სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც ტყეში გასვლას აპირებს
პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც ტყეში გასვლას აპირებს

ხორ­ცე­უ­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის შეწ­ვა არას­დროს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ზოგს ქათ­მის ხორ­ცი უყ­ვარს, ზოგს – ღო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი კი უპი­რა­ტე­სო­ბას შემ­წვარ სო­სისს ანი­ჭებს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად შეწ­ვავთ სახ­ლში, აი­ვან­ზე, ეზო­სა თუ ტყე­ში. მთა­ვა­რია, შექ­მნათ სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა და იმ­ხი­ა­რუ­ლოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში კი პიკ­ნი­კე­ბის ტენ­დენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და. და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში შეკ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა ცდი­ლობს, ტყე­ში მო­ა­წყოს სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. ამ დროს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უშუ­ა­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა. ცე­ცხლი, გრი­ლი, შამ­ფუ­რი, ხორ­ცი, ტკა­ცუ­ნა სო­სი­სი, ბოსტნე­უ­ლი... რა სჯობს ამ ყვე­ლაფ­რის სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბას!

მაშ ასე, თუ თქვენ პიკ­ნიკ­ზე წას­ვლას ან სა­კუ­თა­რი აგა­რა­კი­სა თუ სახ­ლის ვე­რან­და­ზე ხორ­ცე­უ­ლის შეწ­ვას აპი­რებთ, ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­გა­დე­ბათ. შამ­ფუ­რი ამ დროს ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დია, თუმ­ცა დღეს უმე­ტე­სო­ბა გრილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას მისი მო­სა­ხერ­ხებ­ლო­ბის გამო. თან გრილ­ზე სო­სის­სა და ხორცთან ერ­თად ბოსტნე­უ­ლის შეწ­ვაც შე­გიძ­ლი­ათ.

გრი­ლის არ­ჩე­ვა

უდა­ვოა, რომ ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით არო­მა­ტუ­ლია. პიკ­ნი­კის დროს შე­გიძ­ლი­ათ თან წა­ი­ღოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნახ­ში­რი გრი­ლის­თვის, რო­მელ­საც მარ­კე­ტებ­ში შე­ი­ძენთ. თუმ­ცა დღეს სის­წრა­ფი­სა და მო­სა­ხერ­ხებ­ლო­ბის გამო ეზო­სა და აივ­ნის­თვის ბევ­რი გა­ზის გრილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ ბა­ლონ­ზე ერ­თდე­ბა.

გრი­ლის მომ­ზა­დე­ბა

პიკ­ნიკ­ზე წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­ღოთ გრი­ლის მხო­ლოდ ის ნა­წი­ლი, რა­ზეც პრო­დუქტს ალა­გებთ და მის და­სა­დე­ბად ტყე­ში თა­ვად­ვე შექ­მნათ ად­გი­ლი, სა­დაც ნაკ­ვერ­ჩხალს და­ან­თებთ და მას­ზე და­დებთ გრილს ან ტრა­დი­ცი­ულ შამ­ფურს გა­მო­ი­ყე­ნებთ.

ძეხ­ვე­უ­ლი გრილ­ზე – ბოლო დრო­ის პიკ­ნი­კე­ბის მთა­ვა­რი ტრენ­დი

ალ­ბათ, ხში­რად გა­გი­გი­ათ, რომ ტყე­ში მწვადს სულ სხვა გემო აქვს და თა­ვა­დაც ხში­რად შე­გიწ­ვავთ. თუმ­ცა უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში პიკ­ნი­კის დროს მთა­ვარ კერ­ძად გრილ­ზე შემ­წვა­რი სო­სი­სი იქცა. მი­ზე­ზი ალ­ბათ რამ­დე­ნი­მეა. ხორ­ცის მწვა­დის შეწ­ვა ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე სო­სი­სის და ბევ­რად მეტ დრო­საც მო­ი­თხოვს. მე­ო­რე მხრივ კი არ­სე­ბობს გრი­ლე­ბი, რო­მელ­ზეც სო­სი­სის შეწ­ვა სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წუთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ზედ­მე­ტი წვა­ლე­ბის გა­რე­შე. პიკ­ნი­კის დროს მთა­ვა­რი ხომ დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბაა და არა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე ზედ­მე­ტი დრო­ის კარ­გვა.

გრილ­ზე სო­სი­სის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვე­ბის­თვის „ნი­კო­რას“ მივ­მარ­თეთ. თან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სო­სი­სის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ცაა. „ნი­კო­რამ“ სულ ახ­ლა­ხანს მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზა სამი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის, პრე­მი­უმ კლა­სის სო­სი­სე­ბი გერ­მა­ნუ­ლი გე­მო­თი, რო­მე­ლიც შე­საწ­ვა­ვად იდე­ა­ლუ­რია მისი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. „ბერ­ნე­რი“ ჰო­ლან­დი­უ­რი ყვე­ლით და „როს­ტე­რი“სო­კო­თი, წი­თე­ლი, მწვა­ნე პაპ­რი­კით და ჰო­ლან­დი­უ­რი ყვე­ლით იდე­ა­ლუ­რია გრი­ლის­თვის. მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად ნოყი­ე­რი არო­მა­ტე­ბი პიკ­ნიკს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

„ნი­კო­რას“ რჩე­ვე­ბი კი ასე­თია:

სო­სი­სე­ბის შე­საწ­ვა­ვად ნაკ­ლე­ბად გა­ხუ­რე­ბუ­ლი გრი­ლია სა­ჭი­რო, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა პრო­დუქტს გარ­საცმს და­უწ­ვავს და შიგ­ნით გა­ცხე­ლე­ბას ვერ მო­ას­წრებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სო­სი­სე­ბის „როს­ტე­რი­სა“ და „ბერ­ნე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან მათი გარ­საც­მი, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი ანა­ლო­გე­ბის მსხვი­ლი კა­ლიბ­რი­საა. შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლი, სოკო, წი­თე­ლი და მწვა­ნე პაპ­რი­კა კი კარ­გად უნდა გა­ცხელ­დეს ხორცთან ერ­თად, რომ გე­მო­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დეს და მისი არო­მა­ტი სრუ­ლად შე­იგ­რძნოთ. სწო­რედ ამი­ტომ არ არის სა­ჭი­რო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. შეწ­ვის­თვის სა­ჭი­რო დრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე, ვი­საც რა დო­ნე­ზე შემ­წვა­რი სურს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე,ახა­ლი სა­ხე­ო­ბის სო­სისს, „ფრან­კფურ­ტერს“, ეს ძი­რი­თა­დად მო­სა­ხარ­შად გან­კუთ­ვნი­ლი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც მძფ­რი გე­მო­თი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ შე­საწ­ვა­ვა­დაც გა­მო­ი­ყე­ნოთ. ესეც გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.„ფრან­კფურ­ტე­რი“ სა­უ­კე­თე­სოა ყველ­სა და ბოსტნე­ულ­თან ერ­თად. გემ­რი­ე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი კარ­გი პიკ­ნი­კის ერთ–ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

მო­ი­წყვეთ პიკ­ნი­კი პარკში, მდი­ნა­რის პი­რას, ტყე­ში, აგა­რა­კის ეზო­ში ან ვე­რან­და­ზე. გა­ნიტ­ვირ­თეთ და ისი­ა­მოვ­ნეთ გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

ნიკორას პროდუქტის შეფარული რეკლამაა

irina
0

aba raaaaaaa

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც ტყეში გასვლას აპირებს

პიკნიკი და გრილი – პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც ტყეში გასვლას აპირებს

ხორცეულისა და ბოსტნეულის შეწვა არასდროს კარგავს აქტუალობას. ზოგს ქათმის ხორცი უყვარს, ზოგს – ღორის, ძალიან ბევრი კი უპირატესობას შემწვარ სოსისს ანიჭებს. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეწვავთ სახლში, აივანზე, ეზოსა თუ ტყეში. მთავარია, შექმნათ სასიამოვნო განწყობა და იმხიარულოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. უკანასკნელ პერიოდში კი პიკნიკების ტენდენცია განსაკუთრებულად გააქტიურდა. დახურულ სივრცეებში შეკრება გარკვეული შეზღუდვებითაა შესაძლებელი და ყველა ცდილობს, ტყეში მოაწყოს სასიამოვნო საღამო მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად. ამ დროს ურთიერთობები განსაკუთრებით უშუალო და სასიამოვნო ხდება. ცეცხლი, გრილი, შამფური, ხორცი, ტკაცუნა სოსისი, ბოსტნეული... რა სჯობს ამ ყველაფრის საკუთარი ხელით მომზადებას!

მაშ ასე, თუ თქვენ პიკნიკზე წასვლას ან საკუთარი აგარაკისა თუ სახლის ვერანდაზე ხორცეულის შეწვას აპირებთ, ჩვენი რჩევები განსაკუთრებით გამოგადებათ. შამფური ამ დროს ტრადიციული მეთოდია, თუმცა დღეს უმეტესობა გრილს ანიჭებს უპირატესობას მისი მოსახერხებლობის გამო. თან გრილზე სოსისსა და ხორცთან ერთად ბოსტნეულის შეწვაც შეგიძლიათ.

გრილის არჩევა

უდავოა, რომ ნაკვერჩხალზე შემწვარი საკვები განსაკუთრებით არომატულია. პიკნიკის დროს შეგიძლიათ თან წაიღოთ სპეციალური ნახშირი გრილისთვის, რომელსაც მარკეტებში შეიძენთ. თუმცა დღეს სისწრაფისა და მოსახერხებლობის გამო ეზოსა და აივნისთვის ბევრი გაზის გრილს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სპეციალურ ბალონზე ერთდება.

გრილის მომზადება

პიკნიკზე წასვლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ გრილის მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც პროდუქტს ალაგებთ და მის დასადებად ტყეში თავადვე შექმნათ ადგილი, სადაც ნაკვერჩხალს დაანთებთ და მასზე დადებთ გრილს ან ტრადიციულ შამფურს გამოიყენებთ.

ძეხვეული გრილზე – ბოლო დროის პიკნიკების მთავარი ტრენდი

ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ ტყეში მწვადს სულ სხვა გემო აქვს და თავადაც ხშირად შეგიწვავთ. თუმცა უკანასკნელ პერიოდში პიკნიკის დროს მთავარ კერძად გრილზე შემწვარი სოსისი იქცა. მიზეზი ალბათ რამდენიმეა. ხორცის მწვადის შეწვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სოსისის და ბევრად მეტ დროსაც მოითხოვს. მეორე მხრივ კი არსებობს გრილები, რომელზეც სოსისის შეწვა სულ რაღაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ზედმეტი წვალების გარეშე. პიკნიკის დროს მთავარი ხომ დასვენება და გართობაა და არა საკვების მომზადებაზე ზედმეტი დროის კარგვა.

გრილზე სოსისის მომზადებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის „ნიკორას“ მივმართეთ. თან ქართულ ბაზარზე სოსისის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეცაა. „ნიკორამ“ სულ ახლახანს მომხმარებელს შესთავაზა სამი ახალი სახეობის, პრემიუმ კლასის სოსისები გერმანული გემოთი, რომელიც შესაწვავად იდეალურია მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. „ბერნერი“ ჰოლანდიური ყველით და „როსტერი“სოკოთი, წითელი, მწვანე პაპრიკით და ჰოლანდიური ყველით იდეალურია გრილისთვის. მათი განსაკუთრებული და ამავდროულად ნოყიერი არომატები პიკნიკს ძალიან უხდება.

„ნიკორას“ რჩევები კი ასეთია:

სოსისების შესაწვავად ნაკლებად გახურებული გრილია საჭირო, მაღალი ტემპერატურა პროდუქტს გარსაცმს დაუწვავს და შიგნით გაცხელებას ვერ მოასწრებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა სოსისების „როსტერისა“ და „ბერნერის“ შემთხვევაში, რადგან მათი გარსაცმი, როგორც გერმანული ანალოგების მსხვილი კალიბრისაა. შემადგენლობაში შემავალი ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა კი კარგად უნდა გაცხელდეს ხორცთან ერთად, რომ გემოები გაერთიანდეს და მისი არომატი სრულად შეიგრძნოთ. სწორედ ამიტომ არ არის საჭირო მაღალი ტემპერატურა. შეწვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე, ვისაც რა დონეზე შემწვარი სურს. რაც შეეხება მესამე,ახალი სახეობის სოსისს, „ფრანკფურტერს“, ეს ძირითადად მოსახარშად განკუთვნილი პროდუქტია, რომელიც მძფრი გემოთი არ გამოირჩევა, მაგრამ შეგიძლიათ შესაწვავადაც გამოიყენოთ. ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული.„ფრანკფურტერი“ საუკეთესოა ყველსა და ბოსტნეულთან ერთად. გემრიელად მომზადებული საკვები კარგი პიკნიკის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.

მოიწყვეთ პიკნიკი პარკში, მდინარის პირას, ტყეში, აგარაკის ეზოში ან ვერანდაზე. განიტვირთეთ და ისიამოვნეთ გემრიელი საკვებით.

„hotsale.ge-ზე“ ევროპარკმა ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 800  ბილეთი გაყიდა

Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან

რა არის ლაქტოზა, სად გვხვდება იგი და რა შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ლაქტოზის შემცველ საკვებს?