სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ უა­რე­სი ჯერ კი­დევ წი­ნაა.

ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ კა­რან­ტი­ნის, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად, შეძ­ლო ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით შე­ჩე­რე­ბა, ხოლო ზო­გან ყო­ველ­დღი­უ­რად COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ათი­ა­თა­სო­ბით პა­ცი­ენ­ტია.

მსოფ­ლი­ო­ში უკვე სამი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

  • ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი

აშშ-ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ COVID-19-ის 3,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა. 6 ივ­ლი­სის შემ­დეგ შტა­ტებ­ში ყო­ველ დღე კო­რო­ნა­ვირუ­სის 50 ათას შემ­თხვე­ვა­ზე მეტი ვლინ­დე­ბა. 16 ივ­ლისს კი, 73 388 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ამ­ბობს, რომ მას არ გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუკი შტა­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 100 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად კო­რო­ნა­ვირუ­სი 4 შტატ­ში - ფლო­რი­და­ში, არი­ზო­ნა­ში, ტე­ხას­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ვრცელ­დე­ბა.

ფა­უ­ჩი ამ­ბობს, რომ ამე­რი­კელ­თა დიდი ნა­წი­ლი არ იცავს დის­ტან­ცი­ას და არ ატა­რებს პირ­ბა­დეს. მისი აზ­რით, ვირუ­სის ასე აფეთ­ქე­ბა ზო­გი­ერთ შტატ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­ად­რე­ვად მოხ­სნა­მაც გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, რაც აშშ-ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, შტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. გა­სულ კვი­რას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ბა­დით პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. იქამ­დე კი პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებ­და, რომ მის გა­მო­ყე­ნე­ბას აზრი არ აქვს, რად­გან ადა­მი­ა­ნებს ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან არ იცავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ში გა­მო­ჯან­მრთელ­და 1.6 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 141 118 გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ბრა­ზი­ლია

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნა ბრა­ზი­ლი­აა, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლია 76 822 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 1.3 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენტს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად არ სჯე­რო­და COVID-19-ის არ­სე­ბო­ბის და მას "უბ­რა­ლო გრიპს“ უწო­დებ­და. ის მე­დი­ას ში­ში­სა და პა­ნი­კის და­თეს­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის, აკ­რი­ტი­კებ­და იმ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც თა­ვად მი­ი­ღეს კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

დღეს ბრა­ზი­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პრე­ზი­დენ­ტსა და მის პო­ლი­ტი­კას ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სი ასე გავ­რცელ­და.

  • ინ­დო­ე­თი

ინ­დო­ე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლიო მე­სა­მე ქვე­ყა­ნაა და ასე­ვე მე­სა­მე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ინ­დო­ეთ­ში სულ 1 005 637 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 25 609 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 636 602-ს აღ­წევს.

პან­დე­მი­ის გამო კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბა ინ­დო­ე­თის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც იქ ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი ისე­დაც ურ­თუ­ლეს სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, კა­რან­ტი­ნის გამო კი ბევ­რმა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი. "კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე შიმ­ში­ლი მოგ­ვკლავს“, - ამ­ბობ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. 16 ივ­ლისს კი, კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 34 469 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია - აშშ, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი, პერუ, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, მექ­სი­კა, ჩილე, ეს­პა­ნე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სი 2019 წლის დე­კემ­ბრის მი­წუ­რულს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. ჩი­ნე­თი ამ დრო­ის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, მსოფ­ლი­ოს 25-ე ქვე­ყა­ნაა და სულ 83 622 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 4 634 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

გლო­ბა­ლუ­რად, COVID-19-ის 13.9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია 592 757 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 8.2 მი­ლი­ონს აღ­წევს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ოს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს. მეც­ნი­ე­რე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ და უკვე არ­სე­ბობს ისე­თი ვაქ­ცი­ნე­ბიც, რო­მელ­თა გა­მოც­და ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ი­წყეს. (გა­ე­ცა­ნით ვრცლად: ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია COVID-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ - ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ჩა­ტა­რე­ბულ მო­ხა­ლი­სე­ებს, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ)

Ambebi.ge -ს
30

თქვენს საიტზე ნაც ტროლები შლიან ხოლმე მათთვის არასასურველ კომენტარებს და რა ხდება ვერ აკონტროლებთ ადმინისტრაცია სიტუაციას ? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა.

ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების შედეგად, შეძლო ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები წარმატებით შეჩერება, ხოლო ზოგან ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირებული ათიათასობით პაციენტია.

მსოფლიოში უკვე სამი ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

  • ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო მონაცემებით, იქ COVID-19-ის 3,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა. 6 ივლისის შემდეგ შტატებში ყოველ დღე კორონავირუსის 50 ათას შემთხვევაზე მეტი ვლინდება. 16 ივლისს კი, 73 388 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს. მისივე ინფორმაციით, ყველაზე სწრაფად კორონავირუსი 4 შტატში - ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში ვრცელდება.

ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი არ იცავს დისტანციას და არ ატარებს პირბადეს. მისი აზრით, ვირუსის ასე აფეთქება ზოგიერთ შტატში შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამაც გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შტატების უმეტესობაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე პირბადით პირველად გამოჩნდა. იქამდე კი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანებს ვირუსით ინფიცირებისგან არ იცავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში გამოჯანმრთელდა 1.6 მილიონი პაციენტი, ხოლო 141 118 გარდაიცვალა.

  • ბრაზილია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ქვეყანა ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 76 822 პაციენტი, ხოლო 1.3 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, რომელსაც თავდაპირველად არ სჯეროდა COVID-19-ის არსებობის და მას "უბრალო გრიპს“ უწოდებდა. ის მედიას შიშისა და პანიკის დათესვაში ადანაშაულებდა. წინააღმდეგი იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და შეზღუდვების დაწესების, აკრიტიკებდა იმ გუბერნატორებს, რომლებმაც თავად მიიღეს კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება.

დღეს ბრაზილიელი პოლიტიკოსები და საზოგადოების დიდი ნაწილი პრეზიდენტსა და მის პოლიტიკას ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანაში ვირუსი ასე გავრცელდა.

  • ინდოეთი

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიო მესამე ქვეყანაა და ასევე მესამე ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ინდოეთში სულ 1 005 637 ინფიცირებულია გამოვლენილი, გარდაცვლილია 25 609 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 636 602-ს აღწევს.

პანდემიის გამო კარანტინის შემოღება ინდოეთისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგანაც იქ ადამიანთა დიდი ნაწილი ისედაც ურთულეს სოციალურ მდგომარეობაშია, კარანტინის გამო კი ბევრმა დაკარგა სამსახური. "კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს“, - ამბობდნენ ადგილობრივები.

ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. 16 ივლისს კი, კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 34 469 შემთხვევა გამოვლინდა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ათეული ასეთია - აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ჩილე, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვირუსი 2019 წლის დეკემბრის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩინეთი ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოს 25-ე ქვეყანაა და სულ 83 622 ინფიცირებულია გამოვლენილი, რომელთა შორისაც, 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.

გლობალურად, COVID-19-ის 13.9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი. გარდაცვლილია 592 757 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8.2 მილიონს აღწევს.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, კორონავირუსის ახალი შტამის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ. სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს. მეცნიერები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ და უკვე არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომელთა გამოცდა ადამიანებზე დაიწყეს. (გაეცანით ვრცლად: ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ)

ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელს დაელაპარაკა - ავტობუსიდან სამი მძევალი გათავისუფლდა

"მაქსიმ პლახოი" პოლიციასთან მოლაპარაკებაზე წამოვიდა - ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან

ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები