სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიებას არაფერს ვუმალავ" - შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" ფოტოგრაფს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ
"გამოძიებას არაფერს ვუმალავ" - შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" ფოტოგრაფს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მოწ­მემ, ფო­ტოგ­რაფ­მა ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ 3-სა­ა­თი­ა­ნი გა­მო­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბას არა­ფერს უმა­ლავს.

ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კი­თხვებს 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხობ­და. გა­მო­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა კი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა და რეპ­ლი­კის სა­ხით გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ფერს მა­ლავს.

ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ად­ვო­კა­ტის ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ნა­ი­რი ფო­ტო­მა­სა­ლა არ გა­და­უ­ღია, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო და ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

"ის ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხებს, მა­ნამ­დე კი ჩვენ მივ­მარ­თავთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს. უნდა შევ­ხვდეთ და ეს ის­ტე­რია მოწ­მე­ე­ბის ირ­გვლივ უნდა დას­რულ­დეს. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან არა­ვის მო­უნ­დე­ბა მი­ვი­დეს და ითა­ნამ­შრომ­ლოს პო­ლი­ცი­ას­თან. ამო­ნა­წერ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან და­რე­კა უწყე­ბა­ში.

მას არა­ფე­რი გა­და­უ­ღია, ამო­ღე­ბუ­ლია კა­მე­რა, ჩა­უ­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა. ჩვენ ვა­პი­რებთ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩას­ვლას, გა­და­ვი­ღებთ ყვე­ლა­ფერს, სად იმა­ლე­ბო­და, რო­გორ იმა­ლე­ბო­და იმის­თვის, რომ შე­წყდეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ისე არ გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს ბავ­შვი მი­ვიყ­ვა­ნოთ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. მან არ იცის სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო თუ არა. რაც ხდე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას, ამის იქით არა­ფე­რი იცის", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ.

ამას­თან, შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე უკვე გა­მო­ი­კი­თხა 2 მოწ­მე, არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.ქ. და ლუკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლი. ბეჟა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას მას­თან კი­თხვე­ბი არ ჰქო­ნია და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი შე­უ­მოწ­მეს. არას­რულ­წლო­ვან ლ.ქ-ს მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ცნო­ბის­თვის, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­სას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან, კოკო ღიბ­რა­ძეს­თან, ვახო ახვლე­დი­ან­თან, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან და გური ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ინ­ცი­დენ­ტის დროს მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და. 112-ში და­რეკ­ვის შემ­დეგ კი, ის თბი­ლის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ის თემ­ქა­ზე მი­ვი­და, სა­დაც მცხე­თის წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­საც მისი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც მოწ­მობს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის ირ­გვლივ აქვთ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მის მი­მართ კი­თხვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
0

ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან ! 

კოტე
2

იცი რას გეტყვი, გაიკრიჭე შვილო თავი და ითანამშრომლე გამოძიებასთან, სანამ 0-ზე გადაგპარსავენ მაგ უტვინო თავს.

ავტორი:

"გამოძიებას არაფერს ვუმალავ" - შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" ფოტოგრაფს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ

"გამოძიებას არაფერს ვუმალავ" - შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" ფოტოგრაფს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 3-საათიანი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას არაფერს უმალავს.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ფოტოგრაფმა კი მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და რეპლიკის სახით განაცხადა, რომ არაფერს მალავს.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ფოტომასალა არ გადაუღია, ფოტოაპარატი გამოძიებამ ამოიღო და ექსპერტიზა ჩაუტარდება.

"ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში.

მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ამასთან, შაქარაშვილის საქმეზე უკვე გამოიკითხა 2 მოწმე, არასრულწლოვანი ლ.ქ. და ლუკა ბეჟანიშვილი. ბეჟანიშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს. არასრულწლოვან ლ.ქ-ს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, ვახო ახვლედიანთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის ინციდენტის დროს მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. 112-ში დარეკვის შემდეგ კი, ის თბილისში სამართალდამცავებმა ჩამოიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ის თემქაზე მივიდა, სადაც მცხეთის წვეულების სტუმრების ნაწილი იმყოფებოდა, რასაც მისი ფოტოაპარატიდან ამოღებული ფოტოებიც მოწმობს. სწორედ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ აქვთ უფლებადამცველებს მის მიმართ კითხვები.

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნული ფრაზა - "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომაა" - ექსპერტი

ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს