მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო
„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა“ სა­ფეხ­ბურ­თო ტრა­დი­ცია აღად­გი­ნა და ჭი­ა­თუ­რა­ში ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბის სე­რია და­ი­წყო. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და „ფაბ­რი­კა 25“-ის მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რა გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ან­გა­რი­ში 3:3 გახ­და, თუმ­ცა და­მა­ტე­ბით დრო­ში „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა“ კი­დევ ერთი გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლო და მატ­ჩი 4:3 დას­რულ­და.

გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს გარ­და­მა­ვა­ლი თასი გა­და­ე­ცა, სიმ­ბო­ლუ­რი დიპ­ლო­მე­ბი კი სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმელ ზაალ ფხა­ლა­ძეს და მე­კა­რე რეზო გამ­ყრე­ლი­ძეს.

„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ, ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ რე­გი­ონ­ში, არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ამ­ხა­ნა­გურ მატ­ჩებს სის­ტე­მა­ტუ­რად მარ­თავ­დნენ. ეს ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში და­ი­კარ­გა და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა“ დღეს ის გა­ნა­ახ­ლა. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ვფიქ­რობ, რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რდებს ახლა ეს სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბათ.

ამავდრო­უ­ლად, მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს სტა­დი­ო­ნი, სა­დაც დღეს ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი ჩა­ტარ­და, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გან­ვა­ახ­ლეთ. ამ­ჟა­მად „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ სხვა მო­ედ­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­საც ახორ­ცი­ე­ლებს.

ვფიქ­რობთ, წელს, ჯამ­ში, ჩვენს მიერ ჭი­ა­თუ­რა­ში 4 სტა­დი­ო­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა მოხ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და სწო­რედ მათი თა­ნად­გო­მით, მათ­თან ერ­თად ვგეგ­მავთ გან­ვა­ვი­თა­როთ ქუ­ჩის ფეხ­ბურ­თი, სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი... ყვე­ლა იმ პრო­ექტს და­ვუ­ჭერთ მხარს, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვას ხელს შე­უ­წყობს“,- აღ­ნიშ­ნა „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ დი­რექ­ტორ­მა მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის შემ­დე­გი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი სამ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა კომპანიის თანამშრომლებსა და „ფაბრიკა 25“-ის მოსახლეობას შორის გაიმართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, ანგარიში 3:3 გახდა, თუმცა დამატებით დროში „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და მატჩი 4:3 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, სიმბოლური დიპლომები კი საუკეთესო თავდამსხმელ ზაალ ფხალაძეს და მეკარე რეზო გამყრელიძეს.

„წლების განმავლობაში, აქ, ამ არაჩვეულებრივ რეგიონში, არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად ამხანაგურ მატჩებს სისტემატურად მართავდნენ. ეს ძალიან კარგი ტრადიცია, სამწუხაროდ, ბოლო წლებში დაიკარგა და მოხარული ვარ, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს ის განაახლა. ასეთი აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რეგიონის ახალგაზრდებს ახლა ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სტადიონი, სადაც დღეს ამხანაგური მატჩი ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ განვაახლეთ. ამჟამად „ჯორჯიან მანგანეზი“ სხვა მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს.

ვფიქრობთ, წელს, ჯამში, ჩვენს მიერ ჭიათურაში 4 სტადიონის კეთილმოწყობა მოხდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ მათი თანადგომით, მათთან ერთად ვგეგმავთ განვავითაროთ ქუჩის ფეხბურთი, სპორტის სხვა სახეობები... ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შემდეგი ამხანაგური მატჩი სამ კვირაში გაიმართება.

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის

"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ

მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე