პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი, რო­მელ­საც უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნა ქარ­თუ­ლად აუს­რუ­ლეს, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია მე­თი­უს შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ქარ­თვე­ლებს თხოვ­ნით მი­მათა, რომ მი­სიი მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­კე­თე­ბა სურ­და და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან რჩე­ვე­ბი ითხო­ვა.

მე­თი­უს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც წე­რენ: "წუ­ხელ, ოჰა­ი­ოს შტატ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, მე­თიუ გარ­და­იც­ვა­ლა, ერ­თწ­ლი­ა­ნი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნა მე­თი­უმ. ბო­ლოს კი ვე­რა­გი ავად­მყო­ფო­ბა მო­ე­რია. გახ­სოვთ, როცა მთე­ლი ოჰა­ი­ოს ქარ­თვე­ლო­ბა ფეხ­ზე დად­გა და უნ­დო­დათ ქარ­თუ­ლი სუფ­რის გაშ­ლა მე­თი­უს­თვის?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ მზა­რე­უ­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა სახ­ლში და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სუფ­რა გა­უ­შა­ლეს მე­თი­უს.ვუ­სამ­ძიმ­რებთ მე­თი­უს ოჯახს, მე­გობ­რებს და ყვე­ლას, ვინც იც­ნობ­და ამ ნა­თელ ახალ­გაზ­რდას" - წერს თინა ბე­დი­აშ­ვი­ლი ჯგუფ­ში "ჩვენ ამე­რი­კა­ში", სა­დაც სწო­რედ აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, მე­თიუ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც მის შე­სა­ხებ Spend 4 Seasons in Georgia-ს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­ი­წე­რა. მე­თი­უს, რო­მე­ლიც ოჰა­ი­ო­ში ცხოვ­რობ­და, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია ჰქონ­და და ექი­მებ­მა მას სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 2 თვე გა­ნუ­სა­ზღვრეს.

მე­თი­უს ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლი იყო კი­დევ ერთხელ გა­ე­სინ­ჯა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი. მე­თი­უს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ახდა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით - ელჩმა, და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­თი­უს სახ­ლში მზა­რე­უ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მას წე­რი­ლიც მის­წე­რა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sofo
0

აცხონოს უფალმა, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. 

ნატალი
0

ყოჩაღ საქართველოს საელჩოს! რომ მეთიუს უკანასკნელი თხოვნა შეუსრულეს! ძალიან შემეცოდა, ნათელში იყავი მეთიუ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა. ინფორმაცია მეთიუს შესახებ სოციალურ ქსელში ფილიპ კოვალსკიმ გაავრცელა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ქართველებს თხოვნით მიმათა, რომ მისიი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული სუფრის გაკეთება სურდა და ინტერნეტმომხმარებლებისგან რჩევები ითხოვა.

მეთიუს გარდაცვალების შესახებ ქართველი ემიგრანტებიც წერენ: "წუხელ, ოჰაიოს შტატში, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა ბიჭი, მეთიუ გარდაიცვალა, ერთწლიანი ტანჯვა გადაიტანა მეთიუმ. ბოლოს კი ვერაგი ავადმყოფობა მოერია. გახსოვთ, როცა მთელი ოჰაიოს ქართველობა ფეხზე დადგა და უნდოდათ ქართული სუფრის გაშლა მეთიუსთვის?

საქართველოს საელჩომ მზარეული გამოუგზავნა სახლში და შესანიშნავი სუფრა გაუშალეს მეთიუს.ვუსამძიმრებთ მეთიუს ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც იცნობდა ამ ნათელ ახალგაზრდას" - წერს თინა ბედიაშვილი ჯგუფში "ჩვენ ამერიკაში", სადაც სწორედ აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები არიან გაერთიანებული.

ცნობისთვის, მეთიუ საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო, როდესაც მის შესახებ Spend 4 Seasons in Georgia-ს "ფეისბუქის" გვერდზე დაიწერა. მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობდა, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს.

მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილი იყო კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები. მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით - ელჩმა, დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში მზარეულები გაუგზავნა და მას წერილიც მისწერა.

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

"ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ ბიუროში?

ისტორიკოსი, რომელმაც სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილები იპოვა, პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს