პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"
"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

გა­სულ კვი­რას არა­ერ­თი ვერ­სია მო­ვის­მი­ნეთ, თუ რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სას მისი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ეს ვა­რა­უ­დე­ბი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, არა­და, აქამ­დე იყო მო­საზ­რე­ბა, რომ ის რო­გორც პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სას, პრო­ცე­სებს ახ­ლაც კუ­ლი­სე­ბი­დან და­აკ­ვირ­დე­ბა. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თუ ივა­ნიშ­ვი­ლი და­ი­ნა­ხავს, რომ "ოც­ნე­ბას" სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა, ვფიქ­რობ, კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მისი ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ჩანს. მე­ო­რე მხრივ, ეფექ­ტი­ან ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და გი­ორ­გი გა­ხა­რია, მაგ­რამ მისი ლი­დე­რო­ბა მა­ინც ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.ხვალ რომ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტოს, გა­ხა­რია იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ტო­ვოს პოს­ტი და ისე­ვე წა­ვი­დეს, რო­გორც მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­რი­ა­სად­მი სიმ­პა­თია არის, მაგ­რამ ის მა­ინც მე­ო­რე კა­ცად აღიქ­მე­ბა.

იქ­ნე­ბა სი­ა­ში თუ არა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მა­ინც პირ­ვე­ლია. მე­ტიც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და და კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­უშ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რამ თქვა, რომ არ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, კვი­რი­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ას მარ­თმევ­დაო. ეს ზუს­ტი ცი­ტი­რე­ბა არ არის, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი ასე­თი იყო - ანუ კვი­რი­კაშ­ვილ­მა აქ თა­ვი­სი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­ი­წყო, იქ აშშ-თან საქ­მე­ე­ბის და­წყო­ბა, რაც ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნა. გა­ხა­რი­ას კი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არც სა­შუ­ა­ლე­ბა და არც დრო არ ჰქო­ნია, მი­ნის­ტრე­ბი­და­ნაც არა­ვინ არის მისი შერ­ჩე­უ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­არ­ჩევ­ნო სიის შედ­გე­ნა­შიც დი­დად არ მო­ნა­წი­ლე­ობს და სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლი აკომ­პლექ­ტებს. მოკ­ლედ, გა­ხა­რი­ას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­შის წა­მო­სა­წყე­ბად თა­ვი­სი გუნ­დი არა ჰყავს, არა აქვს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი სა­ი­მი­სოდ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლოს ან თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვოს.

მოკ­ლედ, მე ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი იმ ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ხა­რი­ას ლი­დე­რო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი საფრ­თხეს ხე­დავს. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს გა­ხა­რი­ას­გან არ ემუქ­რე­ბა. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფულზე მოფიქრალებს!
0

მონდომება და სურვილი ერთია, პატრიოტიზმი, ცოდნა და გამოცდილება მეორე. ქვეყანა ძლიერია, როდესაც მართველ გუნდს, ორივე გააჩნია.

Giorgi sixarulidze
843

ორივე ძლიერი ფიგურაა ქართულ ოცნებაში მაგრამ ბატონი ბიძინა ლიდერია და ასე იქნება მუდამ ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

გასულ კვირას არაერთი ვერსია მოვისმინეთ, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი. მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას მისი გამოსვლის შემდეგ ეს ვარაუდები კიდევ უფრო გამძაფრდა, არადა, აქამდე იყო მოსაზრება, რომ ის როგორც პანდემიასთან ბრძოლისას, პროცესებს ახლაც კულისებიდან დააკვირდება. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ "ოცნებას" სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გააქტიურდება. ჯერჯერობით მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული.ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და ისევე წავიდეს, როგორც მისი წინამორბედები. საზოგადოებაში შეიძლება გახარიასადმი სიმპათია არის, მაგრამ ის მაინც მეორე კაცად აღიქმება.

იქნება სიაში თუ არა, ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" მაინც პირველია. მეტიც, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილია.როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და კვირიკაშვილი გაუშვა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი პარტიას მართმევდაო. ეს ზუსტი ციტირება არ არის, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო - ანუ კვირიკაშვილმა აქ თავისი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, იქ აშშ-თან საქმეების დაწყობა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონა. გახარიას კი ამ ყველაფრისთვის არც საშუალება და არც დრო არ ჰქონია, მინისტრებიდანაც არავინ არის მისი შერჩეული. როგორც ამბობენ, საარჩევნო სიის შედგენაშიც დიდად არ მონაწილეობს და სწორედ ივანიშვილი აკომპლექტებს. მოკლედ, გახარიას დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად თავისი გუნდი არა ჰყავს, არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.

მოკლედ, მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას ლიდერობაში ივანიშვილი საფრთხეს ხედავს. ჯერჯერობით ეს გახარიასგან არ ემუქრება. იხილეთ სრულად