სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?
აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?

“მი­თხრეს და პი­რო­ბა მომ­ცეს, რომ 99% „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში ვიქ­ნე­ბი“ - გა­ნუ­ცხა­და ვებგ­ვერდ Aktual.ge - ს მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერ­მა თე­მურ აბა­ზოვ­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წლე­ვან­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში 41-ე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა. "ვფიქ­რობ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში 41-ზე მეტი დე­პუ­ტა­ტი იქ­ნე­ბა. თუ სა­ბო­ლო­ოდ მოხ­დე­ბა ისე, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ვერ შეძ­ლებს 30-ზე მეტი დე­პუ­ტა­ტის და­სა­ხე­ლე­ბას, მა­შინ, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს. მაგ­რამ, რად­გან, ახლა ფიქ­რო­ბენ, რომ 40-ზე მეტი დე­პუ­ტა­ტი მი­ი­ღებს მან­დატს, მე 41-ე ად­გი­ლი მო­მა­ნი­ჭეს“, - გა­ნა­ცხა­და აბა­ზოვ­მა.

მან palitranews - სთან სა­უ­ბარ­შიც და­ადსტუ­რა იგი­ვე, მისი თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან მი­ი­ღო და და­თან­ხმდა.

მარ­ნე­უ­ლის მერი, თე­მურ აბა­ზო­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას მერე მო­ექ­ცა, რაც 2018 წლის ივ­ნის­ში მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო...

2018 წლის 12 ივ­ნისს, სტუ­დია "მო­ნი­ტორ­მა" ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მარ­ნე­უ­ლის მერს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" სი­უ­ჟე­ტი­დან გა­ვი­გეთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ პირ­ზე ზე­წო­ლა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლობ­რივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მარ­ნე­უ­ლის მერ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სტუ­დია "მო­ნი­ტორ­თან" თე­მურ აბა­ზოვ­მა ამ­გვა­რი რამ უარ­ყო, მე­ტიც, გა­ნა­ცხა­და, - ვი­დეო ნა­ნა­ხიც კი მაქ­ვსო...

სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა. აბა­ზოვ­თან ერ­თად საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და პარ­ლა­მენ­ტა­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მას მერე, რაც ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევ­მა თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუ­კის“ ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას თე­მურ აბა­ზო­ვის მე­უღ­ლეს მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ის ჯერ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მარ­ნე­უ­ლის ოფის­ში და­ი­ბა­რეს და სცე­მეს, შემ­დეგ კი წა­იყ­ვა­ნეს მარ­ნე­ულ­ში­ვე, ე.წ. "ჟეჟე­ბეს" რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მათ ელო­დათ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი თე­მურ აბა­ზო­ვი. მის­ვლის­თა­ნა­ვე თე­მურ აბა­ზოვ­მა ელ­ჩინ ალახ­ვერ­დი­ევს შე­ა­ფურ­თხა სა­ხე­ში და მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შემ­დეგ აი­ძუ­ლა ჩარ­თუ­ლი­ყო "ფე­ის­ბუ­კის" პირ­და­პირ ეთერ­ში, მო­ე­ხა­და ბო­დი­ში და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის, ბო­ლოს კი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა თე­მურ აბა­ზოვ­მა ძა­ლა­დო­ბით, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის მუ­ქა­რით, ლჩინ ალახ­ვერ­დი­ე­ვი აი­ძუ­ლა მო­ე­შარ­და ჭი­ქა­ში და შარ­დით მო­ე­ბა­ნა სახე.

თე­მურ აბა­ზო­ვი და­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 1443 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით ის­ჯე­ბა, მაგ­რამ...

შე­მე­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და:

აბა­ზოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, რაც რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას მე­რეც ძა­ლა­ში და­ტო­ვა, რაც აბა­ზოვ­მა შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა იგი­ვე რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აბა­ზო­ვი 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2019 წლის მარ­ტში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აბა­ზო­ვი ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა, რის შე­სა­ხე­ბაც მარ­ნე­უ­ლის ექსმე­რი აცხა­დებ­და, - თუ უნ­დათ ჩათ­ვა­ლონ, რომ სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა მქონ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, მე ამა­ზე პრობ­ლე­მა არ მაქ­ვსო...

აბა­ზო­ვი ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ ის ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი იყო ოპო­ზი­ცი­ი­სათ­ვის, მისი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ეში­ნო­დაც და პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს.

2020 წლის 12 თე­ბერ­ვალს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მე­რის თე­მურ აბა­ზო­ვის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო­ზე ვერ წა­რად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მე­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა დას­ტურ­დე­ბო­და, ანუ სა­ბო­ლო­ოდ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­დათ­ქვა (ან გა­და­ათ­ქმე­ვი­ნეს) მას­ზე ზე­წო­ლის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­ბა­ვი.

ვინ არის თე­მურ აბა­ზო­ვი და რა აკავ­ში­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან?

აბა­ზო­ვის იფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, ის 1981 წელს და­ი­ბა­და. 2003 წელს და­უს­წრებ­ლად და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია, ამა­ვე წელს და­ამ­თავ­რა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­აც ან­კა­რა­ში.

2004 წელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბი­სას, მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა სამ­მარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა ინ­სპექ­ტო­რად;

2005 წელს კი სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს მთა­ვა­რი სამმრთვე­ლოს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რად და­საქმდა;

2005 წელს იყო შპს JTI-ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში;

2006 წელს იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­კად­რო სა­კი­თხთა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი;

2006-2007 წლებ­ში იყო თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში "ANADOLU"-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში;

ამ ბი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით მისი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გზე­ბი 2011 წელს გა­და­იკ­ვე­თა, რო­დე­საც აბა­ზო­ვი ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნია "ელი­ტა ბურ­ჯში" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­საქმდა, სა­დაც 2015 წლამ­დე მუ­შა­ობ­და. ამავდრო­უ­ლად, 2012 წელს იყო შპს "გლო­ბალ კონ­ტაქტ კონ­სალ­ტინ­გის" პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნა­შემ­წე და სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი;

2013 წლი­დან კი უკვე პო­ლი­ტი­კა­ში ჩნდე­ბა და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მარ­ნე­უ­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რედ ნიშ­ნა­ვენ;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2017 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მარ­ნე­უ­ლი მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნი­ლი ამი­რან გი­ორ­გა­ძე თე­ი­მუ­რაზ აბა­ზო­ვით ისე შეც­ვა­ლა, თა­ვად ამი­რან გი­ორ­გა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან გა­ი­გო.

ბი­ოგ­რა­ფი­შია არ­სად წე­რია, მაგ­რამ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ აბა­ზო­ვი ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და, რა დრო­საც ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის მთელ ოჯახს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­და, დღემ­დე მე­გობ­რობს ბე­რას­თან. ამას­თან­ვე, და­მე­გობ­რდნენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და აბა­ზო­ვის ცო­ლე­ბიც - ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე და ელი­ნა აბა­ზო­ვი. რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო იუ­წყე­ბა, მათი და­ქა­ლო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, იმას, რომ სკან­და­ლუ­რად ცნო­ბი­ლი აბა­ზო­ვის პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ნი­მა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს უნდა უმად­ლო­დეს. რო­გორც ჩანს, მარ­ტი­ვია ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც შენი ცო­ლის და­ქა­ლი მთლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
6

ესენი დაგვცინიან

rasa
18

ეს ხალხიღა შერჩათ და მაგიტომ. წიგნი ვისაც ქონდა გადაშლილი და საკუთარი გამდიდრების გარდა რამის ჯეროდა - ეგენი წავიდნენ ოცნებიდან (და აღარც არიან)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?

“მითხრეს და პირობა მომცეს, რომ 99% „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ვიქნები“ - განუცხადა ვებგვერდ Aktual.ge - ს მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა. მისივე განცხადებით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ე ადგილზე იქნება. "ვფიქრობ, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ზე მეტი დეპუტატი იქნება. თუ საბოლოოდ მოხდება ისე, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს 30-ზე მეტი დეპუტატის დასახელებას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ცვლილებები მოხდეს. მაგრამ, რადგან, ახლა ფიქრობენ, რომ 40-ზე მეტი დეპუტატი მიიღებს მანდატს, მე 41-ე ადგილი მომანიჭეს“, - განაცხადა აბაზოვმა.

მან palitranews - სთან საუბარშიც დაადსტურა იგივე, მისი თქმით, შეთავაზება მმართველი პარტიისგან მიიღო და დათანხმდა.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც 2018 წლის ივნისში მისი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ყველაფერი ასე დაიწყო...

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია "მონიტორმა" ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტიდან გავიგეთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს. სტუდია "მონიტორთან" თემურ აბაზოვმა ამგვარი რამ უარყო, მეტიც, განაცხადა, - ვიდეო ნანახიც კი მაქვსო...

სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. აბაზოვთან ერთად საქმეში ფიგურირებდა პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი.

პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ მას მერე, რაც ელჩინ ალახვერდიევმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ვიდეოჩართვისას თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ის ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში დაიბარეს და სცემეს, შემდეგ კი წაიყვანეს მარნეულშივე, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარედ, სადაც მათ ელოდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ლჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავეს საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ...

შემედეგ მოვლენები ასე განვითარდა:

აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას მერეც ძალაში დატოვა, რაც აბაზოვმა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვა მოითხოვა. თუმცა იგივე რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა.

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაზოვი ივანიშვილს შეხვდა, რის შესახებაც მარნეულის ექსმერი აცხადებდა, - თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მე ამაზე პრობლემა არ მაქვსო...

აბაზოვი ასევე აცხადებდა, რომ ის ყოველთვის სერიოზული კონკურენტი იყო ოპოზიციისათვის, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეშინოდაც და პროვოკაცია მოუწყვეს.

2020 წლის 12 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა, ანუ საბოლოოდ დაზარალებულმა გადათქვა (ან გადაათქმევინეს) მასზე ზეწოლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ამბავი.

ვინ არის თემურ აბაზოვი და რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან?

აბაზოვის იფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის 1981 წელს დაიბადა. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია, ამავე წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემიაც ანკარაში.

2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად;

2005 წელს კი სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმრთველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად დასაქმდა;

2005 წელს იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

2006 წელს იყო საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი;

2006-2007 წლებში იყო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში "ANADOLU"-ს წარმომადგენელი საქართველოში;

ამ ბიოგრაფიის მიხედვით მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები 2011 წელს გადაიკვეთა, როდესაც აბაზოვი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის უფროსად დასაქმდა, სადაც 2015 წლამდე მუშაობდა. ამავდროულად, 2012 წელს იყო შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წლიდან კი უკვე პოლიტიკაში ჩნდება და კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარედ ნიშნავენ;

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "ქართულმა ოცნებამ" მარნეული მერობის კანდიდატად წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით ისე შეცვალა, თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო.

ბიოგრაფიშია არსად წერია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ აბაზოვი ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა, რა დროსაც ივანიშვილების მთელ ოჯახს განსაკუთრებულად დაუახლოვდა, დღემდე მეგობრობს ბერასთან. ამასთანვე, დამეგობრდნენ ივანიშვილისა და აბაზოვის ცოლებიც - ეკატერინე ხვედელიძე და ელინა აბაზოვი. როგორც ჩვენი წყარო იუწყება, მათი დაქალობა დღემდე გრძელდება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმას, რომ სკანდალურად ცნობილი აბაზოვის პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობენ, ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს. როგორც ჩანს, მარტივია ცხოვრება, როდესაც შენი ცოლის დაქალი მთლად ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - კონგრესმენების სკანდალური წერილი; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მე-2 ტალღის შესახებ