პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!
თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ვა­რა­უ­დო არას­წო­რი გათ­ვლე­ბის გამო, წელს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­საძ­ლოა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. ეს, ერთი მხრივ, და­ა­ზა­რა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, მე­ო­რე მხრივ კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ სკან­დალს მი­ი­ღებს. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვეთ...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვა­სა და მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ში, რა თქმა უნდა, იყო გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მაგ­რამ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დამ­დგა­რა მთა­ვა­რი სა­კი­თხი - მი­ი­ღებ­დნენ თუ არა ბავ­შვე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს. ჰოდა, თუ წელს ბავ­შვებ­მა წიგ­ნე­ბი ვერ მი­ი­ღეს, ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო.

წელს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტომ 3 800 000 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბეჭდ­ვა­სა და ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბა­ზე შეს­ყიდ­ვა გა­მო­ა­ცხა­და. შეს­ყიდ­ვა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო 8 750 000 ლა­რად. სა­ბო­ლო­ოდ, კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და შპს "სა­ქარ­თვე­ლოს მაც­ნეს­თან", რო­მელ­მაც ამ უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 8 500 000 ლა­რად აიღო. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ცაა. სა­ხელ­მწი­ფომ, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მია უნდა გას­წი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­რო­ნაკ­რი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ...

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, "სა­ქარ­თვე­ლოს მაც­ნეს" მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფასი არა­რე­ა­ლუ­რია. მე­ო­რეც - სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­ვე გან­მარ­ტე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს მაც­ნეს" ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი პა­ტა­რა წარ­მა­დო­ბის 16 სტამ­ბაა, რო­მელ­თაც არა აქვთ არც გა­მოც­დი­ლე­ბა და არც შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა, რომ ამ­ხე­ლა მო­ცუ­ლო­ბის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლონ და თა­ნაც ხა­რის­ხი­ა­ნად. ხაზს ვუს­ვამთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წყა­რომ მოგ­ვა­წო­და.

აქვე ცნო­ბის­თვის გე­ტყვით იმა­საც, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ბეჭ­დავ­და სპს კონ­სორ­ცი­უ­მი - ქარ­თუ­ლი სტამ­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­მაც მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სტამ­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რათა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის არც ბეჭდ­ვის ვა­დე­ბი დამ­დგა­რი­ყო ეჭვქვეშ და არც ხა­რის­ხი.

და­ვუბ­რუნ­დეთ წელს შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას - მოკ­ლედ, საფრ­თხე იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა სექ­ტემ­ბერ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ვერ მი­ი­ღონ, რე­ა­ლუ­რია. კერ­ძოდ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ ვთქვათ, აგ­ვის­ტო­ში გა­ირ­კვა, რომ შეკ­ვე­თა ვერ სრულ­დე­ბა, ვერც ერთი ქარ­თუ­ლი მსხვი­ლი სტამ­ბა ასეთ მოკ­ლე დრო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ფი­ზი­კუ­რად ვერ და­ბეჭ­დავს. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი საქართველო
0
აღარ უნდათ საქართველოში განათლებული ხალხი, სტუდენტები ხომ დააჩლუნგეს 80% ,მეტი თუ არა, ახლა მოსწავლეებზე გადავიდნენ, რამოდენიმე წელიწადში ჩიპიზაციაც დაიწყება და ეგაა, რა საჭიროა მერე განათლება
ანო
0

ეკონომია ჩვენი შვილების განათლების ხარჯზე უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ჩვენ ოჯახებს არ შეეხო კრიზისი ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

საქართველოს განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სავარაუდო არასწორი გათვლების გამო, წელს სკოლის მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ. ეს, ერთი მხრივ, დააზარალებს განათლების სისტემას, მეორე მხრივ კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალს მიიღებს. თუმცა ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ...

წლების განმავლობაში სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და მიწოდებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მთავარი საკითხი - მიიღებდნენ თუ არა ბავშვები სახელმძღვანელოებს. ჰოდა, თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ვალდებულება აიღო.

წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 800 000 სახელმძღვანელოს ბეჭდვასა და ადგილზე მიწოდებაზე შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა გამოცხადებული იყო 8 750 000 ლარად. საბოლოოდ, კონტრაქტი გაფორმდა შპს "საქართველოს მაცნესთან", რომელმაც ამ უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების ვალდებულება დაახლოებით 8 500 000 ლარად აიღო. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და მისასალმებელიცაა. სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ეკონომია უნდა გასწიოს, განსაკუთრებით კორონაკრიზისის პირობებში, მაგრამ...

სპეციალისტების ინფორმაციით, რომელთა საქმიანობა წლების განმავლობაში სწორედ სახელმძღვანელოების ბეჭდვას უკავშირდება, "საქართველოს მაცნეს" მიერ შეთავაზებული ფასი არარეალურია. მეორეც - სპეციალისტებისვე განმარტებით, "საქართველოს მაცნეს" ქვეკონტრაქტორი პატარა წარმადობის 16 სტამბაა, რომელთაც არა აქვთ არც გამოცდილება და არც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ამხელა მოცულობის დაკვეთა შეასრულონ და თანაც ხარისხიანად. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა.

აქვე ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა სპს კონსორციუმი - ქართული სტამბების გაერთიანება, რომელმაც მსხვილი ინვესტიციები განახორციელა სტამბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაქმნელად, რათა სახელმძღვანელოების არც ბეჭდვის ვადები დამდგარიყო ეჭვქვეშ და არც ხარისხი.

დავუბრუნდეთ წელს შექმნილ მდგომარეობას - მოკლედ, საფრთხე იმისა, რომ მოსწავლეებმა სექტემბერში სახელმძღვანელოები ვერ მიიღონ, რეალურია. კერძოდ, სპეციალისტების ინფორმაციით, თუ ვთქვათ, აგვისტოში გაირკვა, რომ შეკვეთა ვერ სრულდება, ვერც ერთი ქართული მსხვილი სტამბა ასეთ მოკლე დროში მილიონობით სახელმძღვანელოს ფიზიკურად ვერ დაბეჭდავს. იხილეთ სრულად

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი