცა ვი­გებთ, ყვე­ლას და­ბა­დე­ბის დღეა.“

რე­პე­რი ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შვი­ლი ჰყავს, მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ლი­ონ დო­ლარს მი­ი­ღებ­და..

კიმი და ქა­ნიე 2014 წელს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს 4 შვი­ლი ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა რე­პე­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვას, მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ტვი­ტერ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"ჩვენ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ამე­რი­კის და­პი­რე­ბა უფ­ლის რწმე­ნით, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და მო­მავ­ლის შე­ნე­ბით. მე კენ­ჭს ვიყ­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად“, - და­წე­რა რე­პერ­მა. მას მა­შინ­ვე გა­მო­უ­ცხა­და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­კულ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა, ელონ მასკმა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­პერ­მა უკვე მოხ­სნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა და თქვა, რომ ეს საქ­მე 2024 წლის­თვის­თვის გა­და­დო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
4

და უკაცრავად პრეზიდენტიბა რომ

უნდა და რომ დაავიწყდეს პრეზიდენტია ვინ შეახსენებს? თქვენ????? 

ნოდარი
7

ამისთანა ხალხი რომ ამერიკაში ,,ვარსკვლავებად'' ითვლებიან, მაგ იმპერიის საქმეც უკან წასულია...ფუფუნებისაგანაც იშლება ხალხი ჭკუიდან, თანაც უიმედოდ.

ავტორი:

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

რეპერ ქანიე უესტისა და რეალითი შოუების ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ოჯახს სკანდალები არასდროს აკლდათ, თუმცა ახლა განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ამ ოჯახის შესახებ. ყოველივე კი, რეპერის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას და მის მიერ გაკეთებულ უჩვეულო განცხადებებს უკავშირდება.

ქანიე უესტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, კიმ კარდაშიანი სახლში ჩაკეტვას უპირებდა. ამავდროულად, რეპერმა არ გამორიცხა, რომ ცოლმა განქორწინება მოინდომოს. აღნიშნული განცხადების შემდეგ, დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა მოსალოდნელი ვარსკვლავური განშორების შესახებ. ზოგიერთი გამოცემის ცნობით კი, კიმ კარდაშიანმა საკითხზე უკვე იურისტებთანაც გაიარა კონსულტაცია.

აღნიშნულის შემდეგ, კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა. ის არაფერს ამბობს განქორწინების შესახებ, თუმცა საუბრობს ქანიე ვესტის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და წერს, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

"როგორც იცით, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი მსგავსი დარღვევით, იცის, როგორი რთული და მტკივნეულია მათი გაგება. ის შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული ადამიანია, რომლის სიტყვებიც ზოგჯერ არ ემთხვევა მის ზრახვებს“, - ამბობს კიმი.

კარდაშიანის განცხადებით, ქანიეს ფსიქიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენს ოჯახზე. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნულ საკითხზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ ცდილობდა ბავშვებისა და ქანიეს პირადი სივრცე დაეცვა.

"მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ამ თემაზე კომენტარი უნდა გავაკეთო იმიტომ, რომ ფსიქიკური პრობლემები ხშირად სტიგმად იქცევა და მცდარი შეხედულებებია მის შესახებ. მან, ვისაც ესმის ფსიქიკური დაავადებების, იცის, რომ ოჯახი უძლურია. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, ან შორს არიან ამ დაავადებისგან, შეიძლება განსაჯონ და ვერ გაიგონ, რამდენად ცდილობენ და რამდენად არიან ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართულნი პროცესში“, - ამბობს კიმი.

მისივე თქმით, ქანიე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგანაც ის საჯარო ფიგურაა, ხოლო მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ძლიერი ემოციებით ნაკარნახევი.

"ის შესანიშნავი, მაგრამ რთული პიროვნებაა, რომელმაც დიდი ტკივილი გამოსცადა დედის დაკარგვის გამო, შემდეგ იზოლაციის პერიოდი იყო, რამაც გაამძაფრა მისი ბიპოლარული აშლილობა. ვინც იცნობს ქანიეს, იცის როგორი გული აქვს და იგებს მის სიტყვებს. ბიპოლარული აშლილობა არ ამცირებს მას და ვერ უშლის ხელს ოცნებების ახდენაში, ვერ უშლის ხელს მის კრეატიულ იდეებს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი და მიუწვდომელი ჩანს ისინი“, - ამბობს კიმ კარდაშიანი.

რეპერი ქანიე უესტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ამბობდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, მისმა საპრეზიდენტო კამპანიამ საზოგადოების ნაწილის დაბნეულობა და შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი უცნაური რამ მისი პარტიის სახელი იყო, როგორც ცნობილი გახდა, რეპერმა გადაწყვიტა, პარტიისთვის "დაბადების დღის პარტია დაერქმია.“ როცა ჰკითხეს, თუ რატომ შეარჩია ეს სახელი, რეპერმა უპასუხა - "როცა ვიგებთ, ყველას დაბადების დღეა.“

რეპერი ასევე ამბობდა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც შვილი ჰყავს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მილიონ დოლარს მიიღებდა..

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 4 შვილი ჰყავს. რაც შეეხება რეპერის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვას, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას "ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით შეატყობინა.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, - დაწერა რეპერმა. მას მაშინვე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა ყველაზე ექსცენტრიკულმა გამომგონებელმა, ელონ მასკმა. აღსანიშნავია, რომ რეპერმა უკვე მოხსნა თავისი კანდიდატურა და თქვა, რომ ეს საქმე 2024 წლისთვისთვის გადადო.

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა