პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად
12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბა­თუმ­ში ხართ და არ იცით სად გა­და­ი­ღოთ ფო­ტო­ე­ბი? გვეს­მის. ზღვის, ტბის და მწვა­ნე ბულ­ვა­რის რამ­დე­ნი­მე­კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბი გა­მო­დის, არა­და, ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ არამ­ხო­ლოდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, არა­მედ ბა­თუმ­ში სე­ირ­ნობთ, სა­ჭი­როა. ამი­ტო­მაც გაჩ­ვე­ნებთ ად­გი­ლებს, სა­დაც ისე გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ასო­ბით, ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა რომ ექ­ნე­ბა ფე­ის­ბუქ­სა და ინ­სტაგ­რამ­ზე თქვენს ფო­ტო­ებს.

ფოტო კუ­პა­ტას­თან

კუ­პა­ტა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ძაღ­ლია ბა­თუ­მი­დან. თეთ­რი, შავ­ყუ­რა ძაღ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის შე­სას­ვლელ­თან, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის ზებ­რა­ზე აცი­ლებს ბავ­შვებს და ყე­ფით აჩე­რებს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ბავ­შვე­ბი რომ უსაფრ­თხოდ გა­და­იყ­ვა­ნოს. კუ­პა­ტა ყვე­ლამ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­და­ი­ღეს და გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ჩანს რო­გორ მი­ა­ცი­ლებს ის პა­ტა­რებს. ცოტა ხნის წინ კი კუ­პა­ტა მე­მედ აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, შე­ნო­ბის კე­დელ­ზე და­ხა­ტეს.

ამ ად­გი­ლას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფოტო გა­მო­დის, შე­გიძ­ლი­ათ სელ­ფიც სცა­დოთ. ჩანს კუ­პა­ტა კე­დელ­ზე და აბა­ში­ძის ქუჩა. მას შემ­დეგ რაც აქ გა­და­ი­ღებთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით ნამ­დვი­ლი კუ­პა­ტაც შეგ­ხვდე­ბათ და და­მა­ტე­ბით, მას­თა­ნაც შე­გიძ­ლი­ათ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა.

ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მი

სელ­ფი წყლი­დან ჰა­ერ­ში „აფ­რე­ნი­ლი“ დელ­ფი­ნის ფონ­ზე თქვენს ფო­ტო­გა­ლე­რე­ა­ში სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­ჭერს. გირ­ჩევთ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ, ეწ­ვი­ეთ ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმს, შოუს და­ეს­წა­რით და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ღეთ ფო­ტო­ე­ბი.

მფრი­ნა­ვი ქა­ლის ძეგლი

კი­დევ ერთი კარ­გი ად­გი­ლი ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის შე­სას­ვლე­ლია, მფრი­ნა­ვი ქა­ლის ძეგლ­თან.

ბა­თუმ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეს ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძის ძეგლია, პირ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი ქა­ლის აჭა­რი­დან, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, საც­დე­ლი ფრე­ნი­სას, ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ღუ­პა 24 წლის ასაკ­ში. ბა­თუმ­ში მისი სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ცაა.

ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს პირ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი ქა­ლის ქან­და­კე­ბა, ყვე­ლა იღებ­დეს მას­თან თითო ფო­ტოს კარგ ამინ­დში, როცა ეს ქათ­ქა­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს ფო­ტო­ებ­ზე ლურ­ჯი ცის ფონ­ზე.

ევ­რო­პის მო­ე­და­ნი

შე­უძ­ლე­ბე­ლია ბა­თუმ­ში იყო და არ გა­და­ი­ღო ფოტო ევ­რო­პის მო­ედ­ნის ფონ­ზე.

აქ სულ ჟრი­ა­მუ­ლია, ბავ­შვე­ბი ვე­ლო­სი­პე­დე­ბით, სკე­ი­ტით დაქ­რი­ან, შად­რე­ვან­ში წუ­წა­ო­ბენ, უფ­რო­სე­ბი იქვე ის­ვე­ნე­ბენ, აქ­ვეა #1 აფ­თი­ა­ქის ძვე­ლი შე­ნო­ბა, მაკ­დო­ნალდსი და მე­დე­ას ძეგლი. წარ­სულ­ში მა­რი­ას, ახლა კი მე­მედ აბა­ში­ძის გამ­ზი­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ავ­თენ­ტუ­რად შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქუ­ჩაა ბა­თუმ­ში.

ალი და ნინო

შე­რი­გე­ბე­ბი, და­შო­რე­ბე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი და შორს წას­ვლე­ბი... ალი და ნი­ნოს ქან­და­კე­ბა ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სიყ­ვა­რუ­ლი - ამ ყვე­ლაფ­რის­გან შედ­გე­ბა.

ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კის, თა­მარ კვე­სი­ტა­ძის მო­ბი­ლუ­რი ქან­და­კე­ბა ბულ­ვა­რი­სა და პორ­ტის სი­ახ­ლო­ვეს დგას. ალი და ნინო აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ავ­ტო­რის, ყურ­ბან სა­ი­დის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან: ნა­წარ­მო­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი-მუს­ლი­მი ალი ხან შირ­ვან­ში­რი­სა და ქარ­თვე­ლი ნინო ყი­ფი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა მო­თხრო­ბი­ლი, მოქ­მე­დე­ბა კი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა კავ­კა­სი­ა­სა და ირან­ში.

ფოტო ამ ად­გი­ლას თქვენს მე­გობ­რებს აჩ­ვე­ნებს, რომ ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებთ, ხოლო თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, ალის და ნი­ნოს ფონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რი გზავ­ნი­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, გა­აჩ­ნია, რო­გორ გა­და­ი­ღებთ წყვილს, ერ­თად თუ და­შო­რე­ბის მო­მენ­ტში.

დ’ალ­ფონ­სის ძეგლი

ძველ ბულ­ვარ­ში, სა­პა­ტიო ად­გილ­ზე, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ად­გი­ლას ცი­ლინ­დრი­ა­ნი და ტროს­ტი­ა­ნი კა­ცის ქან­და­კე­ბა დგას, უფრო სწო­რად ზის და გვერ­დით, მრგვალ მა­გი­დას­თან მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თვი­სა­ცაა ად­გი­ლი, გე­გო­ნე­ბათ, ფო­ტოს­თი­საა გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ეს კაცი მი­ხე­ილ დ’ალ­ფონ­სია, ცნო­ბი­ლი ფრან­გი მე­ბა­ღე, რომ­ლის წვლი­ლიც ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში ფას­და­უ­დე­ბე­ლია. ერთ დროს გა­უ­ვა­ლი ზღვის­პი­რე­თი დ’ალ­ფონსმა წალ­კო­ტად აქ­ცია, ჩა­მო­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი ეგ­ზო­ტიკ­რი მცე­ნა­რე, ქა­ლაქს მე­ბა­ღის სა­ხე­ლი დღემ­დე ახ­სოვს.

კო­ლო­ნა­დე­ბი

ბულ­ვა­რის თეთ­რი კო­ლო­ნა­დე­ბი ქა­ლა­ქის ერ­თგვა­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. კო­ლო­ნა­დე­ბის პრო­ექ­ტი 1930 წელს, მაქ­სიმ გორ­კის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­უ­ტა­ნია იტა­ლი­ი­დან ბა­თუ­მელ ექიმ ივა­ნე მჭედ­ლი­ძეს, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს კი აწარ­მო­ებ­და სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ბოგ­დან კი­რა­კო­სი­ა­ნი.

კო­ლო­ნა­და აიგო 1934 წელს, რა­ზეც იქვე გა­კე­თე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კუ­რი წარ­წე­რა მიგვნიშ­ნებს. აქე­დან მო­ჩანს მწყობრ, თა­ნაბ­რად გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ზღვის ხედი და იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ძვე­ლი ფო­ტოც, ბულ­ვა­რის კო­ლო­ნა­დებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი. არც თქვენ გა­მო­ტო­ვოთ ეს ად­გი­ლი - თეთ­რი კო­ლო­ნა­დე­ბი, პალ­მა, ცისა და ზღვის შეხ­ვედ­რა ჰო­რი­ზონტზე და თქვენ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე!

სთრი­თარ­ტი ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კე­დელ­ზე

ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას ჩვე­ნი შეხ­სე­ნე­ბის გა­რე­შეც გა­და­ი­ღებთ ალ­ბათ ფო­ტო­ებს ზღვის პი­რას, მაგ­რამ ზღვა­ში გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ნაკ­ლე­ბი შან­სია წყალ­გამ­ძლე სმარ­ტფო­ნი გქონ­დეთ.

გთა­ვა­ზობთ, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის უზარ­მა­ზარ კე­დელ­ზე და­ხა­ტულ ამ გო­გოს­თან ერ­თად გა­და­ი­ღოთ მშვე­ნი­ე­რი კად­რე­ბი.

ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ შე­ის­წავ­ლოს ვინ­მემ, ეს ად­გი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა ათე­ულ­ში.

ძვე­ლი კარი ბა­თუ­მის ძველ უბან­ში

ეს ტი­პუ­რი, ბა­თუ­მუ­რი სახ­ლის ძვე­ლი კა­რია ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნი­დან. ასე­თებს მხო­ლოდ ქა­ლა­ქის ძველ ნა­წილ­ში შეხ­ვდე­ბით და სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია. რა თქმა უნდა, ბა­თუმ­ში რომ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ნიშ­ნეთ.

„რვა­ფე­ხა"

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში კაფე „ფან­ტა­ზია“, რო­მელ­საც „რვა­ფე­ხა­საც“ ეძა­ხი­ან, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან დგას. ზღვის სამ­ყა­როს ამ­სა­ხე­ვე­ლი, მო­ზა­ი­კით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ფე­რა­დი ნა­გე­ბო­ბა არ­ქი­ტექ­ტორ გი­ორ­გი ჩა­ხა­ვა­სა და მხატ­ვარ ზუ­რაბ კა­პა­ნა­ძის ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

„რვა­ფე­ხა" ბრძო­ლის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბა­თუ­მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. 2014 წელს კაფე „ფან­ტა­ზი­ას" დან­გრე­ვას უპი­რებ­დნენ, სას­ტუმ­რო ჰილ­ტონს მის ნაც­ვლად ორი აუზი უნდა მო­ე­წყო. ბა­თუ­მე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დამ­ცვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გია, რომ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ეს ზღაპ­რუ­ლი შე­ნო­ბა ისევ დგას. აქ სა­ღა­მო­ო­ბით შად­რევ­ნე­ბიც ირ­თვე­ბა და ზუს­ტად ისე­ვე მო­გარ­თმე­ვენ სამ­ფე­ხა, მო­ვერ­ცხლი­ლი სა­ნა­ყი­ნით ნა­ყინს, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში, 20, 25 წლის წინ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა "რვა­ფე­ხას­თან" ერთი ფოტო არ გქონ­დეთ?

„მე შენ მიყ­ვარ­ხარ"

ვინ­მეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­მარ­თე­ბა ეს სი­ტყვე­ბი, არ და­ა­ხა­ნოთ და გა­ე­შუ­რეთ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის №13-ში სა­დაც კე­დე­ლი დაგ­ხვდე­ბათ უამ­რავ­ჯერ მი­წე­რი­ლი ფრა­ზით „მე შენ მიყ­ვარ­ხარ", თუ ასე­თი არა­ვი­ნაა ირ­გვლივ ვი­საც მსგავს ფო­ტოს გა­უგ­ზავ­ნი­დით, გირ­ჩევთ მა­ინც გქონ­დეთ სად­მე სმარ­ტფონ­ში მსგავ­სი კად­რი, რა იცით რო­დის რა მოხ­დე­ბა.

და­ი­სი ზღვა­ზე

ფოტო და­ი­სის ფონ­ზე თით­ქმის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ციფ­რულ ფო­ტო­გა­ლე­რე­ა­შია, ვი­საც ერთხელ მა­ინც და­უს­ვე­ნია ზღვა­ზე. და რა­ტო­მაც არა? ფოტო აჩ­ვე­ნებს, რომ ზღვა­ზე ის­ვე­ნებთ, გა­რუ­ჯუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ხართ, ამ სა­ღა­მოს მშვე­ნი­ე­რი გეგ­მე­ბი გაქვთ, ახლა კი ზღვა­ზე მზის ჩას­ვლის ცქე­რით ტკბე­ბით.

რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ ისე დად­გეთ, თით­ქოს მზე „ხელ­ში გი­ჭი­რავთ“

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბათუმში ხართ და არ იცით სად გადაიღოთ ფოტოები? გვესმის. ზღვის, ტბის და მწვანე ბულვარის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ბევრი ადგილია, სადაც საუკეთესო კადრები გამოდის, არადა, ფოტოები, რომელიც აჩვენებს, რომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებით, არამედ ბათუმში სეირნობთ, საჭიროა. ამიტომაც გაჩვენებთ ადგილებს, სადაც ისე გადაღება შეიძლება, ასობით, ათასობით მოწონება რომ ექნება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებს.

ფოტო კუპატასთან

კუპატა მსოფლიოში ცნობილი ძაღლია ბათუმიდან. თეთრი, შავყურა ძაღლი ცენტრალური პარკის შესასვლელთან, მელიქიშვილის ქუჩის ზებრაზე აცილებს ბავშვებს და ყეფით აჩერებს ავტომობილებს, ბავშვები რომ უსაფრთხოდ გადაიყვანოს. კუპატა ყველამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ვიდეოკადრები გადაიღეს და გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ მიაცილებს ის პატარებს. ცოტა ხნის წინ კი კუპატა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, შენობის კედელზე დახატეს.

ამ ადგილას შესანიშნავი ფოტო გამოდის, შეგიძლიათ სელფიც სცადოთ. ჩანს კუპატა კედელზე და აბაშიძის ქუჩა. მას შემდეგ რაც აქ გადაიღებთ, დიდი ალბათობით ნამდვილი კუპატაც შეგხვდებათ და დამატებით, მასთანაც შეგიძლიათ ფოტოს გადაღება.

ბათუმის დელფინარიუმი

სელფი წყლიდან ჰაერში „აფრენილი“ დელფინის ფონზე თქვენს ფოტოგალერეაში საპატიო ადგილს დაიჭერს. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, ეწვიეთ ბათუმის დელფინარიუმს, შოუს დაესწარით და აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები.

მფრინავი ქალის ძეგლი

კიდევ ერთი კარგი ადგილი ფოტოს გადასაღებად ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელია, მფრინავი ქალის ძეგლთან.

ბათუმში ამბობენ, რომ ეს ფადიკო გოგიტიძის ძეგლია, პირველი მფრინავი ქალის აჭარიდან, რომელიც ბათუმში, საცდელი ფრენისას, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაიღუპა 24 წლის ასაკში. ბათუმში მისი სახელობის ქუჩაცაა.

ნამდვილად იმსახურებს პირველი მფრინავი ქალის ქანდაკება, ყველა იღებდეს მასთან თითო ფოტოს კარგ ამინდში, როცა ეს ქათქათა გამოსახულება ძალიან კარგად ჩანს ფოტოებზე ლურჯი ცის ფონზე.

ევროპის მოედანი

შეუძლებელია ბათუმში იყო და არ გადაიღო ფოტო ევროპის მოედნის ფონზე.

აქ სულ ჟრიამულია, ბავშვები ველოსიპედებით, სკეიტით დაქრიან, შადრევანში წუწაობენ, უფროსები იქვე ისვენებენ, აქვეა #1 აფთიაქის ძველი შენობა, მაკდონალდსი და მედეას ძეგლი. წარსულში მარიას, ახლა კი მემედ აბაშიძის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ავთენტურად შემორჩენილი ქუჩაა ბათუმში.

ალი და ნინო

შერიგებები, დაშორებები, შეხვედრები და შორს წასვლები... ალი და ნინოს ქანდაკება ისეთივეა, როგორიც სიყვარული - ამ ყველაფრისგან შედგება.

ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის მობილური ქანდაკება ბულვარისა და პორტის სიახლოვეს დგას. ალი და ნინო აზერბაიჯანელი ავტორის, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან: ნაწარმოებში აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, მოქმედება კი პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება კავკასიასა და ირანში.

ფოტო ამ ადგილას თქვენს მეგობრებს აჩვენებს, რომ ბათუმში ისვენებთ, ხოლო თუ შეყვარებული ხართ, ალის და ნინოს ფონზე გადაღებული კადრი გზავნილიც შეიძლება იყოს, გააჩნია, როგორ გადაიღებთ წყვილს, ერთად თუ დაშორების მომენტში.

დ’ალფონსის ძეგლი

ძველ ბულვარში, საპატიო ადგილზე, მწვანეში ჩაფლულ ადგილას ცილინდრიანი და ტროსტიანი კაცის ქანდაკება დგას, უფრო სწორად ზის და გვერდით, მრგვალ მაგიდასთან მეორე ადამიანისთვისაცაა ადგილი, გეგონებათ, ფოტოსთისაა გამზადებული.

ეს კაცი მიხეილ დ’ალფონსია, ცნობილი ფრანგი მებაღე, რომლის წვლილიც ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში ფასდაუდებელია. ერთ დროს გაუვალი ზღვისპირეთი დ’ალფონსმა წალკოტად აქცია, ჩამოიტანა უამრავი ეგზოტიკრი მცენარე, ქალაქს მებაღის სახელი დღემდე ახსოვს.

კოლონადები

ბულვარის თეთრი კოლონადები ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. კოლონადების პროექტი 1930 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოუტანია იტალიიდან ბათუმელ ექიმ ივანე მჭედლიძეს, სამშენებლო სამუშაოებს კი აწარმოებდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი.

კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა მიგვნიშნებს. აქედან მოჩანს მწყობრ, თანაბრად განაშენიანებულ სიმწვანეში ჩაფლული ზღვის ხედი და იდეალური ადგილია ფოტოების გადასაღებად, არსებობს უამრავი ძველი ფოტოც, ბულვარის კოლონადებთან გადაღებული. არც თქვენ გამოტოვოთ ეს ადგილი - თეთრი კოლონადები, პალმა, ცისა და ზღვის შეხვედრა ჰორიზონტზე და თქვენ ამ ყველაფრის ფონზე!

სთრითარტი ბათუმის უნივერსიტეტის კედელზე

ბათუმში ყოფნისას ჩვენი შეხსენების გარეშეც გადაიღებთ ალბათ ფოტოებს ზღვის პირას, მაგრამ ზღვაში გადაღება შეიძლება გაგიჭირდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაკლები შანსია წყალგამძლე სმარტფონი გქონდეთ.

გთავაზობთ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის უზარმაზარ კედელზე დახატულ ამ გოგოსთან ერთად გადაიღოთ მშვენიერი კადრები.

ბათუმში გადაღებული ფოტოები რომ შეისწავლოს ვინმემ, ეს ადგილი აუცილებლად მოხვდება ათეულში.

ძველი კარი ბათუმის ძველ უბანში

ეს ტიპური, ბათუმური სახლის ძველი კარია ისტორიული უბნიდან. ასეთებს მხოლოდ ქალაქის ძველ ნაწილში შეხვდებით და სელფის გადასაღებად ძალიან კარგი ადგილია. რა თქმა უნდა, ბათუმში რომ არის გადაღებული, აუცილებლად მონიშნეთ.

„რვაფეხა"

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზია“, რომელსაც „რვაფეხასაც“ ეძახიან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დგას. ზღვის სამყაროს ამსახეველი, მოზაიკით მოპირკეთებული ფერადი ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„რვაფეხა" ბრძოლის შედეგად გადარჩენილი ბათუმის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს კაფე „ფანტაზიას" დანგრევას უპირებდნენ, სასტუმრო ჰილტონს მის ნაცვლად ორი აუზი უნდა მოეწყო. ბათუმელი აქტივისტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობის შედეგია, რომ ბათუმის ბულვარში ეს ზღაპრული შენობა ისევ დგას. აქ საღამოობით შადრევნებიც ირთვება და ზუსტად ისევე მოგართმევენ სამფეხა, მოვერცხლილი სანაყინით ნაყინს, როგორც ბავშვობაში, 20, 25 წლის წინ. როგორ შეიძლება ,,რვაფეხასთან" ერთი ფოტო არ გქონდეთ?

„მე შენ მიყვარხარ"

ვინმეს თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მიემართება ეს სიტყვები, არ დაახანოთ და გაეშურეთ მაზნიაშვილის ქუჩის №13-ში სადაც კედელი დაგხვდებათ უამრავჯერ მიწერილი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ", თუ ასეთი არავინაა ირგვლივ ვისაც მსგავს ფოტოს გაუგზავნიდით, გირჩევთ მაინც გქონდეთ სადმე სმარტფონში მსგავსი კადრი, რა იცით როდის რა მოხდება.

დაისი ზღვაზე

ფოტო დაისის ფონზე თითქმის ყველა იმ ადამიანის ციფრულ ფოტოგალერეაშია, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია ზღვაზე. და რატომაც არა? ფოტო აჩვენებს, რომ ზღვაზე ისვენებთ, გარუჯული და ბედნიერი ხართ, ამ საღამოს მშვენიერი გეგმები გაქვთ, ახლა კი ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისე დადგეთ, თითქოს მზე „ხელში გიჭირავთ“

გარდაბანი არ ჩაიკეტება - რა ვითარებაა რეგიონში და რაზე აფრთხილებს გამყრელიძე მოსახლეობას

რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის

ნიკა ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა - მისი სასამართლო სხდომა კი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული