პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის
რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მინ­დია გო­გო­ჭუ­რი სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში" და­ა­კა­ვეს, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და. ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და ისე, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე და­ა­კა­ვე­სო, არა­და, რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ჭუ­რი კარ­გა ხა­ნია უკვე, რაც და­შორ­და მაშო ჩი­ჩუ­ას და წყვი­ლი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობს.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი მის­თვის არც თუ ისე კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­ლდათ. გარ­და იმი­სა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ აპა­ტია პრე­ზი­დენ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შერ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა არა­ერთ უხერ­ხულ სკან­დალ­ში გახ­ვი­ეს.

ყვე­ლას ახ­სოვს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შო­რის მისი მე­უღ­ლის, მაკა ჩი­ჩუ­ას ძმა გახ­ლდათ. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ცო­ლის ძმა, მა­ლე­ვე უკან შე­აბ­რუ­ნეს, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას იმ­ჟა­მინ­დე­ლი ქმრის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის და­კა­ვე­ბე­ბის სე­რი­ას, ეს ხში­რად იუ­მო­რის სა­გა­ნიც კი ხდე­ბო­და, რად­გან გო­გო­ჭუ­რი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს არა­ერ­თხელ დაჭ­რეს თუ და­ა­კა­ვეს.

მაშო ჩი­ჩუა მაკა ჩი­ჩუ­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. გო­გო­ნას მამა მუ­სი­კო­სი დიმა და­დი­ა­ნია, თუმ­ცა მაშო დღემ­დე დე­დის გვარ­ზეა. მაშო ჩი­ჩუ­ა­სა და მინ­დია გო­გო­ჭუ­რის ქორ­წი­ნე­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­და. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გახ­მა­ურ­და მე­დი­ა­ში და ის სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა.

2018 წლის 5 დე­კემ­ბერს, შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ძებ­ნი­ლი გ.რ. და­ა­კა­ვეს.

მინ­დია გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი წინა წლებ­შიც არა­ერთ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

2017 წლის იან­ვარ­ში, გო­გო­ჭუ­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გო­ბარ­თან ერ­თად დაჭ­რეს. ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს და პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გო­გო­ჭუ­რი კი­დევ ერთხელ დაჭ­რეს 2018 წლის ივ­ლის­ში. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამი ტყვია ფეხ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. დაჭ­რი­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე­გობ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს და გო­გო­ჭურს ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს ქვე­მო კი­დუ­რის მი­და­მო­ებ­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი.

დაჭ­რის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და და დაჭ­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობ­და.

მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი­სა და გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­ურ­და 2017 წლის მარ­ტში, როცა პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ამ­ბობ­და, რომ მის მე­გო­ბარს მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვილს "ჩა­უ­დეს 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი". ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე ასა­ხუ­ლი იყ­ვნენ თა­თა­რაშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უღებ­დნენ ვი­დე­ოს, ჯი­ბე­ებს იჩხრეკ­დნენ და აჩ­ვე­ნებ­დნენ კადრში, რომ არა­ფე­რი ჰქონ­დათ.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. თა­თა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა.

გო­გო­ჭუ­რის სა­ხელ­მა 2013 წელს მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტში გა­იხ­მა­უ­რა. და­პი­რის­პი­რე­ბა გო­გო­ჭურს და ბაჩო სი­რა­ძეს შო­რის მოხ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ წყვილს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ, ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვას კი მინ­დია გო­გო­ჭუ­რი შე­ე­ცა­და, რო­მელ­მაც ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სი­რა­ძე ფეხ­ში დაჭ­რა.

კი­დევ ერთი საქ­მე, რო­მელ­შიც გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს, 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბაა - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 23 წლის ზურა ტარ­ყაშ­ვილს ხალ­ხით სავ­სე ქუ­ჩა­ში 11 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, ახალ­გაზ­რდა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დე­დი­სა და დის თვალ­წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

სწო­რედ ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი 2013 წელს, მა­შინ ჯერ კი­დევ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, მისი შვი­ლის მკვლე­ლის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბოლო და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მინ­დია გო­გო­ჭუ­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ის ბო­ლოს 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს და ბრა­ლად ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა წა­რუდ­გი­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გო­გო­ჭურ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ჭურს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვადა ამო­ე­წუ­რა და ვი­ნა­ი­დან ამ ვა­და­ში ვერ დას­რულ­და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი გა­ნა­ჩენს ცი­ხის გა­რეთ და­ე­ლო­დე­ბო­და, თუმ­ცა, ორი დღის წინ ისევ და­ა­კა­ვეს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, და­კა­ვე­ბა სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რაფ­ში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბა მას ცე­მას ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და, თუმ­ცა ახლა ირ­კვე­ვა, რომ მას კი­დევ 2 მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. ესაა: 260-ე , რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და 353-ე, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ის, რომ მაშო ჩი­ჩუა მინ­დია გო­გო­ჭურს და­შორ­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. თუმ­ცა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩი­ჩუა ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე გლ­და­ნის ცი­ხის ირ­გვლივ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და, სა­ი­და­ნაც ჩან­და, რომ მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად და­დი­ო­და.

წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავს.

მაშო ჩი­ჩუა ძა­ლი­ან ჰგავს ფი­ზი­კუ­რად დე­დას. გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რა­ფი­ით და ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თებს აქ­ვეყ­ნებს. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­სო­დეს ჩნდე­ბა ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
8

მიუხედავად მდიდრული კრიმინალური წარსულისა მისი კრიმინალური ავტორიტეტი ნულის ტოლია მაინც და ცხოვრებაში მისი ყველაზე დიდი მიღწევა ყოფილი პერზიდენტის მეორე ცოლის პირველი გერის ქმრობა იქნება

გურუ
18

გულის ამრევი პროვინციალიზმის საუკეთესო მაგალითია. 

აკიდო რაღაც პასუხისმგებლობა ადამიანს სრულწლოვანი ნათესავის, შვილის, მშობლის ან მეგობრის გამო არის სრული გოიმობა, ქაჯობა და ა.შ.

ყველა ადამიანი აგებს პასუხს მხოლოდ თავის ქმედებებზე. 

ვისი რა საქმეა ვისი შვილი,სიძე, ნათესავი თუ რა ვიცი კიდევ ვისი რა ან ვინ არის?

დააშავა? აგებინე პასუხი. გვასახელა? დაუკარი ტაში.

ავტორი:

რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის

რამდენიმე თვის წინანდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ მაშო მეუღლის სანახვად ციხეში დადიოდა, მაგრამ... - მინდია გოგოჭური მარგველაშვილის სიძე აღარ არის

ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მინდია გოგოჭური სასტუმრო "პარაგრაფში" დააკავეს, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ინფორმაცია გავრცელდა ისე, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავესო, არადა, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, გოგოჭური კარგა ხანია უკვე, რაც დაშორდა მაშო ჩიჩუას და წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი მისთვის არც თუ ისე კომფორტული გახლდათ. გარდა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ აპატია პრეზიდენტის იმჟამინდელ სასახლეში ცხოვრება, ბიძინა ივანიშვილის შერჩეული პრეზიდენტი, მარგველაშვილი ცოლის ნათესავებმა არაერთ უხერხულ სკანდალში გახვიეს.

ყველას ახსოვს ექსპრეზიდენტის სკანდალური შეწყალებები, რომელთა შორის მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა გახლდათ. მარგველაშვილის ციხიდან გამოსული ცოლის ძმა, მალევე უკან შეაბრუნეს, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით.

რაც შეეხება მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას იმჟამინდელი ქმრის, მინდია გოგოჭურის დაკავებების სერიას, ეს ხშირად იუმორის საგანიც კი ხდებოდა, რადგან გოგოჭური მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს არაერთხელ დაჭრეს თუ დააკავეს.

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. მაშო ჩიჩუასა და მინდია გოგოჭურის ქორწინება წლები გაგრძელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგოჭურის სახელი არაერთხელ გახმაურდა მედიაში და ის სხვადასხვა კრიმინალურ საქმეს უკავშირდება.

2018 წლის 5 დეკემბერს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მინდია გოგოჭური და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

მინდია გოგოჭურის სახელი წინა წლებშიც არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა.

2017 წლის იანვარში, გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე, მეგობართან ერთად დაჭრეს. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს და პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გოგოჭური კიდევ ერთხელ დაჭრეს 2018 წლის ივლისში. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა მიიყვანეს და გოგოჭურს ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები.

დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობდა.

მიხეილ თათარაშვილისა და გოგოჭურის სახელი კიდევ ერთხელ გააქტიურდა 2017 წლის მარტში, როცა პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ მის მეგობარს მიხეილ თათარაშვილს "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". ანა მარგველაშვილის გადაღებულ კადრებზე ასახული იყვნენ თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებდნენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკდნენ და აჩვენებდნენ კადრში, რომ არაფერი ჰქონდათ.

რამდენიმეთვიანი პროცესების შემდეგ, მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გოგოჭურის სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიხმაურა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო დაკავების შემდეგ მინდია გოგოჭური გაათავისუფლეს. ის ბოლოს 2018 წლის დეკემბერში, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს და ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, რამდენიმე თვის წინ გოგოჭურმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ცნობილი გახდა, რომ გოგოჭურს კანონით დადგენილი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ვინაიდან ამ ვადაში ვერ დასრულდა სასამართლო განხილვა, მინდია გოგოჭური განაჩენს ციხის გარეთ დაელოდებოდა, თუმცა, ორი დღის წინ ისევ დააკავეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება მას ცემას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მას კიდევ 2 მუხლით წაუყენეს ბრალი. ესაა: 260-ე , რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს და 353-ე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

ის, რომ მაშო ჩიჩუა მინდია გოგოჭურს დაშორდა, ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩიჩუა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გლდანის ციხის ირგვლივ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა, საიდანაც ჩანდა, რომ მეუღლის სანახავად დადიოდა.

წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

მაშო ჩიჩუა ძალიან ჰგავს ფიზიკურად დედას. გატაცებულია ფოტოგრაფიით და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ყოველთვის საინტერესო სურათებს აქვეყნებს. არ კონტაქტობს მედიასთან, უყვარს ცხოველები და გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის ანა მარგველაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს ჩნდება ხმაურიან წვეულებებზე.

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა