საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე" - "სხვა გურული დღიურები" უკვე წიგნის მაღაზიებშია
"წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე" - "სხვა გურული დღიურები" უკვე წიგნის მაღაზიებშია

"ბიბ­ლუ­სი­სა" და სხვა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა თა­რო­ებს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი _ "სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" შე­ე­მა­ტა. იგი მისი წი­ნა­მორ­ბე­დის - "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" ერ­თგვარ გაგ­რძე­ლე­ბას, მას­ში აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის "შიგ­ნი­დან და­ნახ­ვის მცდე­ლო­ბას" წარ­მო­ად­გენს და ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხულ გუ­რი­ას გვიჩ­ვე­ნებს.

წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლი­ტა L-მა" გა­მოს­ცა, მისი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჟუ­რუ­ლი გახ­ლავთ, დი­ზა­ი­ნე­რი კი სა­ლო­მე სა­ბა­ნა­ძე.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან:

_ "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 6 წლის წინ გა­მო­ი­ცა, უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რელ წიგ­ნად იქცა და პი­რა­დად მეც, ჩემი არა­ერ­თი გუ­რუ­ლი მე­გობ­რის­თვის მი­ჩუ­ქე­ბია, რო­გორც მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, გუ­რი­ა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის კრე­ბუ­ლი. ამო­ნა­რი­დებს თქვე­ნი წიგ­ნე­ბი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ხში­რად ვა­დევ­ნებთ ხოლ­მე თვალს და ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის უკვე სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია, რომ მალე მათ თა­როს "სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" შე­ე­მა­ტე­ბა. რას მო­ი­ცავს ეს „ცოტა უც­ნა­უ­რი გაგ­რძე­ლე­ბა“ და რა­ზეა მას­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი?

_ პირ­ველ რიგ­ში, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა კე­თილ­გან­წყო­ბის­თვის. ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ დიდ პრო­ზა­ში ძა­ლე­ბი ჯე­რაც არ მო­მი­სინ­ჯავს და ჩემი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი ისევ პო­ე­ზი­ა­ში თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა. თუმ­ცა "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის’’ წარ­მა­ტე­ბა მრა­ვალ­მხრივ სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია. ეს გაგ­რძე­ლე­ბა ერ­თგვა­რი და­სას­რუ­ლია ამ ციკ­ლი­სა და მცდე­ლო­ბა, უფრო დის­ტან­ცი­უ­რად და­ვი­ნა­ხო სა­კუ­თა­რი თავი, უფრო მკაც­რად და მო­უ­რი­დებ­ლად.

_ ვინ არი­ან ნა­წა­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი და რა ხდე­ბა მათ თავს?

_ მთა­ვა­რი გმი­რი მე ვარ და ეს დაკ­ვირ­ვე­ბის პა­ტა­რა წიგ­ნია. სა­კუ­თარ თავ­ზე და ასე, შიგ­ნი­დან, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე. მათ­ზე, ვინც ჩემს ირ­გვლივ ცხოვ­რობ­და, სო­ფელ­ზე და გაძ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ბავ­შვო­ბა­ზე, რო­გორც უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლე­ბის დრო­ზე.

აქ პერ­სო­ნა­ჟე­ბი ფრაგ­მენ­ტუ­ლე­ბი არი­ან და ეს ფრაგ­მენ­ტე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნოს, მათ შო­რის, სა­კუ­თარ თავ­ში, ანაც - სხვა­ში. ეს გარ­და­უ­ვა­ლი ამ­ბა­ვია და ჩემი ოს­ტა­ტო­ბა ნაკ­ლებ შუ­ა­შია. ჩვენ ამ ტკი­ვი­ლებ­ში და სი­ხა­რუ­ლებ­ში ერ­თმა­ნეთს ვი­მე­ო­რებთ.

_ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ეს არის „გუ­რულ დღი­უ­რებ­ში“ აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შიგ­ნი­დან და­ნახ­ვის მცდე­ლო­ბა. რო­გო­რია ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი გუ­რია?

_ გუ­რია არის ღა­რი­ბი და ლა­მა­ზი, ღი­მი­ლით ძლი­ე­რი და თა­ნაც, ში­შით სავ­სე, მო­მავ­ლის ში­შით. პა­რა­დოქ­სე­ბის მხა­რეა მარ­თლაც.

_ მსა­ხი­ობ­მა მე­რაბ ნი­ნი­ძემ თქვენს წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნა, რომ: „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იმ მო­მენტს იჭერს, როცა ვხვდე­ბით, რომ გა­ვი­ზარ­დეთ და ემო­ცი­ე­ბიც გამ­ძაფ­რდა. დრო გა­ვი­და და ჩვენ დაგ­ვიგ­როვ­და და­ნა­კარ­გი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ეს უკვე ცხოვ­რე­ბის ის ეტა­პია, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნი აღარ გვაქვს, და­ცუ­ლი აღარ ვართ ტკი­ვი­ლის­გან. თუმ­ცა გვაქვს სა­ძირ­კვე­ლი _ ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, გვაქვს სით­ბო და გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­გვლივ, რო­მელ­თაც შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­როთ ისე, რო­გორც ეს წიგ­ნი გვი­ზი­ა­რებს ავ­ტო­რის ჰუ­მა­ნიზმს". ამ ასაკ­ში რო­გო­რია გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ემო­ცი­ე­ბი გუ­რი­ის მი­მართ და ბავ­შვო­ბის წლე­ბის ნოს­ტალ­გია?

_ ჩვენ ბავ­შვო­ბის ჯამი ვართ. ბავ­შვო­ბამ გან­გვსა­ზღვრა და მის ექოდ მყო­ფე­ბი, იმ ტკი­ვი­ლებს და სი­ხა­რუ­ლებს ვი­მე­ო­რებთ, იმ ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას ვე­ჭი­დე­ბით. ხან ვმარ­ცხდე­ბით, ხან ვი­მარ­ჯვებთ და ორი­ვე გან­ცდა ჩუ­მად, ხა­ნაც სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან და­მა­ლუ­ლა­დაც, ისევ ბავ­შვო­ბას­თან მიგ­ვაქვს "სამ­სხვერ­პლო­ზე’’. გუ­რია არის ად­გი­ლი, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი გა­ვი­ცა­ნი და ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა შე­ვიგ­რძე­ნი _ შე­სა­ბა­მი­სად, ის ხალ­ხი, მოვ­ლე­ნე­ბი და გა­რე­მო მეც ვარ. სა­კუ­თარ თავ­ზე ვწერ. სა­კუ­თარ თავს ვე­ჭი­დე­ბი.

_ რა არის ჰუ­მა­ნიზ­მის მთა­ვა­რი „წყა­რო“ ადა­მი­ან­ში?

_ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის შემ­ჩნე­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა. ეს რთუ­ლი საქ­მეა, ძნე­ლად აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ­ჯი­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მეა.

_ რო­გო­რია სიყ­ვა­რუ­ლი გუ­რუ­ლად?

_ გუ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ცოტა გა­და­რე­უ­ლია. ამი­ტო­მაც, ძნე­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი. სი­ტყვე­ბის­თვი­საც.

_ წიგ­ნის ყდის დი­ზა­ინ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თქვე­ნი მშობ­ლე­ბის _ ზუ­რაბ კე­კე­ლი­ძი­სა და გულ­ნა­რა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცია. რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ ის და რა­ი­მე ის­ტო­რია თუ აქვს ამ ფო­ტოს? სად არის გა­და­ღე­ბუ­ლი?

_ ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია მათი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და იშ­ვი­ა­თი სუ­რა­თია, სა­დაც ისი­ნი ერ­თად არი­ან.

_ "სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" „პა­ლიტ­რა L-ის “ მიერ გა­მო­ი­ცა, რო­გორც მწერ­ლის­თვის, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვენ­თვის ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

_ "პა­ლიტ­რა L-თან’’ მისი და­არ­სე­ბის დღი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ვი­და ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის მიერ ნა­თარ­გმნი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი "ჯა­დოს­ნუ­რი კარი’’. მას შემ­დეგ, რო­გორც ავ­ტო­რი და რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან არა­ერ­თხელ გა­და­ვიკ­ვე­თე. მი­ხა­რია, რომ გუნ­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი აზრი ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და და ზრდას არც ახლა წყვეტს.

ავტორი:

"წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე" - "სხვა გურული დღიურები" უკვე წიგნის მაღაზიებშია

"წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე" - "სხვა გურული დღიურები" უკვე წიგნის მაღაზიებშია

"ბიბლუსისა" და სხვა წიგნის მაღაზიათა თაროებს გიორგი კეკელიძის ახალი ნაწარმოები _ "სხვა გურული დღიურები" შეემატა. იგი მისი წინამორბედის - "გურული დღიურების" ერთგვარ გაგრძელებას, მასში აღწერილი ისტორიების "შიგნიდან დანახვის მცდელობას" წარმოადგენს და ავტორის თვალით დანახულ გურიას გვიჩვენებს.

წიგნი გამომცემლობა "პალიტა L-მა" გამოსცა, მისი რედაქტორი თამარ ჟურული გახლავთ, დიზაინერი კი სალომე საბანაძე.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კეკელიძესთან:

_ ,,გურული დღიურები“, რომელიც 6 წლის წინ გამოიცა, უკვე ბევრი ადამიანის საყვარელ წიგნად იქცა და პირადად მეც, ჩემი არაერთი გურული მეგობრისთვის მიჩუქებია, როგორც მათთვის საინტერესო, გურიაში შეგროვებული ამბების კრებული. ამონარიდებს თქვენი წიგნებიდან სოციალურ ქსელშიც ხშირად ვადევნებთ ხოლმე თვალს და ერთგული მკითხველისთვის უკვე სასიამოვნო ფაქტია, რომ მალე მათ თაროს "სხვა გურული დღიურები" შეემატება. რას მოიცავს ეს „ცოტა უცნაური გაგრძელება“ და რაზეა მასში მოთხრობილი ამბები?

_ პირველ რიგში, უღრმესი მადლობა კეთილგანწყობისთვის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დიდ პროზაში ძალები ჯერაც არ მომისინჯავს და ჩემი საუკეთესო ნამუშევრები ისევ პოეზიაში თუ მოიძებნება. თუმცა ,,გურული დღიურების’’ წარმატება მრავალმხრივ სასიამოვნო ამბავია. ეს გაგრძელება ერთგვარი დასასრულია ამ ციკლისა და მცდელობა, უფრო დისტანციურად დავინახო საკუთარი თავი, უფრო მკაცრად და მოურიდებლად.

_ ვინ არიან ნაწამოების მთავარი გმირები და რა ხდება მათ თავს?

_ მთავარი გმირი მე ვარ და ეს დაკვირვების პატარა წიგნია. საკუთარ თავზე და ასე, შიგნიდან, სხვა ადამიანებზე. მათზე, ვინც ჩემს ირგვლივ ცხოვრობდა, სოფელზე და გაძლების ხელოვნებაზე, ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე.

აქ პერსონაჟები ფრაგმენტულები არიან და ეს ფრაგმენტები ყველა ადამიანს შეუძლია, რომ აღმოაჩინოს, მათ შორის, საკუთარ თავში, ანაც - სხვაში. ეს გარდაუვალი ამბავია და ჩემი ოსტატობა ნაკლებ შუაშია. ჩვენ ამ ტკივილებში და სიხარულებში ერთმანეთს ვიმეორებთ.

_ აღნიშნეთ, რომ ეს არის „გურულ დღიურებში“ აღწერილი ისტორიების შიგნიდან დანახვის მცდელობა. როგორია ავტორის თვალით დანახული გურია?

_ გურია არის ღარიბი და ლამაზი, ღიმილით ძლიერი და თანაც, შიშით სავსე, მომავლის შიშით. პარადოქსების მხარეა მართლაც.

_ მსახიობმა მერაბ ნინიძემ თქვენს წიგნთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ: „სხვა გურული დღიურები“ ადამიანის ცხოვრებაში იმ მომენტს იჭერს, როცა ვხვდებით, რომ გავიზარდეთ და ემოციებიც გამძაფრდა. დრო გავიდა და ჩვენ დაგვიგროვდა დანაკარგი, იმედგაცრუება. ეს უკვე ცხოვრების ის ეტაპია, სადაც არჩევანი აღარ გვაქვს, დაცული აღარ ვართ ტკივილისგან. თუმცა გვაქვს საძირკველი _ ჩვენი ბავშვობა, გვაქვს სითბო და გვყავს ადამიანები ირგვლივ, რომელთაც შეგვიძლია ჩვენი მოგონებები გავუზიაროთ ისე, როგორც ეს წიგნი გვიზიარებს ავტორის ჰუმანიზმს". ამ ასაკში როგორია გიორგი კეკელიძის ემოციები გურიის მიმართ და ბავშვობის წლების ნოსტალგია?

_ ჩვენ ბავშვობის ჯამი ვართ. ბავშვობამ განგვსაზღვრა და მის ექოდ მყოფები, იმ ტკივილებს და სიხარულებს ვიმეორებთ, იმ ოცნებების ასრულებას ვეჭიდებით. ხან ვმარცხდებით, ხან ვიმარჯვებთ და ორივე განცდა ჩუმად, ხანაც საკუთარი თავისგან დამალულადაც, ისევ ბავშვობასთან მიგვაქვს ,,სამსხვერპლოზე’’. გურია არის ადგილი, სადაც საკუთარი თავი გავიცანი და ადამიანად ყოფნა შევიგრძენი _ შესაბამისად, ის ხალხი, მოვლენები და გარემო მეც ვარ. საკუთარ თავზე ვწერ. საკუთარ თავს ვეჭიდები.

_ რა არის ჰუმანიზმის მთავარი „წყარო“ ადამიანში?

_ ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი მეორე ადამიანის შემჩნევა და გათვალისწინებაა. ეს რთული საქმეა, ძნელად აღსასრულებელი, მაგრამ ამ მიმართულებით ვარჯიში აუცილებელი საქმეა.

_ როგორია სიყვარული გურულად?

_ გურული სიყვარული მოულოდნელი და ცოტა გადარეულია. ამიტომაც, ძნელად მოსახელთებელი. სიტყვებისთვისაც.

_ წიგნის ყდის დიზაინში გამოყენებულია თქვენი მშობლების _ ზურაბ კეკელიძისა და გულნარა ჩხარტიშვილის ფოტოილუსტრაცია. რატომ შეარჩიეთ ის და რაიმე ისტორია თუ აქვს ამ ფოტოს? სად არის გადაღებული?

_ ეს ფოტო გადაღებულია მათი საქორწინო მოგზაურობისას და იშვიათი სურათია, სადაც ისინი ერთად არიან.

_ "სხვა გურული დღიურები" „პალიტრა L-ის “ მიერ გამოიცა, როგორც მწერლისთვის, რამდენად კომფორტული და სასიამოვნოა თქვენთვის ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობა?

_ ,,პალიტრა L-თან’’ მისი დაარსების დღიდან ვთანამშრომლობ. მისი დაბადებისთანავე გამოვიდა ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ ნათარგმნი ზღაპრების კრებული ,,ჯადოსნური კარი’’. მას შემდეგ, როგორც ავტორი და როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ამ გამომცემლობასთან არაერთხელ გადავიკვეთე. მიხარია, რომ გუნდი, პროფესიული აზრი ძალიან გაიზარდა და ზრდას არც ახლა წყვეტს.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეხუთე)

„მაკულიტერატურის“ უპრეცედენტო აქცია რეგიონებში იწყება

როსტომ ხანი და ვახტანგ V - ქართველი გამაჰმადიანებული მეფეების უმძიმესი ცხოვრება ერთ წიგნად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"