მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას
"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა, რომ­ლის ჩა­მოს­ვლის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 ივ­ნი­სის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა და­ი­წყო, "აფხა­ზე­თის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩის" სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის "აფხა­ზე­თის მო­მავ­ლის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის მი­ლა­ნა ხა­შ­ბას თქმით, "აფხა­ზე­თის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩე­ბის" ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აფხა­ზუ­რი და რუ­სუ­ლი მხა­რე­ე­ბი­დან 10-10 ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბა.

ეს სტა­ტუ­სი ასე­ვე მი­ი­ღეს რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა ნი­კო­ლაი ბას­კოვ­მა, მომ­ღე­რალ­მა ვა­ლე­რი­ამ, კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ემირ კუს­ტუ­რი­ცამ და სხვებ­მა, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი აფხა­ზი დე­დე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იმ­ღე­რე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მოს­კოვ­ში 2017 წელს და­არ­სდა და მისი ფუნ­ქცია, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ექ­ტებ­ში ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბაა.

ქვლმოქ­მე­დე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს მომ­ხარ­დე­ბათ, ამის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს. აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი­სა და ვა­ლე­რი­ას კონ­ცერ­ტე­ბით, აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­სა და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს არ ეშ­ვე­ლე­ბა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შოუს ნა­წი­ლია, რო­მელ­საც წინა, ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინერ­ცი­ით, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დიც აგ­რძე­ლებს".

"მხო­ლოდ ჩემს გარ­შე­მო, პა­ტა­რა ოჩამ­ჩი­რე­ში, არა­ერ­თი მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, არა მრა­ვალ­შვლი­ა­ნი, მაგ­რამ მარ­ტო­ხე­ლა - ერთი ან ორი შვი­ლით. ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი­სას, გა­სულ წლებ­ში ისი­ნი ახლო-მახ­ლო სას­ტუმ­რო­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და კაფე-ბა­რებ­ში მუ­შა­ობ­დნენ მზა­რე­უ­ლე­ბად, დამ­ლა­გებ­ლად, დამ­ხმა­რე­ე­ბად, წელს კი ტუ­რის­ტე­ბი არ გვყავს, მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ, ბავ­შვე­ბი მშივ­რე­ბი..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ლუ­ი­ზა კვიკ­ვი­ნია.

"იმ ბავ­შვე­ბის მა­მე­ბის ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ზუს­ტად ასა­ხავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბას. მათ პა­ტა­რა, სკო­ლის ასაკ­ში მა­რი­ხუ­ა­ნის მო­წე­ვით და­ი­წყეს, შემ­დეგ ია­ფი­ა­ნი სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ით გა­აგ­რძე­ლეს, შემ­დეგ ვე­ნურ ნარ­კო­ტიკ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ბო­ლოს ლო­თო­ბით აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, სო­ხუმ­ში, გაგ­რა­ში, ბიჭ­ვინ­თა­ში, სოჭ­ში, ად­ლერ­ში.... ზოგ­ჯერ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მან­ქა­ნის ხე­ლოს­ნე­ბად ან სად­მე სხვა­გან, თუმ­ცა სახ­ლში ვე­რა­ფერს გზავ­ნი­ან, ან თით­ქმის ვე­რა­ფერს, რად­გან თვი­ანთ პრობ­ლე­მებ­საც ვერ აგ­ვა­რე­ბენ და ზოგ­ჯერ ჩა­მო­სავ­ლე­ლად ამ სუ­ლაც იქ სა­არ­სე­ბოდ მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი უგ­ზავ­ნი­ან ფულს.

ჩვენს გარ­შე­მო ათე­უ­ლო­ბით ასე­თი ოჯა­ხია, ერ­თნა­ი­რი ის­ტო­რი­ე­ბით. თუ ჩვენს სა­მუ­შა­ოდ გა­დახ­ვე­წილ კა­ცებს გა­უ­მარ­თლათ და აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­დნენ, აქ აგ­რძე­ლე­ბენ და­ლე­ვას და ბომ­ჟურ ცხოვ­რე­ბას, ით­რე­ვენ მო­ზარ­დებს თა­ვი­ანთ წუმ­პე­ში და ასე გრძელ­დე­ბა წლე­ბია. ჰოდა, ბა­ტო­ნე­ბო, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­როს სა­ნა­ხა­ვად რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­სუ­ლი ბას­კო­ვი და კუს­ტუ­რი­ცა ჩვენს პრობ­ლე­მას ვერ უშ­ვე­ლი­ან..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი "გალა-ვაის" ფსევ­დო­ნი­მით.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­ინც რამ­დე­ნი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა გვყავს, თუ არ ჩავ­თვლით სოფ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვას, აფხა­ზეთ­ში წლე­ბია 2 შვილ­ზე მეტს არა­ვინ აჩენს, გა­მოკ­ვე­ბის თავი არ აქვთ...

კი­დევ, ბოლო წლე­ბია, არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს შშმ პირ ბავ­შვებ­ზე, თით­ქოს არც არ­სე­ბო­ბენ, მშობ­ლებს აუ­ტიზ­მის სპექტრი­სა და და­უ­ნის სინ­დრო­მის მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი სახ­ლი­დან არ გა­მოჰ­ყავთ, ყვე­ლას არი­დე­ბენ... არ არ­სე­ბობს მათ­თვის პროგ­რა­მე­ბი, რი­თაც ისი­ნი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ. მე­ტიც, უამ­რავ­მა დე­დამ არც იცის შვი­ლის დი­აგ­ნო­ზი და უბ­რა­ლოდ, სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლად ზრდის მათ. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ყვე­ლა თვალს ხუ­ჭავს..." - მი­აჩ­ნია "ელი კლარკს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

ბოროტების იმპერიის "კეთილი ნების ელჩები" ეს რაღაც ახალია.ეხ გავრილა,გავრილა.სანამ რუსეთის ფედერაციაში ეროვნული ავტონომიების სახით ძალით შეყვანილი ერები არ მოითხოვენ დამოუკიდებლობას,მანამდე რუსეთი კვლავ ისარგებლებს ამ მცირე ერების ნავთობით,გაზით,ალმასით,ოქროთი და სხვა მრავალი წიაღისეულით მიღებული სიმდიდრით და კვლავ გააგრძელებს "კეთილი" საქმეების კეთებას.ხელოვნურად შექმნილი "სამრეთ ოსეთი"თუ სცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,რა დააშავა "ჩრდილოეთ ოსეთმა",იაკუტიამ,ბაშკირეთმა,თათრეთმა და სხვა მრავალმა.

თერჯოლელი
4

ბასკოვი,როგორც კი იმღერებს აფხაზეთი გადარჩება,აფხაზების გარეშე,სომხები,ადიღეველები{აფსუები},დაღესტანელები,კაზაკები,თურქები,ოსები,ჩეჩნები,ერთმანეთს დაჭამენ აფხაზეთისთვის,ხოლო ამათ ყველას ერთად ბოლოს მოუღებს რუსეთი,რუსეთს კი ამისთვის ყველაზე დიდი იარაღი აქვს შეტანილი აფხაზეთში,ესაა ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ ი,მერე კი დაიწყება რუსების განსახლება მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე,როგორც ეს სოჭში მოხდა და აფხაზეთს საბოოლოოდ რუსეთად გამოაცხადებს.

პუტინმა მუდმივი პრეზიდენტობა მარტო საქართველოს დასასჯელად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაფორმებისთვის გადაწყვიტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის ჩამოსვლის გამო, საქართველოში 20 ივნისის რამდენიმეთვიანი საპროტესტო ტალღა დაიწყო, "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის" სტატუსი მიიღო.

სოციალური პლატფორმის "აფხაზეთის მომავლის" თანათავმჯდომარის მილანა ხაშბას თქმით, "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" ახალ შემადგენლობაში აფხაზური და რუსული მხარეებიდან 10-10 ადამიანი ირიცხება.

ეს სტატუსი ასევე მიიღეს რუსეთის სახალხო არტისტმა ნიკოლაი ბასკოვმა, მომღერალმა ვალერიამ, კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ და სხვებმა, რომლებიც მრავალშვილიანი აფხაზი დედების დასახმარებლად იმღერებენ.

აღნიშნული პროექტი მოსკოვში 2017 წელს დაარსდა და მისი ფუნქცია, ჰუმანიტარულ პროექტებში ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მუშაობაა.

ქვლმოქმედებიდან შემოსული თანხა რომ მრავალშვილიან დედებს მომხარდებათ, ამის არ სჯერა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს. აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მოსკოვიდან ჩამოსული ნიკოლაი ბასკოვისა და ვალერიას კონცერტებით, აფხაზეთის ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებს არ ეშველება.

"ეს ყველაფერი კი შოუს ნაწილია, რომელსაც წინა, ხაჯიმბას ხელისუფლების ინერციით, ბჟანია-ანქვაბის გუნდიც აგრძელებს".

"მხოლოდ ჩემს გარშემო, პატარა ოჩამჩირეში, არაერთი მარტოხელა დედაა, არა მრავალშვლიანი, მაგრამ მარტოხელა - ერთი ან ორი შვილით. ტურისტული სეზონისას, გასულ წლებში ისინი ახლო-მახლო სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში მუშაობდნენ მზარეულებად, დამლაგებლად, დამხმარეებად, წელს კი ტურისტები არ გვყავს, მარტოხელა დედები უმუშევრები დარჩნენ, ბავშვები მშივრები..." - წერს ინტერნეტმომხარებელი ლუიზა კვიკვინია.

"იმ ბავშვების მამების ცხოვრება ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას. მათ პატარა, სკოლის ასაკში მარიხუანის მოწევით დაიწყეს, შემდეგ იაფიანი სააფთიაქო ნარკომანიით გააგრძელეს, შემდეგ ვენურ ნარკოტიკზე გადავიდნენ და ბოლოს ლოთობით აგრძელებენ ცხოვრებას. მუშაობენ სხვადასხვა ქალაქში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, სოჭში, ადლერში.... ზოგჯერ მშენებლობაზე, მანქანის ხელოსნებად ან სადმე სხვაგან, თუმცა სახლში ვერაფერს გზავნიან, ან თითქმის ვერაფერს, რადგან თვიანთ პრობლემებსაც ვერ აგვარებენ და ზოგჯერ ჩამოსავლელად ამ სულაც იქ საარსებოდ მოხუცი მშობლები უგზავნიან ფულს.

ჩვენს გარშემო ათეულობით ასეთი ოჯახია, ერთნაირი ისტორიებით. თუ ჩვენს სამუშაოდ გადახვეწილ კაცებს გაუმართლათ და აფხაზეთში დაბრუნდნენ, აქ აგრძელებენ დალევას და ბომჟურ ცხოვრებას, ითრევენ მოზარდებს თავიანთ წუმპეში და ასე გრძელდება წლებია. ჰოდა, ბატონებო, სოხუმის სანაპიროს სანახავად რამდენიმე დღით ჩამოსული ბასკოვი და კუსტურიცა ჩვენს პრობლემას ვერ უშველიან..." - წერს ადგილობრივი "გალა-ვაის" ფსევდონიმით.

"საინტერესოა, მაინც რამდენი მრავალშვილიანი დედა გვყავს, თუ არ ჩავთვლით სოფლებში, რამდენიმე ცალკეულ შემთხვევას, აფხაზეთში წლებია 2 შვილზე მეტს არავინ აჩენს, გამოკვების თავი არ აქვთ...

კიდევ, ბოლო წლებია, არავინ არაფერს ამბობს შშმ პირ ბავშვებზე, თითქოს არც არსებობენ, მშობლებს აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მატარებელი ბავშვები სახლიდან არ გამოჰყავთ, ყველას არიდებენ... არ არსებობს მათთვის პროგრამები, რითაც ისინი სოციალიზაციას შეძლებენ. მეტიც, უამრავმა დედამ არც იცის შვილის დიაგნოზი და უბრალოდ, სახლში გამოკეტილად ზრდის მათ. ეს არის რეალობა, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავს..." - მიაჩნია "ელი კლარკს".

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია