Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს
"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

9 წლის ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტის ვი­დე­ომ, მის­მა ნამ­ღერ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა - მას ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე თან­ხლე­ბას დედა უკე­თებ­და, ის ქარ­თულ სიმ­ღე­რას სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი­ვით ას­რუ­ლებ­და. ნი­კო­ლო­ზი რო­გორც ხმით, ასე­ვე სმე­ნით, იმი­ტა­ცი­ის უნა­რით და არ­ტის­ტუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვი­დეო ბევ­რმა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ა­ზი­ა­რა... რო­გორც ნი­კო­ლო­ზის დედა ელი­სო არა­ბი­ძე ამ­ბობს, ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო თუ ასეთ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნა­ხავ­და, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და. „თან, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ ნი­კო­ლო­ზის ასე სიმ­ღე­რას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არც მი­ვიჩ­ნევთ“, - ამ­ბობს ბავ­შვის დედა. ხოლო არის თუ არა თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ელი­სო მუ­სი­კო­სი, ამა­ზე ასე გვპა­სუ­ხობს: „მუ­სი­კო­სი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარს მუ­სი­კა და სიმ­ღე­რა, მამა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ერი­სი­ონ­ში“ მღე­რო­და, სმე­ნა მაქვს, ვუკ­რავ, მე­გობ­რე­ბი კარ­გად მღე­რი­ან და მათ ავ­ყვე­ბი ხოლ­მე. რო­გორც ყვე­ლა, ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კა­ზე მეც დავ­დი­ო­დი, - მოკ­ლედ, მოყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კო­სი მეთ­ქმის. ნი­კო­ლო­ზის გარ­და, ტუპი გო­გო­ნა მყავს, 21 წლის ხდე­ბი­ან და მუ­სი­კა მა­თაც ძა­ლი­ან უყ­ვართ. მარ­თა­ლია, ჩემი გო­გო­ე­ბი, მაგ თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდე­ბი, დღეს ელექტრო­ნულ მუ­სი­კას უს­მე­ნენ, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. რო­გორც ნი­კო­ლო­ზი, ისი­ნიც სულ მღე­რი­ან“ - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ელი­სო.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ნი­კო­ლოზს, 186-ე სკო­ლის მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლია, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და უკვე ორი წე­ლია, რაც დათო არჩვა­ძეს­თან და­დის. „სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი ერ­თა­დერ­თი, რა­საც ნი­კო­ლო­ზის შე­სა­ხებ საყ­ვე­დუ­რის სა­ხით მე­უბ­ნე­ბი­ან, ის არის, რომ სკო­ლა­ში სულ მღე­რის, დას­ვე­ნე­ბა­ზეც და გაკ­ვე­თილ­ზეც. მას­წავ­ლე­ბელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, - კლა­სი მე­სა­მე სარ­თულ­ზე გვაქვს და იმ დღეს ქვე­მო­დან მეს­მო­და ბოლო ხმა­ზე რო­გორ მღე­რო­დაო... მაგ­რამ ეს არის მისი გარ­თო­ბა, სხვა არა­ფე­რი უნდა, არც აი­პა­დი, არც კომ­პი­უ­ტე­რი, არც არა­ნა­ი­რი თა­მა­ში... ელექტროკ­ლა­ვი­ში ახ­ლა­ხანს ვი­ყი­დეთ და ეს ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ჩემს მე­უღ­ლეს გა­უ­ხარ­და - ყურ­სას­მე­ნებს გა­ი­კე­თებს და ხმა მარ­ტო მას ეს­მის და ჩვენ და­ვის­ვე­ნებ­თო... მოკ­ლედ, უკ­რავს და მღე­რის, აწყობს რა­ღა­ცებს... ახლა ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მინ­და, რომ მი­ვიყ­ვა­ნო. იმ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თვის მი­ზე­ზი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, - უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, და­ჯე­ქი და ეს სიმ­ღე­რა და­უ­კა­რი, უნდა ვიმ­ღე­როო. მეც დავ­ჯე­ქი ინ­სტრუ­მენ­ტთან, იმ დროს ჩემი გოგო შე­მო­ვი­და და მი­თხრა, - მოდი, გა­და­ვი­ღო­თო. თან, ვი­დეო როცა „ფე­სი­ბუ­ქის“ ჩემს გვერ­დზე ავ­ტვირ­თე, უკვე 2 კვი­რა იყო გა­სუ­ლი. ხომ ვამ­ბობ, ასეთ ნახ­ვას, მო­წო­ნე­ბას, სით­ბოს, სიყ­ვა­რულს არ ვე­ლო­დი. თვი­თო­ნაც უხა­რო­და, - ნახე, დედა, რო­გორ მოს­წონთ! თა­ვად კომ­პო­ზი­ტორ­მაც დაგ­ვი­კო­მენ­ტა­რა და მოგ­ვი­წო­ნა.

- ე.ი. ნი­კო­ლოზ გა­სარ­თო­ბე­ბი არ იზი­დავს.

- ხომ ვამ­ბობ, სიმ­ღე­რის გარ­და არა­ფე­რი უნდა. ჯან­სუღ კა­ხი­ძის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში ვახ­ტანგ კა­ხი­ძის კონ­ცერ­ტზე წა­ვიყ­ვა­ნე. მის იმ პრო­ექტს და­ვეს­წა­რით, სა­დაც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი - გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე, გოგა მეს­ხი და მაკა ზამ­ბა­ხი­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­გიჟ­და, ისე მო­ე­წო­ნა. კონ­ცერ­ტის ბო­ლოს მი­თხრა, ვახ­ტანგ კა­ხი­ძეს ხელი მინ­და, რომ ჩა­მო­ვარ­თვა. კუ­ლი­სებ­ში შე­მაყ­ვა­ნი­ნა თავი, მი­ვი­და და ბა­ტონ ვა­ტოს უთხრა - რა მაგ­რად უკ­რავთ პი­ა­ნი­ნო­ზეო... გარ­შე­მო სი­ცი­ლით მოკ­ვდნენ. აქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ასეთ კონ­ცერ­ტებ­ზე ვა­ტა­რო.

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობს?

- კარ­გად სწავ­ლობს - მა­თე­მა­ტი­კა და ქარ­თუ­ლი მე­ტად უყ­ვარს. ასე­ვე კარ­გად ხა­ტავ­და. გა­მო­ფე­ნე­ბიც ჰქონ­და, ახლა რა­ღაც გა­ჩე­რე­ბუ­ლია... ვფიქ­რობ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვია.

- ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი­ვით რომ მღე­რის, უფრო სწო­რად ბა­ძავს. ამა­ზე რას იტყვით?

- თვი­თონ ამ­ბობს, რომ ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა არ მინ­დაო. ასე ხუმ­რო­ბით გაშ­ლის ხოლ­მე ხე­ლებს და მღე­რის. დათო არჩვა­ძე მე­უბ­ნე­ბა - ხმას ისე მოგ­ცემს, ისე და­ი­ჭერს, არა­ფე­რი შე­ეშ­ლე­ბა, მა­ო­ცებ­სო. ისე, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ასეა.

ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი:

- სამი წლი­დან ვმღე­რი. ჩემ­თვის სიმ­ღე­რა დამ­შვი­დე­ბაა და რაც არ უნდა ცუდ გუ­ნე­ბა­ზე ვიყო, მა­ხა­ლი­სებს და კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს.

- ცუდ გუ­ნე­ბა­ზე რა­ტომ და რო­დის ხარ ხოლ­მე?

- რა ვიცი, როცა ბავ­შვე­ბი მაბ­რა­ზე­ბენ ან როცა ვმღე­რი, პი­ა­ნი­ნო­ზე ვურ­კავ და ძაღ­ლი არ მაც­ლის. ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი კი­დევ, როცა ძაღ­ლი ავად მყავ­და. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, უცხო­ურ სიმ­ღე­რებს არ ვმღე­რი. თბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი მსი­ა­მოვ­ნებს... ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის - მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის, ბუბა კი­კა­ბი­ძის, დათო არჩვა­ძის ნამ­ღე­რი მომ­წონს და მინ­და, რომ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი­ვით, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი­ვით და ვახ­ტანგ კა­ხი­ძე­სა­ვით ვუკ­რავ­დე. დათო არჩვა­ძე მე­უბ­ნე­ბა, რომ სუფ­თად უნდა ვიმ­ღეო და შეც­დო­მა არ უნდა და­ვუშ­ვა, მეც ვცდი­ლობ, არ შე­მე­შა­ლოს. თან, მე­უბ­ნე­ბა, რომ გე­ტყო­ბა, რომ სუფ­თად იმ­ღე­რე­ბო...

- სპორ­ტიც არ გი­ზი­დავს?

- ცურ­ვა­ზე დავ­დი­ვარ. სამ­თო მოტო ჰყავს მა­მა­ჩემს და ეს სპორ­ტიც ძა­ლი­ან მომ­წონს...

- მგო­ნი, პა­რო­დი­ის უნა­რიც გაქვს...

- ბუბა კი­კა­ბი­ძეს იმ­დე­ნი ხანი ვბა­ძავ­დი, რომ მგო­ნი, ხმა და­მი­ბოხ­და... კომ­პი­უ­ტერს არც ვე­კა­რე­ბი, იშ­ვი­ა­თად, თვე­ში ერთხელ თუ ჩავ­რთავ. დავ­დი­ვარ ცურ­ვა­ზე, ჩემი ნა­ხა­ტე­ბი მაქვს და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მსი­ა­მოვ­ნებს. მად­ლო­ბა მინ­და, ვუ­თხრა დათო არჩვა­ძეს და ემ­ზარ შა­რა­ში­ძეს, ვინც ხმა და­მი­მუ­შა­ვეს და ნამ­ღე­რი და­მიხ­ვე­წეს.

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- მინ­და, რომ ვიმ­ღე­რო ძა­ლი­ან კარ­გად, უფრო გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სო. ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა არ მინ­და. სცე­ნა­ზე სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რებს შე­ვას­რუ­ლებ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana dumbadze
4

saocrad nishieri bavhsvia gansxvavebuli mizanmimartuli warmatebebs vusurveb patara nikolozs da ocnebebis srulad asrulebas

zaza
3

უმაგრესი ბავშვია. მაგრა ხალისობს სიმრერით.

ავტორი:

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

9 წლის ნიკოლოზ ხარატის ვიდეომ, მისმა ნამღერმა, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა - მას ფორტეპიანოზე თანხლებას დედა უკეთებდა, ის ქართულ სიმღერას საოპერო მომღერალივით ასრულებდა. ნიკოლოზი როგორც ხმით, ასევე სმენით, იმიტაციის უნარით და არტისტულობით გამოირჩევა. ვიდეო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა გააზიარა... როგორც ნიკოლოზის დედა ელისო არაბიძე ამბობს, ხუმრობა-ხუმრობით ჩაწერილი ვიდეო თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა და ამდენი ადამიანი ნახავდა, ვერც კი წარმოიდგენდა. „თან, მიჩვეულები ვართ ნიკოლოზის ასე სიმღერას და განსაკუთრებულად არც მივიჩნევთ“, - ამბობს ბავშვის დედა. ხოლო არის თუ არა თავად ქალბატონი ელისო მუსიკოსი, ამაზე ასე გვპასუხობს: „მუსიკოსი არ ვარ, უბრალოდ, მიყვარს მუსიკა და სიმღერა, მამა წლების განმავლობაში „ერისიონში“ მღეროდა, სმენა მაქვს, ვუკრავ, მეგობრები კარგად მღერიან და მათ ავყვები ხოლმე. როგორც ყველა, ბავშვობაში მუსიკაზე მეც დავდიოდი, - მოკლედ, მოყვარული მუსიკოსი მეთქმის. ნიკოლოზის გარდა, ტუპი გოგონა მყავს, 21 წლის ხდებიან და მუსიკა მათაც ძალიან უყვართ. მართალია, ჩემი გოგოები, მაგ თაობის ახალგაზრდები, დღეს ელექტრონულ მუსიკას უსმენენ, მაგრამ ქართული სიმღერა განსაკუთრებულად უყვართ. როგორც ნიკოლოზი, ისინიც სულ მღერიან“ - აღნიშნავს ქალბატონი ელისო.

რაც შეეხება თავად ნიკოლოზს, 186-ე სკოლის მეოთხეკლასელია, ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და უკვე ორი წელია, რაც დათო არჩვაძესთან დადის. „სკოლაში მასწავლებელები ერთადერთი, რასაც ნიკოლოზის შესახებ საყვედურის სახით მეუბნებიან, ის არის, რომ სკოლაში სულ მღერის, დასვენებაზეც და გაკვეთილზეც. მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, - კლასი მესამე სართულზე გვაქვს და იმ დღეს ქვემოდან მესმოდა ბოლო ხმაზე როგორ მღეროდაო... მაგრამ ეს არის მისი გართობა, სხვა არაფერი უნდა, არც აიპადი, არც კომპიუტერი, არც არანაირი თამაში... ელექტროკლავიში ახლახანს ვიყიდეთ და ეს ყველაზე ძალიან ჩემს მეუღლეს გაუხარდა - ყურსასმენებს გაიკეთებს და ხმა მარტო მას ესმის და ჩვენ დავისვენებთო... მოკლედ, უკრავს და მღერის, აწყობს რაღაცებს... ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში მინდა, რომ მივიყვანო. იმ ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის მიზეზი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, - უბრალოდ, მითხრა, დაჯექი და ეს სიმღერა დაუკარი, უნდა ვიმღეროო. მეც დავჯექი ინსტრუმენტთან, იმ დროს ჩემი გოგო შემოვიდა და მითხრა, - მოდი, გადავიღოთო. თან, ვიდეო როცა „ფესიბუქის“ ჩემს გვერდზე ავტვირთე, უკვე 2 კვირა იყო გასული. ხომ ვამბობ, ასეთ ნახვას, მოწონებას, სითბოს, სიყვარულს არ ველოდი. თვითონაც უხაროდა, - ნახე, დედა, როგორ მოსწონთ! თავად კომპოზიტორმაც დაგვიკომენტარა და მოგვიწონა.

- ე.ი. ნიკოლოზ გასართობები არ იზიდავს.

- ხომ ვამბობ, სიმღერის გარდა არაფერი უნდა. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ კახიძის კონცერტზე წავიყვანე. მის იმ პროექტს დავესწარით, სადაც ქართველი მომღერლები - გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, გოგა მესხი და მაკა ზამბახიძე მონაწილეობენ. გაგიჟდა, ისე მოეწონა. კონცერტის ბოლოს მითხრა, ვახტანგ კახიძეს ხელი მინდა, რომ ჩამოვართვა. კულისებში შემაყვანინა თავი, მივიდა და ბატონ ვატოს უთხრა - რა მაგრად უკრავთ პიანინოზეო... გარშემო სიცილით მოკვდნენ. აქვს მოთხოვნილება, ასეთ კონცერტებზე ვატარო.

- სკოლაში როგორ სწავლობს?

- კარგად სწავლობს - მათემატიკა და ქართული მეტად უყვარს. ასევე კარგად ხატავდა. გამოფენებიც ჰქონდა, ახლა რაღაც გაჩერებულია... ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ბავშვია.

- ოპერის მომღერალივით რომ მღერის, უფრო სწორად ბაძავს. ამაზე რას იტყვით?

- თვითონ ამბობს, რომ ოპერის მომღერლობა არ მინდაო. ასე ხუმრობით გაშლის ხოლმე ხელებს და მღერის. დათო არჩვაძე მეუბნება - ხმას ისე მოგცემს, ისე დაიჭერს, არაფერი შეეშლება, მაოცებსო. ისე, პატარაობიდან ასეა.

ნიკოლოზ ხარატი:

- სამი წლიდან ვმღერი. ჩემთვის სიმღერა დამშვიდებაა და რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე ვიყო, მახალისებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.

- ცუდ გუნებაზე რატომ და როდის ხარ ხოლმე?

- რა ვიცი, როცა ბავშვები მაბრაზებენ ან როცა ვმღერი, პიანინოზე ვურკავ და ძაღლი არ მაცლის. ცუდ ხასიათზე ვიყავი კიდევ, როცა ძაღლი ავად მყავდა. ქართული სიმღერა მიყვარს, უცხოურ სიმღერებს არ ვმღერი. თბილი სიმღერები მსიამოვნებს... ქართველი მუსიკოსების - მერაბ სეფაშვილის, ბუბა კიკაბიძის, დათო არჩვაძის ნამღერი მომწონს და მინდა, რომ ნიკოლოზ რაჭველივით, ხატია ბუნიათიშვილივით და ვახტანგ კახიძესავით ვუკრავდე. დათო არჩვაძე მეუბნება, რომ სუფთად უნდა ვიმღეო და შეცდომა არ უნდა დავუშვა, მეც ვცდილობ, არ შემეშალოს. თან, მეუბნება, რომ გეტყობა, რომ სუფთად იმღერებო...

- სპორტიც არ გიზიდავს?

- ცურვაზე დავდივარ. სამთო მოტო ჰყავს მამაჩემს და ეს სპორტიც ძალიან მომწონს...

- მგონი, პაროდიის უნარიც გაქვს...

- ბუბა კიკაბიძეს იმდენი ხანი ვბაძავდი, რომ მგონი, ხმა დამიბოხდა... კომპიუტერს არც ვეკარები, იშვიათად, თვეში ერთხელ თუ ჩავრთავ. დავდივარ ცურვაზე, ჩემი ნახატები მაქვს და ასეთი რაღაცები მსიამოვნებს. მადლობა მინდა, ვუთხრა დათო არჩვაძეს და ემზარ შარაშიძეს, ვინც ხმა დამიმუშავეს და ნამღერი დამიხვეწეს.

- რაზე ოცნებობ?

- მინდა, რომ ვიმღერო ძალიან კარგად, უფრო გავაუმჯობესო. ოპერის მომღერლობა არ მინდა. სცენაზე საესტრადო სიმღერებს შევასრულებ.

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა