ავტორი:

"მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე - ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად" - მეუფე ნიკოლოზი

"მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე - ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხა არ მიაჩნია სწორად.

"რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე.

რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

რეკორდული დღიური მაჩვენებელი - საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ ვართ თავად მიწას მიბარებული...თეკლას დაკარგვა აუწონავი სიმძიმეა" - რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას მამა

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო