ავღანელი მოზარდი გოგონა გასულ კვირას სოციალური ქსელების ვარსკვლავად და საზოგადოების განხილვის მთავარ საგნად იქცა. ადამიანებმა მისი ქმედება გმირულად მიიჩნიეს. საქმე ისაა, რომ გოგონამ შური იძია "თალიბანის" მებრძოლებზე, რომლებმაც მას მშობლები დაუხოცეს. ამის შესახებ BBC წერს,
შემთხვევა გასულ კვირას, ავღანეთის გორის პროვინციის სოფელ გერივეშში მოხდა.
სოფელს "თალიბანის: 40 მებრძოლი დაესხა თავს, სადაც მოზარდი გოგონა, ქამარ გული თავის მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. "თალიბანი" თავდაპირველად გოგონას სახლში შეიჭრა, რადგანაც მისი მამა ხელისუფლების მხარდამჭერი იყო და დაჯგუფების მოქმედებებს აკრიტიკებდა.
თავდამსხმელებმა ჯერ სცემეს გოგონას მშობლები, ხოლო შემდეგ, ორივე მათგანი მოკლეს. ამ დროს მამაცი მოზარდი ქამარ გული არ დაიბნა, მან მამის იარაღი აიღო და ცეცხლი გახსნა. ორი თავდამსხმელი მოკლა, ხოლო სამი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის აგრძელებდა ბრძოლას და წინააღმდეგობას უწევდა თალიბანს მანამდე, სანამ სოფლის მცხოვრებნი, ასევე პროსახელისუფლებო ძალები არ მივიდნენ და ერთობლივი ძალისხმევით თავდამსხმელები არ გაყარეს.
ოფიციალური პირების ცნობით, მათ ზუსტად არ იციან გოგონას ასაკი, თუმცა ვარაუდობენ, რომ 15 წლისაა. აღსანიშნავია, რომ სანამ შურს იძიებდა და ცეცხლს გახსნიდა, გულმა უმცროსი ძმა უსაფრთხო ადგილას გადამალა.
ფოტო, რომელზეც გოგონა იარაღით ხელშია აღბეჭდილი, ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
თაყვანისცემა მის გამბედაობას
ჩვენ ვიცით, რომ მშობლები შეუცვლელები არიან, მაგრამ შენი შურისძიება სიმშვიდეს მოგიტანს - წერენ ფეისბუქში.
გოგონა და მისი უმცროსი ძმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ისინი ახლა ავღანეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ არიან.
აღსანიშნავია, რომ თალიბანმა აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოაწერა ხელი, მაგრამ დაჯგუფების წევრების უმეტესობა აგრძელებს ავღანეთის პროვინციებში ძალადობრივ მოქმედებებს.
სახეზე დააკვირდით თალიბანის წევრებს, რაიმე განსხვავებას, თუ ხედავთ ჩვენ ამაყ და ხალხზე მზრუნველ დეპუტატებს და მათ შორის?
ერთი ეგეთი გოგო გვჭირდება, უნდა შევაგდოთ პარლამენტში და კარები გამოუკეტოთ. მერე? მერე იქნება გვეშველოს რამე...თორემ ეეეხ, ადადან და ბაბადან სულ ესე არის...
ერთი ნატვრა გვაქვს მარადიული,
მსროლელი გვინდა, განა ტყიური.
პიროვნება თალიბანი